კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

შენ ხარ ვენახი

(ეპილოგის მაგივრად) 

ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა წინასწარმეტყველთა მიერ წერილით გადმოცემულ დროთა ცვალებადობის ეპოქალურ გზაჯვარედინზე. წინა ეპოქა და მასში განსახიერებული ყველა მეუფე, მეფე, მოგვი, მოძღვარი, წინასწარმეტყველი, ორაკული, პოეტი, რაინდი, გურუ, ლამა თუ ვარსკვლავთმრიცხველი, ერთგვარ რეზიუმეს, ფესვად განხორციელებულს წარმოადგენს ერთ მთლიანსა და სრულ კონგლომერატულ ექსპოზიციაში. სრულად განვლილი ოთხიათასწლიანი ეპოქა, მისტერიულ-ასტრალური პანთეონის ხედვითი გააზრებისთვის, ვერძის ერის და თევზების ერის ორ-ორი ათასწლოვანი მარაგით  წარმოადგენს - გაღვიძებულ ფესვგამდგარ თესლს, რომელიც ეს-ესაა აღმოცენდება ახალი მიზნიანი სიცოცხლისათვის.

 

“განგების’’ მსახურნი ღვთის ვენახის ზვარაკის მემკვიდრენი ვართ, არა ჩვენი ქაოტური ნებით, არამედ ღმრთაებრივი მსაჯულებრივი ჰარმონიული ნებით.

 

ვაზი ის მცენარეა, რომელიც თავისი სიცოცხლით ძალიან წააგავს კაცის სიცოცხლეს. მას, ისევე როგორც კაცს, ფესვი, ტანი და თესლი ერთ მთლიანობაში აქვს გამჩენისაგან მოცემული და მრავლდება ტანის ფესვედის ფალოტიური ნერგვით; ასევე ვაზიც მთლიანობაში განიმეორებს სამაროვნებით სიცოცხლეს ლერწმით. ფესვი, ტანი და თესლი ერთი-მეორეს ავსებს მესამით და თითოეულს ცალ-ცალკე გააჩნია სისავსე თავის და დანარჩენი ორისა. ესაა საოცრება სამ-აროვანი გვამის ჭურჭლად ქცევისა შთამომავლობაში სვლით, რომელშიც სული უნდა ვლენილდეს წარმოგზავნილი ცით და სულიწმინდით, მამითა და ძით, ეთერულ და ასტრალურ კაბაში შემოსილი, დედამიწის კაბადონით განსაზღვრული ცხრავე ცით, სამშვინველითა და სულით მათი აღსავსე.

 

ესაა აქაობაში რეალური სიმშვენიერე სიცოცხლისა და ვითარცა ვაზი ვერ შესწვდება ცას და იქნება განრთხმული მიწაზე, თუ მას მომვლელი არა ჰყავს, სარს არ დაუგებს ან მაგარ გვარჯიან ხეზე არ შეუშვებს შესაჭიდებლად, რათა ცას შეეყრდნოს და იყოს სავსე მზით - ასევე კაციც იქნება უმოძღვროდ და მოძღვრების გარეშე, ანუ ცას შეუყუდებლად - აღსარებისა და აღმსარებლობის გარეშე, მიწაზე იქნება განრთხმული ვაზივით. მას ისევე როგორც ვაზს, თავის ნაღვაწს შეუჭამს მატლი,  როდესაც დარჩენილი ვაზის ყურძნის მტევანი ჩალპება მიწაში და მიწის მატლნი გამოხრავენ; ასევე კაციც, ადამიანური რანგის გარეშე, რაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის  მოძღვრებით მიიღწევა, მიწიერი ცხოვრების ამაოების მატლის მსხვერპლი ხდება.

 

და არა მარტო ამითია მსგავსება ვაზსა და კაცს შორის. ორთავე კეთილ გზას დაყენებული, მომვლელისა და აღმზრდელის ზრუნვით, ელტვის მარადიულ ნათელს, იღწვის სინათლით და შეჰხარის მზეს, მთვარის სავანე გამოვლილი, უთვალავ ვარსკვლავიერ სხივთა გაკიაფება ერთი დღით და მზით მოჰყავს ჯამში.

 

ცოტას შემცნობელი ვაზიცა და კაციც მჟავე და მკვახე უმწიფრობით, მზის-თვალის მცირე აღმომკითხველობით წააგავენ ერთმანეთს. მხოლოდ მომწიფებულ კაცს ბედისწერისა და ცხოვრების საწნახელი გამოსცდის ვაზის ყურძნის მტევანივით, და როგორც გამონაცადი-გამოწურული სითხე ყურძნისა ტყვევდება ახალ, საოცარ, გამამთლიანებელ ფორმაში - ქვევრში, რათა იქ განიცადოს გამთლიანებასა და ტყვეობაში, ახალ სივრცულ ჭურჭელში ცხოვრების შემდგომი სიცოცხლის ეტაპი.

 

ასევე კაციც, თვისი შემოქმედების ნაყოფთა სიბრძნის  ტყვეობაში ექცევა, მთლიანობასა და სისრულისაკენ მტოლვარე, რათა გახდეს თანამსგავსთა გამზიარებელი და მსახური, განიცადოს სოციალური არსის მთლიანობა და წინამავალთა გამოცდილების გზას გაჰყვეს.


ეს კი ორთავეს, ვაზსაც და კაცსაც ეხმარება დაილექოს თხლე, რათა შემდგომ ლექისაგან განთავისუფლდეს და გაუყვეს დაღვინებისა და დაბრძენების გზას და შემდგომ სახვათაც ასიამოვნოს სიბრძნის ბახუსური სიდიადით.

 

ეს არის ჩვენი, ქართველების მსოფლიოს წინაშე მსახურების, ცხოვრებისეული და ფილოსოფიურ-ღვთაებრივი სტუმარ-მასპინძლობის საერთო ვალი, მიზანიც და სამიზნეც, ოდითგანვე ჩვენი წინაპრების მამა-პაპათა ღმერთის ხელითა და ბაგით დალოცვილი. ამენ-ამენით ვამრავლოთ სიბრძნე და სადიდებელი ღმრთისა, რათა გვეთქვას - ამინ-ამინთია გზა მოყვასთა სიხარულიანი, სიყვარულითა და ხარებით სვლით, სახარებისეული ნიჭითა და წარმართული სიბრძნით.

 

მეც მოძღვარი თქვენი ეზოსა შინა, ბაგეგახსნილი ღმრთითა და ცით, ვაზივარ ბედისწერასა ჩემსა, ვაზიარებ ერსა ჩემსა ერების, ენებისა და ტომების წინაშე პირნათლად წარსადგომად; ვაზვარაკებ სულსა ჩემსა შენთვის ჩემო საქართველო, ვაზივით ჭირგამოვლილო და ჭირნახულო! ვენახვები რა მტერსა სიცოცხლისასა შენისასა, ვაზანზარებ და ვაზრობ მას შიშით, ხოლო შენ - ჩემო სანუკვარო თვალ-მარგალიტო, სამშობლო ჩვენო, ხელში აგიტატებ ცის ტატნობამდე და ვაზმნი ბედსა შენსა და ვაზურმუხტებ.

 

ისევე როგორც კატამ იგავში, არ ასწავლა ხეზე ასვლა ლომს, კატაბანის ხე სიცოცხლისა, რაჯაბანის ტოტემით, ეკბატანის სამეუფეო გასაღების დამალვით, მეც შვილმა შენმა, ძემ კაცისა ღმერთისაგან ადამის რანგში მოხმობილმა და ადამიანურად შენმა მოსიყვარულემ, ვითარცა კატისებრთა ოჯახის მეფე - ავაზამ, ავვაზე ცოდნა და სიყვარული შენი, და სხვათაგან ავაზაკად წოდებული ერი ჩემი, ავაზანდუკე ცოდნითა და სიბრძნით.

 

მე ვარ ის გლახაკი ბერი, პატრონი შენი, ჩემო ტკბილო და საყვარელო ჯიუტო ერო, რომელმაც ვითავე ზე-სიბრძნე ღვთაებრივი და ვა-ვაზე ხილულად - დაფარული, რომელიც მოგართვი შენ “ვაზაზე“ შემოდგომის ხილივით, რათა ამ წარღუვნის ჟამს, ურთულესი მშობიარობის განცდისას, როდესაც დედამიწა ახალ უხებ ერაში უნდა გარდაისახოს და ახალ ანთებულ ეპოქაში უნდა გარდაიბადოს, შენც ჩემო სამშობლო და მასში მკვიდრნო, ერთგულად წარვსდგეთ სიცოცხლის გადარჩენის მსოფლიოს სადარაჯოზე ტრიუმფალური სვლით.

 

ესაა ჩვენი დედო არსი და მამა მიზანი. და ვითარცა დრო და ჟამ-გამოვლილი ღვინო თავისუფლდება ბოლო ლექისგან და დაწმენდილი გადაჰყავს მევენახესა და მემარნე-მეღვინეს ახალ, საკმეველ-მოტარებულ ქვევრებში, ასევე შენც - ჩემო სამშობლო, სამარადისო სამარხებში ლოცვით შენახულო, უძველესო, დასაბამისეულო ვენახო, და წარღუვნა გამოვლილო, სისხლითა და ხორცით ზიარებულო და ზეარე ნატარო, ზიარო მრავალთა ჭირთა და თმენათა, ისე - ვითარცა ჯვარცმული უფალი ჩვენი და აღმდგარი კვირის მზიანი მადლის სხივთა ელვარების განმასპეტაკებელი, - შენც ჩემო პაწაწინა თვალმარგალიტო და მონატრებაო სულთა, შენს კალთაზე მაცხოვრებელთა და ნაცხოვართა, ქართა უკიდეგანოთა ბადეო, ქართველთა მხარეო, იბერთა ბერთა - ბებერ-ბრძენთა და ღმრთით ნაქარგო სიცოცხლის კრთომაო, სამშობლო ჩვენო მზიანო და მთვარით თეთრად დაღარილო, ჭაღარა - ბილიკთ-ფენაო, ძირით კოლხო, იბერთა ნამყენო, მზით ავანებულო, ვარსკვლავებით შეჭედილო, სიოთა და ქართა აკვანო, საქართველო - ერთპიროვნულად ღმრთიანო, გულქარიშხლიან რაინდთა მშობელო და მინდვრის ყვავილებივით ლამაზ ქალწულთა დედაო, მზით, ცით და ცებით, მთვარის სისავსით და მთიებთა ჰანგით, ღმერთის ხელითა და ბერის კვერთხით, მეუფის ლოცვით და ჩვილთა ღაღადით - უნდა მოიშორო ძველი მთხლე-ლექი, ლამექის ტოტი შეიჭრა უნდა, და ტოტემალურ ეპოქის ხანას ახალ კაბაში ცის კაბადონით უნდა გაუხსნა გული სალხენად. რა, დაგავიწყდათ, თუ რად განკვირდით?! - ღ ვ თ ი ს ქორწილისთვის მზადების დროა, მამალმა სამჯერ იკივლა უკვე, ქათმის ყივილის ჟამი განვიდა და პეტრეს ცრემლებმა ბანეს ერები, ბანეს-განბანეს ტომად-ტომები, ბანით ბანობენ ანანი - ძველით, და სინანულის ცრემლით ნაბანი, აღმდგარი სიძის ქორწილის კრძალვა, ქართული ენით, ქართული კალმით, შემოდის ციდან ნანატრი ზარით, ზიარი - ზვარით და დაუღლება ხართა - ხარებით სახარების მადლიან ჰანგით, ყველა სულთათვის განათდეს უნდა და გაიელვოს გულში იმ წამით, ვითარცა ელვა აღმოსავალით, სისწრაფის წამის გაწამ-წამებით, სიძე მოვალსო ღმრთისგან ჩვენს კარად, კურთხეული არს მომავალი სახელითა უფლისაითა, ამინ-ამენით ქართული ენით, შევეგებებით მსოფლიო მამას და იმ სახელით, სამების მადლით დაგვლოცავს ყველას.

 

ნათელშემოსვით თქმულთა დარად ვიდრემდის საიდუმლოთა კარს შევაღებდეთ, მინდა ლოცვით ავანთო მათი გულები, რათა ჭეშმარიტ ნათქვამთა ექო: მოვედ სახილველად საიდუმლოთა და ნიშთა საჭვრეტად შენდამი ჯაჭვად-სხმულთა, რაითა განვადიდო სახელი შენი და თაყვანი ვცე მამისა და ძისა და სული წმინდის მადლის ვლინებას კაცთა შორის ადამის მოდგმაში.

 

 ო, გულქარიშხლიან რაინდთა მშობელო და მინდვრის ყვავილებივით ლამაზ ქალწულთა დედაო, მზით, ცით და ცებით, მთვარის სისავსით და მთიებთა ჰანგით, ღმერთის ხელითა და ბერის კვერთხით, მეუფის ლოცვით და ჩვილთა ღაღადით - უნდა მოიშორო ძველი მთხლე-ლექი, ლამექის ტოტი შეიჭრა უნდა, და ტოტემალურ ეპოქის ხანას ახალ კაბაში ცის კაბადონით უნდა გაუხსნა გული სალხენად. რა, დაგავიწყდათ, თუ რად განკვირდით?! - ღ ვ თ ი ს ქორწილისთვის მზადების დროა, მამალმა სამჯერ იკივლა უკვე, ქათმის ყივილის ჟამი განვიდა და პეტრეს ცრემლებმა ბანეს ერები, ბანეს-განბანეს ტომად-ტომები, ბანით ბანობენ ანანი - ძველით, და სინანულის ცრემლით ნაბანი, აღმდგარი სიძის ქორწილის კრძალვა, ქართული ენით, ქართული კალმით, შემოდის ციდან ნანატრი ზარით, ზიარი - ზვარით და დაუღლება ხართა - ხარებით სახარების მადლიან ჰანგით, ყველა სულთათვის განათდეს უნდა და გაიელვოს გულში იმ წამით, ვითარცა ელვა აღმოსავალით, სისწრაფის წამის გაწამ-წამებით, სიძე მოვალსო ღმრთისგან ჩვენს კარად, კურთხეული არს მომავალი სახელითა უფლისაითა, ამინ-ამენით ქართული ენით, შევეგებებით მსოფლიო მამას და იმ სახელით, სამების მადლით დაგვლოცავს ყველას.

 

ნათელშემოსვით თქმულთა დარად ვიდრემდის საიდუმლოთა კარს შევაღებდეთ, მინდა ლოცვით ავანთო მათი გულები, რათა ჭეშმარიტ ნათქვამთა ექო: მოვედ სახილველად საიდუმლოთა და ნიშთა საჭვრეტად შენდამი ჯაჭვად-სხმულთა, რაითა განვადიდო სახელი შენი და თაყვანი ვცე მამისა და ძისა და სული წმინდის მადლის ვლინებას კაცთა შორის ადამის მოდგმაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE