კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ბრძანება ღმრთისა, იოველის

წერილთა ძალამჴმობელთათჳს,

ანუ გზა კუჱრთხითი


ნაწილი I


„და იქმნა ჩემ ზედა უფლისაჲ ჴელი და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა და დამდვა მე შორის სულსა ველისასა; და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთათა.“ (ეზეკიელი: 37, 1)

 

ქარით-ველითნო, რქა-რთველითნო, ჰურიასტანითნო, გონ-სახიერნო, სმენით ბეჯითნო, კჳრვებით აღიღეთ! ძუ-ალი - დედანის ანბანურით წერის სახელია, ყოველი სიტყუა ანბანით აიკინძება და ვითარცა ძვალი კაცისა მის სისრულეს ატანადებს, ასევე ასონი აღავსებენ სიტყუათა.

 

ასო ჰრქმის კაცის ნასხმოანს, ანუ კაცის ნასხამნი, კაცის ასონი - კავით ცის ასონია, კავი კი კალამია მწერი და მწერი - ტოტემია მწერთა წიგნისა. ფუტკარი მწერია და მწარეზე მყნობილი ტკბილის ტოტემია. ძუალითია ფუტკრის დედა, რომელ მოჰ-კუ-დვით მწარედ იკბინების, ფუტკარი დაფარული ჱგჳპტჲს სიმბოლოა, იგი აღებს კარს დედანისა დასაბამისა; ასევე ნეხჳს ხოჭო მწერია და ტოტემია უხმოვანი წერისა, რომელი არს ჱგჳპტური, გამომშრალია ნეხჳ მზისაგან, როგორც ჰჱგჳპტური წერილი ხმოვანთაგან და მთოვარით თანჴმიერობს. ხმოვანნი აკლია, ამიტომაც მას განმარტავს მეორე სახელი კელი. (კელი, ნახ. სულხან საბა)


ასო ელადელითა ჴმითა ჰქვიან კავშირთა, ამისთვისცა ფილასოფოსთა მიერ ასონი სახელედებიან ცეცხლსა, აირსა, წყალსა და ქვეყანასა, რამეთუ ვითარცა ასოთა დასხმითა აღმოიკითხვის სიტყვა და სიტყვათაგან შეიქმნების წიგნი, ეგრეთვე ამა ოთხთა ასოთაგან (ასოთა მიერ) შეიმზადების სხეული და (სხეულთაგან) სხეულისაგან კაცი სრული. ხოლო ამა ოთხთა ასოთა კავშირად (კავშირადაც) სახელ-სდებენ (უჴმობენ), ვინათგან მით დაკავშირდებიან ყოველნი ნივთნი (ნივთიერნი); ასო ეწოდების მარცვალთა წიგნისათა და კვალად ასო ეწოდების ჴელსა ანუ ფერჴსა, გინა თითოეულთა ნაკვეთთა კაცისათა.

 

კაცი შექმნა ღმერთმა ნიჭთა სამეფოში, ქალაქ იერუსალჱმის კაცბაჲონის სივრცეში, ამამაღლებელი ბედისწერის აკუანში, შჳდი ცის ამონაბერით ქუეყანის სიმთაგან სიმ-ართვით, სი-მართვით, სი-მართლით, სის-კოდირებულად ს-ჴვლჲთ ანუ სი-სჴლჲთ, სი-მინდივით, სუნთქვა დაფშვნილი სი-ტყჳად და დაღერღილი ასოებად. ხოლო დაფქულივით არსი ჩაფინა თითოეულ ასოს, ჴოლო ცხობილით მარცვალთ მიანიჭა გზის გება (მაგ.: ჭად მდე ანუ მჭადე, კუბურ ქალაქს მდარე, აკვანს მამსგავსე, ანუ კუბდარე). ეს არის სახმარ-საყოფაცხოვრებო პროცესთა კაბალა ანბანით სამაროვნებისა, სამდიდინება სიცოცხლისა.

 

ანბანი ქმნის სურნელებას და ტყის ვარდივითაა სულნელება ქართული ენისა. ქართული ენა არს დედა დროისა, ხოლო მადედებელი დედისა არს მამა უდროებისა. ასონი გაივლიან სიტყჳათა გულსა - ცეცხლის, აირის, წყლის და ქუეყანის კაბაში გამოწყობილ ფიქრთა მიერ, და წამიერ განშიშვლდებიან გულსა შინა, რა გამოანათებენ სილამაზესა და სიფაქიზეს სიტყვისას, ვითარ შიშველ წარდგომილებაჲ ადამისა და ევისა ღმრთისა ზიარ-წინგებით.

 

ასონი ფილასოფოსთა მიერ ისახელდებიან: ცეცხლი, აირი, წყალი და ქვეყანა, ანუ სული აღმდგარი, სიტყვა ვრცობილი, მწყალობელი წყალობით სავსე და კურთხეული მიწადმოქმედად, რამეთუ ვითარცა ასოთა დასხმითა აღმოიკითხვის სიტყვა და სიტყვათა მიერ შეიქმნების წიგნი. ეგრეთვე ამა ოთხთა ასოთა მიერ შეიმზადების სხეული და სხეულისა მიერ კაცი სრული.

 

ძვლები კაცისა ძუალითნი არიან ველითა და გარმოვლებული არიან ჴორცითა სისხლ ჩაჟღურტულებული ხვადალიანი ხჳადითა, ანუ გენ-ქუეყნიერად მსრბოლელითა, გონ-სახიერად წყობილისა, რომელსაც მსოფლიონი გენეტიკად სახელ-ედებიან. მათიც ჩუენია სახელი, ანუ ჩუენი ენით ისინჯება და აი ასე: გენი - სივრცე განსავითარებელი, ანუ გე-ენით-ტიკი, ან ასე: გენ, ტიკით, ზღუდული ფორმითი სივრცე, გე-ენით-გენით. გე-ენით ქართულველი ერის ქართული გენეტიკა ღავღავურულია, ძოწად აღმქმელია და ძირ ნაწერად მწარულია, სული წმიდით ფარულია, მისით აღვსილია და მის ნათელით ფრენილია.

 

ბრიალა სიცოცხლის ცეცხლი, წკრიალა სიცოცხლის აირი, მწყალობელის მწყური წყალი და ჭურჭელი ქუეყნითადი, ხოლო ამა ოთხთა ასოთა კავშირადაც უჴმობენ, რამეთუ მით დაკავშირდების ყოველი ცხოველი; ასო ეწოდების მარცვალსაცა წიგნისათა; კვალად ასო ეწოდების: ჴელსა ანუ ფერჴსა, გინა თვითეულსა (თითოეულსა) ნაკვეთსა კაცისათა. ასოთა აზიარებით გამოიხატების სიტყვა, კვალად განიყოფვის სიტყვიერებაჲ სულისაჲ შინაგან მდებარისა სიტყვისა და ჴმო(ვ)ანისა მიმართ და არს ში(ნა)გან(ი) მდებარე უკვე სიტყვა - მოძრაობა სულისაჲ, განმსიტყველობით(ი)სა ძალსა შინა ქმნილი, თვინიერ რომელი ესე ვიდრემ(დ)ე ჴმა-ყოფისა, რომლისათვის მრავალ-გზის მდუმარენი, სრულითა სიტყვითა ვეზრახებით, თავთა ჩვენთა.

 

და სიზმართა შინა ვზრახვიდით (სიზმრის დროს ბაგენი დუმან, მიუხედავად ამისა სიზმარში გვისაუბრია, ანუ სულით გვილაპარაკნია) და უფროჲსად ესე არს საცნაურებაჲ სიტყვიერებისა ჩუენისასა. სულითა ცოცხალნი და გვამითა ბრმანიცა ხედავენ სიტყჳასა, ისე როგორც ყრუნი გვამითა ისმენენ სიტყუასა სულითა. ხოლო წარმოჩენილსა სიტყვასა ჴმასა შინა სიტყვის-გებათა აქვს მოქმედებაჲ, რომელ არს ენისა და პირისა მიერ წარმოჩენილი სიტყვაჲ, რომლისათვის წარმოჩენილად სახელ-იდების, ხოლო არს იგი ქადაგი მოგონებისაჲ (მოგონებათა) და ამის მიერ (გამო) მზრახველადაც (მზრახველადცა) ვითქმით ჩვენ.

 

სამ სახე არიან მზრახველობანი ჴმოანთა სიტყვათანი:

 

ზეშთა სიტყვა - უაღრესთათვის,

სწორი სიტყვა - მოყვასთათვის,

დამხე - ჴელქვეშეთათვის (მოწაფეთათვის, შეგირდთათვის, აღსაზრდელთათვის, გზის დამწყებთათვის...)

 

სიტყვა ეწოდების ერთსა სიტყვასა (სიტყვათა) თქმულთა სიბრძნითა თვისითა; ხოლო მრავალთა სიტყვათა - ლაპარაკი ეწოდების. და (ჰამბავისა) ჰამბისა (ჰამბვისა) სიტყვათა თქმასა - საუბარი; წმიდა სიტყვის თქმას კურთხევა ეწოდება.

 

„კურთხევაჲ უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა. დიდება.“ (ფსალ. 128)

 

„კურთხევა არს განდიდება სახელისა მისისა, გინა ლოცვისა მიღება, გინა განცხადება, გინა განსრულება, გინა მიახლება ღმრთისა, გინა მოახლება ღმრთისა მიერ (განმრავლებადაც ითქმის)“.

 

„წმიდა მოასწავებს: დიდებულ იყავ, ქებულ იყავ, ამაღლებულ იყავ; წმიდა არარას ზედა ითქმის, გარნა მხოლოსა ღმრთისა ზედა და რომელნი ღმერთმან წმიდა-ყვნა მსახურნი მისნი; გინა მღდელნი რა მიიღებენ ღმრთისა მიერ კურთხევასა, წმიდა-ჰყოფენ პურსა და ღვინოსა, გინა წყალსა, გინა ზეთსა მღდელთაგან კურთხევა-მიღებულსა“.

 

„ზეშთა წმიდა ითქმის ღმერთისათვის და ყოვლად წმიდა-ღმრთაებისათვისცა და წმიდისა ჴორცისა და სისხლისა ქრისტესისათვის, მარიამ ღმრთისმშობლისათვის; უფროსად წმიდა - წმიდათა ანგელოზთა, წმიდა მოციქულთა; წმიდა - ყოველთა წმიდათა და კურთხევით განწმენდილთათვის“. (სულხან საბა)

 

კურთხევით განწმედა საშუალებას გვაძლევს წერილის სწორად წაკითხვისა.

 

ორი ენერგიის სახეობაა ცნობილი, რომელსაც აღმოსავლეთში ინს და იანს უწოდებენ, შესაბამიასდ ქართულში ძუ-ალი და ხვადი ალი ჰქვია, მდედრი ველი და მამრი ველი. მაგალითად - ქართულ დედაენას მდედრის სახელი ჰქვია, აღმოკითხული სიტყვა მამრული ბუნების გაცოცხლებული თესლია, რომელიც შეიძლება ძედ და ასულად აღმოიკითხოს; მამრი და მდედრი ენერგიები ერთმანეთთან გაწონასწორებული და ერთმანეთის საპირისპირო ენერგიებია.

 

მამრის წიაღში იბადება ორივე თესლი: ძისაცა და ასულისაც. როდესაც „ადამი იძახის, აჰა, ესე ძუალი, ძუალთა ჩემთაგანი“, დავწეროთ სხვა ფორმით და დავაკვირდეთ: „აჰა, ესე მდედრი ენერგია, მდედრი ენერგიის ჩემთაგანი“ - ადვილად მივხვდებით, რომ განათლებული, ხვთისნიერი ადამი თავისი ნაფიქრის აღწერას იწყებს, ანუ ჰქმნის ცხოვრების წიგნს, რომელსაც ცხოვრების წესთა და კანონთა წიგნი ჰრქვია. ადამის წიგნში მრავალი ძუ-ალი არის ჩაწვენილი და ამ ძუალთა შეერთებით მიიღწევა სრულყოფა კაციერისა ადამის რანგში აღსაღწევად.

 

ცხოვრების დედანი ადამისა გასცემს აღმოკითხვისას დედათა და მამათათვის ცხოვრების საღმრთო ცოდნას და ეს წიგნი უძველეს ქართულ ენაზეა დაწერილი.

 

ჩემო უძვირფასესო და საღმრთო საზეპურო ერო, დაგლოცავ და გაკურთხებ

დიადი მამისა, და ბრწყინვალება შემოსილი ძისა და წმიდა, ნათელი სულიწმიდის სახელით. ამინ-ამენით ამონათდესა გული ერისა!

 

დავიწყოთ ამ მოცემულ რაკურსში წერილის აღქმა:

 

„და მომავლო მე მათ ზედა მრგულივ; და, აჰა, მრავლებ ფრიად პირსა ზედა ველისასა და, აჰა, ჴმელ ფრიად იგინი.

 

და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ განცოცხლდეს ძუალები ესე?

 

და ვთქუ: ადონაი უფალო, შენ უწყნი ეგენი. (ანბანის დისკოზეა ლაპარაკი)

და თქუა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ ძუალებსა ამას ზედა წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდამი: ძუალთა ჴმელთა ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ!

 

ამათ (იტყვის) ეტყჳს ადონაჲ უფალი ძუალებსა ამას: აჰა, მე მოვიყვანო თქუენ ზედა სული სიცოცხლისაჲ. და მივსცე თქუენ ზედა ტყავი, და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ, და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.“ (ეზეკიელი 37, 2- 6)

 

დაიმახსოვრეთ! ღმრთაებრივი წიგნის წერას განსაკუთრებული მომზადება ესაჭიროება.

 

„ტყავი - კაცისა და ცხო(ვ)ელთ ჴორცთ გარეგანი საფარველი.“ (სულხან-საბა)

 

„და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ.“ (დაბადება: 3; 21)

 

ტყავიანი წიგნები არაა უცხო ქართველი ხალხისათვის. ტყავით შემოსილი წიგნები, განსაკუთრებული ასტრალური მნიშვნელობით იქმნებოდა ქართველი ღვთისმოსავი ქურუმ-შემმოსველთაგან.

 

ეს იყო მმოსავთა განსაკუთრებული მეცნიერება ბუნების ასტრალურ გამოვლინებებთან დაკავშირებული, რომლის ქვაბულ-სკანი, ფუტკარივით მოფუსფუსე მმოსველთ აძლევდა საშუალებას მოსება ეწარმოებინათ წიგნის.

 

ეს გამოქვაბულები მრავლადაა საქართველოში. მაგალითისათვის: ხარის ტყავით მოსავდენ მიწათმოქმედების სასწავლებელ წიგნებს, ხარის თანავარსკულავედის ალფა ვარსკულავის ალდებარანის ზემოქმედების - ადგილის დედის ტერიტორიაზე არსებულ მთებში. ალდება, აენთება სული რა-ნათლისა ნი-გონის ცნობიერებისა, ჯამში რანისა. ტოტემი - მწერი ობობა, დედაზრდილი მისი სახელი. კოდირებული სახელები: ლაბრა, ლაბა, წიქარა, ნიშა, ნიკორა, კირაბუღა, მზეთვალა, ღამხარა, თეთრა, შავხარა (აპისი), უკოდველა, კოდოური, მეღამია, თოვლა, ჭრელა, ირემხარა, მარკინალი, პატარხარა...

 

გიხაროდეთ! ხართ! ხარები!

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE