საქართველოში აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,
საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა, დედად ჰრქუას კაცმან,
რამეთუ კაცი იშვა მას შინა - დედაქალაქი კაცობრიობისა.
მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.
ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისისვე დავალებით.
გიორგი იონთა ჰიპერიონი
საქართველო, გიხაროდენ! უფალი შენთან არს!
ქართველნო, ადიდეთ შემოქმედი ღმერთი, ძე ღვთისა - მეფეთ-მეფეთ კურთხეული სამარადჟამოდ. იგი საქართველოს მემკვიდრეა!
მელქისედეკის სატახტო ქალაქი - მცხეთაა!
საქართველოს გულში ნოეს კიდობანი და ნოეს საკურთხეველია აღმოჩენილი! ეს არის ქვეყნის აღმოსავალი. აქ შესწირა ნოემ ღმერთს მსხვერპლი და აქ აღუთქვა ღმერთმა შემდეგი წარღვნის უარყოფა ნოეს.
კრავი საქართველოში მობრძანდება თვისი ანგელოზებითურთ - ლაზარეს გასაცოცხლებლად!
კურთხეულო იაფეტელნო, გიხაროდენ, ვისაც ქრისტეს ჯვარცმაში არ მიგიღიათ მონაწილეობა, უფალი თქვენთანაა!
ხარაგაულის რაიონის სოფელ ნუნისში, ბახოკიას და დედაბერას მთებთან, ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთით - სამ კილომეტრში, მთა საქომარის ტყეში, ბერების კლდედ წოდებულ გამოქვაბულში აღმოჩენილია ნივთმტკიცება, რითაც უფლის საქართველოში მოსვლა დასტურდება.
ღმერთმა ინებოს უფლის გამოჩენა ჩვენს მიწა-წყალზე! მოდის უფალი და მოაქვს მარადიული თავისუფლება და ყველა საიდუმლოთა გასაღები.
მოვამზადოთ გზები უფლისა და ვადიდოთ მისი გამოჩენა!!!
გალობანი სიხარულისა
და
ფსალმუნნი გამარჯვებისა
ავა-მაღლებ ხმასა ჩემსა ხარებით,
სადიდებლად სახელისა შენისა ღმერთო ჩუენო
სიცოცხლი-ანო,
ავა-ჭენებ ენასა ჩემსა ხარბედითებით
საქებრად საქმეთა შენისა ღმერთო მამა-პაპათა ჩუენთაო,
სიცილი-ანო,
ავა-ნათებ მზერასა ჩემსა შენს სახილველად,
დიდებით შემოსილო, უფალო ბრწყივალეო,
შარავანდედი-ანო,
ავა-ყურადებ სმენასა ჩემსა ჩაწვდომად
სიტყუათა შენთა არსთ განმრიგეო ღმრთაებაო,
ღმერთი-ანო,
ავა-გონებ ზრახვათა გულისათა შენდამო
დანთებული სიყვარულით საღრმთო
მიზნი-ანო,
ავა-გალობებ სულსა ჩემსა წინაშე შენსა,
ბაგით გამოუთქმელო სრულყოფაო, მშვენიერებით მარადიულო
სახი-ანო,
ავა-ლერწამებ ვენახსა შენსა, შენთან საზიაროდ
უკვდავო ვაზო, ნაყოფით ტკბილო ჭირნახულო და
მარნი-ანო.
მაშ ასე, დავიწყოთ...
ამ დიდებულ მეფეს მიცემული აქვს ბოლო ჟამის წინასწარმეტყველება, რომელიც შეეხება დაფარული მსოფლიო დედაქალაქის საიდუმლოებას (ფსალმუნი 86), ისრაელისა და ქართველი ერის დამაგვირგვინებელ ქრისტეს მსახურებას მთელს მსოფლიოში - აღმოსავალის ცენტრის მსახურებთან ერთად...