კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


დასი აბა დასაბამად, ყველაფერზე უწინარეს ღმერთმა შექმნა ანგელოზები და რა უნდა იგულისხმოს მათზე ადამიანმა?

ანგელოზები არიან არაარსობრივი ყოფიდან არსად შექმნილნი ღმერთის მიერ, სრულნი სულითა, სავსე გონიერებით და მარტივად მოაზროვნენი.
ასე იხსენიებს წინასწარმეტყველი წმინდა წერილში: "რომემან შექმენ ანგელოსნი შენნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა".

ღმერთმა შექმნა საკუთარ შვილებად, ადამიანთა მსახურად, მშვიდობის მყოფელნი, საქებად, რომელნიც ღვთის ბრძანებებს აღასრულულებენ დედამიწაზე, კაცთა შორის მატერიალურ ფუფუნებას ემიჯნებიან და კაცობრიობის მარადიულობას ემსახურებიან, იცავენ სამეუფეო ქალაქებს, თავმდაბალ მღვდლებს, მონაზვნებს, მეცნიერებს, მებაღეებს ...... გამოიხსნიან ცოდვებისაგან და შეეწევიან გასაჭირში: "ხოლო ანგელოსმან უფლისამან ღამე(დრო როცა სიცრუეს სიმართლედ რაცხენ და სიმართლეს სიცრუედ) განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყუანნა იგინი და რქუა, მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძართა შინა ერთა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხოვრებისათვის"!
"და კვალად ჰრქვა პეტრეს(პეტრე სიმართლეს ნიშნავს სახარებაში) ანგელოსმან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი(ჩაეხსენი ბინძურ გზას) და შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე. და პეტრე მოეგო გონებასა თვისსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოსი თვისი და განმარინა მე ხელთაგან ჰეროდესთა და ყოველისაგან მოლოდებისა ერისა მის ურიათასა!"(ჰეროდე აპოკალიპსური დროა)

ასევე ანგელოზები ბავშვების მფარველები არიან რომლებზე უფალიც გვესაუბრება: "რამეთუ ანგელოსნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა"! აქ სიტყვა "რომელ" კოდია, რომელიც მამა ღმერთის ვინაობასაც გვაწვდის, ამ სიტყვის სხვა ფორმატიტ რუსთაველიც გვაწვდის კოდირებულ ინფორმაციას მამა ღმერთზე: რომელმან შექმნა სამყარო, ანუ რომ ელ მან, ელიამან.
ასევე მარადის მლოცველები და წყალობის მთხოვნელნი არიან ადამიანებისთვის ღმერთის წინაშე, ბოროტი საქმეების კეთილად შეცვლის შემდეგ წარსულში ნამოქმედარი აპატიოს.

ანგელოზებს შორის ისევე როგორც იერარქია, წესებიც იყოფა.
დიონოსიოსი გადმოგვცემს: ანგელოსები იყოფიან ცხრა დასად და ცხრა დასი სამ ნაწილად; პირველნი იგი მდგომარე არიან უმახლობელეს წინაშე ღვთისა, რომელ ესე არიან საყდარნი, სერაბინნი და ქერაბინნი; მეორედ-უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი; ხოლო მესამედ-მთავრობანი.

მთავარ ანგელოსნი და ანგელოსნი; ესრეთ მდგომარე არიან, რამეთუ "უმაღლესთაგან" მიიღებენ ბრწყინვალებასა და მადლსა საღმრთოსა უქვემოეს მდგომარენი იგი ანგელოსნი(მთავარანგელოზები ანაწილებენ საქმეებს ანგელოზებში, ისინი ადამიანებში); ესე ანგელოზნი დაემტკიცნეს მადლითა ღვთისათა საუკუნოდ, ამისთვის მიიღეს მადლი ესე, რამეთუ ვერ შემძლებელ არიან შეცოდებად არათუ ბუნებისაგან თვისისა, არამედ მადლისაგან საღმრთოსა.(ღმერთის მადლის შეგრძნებებზე მაღლა მატერიალური ფუფუნების შერძნებებს არ აყენებენ)

მთავარანგელოზები ანგელოზების უფროსები არიან! მაგალითად: მთავარანგელოზის დაქვემდებარებაშია მიწადმოქმედთა კასტის ანგელოზთა უფროსი ანგელოზი, მეომართა კასტის ანგელოზთა უფროსი ანგელოზი და ასე შემდეგ, როგორც დედა ეკლესიის წიაღშია, პატრიარქი და ქორეპისკოპოსები, ეპისკოპოსები, ......

მთავარანგელოზები არიან მიქაელი და გაბრიელი, რაფაელი, იოელი, ურიელი და დანარჩენიც, რომლებიც წმინდა წარილმა განაცხადა.

მიქაელი ნიშნავს ძალთა ერის მთავარს, ერის გამაძლიერებელს, ბრძოლის ანგელოზს. ბიბლიაში, მეფეთაში სწერია, როგორ შეეწია ისრაელს და წინ უძღოდა "ხონანს", ხო-ნან კოდური სიტყვაა რაც სინანულს და ღმერთის სიტყვის მიღებას ნიშნავს.(ეკლესიასთანაა კავშირში)

გაბრიელი ღვთის კაცს, ღვთის სახეს ნიშნავს, მშვიდობის მახარებელს და სიკეთის მაუწყებელს ღვთისას. სახარებაში ზაქარიასი და მარიამის მახარობელი.(ხელისუფლებასთანაა კავშირში)

რაფაელი მკურნალს და ნუგეშინისმცემელს ნიშნავს.

იოელი საღვთო ნების მყოფელს, ღვთის საყვარელს, წინამძღუარს: ესე არს კაცთა შემწე ძილთა შინა(ილუზიებიდან გამოყავთ და ჭეშმარიტებაში აბრუნებენ) და მფარველი.

ურიელი კაცთა ცოდვების დამაბრკოლებელი, ცოდვის კანონების დაკანონების დამაბრკოლებელი და განსაცდელში მყოფთა შემწე.

ფრესკულ ხატწერაში, წმინდა გონით მოაზროვნე, კეთილის მყოფელი, ადამიანების მოყვარული ანგელოზები თეთრი ფრთებით იხატება. არსებობს ისეთი ხატებიც, სადაც წმინდა ანგელოზები დაცემულ ანგელოზებს უპირისპირდებიან, რომლებზეც მათ შორის განსხვავებაში, განმასხვავებელი ინფორმაცია იკითხება.

წმინდა მამათა ხელნაწერ წყაროებში, დაცემულ ანგელოზებზე ერთი ასეთი ამბავი მოიპოვება:
ბოროტი იგი ანგელოსნი ღვთისაგან კეთილად შეიქმნეს, რამეთუ ღმერთმან კეთილად ჰქმნა იგინი, არამედ იგინი ნებსით თვისით იქმნეს ბოროტ, ვითარცა ჰსწამებს უფალი ჩუვენი მთავართა მათთვის, რამეთუ იგი კაცის მკვლელი იყო დასაბამიდგან და ჭეშმარიტებისა არა დაადგრა და ჭეშმარიტება არა არს მასთან(აქ საყურადღებოა "ჭეშმარიტება არა არს მასთან"). ოდეს იტყვინ ტყუილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ(გული გონებად იგულისხმება), რამეთუ მტყუარ არს და მამა სიცრუისა."იოანე სახ. 3.4"
ესენი არიან დასაბამნი "ყოვლისა" ბოროტისა და მგმონარენი საღმრთოსა დიდებისანი და ორღანონი(დაჯგუფება, პარტია, სეკტა....) საცთურთანი; ესენი აცდუნებენ კაცთა და მოაკვდინებენ სულთა (სწორ ხედვას ამრუდებენ და აზროვნებას უცვლიან) ვთითარცა გვასწავებს წერილი: განიფრთხუენით, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა იგი.

ეშმაკი ბერძნულად ნიშნავს შემასმენელს, ცილისმწამებელს, ეშმაკი საზოგადო სახელია ბოროტი გონების მქონე ადამიანის.

მაშინ აღმოიყვანა იესუ უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.

და იმარხა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, და მერმე შეემშია.

და მოუჴდა მას გამომცდელი იგი და
ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნნენ.

ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: ესე
წერილ არს, რამეთუ: არა პურითა
ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ
ყოვლითა სიტყჳთა, რომელი
გამოვალს პირისაგან ღმრთისა.

მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან
წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი
სართულსა მას ზედა ტაძრისასა

და ჰრქუა მას: უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა ზედა აღგიღონ შენ, რაჲთა არა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.

ჰრქუა მას იესუ: მერმე წერილ არს ესრე: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.

კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი

და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე.

მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.

მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.

აქედან სცან: რომელმან ქნას ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს; ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღვთისანი და შვილნი ეშმაკისანი.
ეშმაკებშიც არის იერარქია, სამი მთავარი: სატანა, სამოელ და ბელიერ.
ესენი არიან სამნი გრძნობანი:
სატანა-ღმერთის ნების წინააღმდეგი, გონება, რომელიც ბოროტი საქმეებით განიცდის სიამოვნებას.
სამოელ-მყვედრებელი, კეთილმოსურნეს მაყვედრებელი ვითარცა სახარებაში: უკეთუ განგვასხამ ჩუენ, მიბრძანე მისვლად კოლტსა მის ღორთასა!
ბელიერ-სიკეთის შნოს არმქონე, გამოუყენებელი, გამოუსადეგი ადამიანი, რომელიც არავისადმი სარგებელ ეყოფვის, არამედ წინააღმდეგ მისა მავნებელ.

იოანე დამასკელი:
ამათ უკუე ანგელოზებრთა ძალთაგან წინამდგომი ვინმე იყო ქუეყანისა წესთაი, და ცვაი ქუეყანისაი რწმუნებულ იყო მისდა ღმრთისა მიერ(ათი მცნების მეშვეობით), არა ბუნებით ბოროტად დაბადებული, არამედ კეთილი და კეთილისათვის შექმნული, რომელსა არცა ერთი კუალი აქუნდა სიბოროტისაი დამბადებელისაგან(საყურადღებოა) თავსა შორის თვისსა. გარნა ვერ თავს იდვა განათლებაი!!!!იგი და პატივი, რომელი მიანიჭა მას დამბადებელმან, არამედ თვითმფლობელითა ნებითა გარდაიქცა ბუნებისა წესისაგან გარეშედ ბუნებისად და აღზუავნა შემოქმედისა ზედა თვისისა ღმრთისა და განიზრახა წინააღდგომაი მისი, პირველად განეყო კეთილსა და ეგრეთღა ბოროტ იქმნა, რამეთუ ბოროტ სხუაი არარაი არს, თვინიერ მოკლებაი კეთილისა, ვითარ იგი არცა რაი არს ბნელი, თვინიერ მოკლებაი ნათლისაი, რამეთუ ვითარ იგი კეთილი ნათელ არს საცნაურ, ეგრეთვე ბნელი ბოროტ არს საცნაურ.

გაფრთხილება ერს: გაუფრთხილდით უფლის ანგელოზებს რათა დაგიფარონ მომავალი განსაცდელისაგან, ჟამი ახლოა.

მე, ჩემებურად შევაქებ მათ და ქებას ანდაზაში შევფუთავ:
"ოცნებას კაცი არ მოუკლავს"

არ მითხოვია პატიება მათვის, ვინც იცის რას აკეთებს, არამედ ვითხოვე და ვითხოვ მათვის, ვინც არ იცის რას აკეთებს!
ამინ ამ ენით.

რანდაგონ იბერიონი ძე ჰიპერიონისა

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE