საქართველოში აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,
საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა, დედად ჰრქუას კაცმან,
რამეთუ კაცი იშვა მას შინა - დედაქალაქი კაცობრიობისა.
მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.
ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისისვე დავალებით.
გიორგი იონთა ჰიპერიონი
საქართველო, გიხაროდენ! უფალი შენთან არს!
ქართველნო, ადიდეთ შემოქმედი ღმერთი, ძე ღვთისა - მეფეთ-მეფეთ კურთხეული სამარადჟამოდ. იგი საქართველოს მემკვიდრეა!
მელქისედეკის სატახტო ქალაქი - მცხეთაა!
საქართველოს გულში ნოეს კიდობანი და ნოეს საკურთხეველია აღმოჩენილი! ეს არის ქვეყნის აღმოსავალი. აქ შესწირა ნოემ ღმერთს მსხვერპლი და აქ აღუთქვა ღმერთმა შემდეგი წარღვნის უარყოფა ნოეს.
კრავი საქართველოში მობრძანდება თვისი ანგელოზებითურთ - ლაზარეს გასაცოცხლებლად!
კურთხეულო იაფეტელნო, გიხაროდენ, ვისაც ქრისტეს ჯვარცმაში არ მიგიღიათ მონაწილეობა, უფალი თქვენთანაა!
ხარაგაულის რაიონის სოფელ ნუნისში, ბახოკიას და დედაბერას მთებთან, ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთით - სამ კილომეტრში, მთა საქომარის ტყეში, ბერების კლდედ წოდებულ გამოქვაბულში აღმოჩენილია ნივთმტკიცება, რითაც უფლის საქართველოში მოსვლა დასტურდება.
ღმერთმა ინებოს უფლის გამოჩენა ჩვენს მიწა-წყალზე! მოდის უფალი და მოაქვს მარადიული თავისუფლება და ყველა საიდუმლოთა გასაღები.
მოვამზადოთ გზები უფლისა და ვადიდოთ მისი გამოჩენა!!!
გალობანი სიხარულისა
და
ფსალმუნნი გამარჯვებისა
ავა-მაღლებ ხმასა ჩემსა ხარებით,
სადიდებლად სახელისა შენისა ღმერთო ჩუენო
სიცოცხლი-ანო,
ავა-ჭენებ ენასა ჩემსა ხარბედითებით
საქებრად საქმეთა შენისა ღმერთო მამა-პაპათა ჩუენთაო,
სიცილი-ანო,
ავა-ნათებ მზერასა ჩემსა შენს სახილველად,
დიდებით შემოსილო, უფალო ბრწყივალეო,
შარავანდედი-ანო,
ავა-ყურადებ სმენასა ჩემსა ჩაწვდომად
სიტყუათა შენთა არსთ განმრიგეო ღმრთაებაო,
ღმერთი-ანო,
ავა-გონებ ზრახვათა გულისათა შენდამო
დანთებული სიყვარულით საღრმთო
მიზნი-ანო,
ავა-გალობებ სულსა ჩემსა წინაშე შენსა,
ბაგით გამოუთქმელო სრულყოფაო, მშვენიერებით მარადიულო
სახი-ანო,
ავა-ლერწამებ ვენახსა შენსა, შენთან საზიაროდ
უკვდავო ვაზო, ნაყოფით ტკბილო ჭირნახულო და
მარნი-ანო.
მაშ ასე, დავიწყოთ...
დასი აბა დასაბამად, ყველაფერზე უწინარეს ღმერთმა შექმნა ანგელოზები და რა უნდა იგულისხმოს მათზე ადამიანმა? ანგელოზები არიან არაარსობრივი ყოფიდან არსად შექმნილნი ღმერთის მიერ, სრულნი სულითა, სავსე გონიერებით და მარტივად მოაზროვნენი. ასე იხსენიებს წინასწარმეტყველი წმინდა წერილში: "რომემან შექმენ ანგელოსნი შენნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა".
და უწოდა ადამ სახელი თვისი! გადმოგვცემს წმინდა წერილი. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. მათ ეს სახარება. წმინდა წერილის ამ ტექსტის მიხედვით, უფალი იესო ქრისტე გვამისამართებს წარსულის იმ დროში, როდესაც დედამიწაზე მაცხოვრებელი კაცობრიობა ნეტარ იყვნენ სულითა, სულით ჯამრთელი თავის თავად ფიზიკურად ჯამრთელობასაც ნიშნავს, რადგან სხეულის ჯამრთელობას და ავად მყოფობას სულით განვიცდით.