საქართველოში აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,
საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა, დედად ჰრქუას კაცმან,
რამეთუ კაცი იშვა მას შინა - დედაქალაქი კაცობრიობისა.
მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.
ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისისვე დავალებით.
გიორგი იონთა ჰიპერიონი
საქართველო, გიხაროდენ! უფალი შენთან არს!
ქართველნო, ადიდეთ შემოქმედი ღმერთი, ძე ღვთისა - მეფეთ-მეფეთ კურთხეული სამარადჟამოდ. იგი საქართველოს მემკვიდრეა!
მელქისედეკის სატახტო ქალაქი - მცხეთაა!
საქართველოს გულში ნოეს კიდობანი და ნოეს საკურთხეველია აღმოჩენილი! ეს არის ქვეყნის აღმოსავალი. აქ შესწირა ნოემ ღმერთს მსხვერპლი და აქ აღუთქვა ღმერთმა შემდეგი წარღვნის უარყოფა ნოეს.
კრავი საქართველოში მობრძანდება თვისი ანგელოზებითურთ - ლაზარეს გასაცოცხლებლად!
კურთხეულო იაფეტელნო, გიხაროდენ, ვისაც ქრისტეს ჯვარცმაში არ მიგიღიათ მონაწილეობა, უფალი თქვენთანაა!
ხარაგაულის რაიონის სოფელ ნუნისში, ბახოკიას და დედაბერას მთებთან, ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთით - სამ კილომეტრში, მთა საქომარის ტყეში, ბერების კლდედ წოდებულ გამოქვაბულში აღმოჩენილია ნივთმტკიცება, რითაც უფლის საქართველოში მოსვლა დასტურდება.
ღმერთმა ინებოს უფლის გამოჩენა ჩვენს მიწა-წყალზე! მოდის უფალი და მოაქვს მარადიული თავისუფლება და ყველა საიდუმლოთა გასაღები.
მოვამზადოთ გზები უფლისა და ვადიდოთ მისი გამოჩენა!!!
გალობანი სიხარულისა
და
ფსალმუნნი გამარჯვებისა
ავა-მაღლებ ხმასა ჩემსა ხარებით,
სადიდებლად სახელისა შენისა ღმერთო ჩუენო
სიცოცხლი-ანო,
ავა-ჭენებ ენასა ჩემსა ხარბედითებით
საქებრად საქმეთა შენისა ღმერთო მამა-პაპათა ჩუენთაო,
სიცილი-ანო,
ავა-ნათებ მზერასა ჩემსა შენს სახილველად,
დიდებით შემოსილო, უფალო ბრწყივალეო,
შარავანდედი-ანო,
ავა-ყურადებ სმენასა ჩემსა ჩაწვდომად
სიტყუათა შენთა არსთ განმრიგეო ღმრთაებაო,
ღმერთი-ანო,
ავა-გონებ ზრახვათა გულისათა შენდამო
დანთებული სიყვარულით საღრმთო
მიზნი-ანო,
ავა-გალობებ სულსა ჩემსა წინაშე შენსა,
ბაგით გამოუთქმელო სრულყოფაო, მშვენიერებით მარადიულო
სახი-ანო,
ავა-ლერწამებ ვენახსა შენსა, შენთან საზიაროდ
უკვდავო ვაზო, ნაყოფით ტკბილო ჭირნახულო და
მარნი-ანო.
მაშ ასე, დავიწყოთ...
დღეს და სამომავლოდ, დედახვთისმშობლის ქვეყანაში, ცეცხლი რომ ჩაქრეს - წყალია საჭირო, წვიმა ღვთისაგან მოძღვნილი, ბოლო ჟამია და მითადმო, მაგრამ სულიერი ცეცხლი მწველი, ავი ზრახვებისაგან გამოწვეული, ჯერ აღსარებით, მერე შეგნებით - რას ითხოვ პატიებით და საითკენ მიდიხარ, მერმე მოდის ღირსეული წყალობა და სულის დამაამებელი სიო, ღმერთის მოწყალებით მონიჭებული...
გარდატეხის პერიოდი - ბუნტის პერიოდია და თითქოს ყველაფერს ანგრევს, არ უნდა სისტემას დაემორჩილოს, მზადაა თავი გასწიროს, როგორც მუსულმანებს სჩვევიათ. როცა ამ პერიოდს გადავა, მოდის დაღვინება და დამშვიდება, გაანალიზება, ყველა განვლილის სწორ ჩარჩოში მოქცევა, ადამიანურობის აღქმა და ქრისტიანული აზროვნება...