კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

ნაწილი II

 

 

დავუბრუნდეთ ახლა უკვე ჰურიასტანში ქრისტეს დაბადებას.


მათე მოციქული, ტოტემი ანგელოზი, სახარების დამწყები. 

 II თავი (ბან)


1. ხოლო იესოს შობას ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემად და იტყოდეს:

2. სადა არს, რომელი–იგი იშვა მეუფე ჰურიათა? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის–ცემად მისა.

3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მის თანა.

4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთ–მოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?

5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ.“ (მათე II; 1,2,3,4,5.)


ნურავინ იფიქრებს, რომ იერუსალემი უბრალო ქალაქია, არა და არა, უფრო მეტიც, ის გმირი ქალაქია - აშენებული ისრაჱლი მამებისაგან და მისი ტაძარი დავითის ძემ სოლომონმა აღაშენა.


ყველაფერი რაც ისრაჱლს გადახდა ღმერთის ნებით მოხდა და ღმერთს ისინი ერთი წამითაც არ მიუტოვებია. ამას გვასწავლის ყველა წინასწარმეტყუელი და თავად უფალი იესო ქრისტე.


კაცობრიობის ყველაზე დიდი ტვირთი დაცემისა ატარა ისრაჱლმა და ქართველმა ერმა; წინასწარმეტყველების გვირგვინად ამ ორ ერს ერთი მთავრობა ეყოლება, ერთი მეფე, და ეს მეფე - ქალია, „და შენ გოდოლი სამწყოჲსაჲ, მაგარი – ასული სიონისაჲ! შენ ზედა მოიწია და მოვიდეს დასაბამი მთავრობაჲ, პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱმისასა.“  (მიქია 4; 8)

 

ეს კანონი იუდეველთა, ღმერთისაგან დაფუძნებული, სიტყვა ცოცხალი, ცოცხალი ღმერთის წინასწარმეტყუელის - მიქიას მიერ გადმოწოდებული წმიდა წერილით.


იერუსალიმი ფარად ემსახურა იერუსალჱმს, ორი ერის  - ებრაელი და ქართველი ერების დამსახურებულმა მამებმა უფალთან ერთად დააგვირგვინეს კაცობრიობის გადარჩენის საიდუმლო მისტერიალური პროგრამა. ანუ მიჰყვნენ ღმერთის ჩანაფიქრს, დეშიფრაციის დრო ჩართულია. მოვუსმინოთ მამალ ზაქს, ანუ ზაქ–არიას, ასე იშიფრება კამბეჩოვანელი წინასწარმეტყუელის სახელი - ზაქარია ჰურიასტანელისა.


„ზაქარია – მოჴსენება უფლისა, გინა მძლე უფალი, გინა მძლე ლომი, გინა ღთისა (ღვთისა)“ (სულხან–საბა)


ზაქარია (ჱ)


1. და იქმნა სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, მეტყუელი:

2. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, ვაშურვე სიონსა და იერუსალიმსა (პალესტინისასა) შური დიდი და გულისწყრომასა დიდსა ვეშურვე მას.

3. ამათ იტყჳს უფალი: მოვიქცე სიონსა ზედა და დავემკჳდრო შორის იერუსალჱმსა (საქართველოსასა) და ეწოდოს იერუსალიმსა (პალესტინისასა) ქალაქი ჭეშმარიტი და მთასა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, მთაჲ წმიდაჲ.

4. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე სხდენღა მოხუცებულნი და მოხუცებულანი უბანთა შორის იერუსალჱმისათა: (საქართველო) თჳთეული კუერთხისა თჳსისა მქონებელი ჴელსა მისსა სიმრავლისაგან დღეთაჲსა.

5. და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა და ქალებითა მომღერლებითა უბანთა შორის მისთა.

6. ამათ იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ უძალოობდეს წინაშე ყოველთა ნეშტთა ამის ერისათა მათ დღეთა შინა – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

7. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მე აღმოუწოდო ერსა ჩემსა ქუეყანასაგან აღმოსავალთასა ქუეყანისაგან დასავალთაჲსა. (აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთ-ჩრდილოეთის განსაზღვრებაში არ შეგეშალოთ, ქალაქი იერუსალჱმი არს აღმოსავალი და არა აღმოსავლეთი მზისა, რამეთუ მას არ სჭირდება არც მთოვარე არც მზე, არამედ უფლის დიდება ანათებს მას შინა, ხოლო საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა, როგორც გვასწავლის დავით წინასწარმეტყუელი (ფსალმუნი 86) - ასევე დასავალია და არა მთოვარის დასავლეთი).

8. და შევიყვანნე იგინი და დავაშენნე შორის იერუსალჱმსა (დაფარული ქალაქი, საქართველო, იგივე ჰურიასტანი, იგივე იუდეა) და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად ჭეშმარიტებისა მიერ და სიმართლისა მიერ.

9. ამათ იტყვს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: განძლიერდინ ჴელნი თქუენნი მსმენელთანი ამათ დღეთა შინა. სიტყუათა ამათ პირისაგან წინაწარმეტყუელთაჲსა რომლით დღითგან დაფუძნებულ არს სახლი უფლისაჲ, და ტაძარი ოდითგან აღშენებულ არს.“ (ზაქარია)


(დაფარული ქალაქი და ტაძარი ოდითგან აღშენებულ არს, უნდა გვესმოდეს, როგორც დედამიწაზე აშენებული ყველაზე უძველესი საღმრთო ქალაქი  და ტაძარი).

 

 ისმინეთ სიტყუაჲ ღმერთისა ყოველმა მღდელმან, ესე არს ნაბრძანები:


 1. არა ჰქმენ თავისა თჳსისა ჴელით ქმნული, არცა გამოქანდაკებული, არცა ძეგლი, არა აღმართოთ თქუენ, არცა ლოდი სასტრად აღსდგათ ქუეყანასა თქუენსა თაყუანისსაცემელად თქუენდა. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

2. შაბათნი ჩემნი დაიმარხენით და წმიდათა ჩემთაგან გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

3. უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა იმარხჳდეთ, და მცნებათა ჩემთა იმარხჳდეთ და ჰყოფდეთ მათ, მოგცე თქუენ წჳმაჲ ჟამსა თჳსსა.

4. და ქუეყანამან გამოსცეს ნაყოფი თჳსი და ხეთა ველისათა მოსცენ ხილი მათი.

5. და მიიწიოს სალეწავი თქუენი ვიდრე სთულებადმდე და რთველი მიიწიოს ფესვადმდე და ჰჭამდეთ პურსა თქუენსა მაძღრივ და დაემკჳდრნეთ კრძალულებით ქუეყანასა თქუენსა.

6. და მოვსცე მშვიდობაჲ ქუეყანასა თქუენსა და დაიძინოდით უზრუნველად და არა ვინ იყოს მაშინებელ თქუენდა, და წარწვწყმიდო მჴცი ბოროტი ქუეყანისაგან თქუენისა და ბრძოლა არა იყოს ქუეყანასა თქუენსა.

7. და სდევნიდეთ მტერთა თქუენთა და დაეცნენ წინაშე თქუენსა მომწყდარნი მახჳლითა.

8. და წარიციოს ხუთმან თქუენგანმან ასი და ასმან თქუენგანმან წარიციოს ბევრეული და დაეცნენ მტერნი თქუენნი წინაშე თქუენსა მახჳლითა.

9. და მოვიხილო თქუენ ზედა და გაკურთხნე თქუენ და აღგაორზინნე თქუენ და განგამრავლნე თქუენ და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი თქუენ თანა.

10. და ჰჭამდეთ ძუელსა და ძველის ძველსა და ძუელი წინაშე პირსა ახალთასა გამოსდვათ.

11. და აღუმართო კარავი ჩემი თქუენ შორის და არა მოგიძაგნეს თქუენ სულმან ჩემმან.

12. და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად.

13. მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იყვენით თქვენ მონა და განვხეთქენ საკრველნი უღლისა თქუენისანი და მოგიყვანენ თქუენ განცხადებულად.“


ათასგზის დასაფიქრებელი კი არა, არამედ პირდაპირ ღვთაებრივი წესით გზის არჩევას გვკარნახობს ღმერთი მამა–პაპათა ჩჳენთა. შინაგანში ყოველი ქართველი ვხვდებით, რომ ჩვენ და ისრაჱლს სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია, ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ჩვენს წინ სავალი გზის ასათვისებლად, და ამის მიტოვებას არავინ გვაპატიებს.


აიქნევთან ჩაიქნევთ ხელს და უსასტიკესი განცდა, სასჯელი და მარცხი გველოდება წინ, არ დაგავიწყდეთ ღმერთი მბრძანებელი მამააერს, ბერსა და მღდელს, მეფეჲასა და დავითის მოდგმას, ქრისტეს შვილებს, მაღალი სმენით სასმენელი სიტყუანი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა:

 

უკუეთუ არა ისმინოთ ჩემი და არცა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა, არამედ ურჩ ექმნნეთ მათ და სამართალი ჩემნი მოიწყინნეს სულმან თქუენმან და არა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა და განაქარვნეთ აღთქუმანი ჩემნი. და მეცა ეგრევე გიყო თქვენ: მოვავლინო თქუენ ზედა სიმღიერე და უნაყოფობაჲ და სიყჳთლე დანდალუკად თუალთა თქუენთა, და გული თქუენი დადნებოდეს, და სთესვიდეთ თესლსა თქუენსა ცუდად და ჭამდენ მას მტერნი თქუენნი. და დავამტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა და დაეცნეთ წინაშე მტერთა თქუენთა, და გდევნიდენ თქუენ მოძულენი თქვენნი და ივლტოდით თქუენ თჳნიერ მდევართა.

 

(უწიგნური არაა ქართველი კაცი და არც ისრაჱლი უჩივის გაუნათლებლობას, მაშ რატომ ირჩევთ გამრუდებულ გზებს, თქვენ, ერის მოძღუარნო, თქუენი ცოდვების გამო რატომ უნდა იტანჯებოდეს ქართველი ერი ან რას დაამსგავსეთ საქართველო, თვალები ფართოდ გაახილეთ და ჩაწვდით რა გელით თქუენ და რა ელის მთელ ერს).


უკუეთუ აქამომდე არა ისმინოთ ჩემი და შევსძინო სწავლად თქუენდა შჳდწილ ცოდვათა თქუენთა ზედა. და შევმუსრო გინებაჲ იგი ამპარტავნებისაჲ და ვყო ცაჲ თქუენ ზედა ვითარცა რკინაჲ და ქუეყანა ვითარცა რვალი. და ცუდად იყოს ძალი თქუენი და ქუეყანამან არა მოგცეს თესლი მისი და ხემან თქუენისმან არა მოგცეს ნაყოფი მისი. უკუეთუ ამის შემდგომად ხჳიდოდითღა თქუენ დრკუდ ჩემდა მომართ და არა ინებოთ სმენად ჩემი, შეგძინო ტქუენ ტანჯვაჲ შჳდი ცოდვათა თქუენთაებრ. და მოვავლინო თქვენ ზედა მჴეცი მძჳნვარე და ქუეყანისაჲ და შეგჭამდეს თქუენ, და აღჴოცოს საცხოვარი თქუენი და შეგამცირნეს თქუენ და ოჴერ იყუნენ გზანი თქუენნი. და უკუეთუ ამითცა ვერ განისწავლნეთ თქუენ, არამედ ხჳდოდითღა ჩემდა მომართ გულარძნილად, ვიდოდი მეცა თქუენ თანა გულისწყრომითა გულარძნილითა და გგუემნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა მათ თქუენთათჳს.

 

და მოვჴადო თქუენ ზედა მახჳლი და შურისმეძიებელი სასჯელად შჯულისა და შეევედრნეთ თქუენ ქალაქებსა თქუენსა და მოვავლინო სიკუდილი თქუენს ზედა და მიეცნეთ ჴელთა მტერთა თქუენთასა. და გჭირდეს თქუენ იფქლისა და პურისათჳს და აცხობდენ ათნი დედანი თქუენგანნი პურსა ერთსა შიდა თორნესა და მოგცემდენ თქუენ პურსა თქუენსა სასწორით, ჰჭამდეთ და ვერ განძღებოდით. უკუეთუ ამათ ზედაცა არა ისმინოთ ჩემი, არამედ ხჳდოდითვე დრკუდ. მეცა ვიდოდე თქუენ თანა გულისწყრომითა დრკუჲთა და განსწავლნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა თქუენთათჳს.


და ჰჭამდეთ თქუენ ჴორცთა ძეთა თქუენთასა და ჴორცთა ასულთა თქუენთასა. და მოვიხუნე ძელისანი ჴელითქმნილნი თქუენნი და დავსხნე გუამნი თქუენნი გუამთა თანა კერპთა თქუენთასა, და მოგიწყინნეს თქუენ სულმან ჩემმან. და დავსხნე ქალაქნი თქუენნი ოჴრად და მოვაოჴრო სიწიდე თქუენი, და არა ვიყნოსო სულნელებაჲ მსხუელპთა თქუენთაჲ. და მოვაოჴრო ქუეყანა თქუენი და უკჳრდეს ამას ზედა მტერთა თქუენთა, რომელნი მკჳდრ იყუნენ მას ზედა. და მომიდაგთესნე თქუენ წარმართთა შორის, და აღგჴოცნეს თქუენ მომავალმან მან მახჳლმან თქუენ ზედა და იყოს ქუეყანა თქუენი და ქალაქნი თქუენნი – ოჴერ.


და მაშინ სათნო იყოს ქუეყანამან შაბათი თჳსი ყოველთა მათ დღეთა ოჴრებისა მისისათა. და თქუენ იყუნეთ ქუეყანასა მტერთა თქუენთასა. და მაშინღა შაბათობდეს ქუეყანა და სათნო იყოს შაბათი მისი. ყოველსა ჟამსა ოჴრებისა მისისასა შაბათობდეს, რომელ არა შაბათობდა შაბათთა მათ შინა თქუენთა, რაჟამს მკჳდრ იყვენით მას ზედა. და დაშთომილთა მათ ზედა თქუენგანთა მოვავლინო შიში გულთა მათთა ქუეყანასა მტერთა მათთასა და სდევნიდეს მათ ჴმაჲ ფურცლისაჲ მოღებული ქარითა. და ივლტოდიან, ვითარცა ვინ ივლტინ ბრძოლისაგან და დაეცნენ თჳნიერ მდევართა. და უგულებელ–ყოს ძმამან ძმაჲ, ვითარცა ბრძოლასა შინა, დაღათუ არა ვინ სდევნიდეს მათ და ვერ გეძლოს წინადადგომად მტერთა თქუენთა.


და წარსწყმდეღთ თქუენ წარმართთა შორის და შეგჭამდეს თქუენ ქუეყანაჲ იგი მტერთა თქუენთაჲ. და რომელნი დაშთნენ თქუენგანნი, განიჴრწნენ ცოდვითა თქუენითა და დადნებოდიან ქუეყანასა მტერთა მათთასა. და მიუთხრობდნენ ცოდვათა მათთა და ცოდვათა მამათა მათთასა, რამეთუ გარდაჰჴდეს შჯულსა და დამივიწყეს მე, და ვიდოდეს წინაშე ჩემსა დრკუდ. და მეცა ვიდოდე მათა მიმართ დრკუდ. და წარწყმიდნე იგინი ქვეყანასა მას მტერთა მათთასა. და მაშინ ჰრცხუენოდის გულსა მათსა წინადაუცუეთელსა, და მაშინ სათნო იყუნენ ცოდვანი მათნი.

 

და მაშინ მოვიჴსენო მე აღთქმა იგი იაკობის თანა, და აღთქმაჲ იგი ისაკის თანა და აღთქმაჲ იგი აბრაჰამის თანა და მოვიჴსენო და ქუეყანისაჲ მის მოვიჴსენო. და ქუეყანა იგი თქუენი დაშთეს. და მაშინ შეიწყნაროს ქუეყანამა შაბათი მისი მოოჴრებითა მით მისითა ამისთჳს და მათ მოიხუნენ თჳსნი იგი უშჯულოებანი ამისთჳს. რამეთუ სამართალნი ჩემნი უგულებელს–ყუნეს, ბრძანებანი ჩემნი მოიწყინნა გულმა მათმან. და იყუნეს ღათუ ქუეყანასა მტერთა მათთასა, არა უგულებელვყვენ იგინი და არცა მოვიწყინე მოჴოცად მათა და განქარვებად აღთმათა ჩემთა მამათა მიმართ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.


და მოვიჴსენო მე აღთქმაჲ იგი პირველი, რაჟამს გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა წინაშე ყოველთა ნათესაჳთა, რაჲთა ვიყო მე მათა ღმერთ. მე ვარ უფალი. ესე სამართალნი და მშჯავრნი და შჯული, რომელ მოსცა უფალმან შორის მისსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა მთასა სინასა ჴელითა მოსესითა. (ლევიტ. 26 თავი)


საღმრთო წესს და კანონს დაცვა ესაჭიროება, და მას უნდა იცავდნენ: მღდელნი და მსაჯულნი, ყველა მეფე და წინასწარმეტყუელი, ვარსკულავთმრიცხველნი და მოგუნი, ერის მთავარნი და დიდებულნი, კაცნი აზნაურნი და ოჯახნი საღმრთოდ კურთხეულნი.


გავასწოროთ გზანი უფლისანი, დროა დარვინისტებმა დატოვონ ასპარეზი, რომელი სომხურად სტადიონს ჰქვიან, ხოლო ქართულად მინდორსა, რომელ არს მეიდანი.


უფალმა იესო ქრისტემ დაამარცხა ეშმაკნი და ისინი მათივე თქხოვნით ღორებში შეასხა, ხოლო ცხოვრება მათი გადაჩეხვით დამთავრდა.


„და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა; შეემთჳვნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელეწიფებოდა წიაღსლუა მიერ გზით.


და ღაღად–ჰყუჱს, და იტყოდეს: რა ჰსმეს ჩუჱნი და შენი იესო, ძეო ღმრთისაო? მოჰხუჱდ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯუად ჩუჱნდა.


იყო შორის მათგან კოლტი ღორთა მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას ეტყოდეს: უკეთუ განგუასხამ ჩუჱნ; მიბრძანე მისლუად კოლტსა იმას ღორთასა.


და ჰრქუა მათ: მივედით, ხოლო იგინი, განვიდეს კაცთა მათგან, და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა ყოველმან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოჰსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა.“ (მათე: 8; 28...32)


„ეშმაკი – დასაბამად კეთილისა არსებისაგან შექმნა ღმერთმან, არამედ აღზვავნა და ამპარტავ(ა)ნებისა მიერ დაეცა, გარ(დ)მოცვივნეს და ბნელ იქმნ(ნ)ეს. ეშმაკი გამოითარგმანების შესასმენელად, გინა საწუთოდ, გინა ჟამიერად, გინა მჭუნავად (მათე: 4,1).“ (სულხან–საბა).

 

ეშმაკნი ჩამოცვინდენ ციური ძალაუფლებიდან მიწაზე, გვასწავლის იოანე - თავის გამოცხადებაში.


„და იქმნა ბრძოლა ცათა შინა. მიხაილ და ანგელოსნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპნი და ანგელოსნი მისნი ებრძოდეს მათ. და ვერ შეუძლო, არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა. და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუჱლი დასაბამისა, რომელსა ეწოდების ეშმაკი სოფელსა, გარდამოვარდა ქუჱყანად. და ანგელოსნი მისნი მის თანა გარდამოცვეს. და ესმა ჴმა დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ აწ იქმნა მაცხოვარება და ძალი და სუფევა ღმრთისა ჩუჱნისა და ჴელმწიფება ქრისტეს მისის; რამეთუ გარდამოვარდა შესასმენელი ძმათა ჩუჱნთა, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუჱნისა დღე და ღამე.


და მათ ჰსძლეს მას სისხლითა მით კრავისათა და სიტყჳთა წამებისა მისისათა, და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილამდე. ამისთჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა! ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისა და ზღჳსათა! რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თუჱნდა მომართ სავსე გულის–წყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას.“ (გამოცხადება 12; 7, 12)


რომელი ციდან გადმოყარეს ეშმაკები და ვეშაპნი–გუელნი, ბოროტების ლაშქარნი და რა უნდათ მათ. უპირველესად, დივერსანტები ჰყავს შეგზავნილი უბოროტესნი წმიდა ქრისტეს ეკლესიებში, როგორც მგლები ცხვრის ნიღბებით, ასევე ეშმაკნი და დემონნი წმიდა სამღდელო სამოსლებით. ისინი გარდამოყრილები არიან მესამე ციდან.


„აფროდიტი (ვარსკ.) ასპიროზ. მესამესა ცასა ზედა არს, რომელსა ეწოდების მელტარო, ხოლო ცისა მის ძრვა დასავლით აღმოსავალისა მიმართ არს, წელიწადსა შინა ერთგზის მოიქცევის, ხოლო აფროდიტის სიდიდე არს ოცდაათ ჩვიდმეტჯერ ქვეყანის ოდენი“ (სულხან–საბა)


(ქუეყანა 1/37–ია ცისკრის ვარსკულავისა, ქუეყანა და არა დედამიწა)


„მთიები ესე არს აფროდიტი, რომელ არს ცისკრის ვარსკულავი. მთიები, რომელი ესაიას წიგნში (14, 12) წერილ არს, იგი არს მთავარი ეშმაკთა და აწ წმიდათათვის არს სახელი იგი და ადგილი მისი ზეცისა სასუფეველსა.“ (სულხან–საბა)


ესაია, თავი 14


(ესაია აღწერს ბაბილონის მეფის დასჯას, სრულიად დანგრევას მისი სისტემისას, ყველა მისი მსახური დაისჯება ძუელიც და ახალიც. ისინიც, ვინც დღეს საქართველოში მსახურობენ, ან მათგან დასმულები არიან. ამას ცალკე სამსჯავროს წერილი გააჩნია. ძალიან რთული და საშინელი სასჯელი განუმზადეს ბაბილონის მეფეს და მეფეებს). ეხლაღა რა უნდათ ციდან გადმოყრილ ვეშაპსა და ეშმაკებს:

 

„და სასწაული დიდი გამოჰსჩნდა ცათა შინა: და დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე; და მთოვარე, იყო ქუჱშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა გჳრგჳნი ათორმეტთა ვარსკულავთა. და მუცლად ეღო, და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა იგი იგუჱმებოდა შობად. და იხილუა სხუა სასწაული ცათა შინა. და აჰა ვეშაპი დიდი ცეცხლისა, რომელსა ედგნეს თავნი შჳდნი და რქანი ათნი, და თავსა ზედა მისსა შჳდნი გჳრგჳნნი. კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავსა ცისასა, და გადმოჰყარნა იგინი ქუჱყანად. და ვეშაპი იგი ჰსდგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობად, რათა, ოდეს ჰშუჱს, შთანთქას შჳლი მისი. და შუა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსა ყოველთა წარმართთა კუჱრთხითა რკინისათა, და წარტაცებულ იქმნა შჳლი მისი ღმრთისა მიმართ საყდარსა მისსა.


და დედა–კაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებულ ღმრთისა მიერ, რათა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და სამეოც დღე.“ (გამოცხადება იოანესი - თავი 12)

 

 


გაგრძელება იქნება

კენჭა–ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE