ჩემო ძვირფასო მკითხველნო, იმისთვის რომ ლამაზად გამოიყურებოდეთ, აუცილებელია განიწმინდოთ ორგანიზმი შლაკებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან, რადგან სხეულის არაგამართული ფუნქციონირება ყოველთვის გამოისახება სახეზე. ჭეშმარიტია ძველი გამონათქვამი: სახე - სხეულის სარკეაო.
ჩვენი დიდი წინაპრები უცილობლად ფლობდნენ იმ ცოდნას, რასაც დღეს მედასტროლოგიას უწოდებენ და თითქოს ხელახლა აღმოაჩინეს ის, რაც ბევრად ღრმად იცოდნენ ძველმა ქურუმებმა და მკურნალებმა. საკმარისია ვახსენოთ აიას მეფე - აიეტი და მისი და ცირცეა, რომელიც განთქმული იყო ცოდნითა და სიბრძნით (ამის გამო მას ჯადოქარსაც კი უწოდებდნენ), რომელმაც ცოდნის დიდი ნაწილი გადასცა ძმისშვილს - მედეას, მან კი თავისმხრივ ბერძნებს შეასწავლა მედიცინა. დღეს „ქართულმა გენმა“ აღადგინა ცირცეას ცოდნა და ნანოტექნოლოგიებთან სინთეზში შექმნა (აღადგინა) კოსმომედიცინა, მაგრამ იმისათვის რომ ცოტა მაინც გავერკვეთ ამ სისტემაში, მოკლედ ჩამოგიყალიბებთ კოსმოსისა და ადამიანის (სხეულის) ურთიერთკავშირს.
ჰიპოკრატე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სამედიცინო ასტროლოგიის ცოდნას და თვლიდა, რომ ამ ცოდნის გარეშე ადამიანი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ექიმობაზე - უფრო სულელი იყო და ვიდრე ექიმი.
მაშ რა არის სამედიცინო ასტროლოგია, რომელიც ათასწლეულების გამოცდილებაზეა დაყრდნობილი და როგორც ჩანს, ჩვენი დიდი წინაპრები ბევრად დიდ ცოდნას ფლობდნენ, ვიდრე დღევანდელი ნანოტექნოლოგიების შემქმნელი მეცნიერები?!
სამედიცინო ასტროლოგია ემყარება იმ ცოდნას, რომ სამყარო რითმთა ერთეულებითაა გაერთიანებული და ადამიანის ყოველი ორგანო, სხეულის ყოველი ნაწილი რეზონანსში შედის სამყაროს ერთერთ რითმთან და ეს პროცესი გამოხატულია პლანეტებისა და ზოდიაქოს ნიშნების მეშვეობით ინდივიდის დაბადების რუქაში.
ანტიკური ხანის ექიმებმა კარგად იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებისა და ჩვენი ფიზიკური სხეულის ორგანოების შესაბამისობის შესახებ და ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად - ადამიანის სხეულსაც 12 ნაწილად ყოფდნენ:
- ვერძი - ცენტრალური ნერვიული სისტემა, თავი, თავის ქალა, ზედა ყბა და კბილები, თვალები;
- კურო - ქვედა ყბა და კბილები, ყელ-ყური, კისერი, გლანდები, ზედა სასუნთქი გზები, ფარისებრი ჯირკვალი, საყლაპავი მილი, კისრის მალები და საძილე არტერია;
- ტყუპები - მხრები, ხელები, მტევნებისა და თითების ჩათვლით, ფილტვები;
- კირჩხიბი - გულმკერდის უჯრედი, ნეკნები, დიაფრაგმა, კუჭი, სარძევე ჯირკვლები (ქალებში);
- ლომი - სისხლის დიდი მიმოქცევის წრე, ხერხემალი კისრიდან წელამდე, გული, გვერდები;
- ქალწული - ნაწლავები (მხოლოდ სწორ ნაწლავთან არ არის რეზონანსი), მუცელი ჭიპამდე;
- სასწორი - მენჯ-ბარძაყის ზედა ნაწილი წელამდე, თირკმელები და საშარდე ბუშტი;
- ღრიანკალი - შორისი, სწორი ნაწლავი, შიდა და გარე სასქესო ორგანოები (ქალებისა და მამაკაცების), ითვლება რომ ონკოლოგიური დაავადება იბუდებს სექსუალურ ცენტრში და კიბოს წარმოშობის მიზეზი უნდა ვეძებოთ მის მმართავ პლანეტაში ანუ პლუტონში, რომელიც ნუკლეინის მჟავებს წარმართავს, კონკრეტულად დნმ-ს;
- მშვილდოსანი - სისხლის არტერიული მიმოქცევა, დუნდულები, კუდუსუნი, ღვიძლი, კანი, ბარძაყების ზედა არე.
- მერწყული - სისხლის ცირკულაცია, ვეგეტატური ნერვული სისტემა, ვაზომოტორული სისტემა, ფეხები ტერფებამდე;
- თევზები - ენდოკრინული და ლიმფური სისტემები, სისხლის პლაზმა, ტერფები, ხელების დიდი თითები.
ჰოროსკოპში პლანეტების განლაგების შესაბამისად, ცხოვრების განმავლობაში ადამიანი იზიდავს შესაბამისი პლანეტებისაგან დაავადებებს. განსაკუთრებული ადგილი უჭერია ამ მიმართულებით მთვარეს და მის ფაზებს, რადგან ის არეგულირებს სასიცოცხლო ენერგიას, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ ამ დეტალებით და თუ განსაკუთრებით არ ხართ დაინტერესებული ამ საკითხებით, ამის ცოდნა არც არის სავალდებულო. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით შექმნილია უნიკალური სამკურნალო-გამწმენდი პრეპარატები, რომლებიც შესაძლებელია შეგვიკვეთოთ ჩვენი საიტის მეშვეობით.