კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ძეთა ისრაჱლისათა, ძეთა ჰურიასტანისათა, ძეთა თარგამოსიანთა, ძეთა ნებროთელთა, ძეთა ფარნავაზიანთა, ძეთა რანთა და ყოველთა ძეთა ბაგრატიონთასა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ არს მკჳდრთა თანა ქუეყანისათა, რამეთუ არა არს ჭეშმარიტება, არცა წყალობა და არცა მეცნიერება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა.

 

უსამართლობა გაამეფეთ, წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა თქვენი ქალაქების ქუჩებში განიშალენ, ხოლო სიძვა განფენილია ყოველმხრივ და სისხლთა სისხლსა შერევენ.

 

ამისთჳს იგლოვდინ ქუეყანაჲ და დასულბენ ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან მთაში და ბარში, ხევსა თუ მდელოზე, მათთან ერთად მკჳდრნი კუნძულთანი და უდაბნოს მოპღჳაწენი. და არა ვინ იყოს განმსჯელ მათა და არცა მამხილებელ, ხოლო ერი ჩემი, ვითარცა მღდელი მაშფოთებელი.

 

ერის კაცებმა - მეცნიერებმა და გაწაფულებმა რჯულის კანონით, და ჭეშმარიტების მსახურმა ისრაჱლმა, განისაჯონ და მამხილებელ ეყონ მღდელთა, დაადუმეთ ფარისევლები და მწიგნობარნი!

 

უმჯობესია დასასჯელი დაისაჯოს, სამხილებელი მხილებულ იქმნას, ვიდრე მთელი ერი დაისაჯოს უგუნურებაში გადაჩეხილი, ვინაიდან მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი. სიმრავლისაებრ მათისა შემცოდეს მე, ეგრეთვე დიდება მათი სირცხჳლად გარდავსცვალო.

 

სადაც თავნი თქვენნი გუერდს აუვლიან დედუფალს, არა გცნობიეს ვითომდა ყე, რომ ვერ აგიტანიათ თქვენზე დიდი ჩინით ღმერთისა წინაშე. რატომ ფიქრობთ - როგორც ჩვენ გვაწყობს ისე იქნება, არ გვეშინია ჩვენ არც მეფისა და არც დედუფლისა.

 

პროლეტარებო და დარვინისტებო, როგორც იქცევიან თქვენი წინაპრები, ისე არ იქცევა საღმრთო საწყმსო, ან კი ვინ შთაგაგონათ, რომ კურთხეულები ხართ და თუკი ხართ ვისით ხართ?!

 

თქვები ხელით ცოდვასა ჭამენ ერი ჩემი და უსჯულოებამან მათმან აღამცირნა სულნი მათნი. ვითარცა იყვნენ ერი, ეგრეთვე მღდელნი, და შურ-ვიგო მათ ზედა გზათაებრ მათგან და გულისსიტყუათაებრ მათისა მივაგო მათ.

 

იშორა ენა დედამან თქვენმა ჩემგან, და თქვენაც - დიაცის მონებო, ისმინეთ მისგან შორს ენა! შორს ენა ჭეშმარიტებისაგან! ამიტომაც ერთ ღამეს დავადუმო დედა თქვენი, ისე რომ იძახდეთ ვაჲ, ვაჲ, დედასა ჩუენსა მოწყდა და ძუძუსა მწარესა ვინღა გამოიღებს ჩვენდა.

 

განვაშიშულო იგი და დავადგინო, ვითარცა დღესა შობისა მისისასა, და დავდვა იგი, ვითარცა უდაბნოჲ, და ვყო, ვითარცა ქუეყანა ურწყული, და მოვსპო იგი წყურილითა, მღდელნი თანამოსაქმენი მისნი არა შევიწყალნე, რამეთუ მღდელნი მრუშებისანი არიან. ესაჯენით დავარქაჯსა - დედასა თქუენსა, ესაჯენით, რამეთუ იგი არა ცოლი ჩემი და მე არა ქმარი მისი. განაგდოს სიძვაჲ პირისაგან მისისა და მრუშებაჲ მისი შორის ძუძუთაგან მისთა.


სახლი ჩემი ქაჯეთის ციხედ აქციეთ, ქაჯთა დედამან სიძვით ისიძვა და სირცხჳლეულ-ყო, რომელმან შვნა იგინი, და იტყოდა: შეუდგე ტრფიალთა ჩემთა, რომელნი მომცემენ პურსა და წყალსა ჩემსა, მატყლსა და სამოსელსა ჩემსა, და ზეთსა, და სასმელსა. დავარქაჯო, ვინ შთაგაგონა შენ სიცრუით დედუფლის წინაშე ხაფანგთა გება, ამისთჳს დავჴშნე გზანი შენნი ბრწამლითა და მოგზღუდნე ყორითა და კვალნი შენნი არა იპოვნეს. მისდევდენ ტრფიალთა თჳსთა და ვერ ეწინეს მათ, ეძიებდეს მათ და არა პოვნეს.

 

და თქუა: ქაჯნი მღდლად დავსხენ, ვამრავლე ქაჯთა ლაშქარი, ვინაა მომრევი ჩემდა. ხოლო მან არა უწყოდა, თუმცა მე მივეც მას იფქლი, ღჳნო და ზეთი, და განუმრავლენ მას ვეცხლი და ოქროჲ, რომელი უქმნეს ბაალსა.

 

ამისთჳს მოვიქცე და მოუღო იფქლი ჩემი ჟამსა თჳსსა და გავსძარცო მისგან მატყლი ჩემი და სელი ჩემი, რომლითა დაიფარვიდენ სირცხჳლთა თჳსსა. და აწ განვაცხადო სიცოფე მისი წინაშე ტრფიალთა მისთა, და კაცმან ვერ განარინნეს ჴელთაგან ჩემთა. მოუღო ყოველი სიხარული მისი წინაშე ტრფიალთა მისთა, და კაცმან ვერ განარინნეს ჴელთაგან ჩემთა.

 

უგულებელს-ვყუნე ვენაჴნი მისნი და ლეღოვანნი მისნი, რომელთათჳს იტყოდა: მიზდი მრუშებისა ჩემისა არს ესე, რომელნი მომცეს მე ტრფიალთა ჩემთა, - ხოლო დავსხნა იგინი ოჴრად და მოსჭამდენ მას მჴეცნი უდაბნოსანი. შურ-ვაგო დღეთა ბაალისთა, რომელ უზორვიდა და შეიმკობდა სამკაულითა თჳსითა და ვიდოდა ტრფიალთა თანა თჳსთა და მე დამივიწყა, - იტყჳს უფალი.

 

 

დავარქაჯო, შენ და დანი და ძმანი შენნი, აღგავსოთ გაუმაძღრობითა და ვერღარა იყოფდეთ ნადავლსა. ეტაკნეთ ერთმანეთსა და მოუშიშვლეთ პირი სასირცხვილოდ ერთურთსა. ნახოს ერმან და შეძრწუნდნენ ნანახისაგან, როგორითა სასჯელითა გსაჯე მე შენ, - ამას ამბობს უფალი უფლებათა.

 

როგორცა სჩვევია ერსა ჩემსა და ისრაჱლსა, ჭირსა შინა მათსა აღიმსთონ ჩემდამო მეტყუელთა:

 

წარვიდეთ და მოვიქცეთ უფლისა მიმართ - ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ მან მწყლნა, და განმკურნნეს ჩუენ, და მცნეს და მილბუნოს ჩუენ, განმამრთელნეს ჩუენ შემდგომად ორისა დღისა (ათასი წელი ვითარცა დღეჲ ერთი უფლისათვის), მესამესა დღესა შინა აღვდგეთ და ცოცხალ ვიყუნეთ წინაშე მისსა, და ვცნათ.

 

ვსდევდით ცნობად უფალსა, ვითარცა ცისკარი მზაჲ, ვპოოთ იგი და მოვიდეს ჩუენდა, ვითარცა წჳმაჲ მსთუადი და მცხუედი - მით, რამეთუ წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი და შემეცნება ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად დასაწუელნი.


 

 

კენჭა-ბერი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE