ჩემი სიყვარული ანათებს - მზეს აძლევს ძალას,
ვარსკვლავნი რიგში დგებიან, მერე ბრწყინავენ,
როცა თბებიან, ჩემით თბებიან,
შენით თბებიან - გამთბარი სამყარო ბრწყინავს.
ბაგეზე ღიმილი ანთია.
ამაჰამბავითდა ფერფლიდან აღმდგარი ფასკუნჯი,
დარი ალითდეს, მოლოდინი დაიმსხვრა,
მოლზე ოდინი მოვლინდა,
ზამთარი გამოევლოთ ცივად, სუსხი გამქრალიყო,
გაზაფხული აწვიმდათ.
ჩრდილოეთის კარიბჭეში მზეჭაბუკი გაბრწყინდა,
აღარ იყო სიძულვილი,
სიყვარული ყვავილებით ბარდნიდა,
იღვიძებდა საქართველო - გულის სიღრმით შიგნიდან,
აღდგა ნათელი ტრფიალით სავსე,
ვარდმა გაჟონა ღვინიდან,
სიყვარული ანნა ვარდდა -
მზე დაბადა პირიდან,
ღრუბელმა თავი ირიდა, გადმოეფინა ზვინიდან,
გულით ვინც მიყვარს - ვეტრფობი,
ვერ მომიშალოთ ტვინიდან.
გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი