კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

მამით, ძითა და სული წმიდით


 

უსაზღვრო სიხარულის მომნიჭებელია საღმრთო გზებზე მავალი ერი.


უხარია ცასაცა და ქუეყანასაც, როგორც ნაბრძანებია: დასაბამად ქმნა ღმერთმა კავშირი სისრულეში ცისა და ქუეყანისა.


გამოიღვიძა ჩემმა საყვარელმა ერმა! პატარა ბავშვივით სწავლობს სიარულსა და ფეხზე დგომას.


ღმერთის მიერ დასახული მიზნისაკენ დაიძრა ქართული სული, აღსდგა ერის სამყაროული შემეცნება, განმზადდა საქართველოს სახელმწიფოს საუფლო საიდუმლო პროგრამა, რომელიც ეტაპობრივ აღადგენს სიმართლეს და მართლმადიდებლობის ღირსებას დაუბრუნებს მთელს ერს.


დღეს მინდა აღვწერო ის კეთილი ნაბიჯები, რომელიც გაკეთდა საღმრთო მიზნისაკენ დასაწყობად.


დავიწყოთ კალენდარულად: ნოეს კიდობანის განხალხურებული თავის ჩენიდან, რაც პირველი ბეჭედის მოხსნით დაფიქსირდა 1989 წლის პირველობით, ოცდაცხრა აპრილს, აღსასახ დღემდე გავიდა ოცდაცხრა წელი.


ორი ათას ჩვიდმეტი წლის ათხუთმეტი ოქტომბერია (წელი - მამლის). დღე ქარიანი და შფოთიანია, გრძნობა აქვს მშობიარე ქალისა, გრძნობს ბუნება, რომ რაღაც იდუმალი იბადება.


იბერიონთა საძმოს საიდუმლო სამსახურის უფროსი - გიორგი პეტრიაშვილი, ლომბარეთის ბეჭდისა და დაფარული სალოცავის პეტრიონის მცველი, დილიდან სამზადისშია ლოცვებითა და ვედრებითაა წარმდგარი უფლის წინაშე.


დილა ამ დღისა, ცის-კარ გამოვლილი ლოცვით, ანთებული გულით გაიარა მამუკა ბაგრატიონმა თავისი ოჯახის დიასახლისთან ერთად, მისი მუღლე მერი განსაკუთრებული განწმენდებით ემზადებოდა ამ დღისათვის, რა ხდება?!


რა ხდება და კარგის მეტი არაფერი, დღეს მამუკა ბაგრატიონის რაინდად კურთხევის დღეა. ამ დღის მადლთან ერთად ის - ქრისტეს ჯარისკაცი კურთხევას იღებს განსაკუთრებულ ადგილზე, განსაკუთრებულ დროში.


ოცდამეხუთე მთოვარის დღეა, მისი სიმბოლოა კუ. სიმშვიდის დღეა და კარგად მუშაობს ინტუიცია. საკუთარ თავში ჩაღრმავების დღეა და უნიკალურია იმითაც, რომ შიგაწვდომისას, სულში ჩაღრმავებისას, მასპინძლად თუკი ქრისტეს რაინდი დაგვხვდება, ყველა კითხვას ღვთაებრივი პასუხი გაეცემა.


მზე ქალწულის ზოდიაქოს ოცდამესამე გრადუსის სტუმარია. ამ დღეს დაბადებულები საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, განსაკუთრებით მედიცინაში იქნებიან წარმატებულები. ეს დღე აღძრავს მრავალი მოგზაურობებისაკენ გზებსა და იდეებს. ეს დღე აწესრიგებს რაინდთა ერთმიზნად შეკრების არსს.


ყოველივე აღწერილი გაიხსნება მხოლოდ დაფარულის მკითხველი თვალისათვის. კურთხევა აღდგა.



 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

კუს - ტბა

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE