2004 წლის 26 დეკემბერის დილის საათებში, ინდოეთის ოკეანეში მოხდა 9.3 სიმძლავრის მიწისძვრა რიხტერის შკალით. ეს იყო ერთერთი უძლიერესი მიწისძვრა, რომელიც ჰიროსიმაში აფეთქებულ 10,000 ატომურ ბომბს უდრიდა. ამან გამოიწვია უდიდესი ტალღები ინდონეზიის სანაპიროზე, რომელმაც 230,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ზოგი ინფორმაციით 300,000). მილიონამდე ადამიანი დარჩა სახლის გარეშე, მიწისძვრამ ცუნამი არა მხოლოდ ინდონეზიაში, არამედ მის მეზობელ ქვეყნებში: ინდოეთში, შრი-ლანკაში, ტაილანდში და სომალიშიც კი გამოიწვია, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა.
10 დღით ადრე
ბომბეის აეროპორტში მოსწავლე ხვდება მასწავლებელს. მოსწავლე 1 წელია უკვე ინდოეთს არის, უამრავი რამ გადახდა. ხვდება, რომ სულიერებას და გასხივოსნებას მონდომებულს, დახვდა ჭაობი, რომელიც ისრუტავს და სადაცაა დაახრჩობს. ეს იცის მასწავლებელმა და მიდის ინდოეთში დასახმარებლად. აფრთხილებლდა მასწავლებელი მოსალოდნელზე, მაგრამ მოსწავლე ჯიუტია და აჰა – ვეფხისტყაოსნის მისტერია დაიწყო.
მასწავლებელი: გიორგი იონთა ჰიპერიონი
მოსწავლე: მამუკა ბაგრატიონ-დავითიშვილი
მოკითხვის შემდგომ მამუკა ეკითხება გიორგის, თუ რატომ ჩამოვიდა წვერების და საბერო სამოსის გარეშე, რაზეც გიორგი პასუხობს, რომ ასე უნდა გამოევლო ეს გზა და ცილინდრზე უთითებს – გალაქტიონს ეხურაო.
10 დღეში აღმოსავლეთიდან ტალღა დაარტყავს, დიდი კატაკლიზმია მოსალოდნელი, მზად უნდა ვიყოთო, - ამბობს თავისი რიხიანი ხმით გიორგი. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე ძალიან ენდობა მასწავლებელს, ეჭვი გაუჩნდა. რა ტალღა, რეებს ამბობს. ასე თუ ისე მშვიდი გარემოა მსოფლიოში და ეხლა ისეთი მასშტაბის რა უნდა მოხდეს. მამუკამ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა ამ სიტყვებს, თუმცა იცოდა, რომ გიორგი ისე არაფერს ამბობს. ალბათ ეს იმ მონატრებამ გამოიწვია და იმ შეხვედრის ემოცია დომინირებდა, რასაც მოსწავლე-მასწავლებლის შეხვედრაში იყო დაბადებული. იმდენია მოსაყოლი, იმდენი, რომ მამუკამ საიდან დაიწყოს არ იცის.
აჩრდილი
მამუკას თან სდევს აჩრდილი, დაკარგული სული, რომელიც თავის გადასარჩენადაა მიკრული მასზე და მისი ენერგიით იკვებება. ინდური სწავლებების გარემოცვაშია ჩაძირული მამუკას ცნობიერება და სულში ანთებული სანთელი, რომელიც ქართული სულით, ქართული მტევნით, ქრისტეს სიყვარულით არის ანთებული - მის ამ ნათელს ასულდგმულებს. ამ ნათელს შემოხვევია ურდო მტრისა, რათა საბოლოოდ ჩააქროს. აჩრდილი ხელს უწყობს დაბნეულობას, მაგრამ გიორგი ხედავს ამას ყველაფერს და ჰოი საოცრება, აჩრდილი პატარავდება და შიშით უყურებს მასწავლებელს. ეს კიდევ არაფერი იმ მტრებთან შედარებით, რასაც მალე ნახავს გიორგი. მამუკას ვეფხისტყაოსანი თანა აქვს და იმდენჯერ გადაიკითხა, რომ ვეღარ ითვლის და გზა ამ პოემის მისტერიისა სწორედ ეხლა იწყება.
გააზრებისთვის
ადამიანები იმდენად ჩაიძირნენ მატერიალისტურ აზროვნებაში, რომ მათ წინ მომხდარ სასწაულებს ვერ ამჩნევენ. ისტორიულ სასწაულებს და ღვთის მადლის გამოვლინებებს, წარსული ადამიანის ფანტაზიას მიაწერენ, არადა ყველაფერი ეხლა ხდება. ის რაც წარსულში ხდებოდა - ეხლაც ხდება და ბრძოლაა დიდი. რწმენას და სულიერებას დასცინიან, არადა რაა სამყარო სულიერების გარეშე?! მე გიყვებით რეალურ ისტორიას, ფაქტებზე აგებულს, ვისაც თვალი აქვს დაინახვს, ვისაც არა და მიიღებს იმას, რასაც დასთესს საკუთარ გააზრებაში!
10 დღე დამანგრეველ მიწისძვრამდე
ინდოეთის ჰაერი... იცით თითქოს არ არის, დგას, ყველაფერი შეჩერებულია. ოქტომბრიდან მოყოლებული ივნისის თვემდე, მზე ამოდის და ჩადის, არავითარი ცვლილება, თუ არ ჩავთვლით ცაზე ხანდახან მოხეტიალე ღრუბლებს, რომლებიც მგზავრებს გვანან და საიდანღაც გამოჩენილები, სადღაც უჩინარდებიან. ასე გრძელდება მაისამდე. მაისში იწყება ჭექა-ქუხილები, მანგოს წვიმებს ეძახიან. ღრუბლები ისე ახლოსაა მიწასთან, თითქოს ცდილობენ ხელი შეახონო. მეხის დაცემაც არ აყოვნებს. ხშირია ამ დროს უბედური შემთხვევები... ხანმოკლე ჭიდილებია ცისა და მიწის, დიდხანს არ გრძელდება. ამ ბუნების ფონს ცხოველთა და ფრინველთა სამყაროში გადავყავართ და ვხედავთ ყველაზე მაღლა არწივებს, ქვემოთ ყვავებს, ვირთხებს და კატებს, ძაღლებთან ერთად. სხვადასხვა ფერის თუთიყუშები, ფერადი ჩიტები, ყველანი ერთად. საზოგადოებაში და გარემოში ვხედავთ მოსიარულე სპილოებს, კამეჩებს, უახლესი მოდელის მანქანებს, როგორიცაა ფერარი, ლამბორგინი, და ამ დროს მოჩანან კამეჩები, ვირები, აქლემები... უახლესი ტექნოლოგიებით და არქიტექტურით გამართული ვილები და იქვე კარდონის სახლები, სადაც 15 ადამიანი უყურებს ტელევიზორს და რას უყურებენ?! – ინდურ ფილმებს. ადგილი, სადაც ყველაფერი ერთადაა. რელიგია?! აქ ყველა მრწამსის ადამიანს ნახავთ: ინდუსებს, უამრავი გურუს მიმდევრებს, იუდეველებს, მუსლიმებს, ქრისტიანებს - თავიანთი განშტოებებით.
2005 წლის 16 დეკემბერს ჩვეული მზიანი ამინდი იყო. აღარ იცოდა მამუკამ საიდან დაეწო მოყოლა, ქაოტურობიდან გიორგის დამშვიდებამ გამოიყვანა. აჩრდილი წუხდა, არ იცოდა რა ეღონა, იგი გაშიფრული იყო და მამუკა ამას მალე გაიგებდა. მამუკა უკვე დალაგებით ყვებოდა მომხდარს, თუ როგორ ამბებში იყო გახვეული და გიორგისთვის ნათელი ხდებოდა არსებული გარემო. მამუკა გადიოდა იმ გზას, რაც გიორგიმ წამოსვლის წინ უთხრა. ეს ყველაფერი ავტობუსში ხდებოდა, რომელიც ბომბეიდან პუნა(ფუნა)სკენ მიემართებოდა, ნეხვის კარიბჭისკენ, სადაც მამუკას მთავარ მტერს - ნეხვის ხოჭოს დაედო ბინა. ჟუკა - ასე იცნობენ მას ახლობლები. შავი დია, ნეხვის ხოჭო - წყნარად იყო ფუნაში, სადაც ნეხვის ბოშოს ცენტრი იყო და სასქესო ორგანოებით და გენიტალიების თაყვანისცემით მართავდნენ, და კუდუსუნიდან დაშვებული მათი ასტრალური კუდები შეერთებული იყო შავ პირამიდასთან. ამ პირამიდაში უამრავი მედიტაციები ტარდებოდა, თუმცა ეს მედიტაციური ტექნიკები სიმართლეს არ ემსახურებოდა და სპეციალურად იყო შეცვლილი. ერთი შეხედვით, ეს ცენტრი ჭეშმარიტებას და ჰარმონიას ემსახურებოდა, თუმცა გამოყენებული ჭეშმარიტი ფასეულობების უკან, აბსოლიტური ქაოსი, პიროვნების დამანგრეველი და სულიერად დამცემი დემონური ძალები მოქმედებდნენ. მათ ცენტრი საქართველოშიც ჰქონდათ, ისე, როგორც მთელს მსოფლიოში და მამუკაც მათი "ჭეშმარიტების" მაძიებლობით მოხვდა აქ. გიორგი მამუკას სიჯიუტეში (ამ გზას რომ წამოჰყოლოდა), გასავლელ გზას ხედავდა და წამოსვლის წინ მოუყვა:
სიზმარი ვნახე... ძველი სულები წვერებში - მთებზე ისხდნენ, მდუმარებაში და ჭვრეტაში. მთებს შორის ბეწვის ხიდი იყო და ამ ხიდზე მიდიოდი. ერთ-ერთი ძველი სულის თავიდან, რომელსაც დიდი წვერები ჰქონდა, სხივი ამოდიოდა და შენს თავთან იყო შეერთებული. ასე მიდიოდი ამ ბეწვის ხიდზე.
ასე მიდიოდნენ ბომბეიდან პუნამდე საუბრით, აჩრდილი ცხვარივით გატრუნული იჯდა და შიშს ეჭიდავებოდა, გამოსაძრომებს ეძებდა.
პირველი, რაც ჩამოსვლისას გააკეთეს, მამუკას თხოვნით გიორგის ჩამოტანილი ჭაჭა დალიეს, დაილოცეს და გიორგიმ თქვა:
ინდოელები ბავშვებივით არიან, მათ სიყვარულით უნდა ესაუბრო და ასწავლო. ინდოეთი ბავშვია, რომელსაც აღზრდა და დარიგება სჭირდება, რომ არ დაიღუპოს. ისინი ძალიან ფაქიზები არიან და ადვილად ვარდებიან უკიდურესობებში. ქრისტემ ისე გაიარა ინდოეთი, არავის ქვა არ უსვრია. მამუკას ახსენდება, რომ როდესაც ერთერთ ინდოელ ბავშვს მოეფერა ქართული სიყვარულით, ბავშვი კინაღამ გადაირია. ქართული მრავალხმიანი მუსიკის მოსმენისას კი ინდოელებს შიში და არეულობა ეწყებოდათ, ვერ უძლებენ ქართული სულის ცეცხლს. გიორგიმ უთხრა მამუკას: მართალია შენ ბევრ რამეში მათზე გაბრაზება გაქვს, მაგრამ სწორად შეხედე, მიუდექი როგორც ბავშვებს და დაინახავ მათ შინაგან სამყაროსო. მამუკა დაუკვირდა ყოველივე ამას და მიხვდა, რომ სიმართლე იყო, რამაც დიდი დახმარება გაუწია მას მომავალ სვლებში.
ასე ისხდნენ მოსწავლე და მასწავლებელი ოთახში და საუბრობდნენ, თან საქართველოდან გიორგის მიერ ჩამოტანილ ჭაჭას მიირთმევდნენ. ჭაჭა ჭაჭებზე მოქმედებდა და დალექილ ნეგატიურ ფიქრებს წვავდა. ამ საუბრისას მამუკას ცნობიერებამ, რომელიც საშინლად იყო გადაღლილი და დაბურული - გაცისკროვნებისაკენ დაიწყო სვლა, ისე როგორც მზის სხივები გაატანენ ხოლმე შავ დაბურულ ღრუბლებს.
დიდებულია იცნობდე და შენი მასწავლებელი იყოს თანამედროვე დროის წინასწარმეტყველი. არ არის ადვილი და ურთულესია გაუგო მას, დიდი გონებრივი დაძაბვა და გულის გახსნაა საჭირო, რომ რაღაც ცოდნამ მაინც გააღვივოს სულიერება შენში და დაგანახოს სულის დაბურული კუთხეები, რითაც სამყაროს ბნელი ადგილებიც შესამჩნევი ხდება. ეს კი ცოდნაა, ფასდაუდებელი ცოდნა.
მამუკა ყვება რაც თავს გადახდა. ჩამოსული ინდოეთს - სულიერების გაბრწყინებისთვის, როგორ აღმოჩნდა ნეხვის ხოჭოს, ცხვრის ფორმის აჩრდილის, კუდიანების ტყვეობაში. თუმცა არ გეგონოთ, რომ მოსწავლე ამას ბოლომდე აცნობიერებს. არა! მას იმედი აქვს და ცდილობს მაინც კეთილად დაინახოს, უნდა ეს ასე არ იყოს, ასეთი ხედვა კი უკვე დამღუპველია. მკითხველო, ამომხედე და კარგად დაიმახსოვრე. ყველაზე დიდი მტერი ისაა, ვინც სიტკბოებით გითხრის ძირს და შენი დაღუპვა მისთვის არაფერია. როცა ფაქტს ღალატისას ხედავ, მიუგე საკადრისი დაუყოვნებლივ, თორემ მერე გვიან იქნება.
ასე გაილია ეს დღე. მასწავლებელმა დაიქუხა, რომ აჩრდილი მტერია და უნდა მოიშოროს მამუკამ... იგი ხვალ შეხვდება ნეხვის ხოჭოს...
მეორე დღე
მამუკამ გადაწყვიტა მეორე დღეს გიორგისთვის ეჩვენებინა ფუნაში აღმოცენებული ბოშოს ცენტრი, სადაც მან ცოტა ხანი იცხოვრა. მამუკამ ხომ ჯერ ბოლომდე არ იცის რეალური გარემოება და სურათი. მაინცა აქვს მიდრეკილება ცენტრში არსებული შავი პირამიდისკენ, რომელიც ცდილობს ასტრალური კუდი გაუზარდოს და მას მიაბას. გიორგი დათანხმდა, იწყეს სვლა ქუჩებში და ამ ცენტრის გარშემო. მამუკა ცდილობს ესაუბროს მის განცდებზე, რაზეც გიორგი პასუხობს: მე ამ გავლენაში ვერ მომაქცევენ. ჩვენთან გურიაში გურულები, ბოშოს - ბავშვებს ეძახიან. ვერც საუბრით აჯობებს ვერავინ და სიტყვებს, როგორც გინდა ისე გაგიშლიან. იღიმება და სულ სხვა რამეს უყურებს. მასწავლებელი სულ სხვას ხედავს და სულ სხვას უკვირდება. იგი მათ სულებს ხედავს და გარე სახებით მას ვერავინ მოატყუებს. უტრიალდება მამუკას და ეუბნება:
ბავშვია პატარა სულიერებაში, მას თავისი მისია აქვს და კარგიც გააკეთა, რომ ჩარჩოების დანგრევა დაიწყო. აქ ყველაფერი გასაგებია. ნეხვის ხოჭო ვნახოთ.
ერთერთ პატარა რესტორანში შეხვდნენ გიორგი და მამუკა ნეხვის ხოჭოს, რომელიც შეხვდერისას ისე დაიძაბა, კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. ცდილობს არ დაკარგოს ცენტრი, თუმცა გაქაოსებულია, ვერ მალავს თავის ნამდვილ სახეს, ვეღარ ინიღბება და მამუკა უკვე ხედავს მას. ლამაზ სამოსში გამოწყობილი ნეხვის ხოჭო გამოჩნდა... ის აღარ არის სულიერი ცოდნის მატარებელი, არამედ უბრალოდ ფუნის მაგორებელი ნეხვის ხოჭოა და ამას ხედავ. გიორგიმ ის გააშიშვლა და აიძულა ნამდვილი სახე გამოეჩინა. სიცილ-ხარხარის მოყვარული მაგნო – მიგნებულია თავის არსში. გიორგიმ მამუკას აჩვენა მისი მთავარი მტერი, წამოსვლის შემდეგ მოუბრუნდა მამუკას და უთხრა:
აჰა შენი მტერი ხოჭო, დაპატარავებული ჯიბეში გედოს და შენ გადაწყვიტე რა დამართო.
მამუკას ცნობიერებაში ნათლის სხივები იმატებს...
მესამე დღეს, პუნადან სამხრეთით, დაახლოებით 500 კილომეტრით დაცილებული შტატისკენ გაემგზავრენ მასწავლებელი და მოსწავლე. მიდიხარ და მიდიხარ... ინდურ კონტრასტებს ხედავ ყველგან. ასე გრძელდება სანამ გოას შტატს არ მიუახლოვდები. ბომბეიც და ფუნაც მახარაშტრას შტატია ინდოეთში, საკმაოდ დიდი და გავლენიანი. როდესაც გოას შტატს უახლოვდები, გზა იკლაკნება და ნელ-ნელა ამ ხვეულზე ეშვები, ჰაერი უფრო სუფთა ხდება. დიდი ტურისტული ზონაა. ძველი პორტუგალიის კოლონიაა, ბევრ ციხე-სიმაგრეს ნახავთ მეკობრეებისას. დღესაც სახლები და ეზოები პორტუგალიურადაა მოწყობილი. ლამაზი კოხტა სახლები, რომლის სახურავსაც შიგნიდან ხედავთ, ოთახებს არა აქვთ აკრული ჭერი. ეზოები ლამაზი ყვავილებითაა მორთული. აქ ბევრი კათოლიკური ეკლესიაა და მოსახლეობის დიდი ნაწილიც ქრისტიანია. შეხვდებით ინდურ ტაძრებსაც, რომლებიც ლამაზ ფერებშია და სულიერ საბავშვო ბაღს მოგაგონებთ. ქრისტიანული ტაძრები თავის კვალს ტოვებენ - დახვეწილობა და ადამიანურობა მეტია.
საერთოდ, თუ გინდათ რელიგიის მიმდინარეობებს ღრმად ჩასწვდეთ, ინდოეთს უნდა გაემგზავროთ. ამ ქვეყანაში ნახავთ ყველა რელიგიის მიმდევრებს. წარმოიდგინეთ ერთი ქალაქი, სადაც ქრისტიანების უბანია, ასევე მუსულმანების, ბუდისტების, კრიშნაიდების, იუდეველების და სხვადასვა გურუს მიმდევრების. მოიარეთ და იგრძნობთ ყველას გემოს.
იუდეველების შესაკრები ცდილობს ყველა მისი მიმდევარი გახადოს და მაქსიმალურად მეტნი შემოიკრიბონ. ძლიერი გონება და ერთიანობა ახასიათებთ: მოდი იწამე ჩვენი და დაგეხმარებით კარგად იცხოვრო, - ასეთი ველი მოდის მათგან; ბუდისტები - მშვიდები, გაწონასწორებულები, ყველაფერს ხედავენ და ამჩნევენ, მაგრამ არაფერში არ ერევიან; ინდუისტები – უამრავი ფერი ერთად, სპილო–ადამიანი (განეში), მაიმუნი–ადამიანი (ხანუმანი) და გველები; შივა, რომლის თავიდანაც განგას წყალი ამოდის, შივა, ლაქშმი; ხუთი ძირითადი ღმერთია, დანარჩენი უამრავი... აქ გარემო გაძინებს, სიმშვიდე უკვე ძილში გადადის და ცხოვრების დინებიდან ზედმეტად გაგდებს, აქ ინდოეთივით ყველაფერი დგას, უძრავია.
მუსულმანები მზად არიან თავი გასწირონ რწმენას, გული აქვთ უფორმო, გულიანები არიან, მაგრამ ფეთქებადი. აქ ცეცხლი ტრიალებს სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ ეს ცეცხლი ხან ხანძარს აჩენს, ხან ათბობს, ხან წყალზე ცდილობს ანთებას. ყველა მიმართულებითაა. მათ თავგანწირვა შეუძლიათ, მეომრები არიან, თუმცა გონიერება და ფიქრიანობა ნაკლებადაა...
რაც შეეხება ქრისტიანებს, აქ პირველად ხვდები მოწესრიგებულობას, ადამიანურ თვალებს, გულწრფელობას, დახმარების გაწევისათვის მზად არიან. ცეცხლი ხატოვანია სიცოცხლისა და ლამაზი. აქ ადამიანურობა სჭარბობს.
ბავშვი დაიბადა და მას სათამაშოები სჭირდება, ამით იზრდება, ლამაზი ფერები, სისუფთავე, მაგრამ შეუძლია დააშაოს და დაუშაოს... ეს ინდუიზმია, თავისი ადამიანი-ცხოველებით. როცა დაფიქრებას იწყებს, ეს ბუდიზმია. ყველაფერს უკვირდება, სწავლობს, იწყებს საგნების გამოყენებას და აი იუდაიზმი შემოდის: კანონი, მატერიალური აზროვნება, თავის სასიკეთოთ ყველაფრის გამოყენება.
გარდატეხის პერიოდი - ბუნტის პერიოდია და თითქოს ყველაფერს ანგრევს, არ უნდა სისტემას დაემორჩილოს, მზადაა თავი გასწიროს, როგორც მუსულმანებს სჩვევიათ. როცა ამ პერიოდს გადავა, მოდის დაღვინება და დამშვიდება, გაანალიზება, ყველა განვლილის სწორ ჩარჩოში მოქცევა, ადამიანურობის აღქმა და ქრისტიანული აზროვნება. დიახ, ქრისტე ყველაზე დიდი რანგია კაცის ყოფის აღქმა-გაგებისა წუთისოფელში. ეს ყველაფერი მამუკას გონებაში ლაგდება და გიორგი ამაზე მას ბევრს ესაუბრებოდა ინდოეთში წამოსვლამდეც. მამუკა თომა მოციქულის მისტერიაშია და ფაქტს სანამ თვითონ არ ნახავდა, არ იჯერებდა. ფაქტების უამრავმა ტალღამ უკვე ჩააღრმავა მოსწავლე და ინდოეთს გადახვეწილს - მასწავლებელი ასტუმრა, ვისთანაც ერთად გოას ჩრდილოეთით (საიდანაც მაფსაში იგება საწყისი) მდებარე პატარა დაბაში შედიოდა ავტობუსით. თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოშია...
ჩასვლისას, მამუკას უკვე განსაზღვრული აქვს მასწავლებლის ადგილ-საცხოვრისი, თუმცა თავისი დაბნეულობით ვერ საზღვრავს იმ მისტერიას, რაშიც არის და რაც უნდა მოხდეს. მამუკამ გარკვეული პერიოდი გაატარა ამ შტატში და ბევრს იცნობს.
გაგრძელებას მალე იხილავთ