კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

სამი საკრალური ცენტრი:


გრემი

გელათი

იყალთო


 

გრემი - ქვეყნიერების ენათა შემსწავლელი, რანთა ორდანის, ანუ ცითა და მიწით მსაჯულების ცნობის აკვანი. სამყაროს შემსწავლელი ცენტრი.


გელათი - სულიერი წონასწორობისა და სამაროვანი ანბანის საფუძველზე აწყობილი ჰარმონიული განვითარების ცენტრი.


იყალთო - მატიანეთი არქიდონური მზღვრელთა ცენტრი. გალიაგოლთა კანონთა აღმახარისხებელი.


 

ამ-ასა სამთა ბუდესა სიბრძნის-ასა მოჰყავს ენა გონ-გულ სახიერად მოძრაობაში, საქციელად სანატროში.


სამივე სამეფო აკადემია, ემორჩილება საღმრთო სახელმწიფოს განმკარგველს, შემდგომ სამეფო მოძღვარს, არქიბაგს (სულიერ-მევენახეს).


 

ისტორიული ცნობები


 

„საქართველოს მიწა-წყალზე არსებულ სამონასტრო ცენტრებს შორის ქართული მჭერმეტყველებისათვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნდა გელათის აკადემიას. როგორც ცნობილია, ის შექმნა დავით აღმაშენებელმა „სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად,მოძღურად სწავლულებისა“, სადაც მანვე „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთათ სადათცა ესმა ვიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე სულიერითა და ჴორციელითა სათნოებითა აღსასვსეობა, იძინა და კეთილად გამოიძინა,მოიყვანნა და დაამკჳდრნა მას შინა“.


აქ ხსენებული „სათნოებითა აღსასვსეობა“ ერთ-ერთ ღირსებად უდავოდ გულისხმობდა რიტორულ გაწაფულობას, რომლის გარეშე მაშინ წარმოუდგენელი იყო ადამიანის სისრულე.


გელათის აკადემია იყო დიდი სამეცნიერო და სასკოლო ცენტრი, უკეთ, უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც ისწავლებოდა ე.წ. trivium-quadrium-ი ანუ გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, რიტორიკა, გრამატიკა, ფისოლოფია და ასტრონომია.


ამ სამეცნიერო დისციპლინებს შორის რიტორიკა ერთი მიუცილებელი სასწავლო საგანია.


ამას გვიჩვენებს დიდი გელათელის - იოანე პეტრიწის „განმარტების“ ბოლოსიტყვაობა, სადაც ავტორი საგანგებოდ ჩერდება ხსენებულ სამეცნიერო სფეროებზე და მათ შორის ვრცლად განმარტავს რიტორიკის შინაარსს. (ი. პეტრიწი, შრომები, ტ. II, გვ. 223)


ამრიგად, საუკუნის დასაწყისიდან გელათი გვევლინება ქართული რიტორიკული განათლების უმთავრეს კერად, სადაც დანერგილი სწავლულება ვრცელდებოდა მთელ საქართველოში როგორც ზეპირად, ისე წერილობით. კულტურისა და სწავლულების მოძღვრად ქცეული გელათის აკადემია დიდხანს წარმოადგენდა ჩვენი ეროვნული შემოქმედების უმთავრეს ცენტრს, რომლის ირგვლივ გაერთიანებული მეცნიერები ქმნიდნენ მსოფლიო მნიშვნელობის სიტყვიერ საუნჯეებს. მათ ფურცლებზე შემონახული ქართული სიტყვა დღესაც გვაჯადოებს თავისი დიდი სრულყოფილებით.


XII საუკუნის დამდეგიდან XIX საუკუნის მიწურულამდე, ამა თუ იმ სახითა და ინტენსივობით, გელათი ხელს უწყობდა ჩვენი მჭერმეტყველების განვითარებას - ის, როგორც უმაღლესი სასწავლებელი, სამეცნიერო დაწესებულება, სამონასტრო კერა, თუ გინდა აკადემია, სამლოცველო ტაძარი, ყოველთვის იდგა ქართული ენის დაცვის სადარაჯოზე და ისტორიული ვითარების შესაბამისად ემსახურებოდა საქვეყნო საქმეს“.


[სულისა და გონების, გულისა და სიტყვის განვითარების პური - აუცილებელი ერისათვის, არსობისა, ცხვებოდა გელათის აკადემიურ ათონებულ ღუმელში.] (გიორგი იონთა ჰიპერიონი).


„გელათის ტაძრის მიდამოების მთელი ხუროთმოძღვრება და განსაკუთრებით ერთი შენობის დიდი დარბაზი, ქვის სკამებითა და კათედრის მაგვარი მომაღლო საწიგნეებით, დღეს მეცნიერებაში მართებულად აღიარებულია გელათში არსებული აკადემიის მატერიალურ ნაშთებად“. (გიორგი ჩუბინაშვილი, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, III 1923, გვ. 107-126) (მითითებულია: გ. ჩუბინაშვილი, საქ. საერო ხუროთ. რამდ. ნიმ. (ს. ყაუხჩიშვილი, გელ. აკად. გვ. 19-32)


ბოლო-სიტყუანით კი ერთს დავამატებ, ჯერეთ ასე იყოს: დიდი წმინდა მეფის - დავით აღმაშენებელის აღმაშენებულით გავშალოთ ცოდნის აფრანი.


არგეს ცაში, არგოს გემის მსოფლიო მოგზაურობა ქრისტეს დროშით.

 


 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE