კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ხილვა ლორდიონისი

 

გასიზმართ-შორისში ხილვა იხილა ძემან იაკობისმან გიორგიმ, მოძღვარ გიორგისიანმა, როს როჭიკდა ჟამი, პეტრეს შვილმან პეტრიაულით, მრავალძალისით ბარით. და აჰა ხილვა,  

სოფლისა, სოფელი კიდისა და საშუალ ორღობეთა მისთა უმჩნევი  - კარი. მა გავედ და განვედი მას შინა ესე - გზა ამა სოფლიდან იმა სოფლისაკენ, რომელსა კაცნი სახელს სამოთხისასა დებენ ღმრთით.

 

და წარმოსულმა შინ აღწერითა თქუა, ვიხილე სოფელი - საუფლო სამოთხისა. ჰაეროვანი და აღტაცებულად სრული, მსგავსი ნისლის ქუეყანისა მარავალი ცხოელითა და ფრინველით სავსე, ზღუა გამჭვირვალე და წკრიალა ლილასფრად მშდი და მოკიაფე. მასში ვეშაპნი მოცურავენი, თვითაც მშდნი, მათთან ერთად დელფინები. ვეშაპნი შვიდნი მიმოცურავდნენ ტივტივითა. ვხედავ, ერთი შვიდთაგანი მოსცურდა ახლოს ყურესა მშვენიერსა. ვეშაპმა დაჰყვინთა და გაუჩინარდა. ქარავანი

ვეშაპთა ექუსით დარჩა, როგორაც ვთქვი მეშვიდემ დაჰყვინთა და სიღრმესა ზღსასა შეერთო ლუბიად. მის მაგივრად, თითქოს დარაჯად შემოცურდა შორიდან ვეშაპი მერვე, შუა მცურავ ვეშაპთა განიარა და შემოცურდა, ყურესა მშვენიერსა შუა - დაჰყვინთა მცირედ-წამ და ისიცა გაუჩინარდა, და ადგილსა მერვისასა აღმოშხეფებით ამოტივტივდა მეცხრე და ძალ-მხიარულად მეყო ხილვა, არა რას ვფიქრობდი, მხოლოდ ვცვიფრდებოდი. და ესე რომ განვიცდიდი, მა მესმა სულსა შინა: ესე ვეშაპთა ხილვა წარღუნვანი არიან ქვეყანასა ზედა და მერვესა მას ნოესა მოელის კაცობრიობის მეცნიერება გამხელილი ღვთისაგან.

 

მეშვიდე დიდი დღე მიილია, მიმწუხრდა და გამოგანთიადდა. ცისკრისპირული აღენთო. ვეშაპების საქციელი, შენ რომ იხილე, ცვალებადითია მომავალისით და მეშვიდე სიღრმითით მავალი ლუბიას არს. ცივილიზაციის  ქვეცნობიერთა სამაროვნებაში შენახული სიბრძნის განსვენებული მარაგი, რომელიც მერვემ უნდა აღადგინოს და მეცხრე ვეშაპი, რომელიც ნახე - ნიშანია კაცობრიობის ადამის რანგში ასვლისა და ღმერთთან ერთად თბოენერგობადებითებით სვლისა, თქვენ რომ ცივი-ლიზაციას არქმევთ, ყე. და მრავალნი სასწაული მაჩუენა სიტყუამან უხილავმან და ვიკითხე რა ვიღონო, ვინაიდან ვერ შემძლებელ ვარ მე ამდენის დატევნისა, და არა მაქვს რწმენა იმისი, რომ სწორედ გადავცე სხვათა.

 

შენ პეტრესი ხარ! გიორგი პეტრიაშვილი უჟანგავ მიშობიე მე ბაგითა ჩემითა შენ, გესლი წუთისოფლისა ვერა შეგჭამს შენ, და ვერცა გავნოს ყე. სადაცარა გინდეს და ხვიდოდი, თუნდაც დამიზვნით შენით, მე შენთანა ვარ, ასე მითხრა სულსა შინა ხმამან და სიტყუამან. განგიხსნა ბორკილნი დამაბრკოლებელნი სიტყუისანი და მთხრობდე მე შენითა და  ბაგითა შენითა.

 

მრავალ დღეთა შინა მდუმარედ ვიყავ და არცა ხმა და სიტყუა მესმოდა შინაგანად ჩემდა და აჰა დღესა ქარისასა, ოდეს აღიძრა ქარბორბალად კონტინენტური მელისა დღესა კვირიაკესა მარტის - ვერძისასა, დღე რიცხვით ლასისა, ოცითა და ათითა, მითხრა - გამოვედ, აჰხედე ზეცას და შენ ზეცით იხილო მომავალისა მოსწრაფებად მავლისა ხილვა.

 

მზე და მთოვარე დაბნელდა, ვარსკულავნი ავლენენ ნათელს, მყის აღინთო ხილვა ჩემში, აღენთო ვითარცა ცეცხლი ხანძრისა მა ჩემში და ცეცხლოვანი ენებით გმოიტყორცნებოდა ჩემიდან და ჩემი ბაგიდან სიტყუები.

 

ხოლო უფალმან საქართველოში სიონით ღაღად-ყოს და იერუსალმით მისცეს მა სი, და ვატიკო - ანით, ახალით ვატიკანით, პეტრეს კუერთხი დაეც ყირასა და ყირიმით პეტრე აღდგეს გამართული.

 

და შეიძრას ცა და ქუეყანა და შეიგრძნოს პეტრეთმა, ხოლო უფალმან ჰრიდოს ერსა თსსა და განაძლიერნეს ძენი

ისრალისანი.

 

სადა ხილვა განევრცო - ადგილსა წმიდასა, უწინარეს წელთასა ცხრასა, ვარ ნამყოფი არა მარტო, არამედ გიორგი იონთა ჰიპერიონი მიძღოდა მე და ძმათა ჩემთა - ნიკოლოზსა და დავითს, გიორგის ლეონიძისას - როჭიკად შემყუდებელს.

აწ წარხდა ის, იმდროინდელი დრო და ჟამი, როცა განხრწნილთა მეფემან განხრწნილთა და გამყიდველთა მეშვეობით განხრწნილი და მატყუარა მეფე მოავლინა საქართველოში.

 

ჟამი იყო ხრწნისა და ჩვენ სიწმინდეებთან დაფარულში ვკვეთავდით ბედს მომავლისას, ღმერთის ნებით და მოძღვრის მკლავით, და ვიქმოდით საქმესა ძნიად ძნელად დასაჯერებელსა.

 

ესე ნანახი უწინ საქართველოში, კვლავ წინ წარმოდგა ხილვაში, რომელ იტყოდა სიტყუა.

 

და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი, დაკარვებული მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სიონსა შინა. და იყოს იერუსალმი წმიდა და სხუა ნათესავნი არღა შევიდენ მას შინა არა მერმე.

 

და იყოს მას დღესა შინა, მოაწთონ მთათა სიტკბოება და ბორცუნი ადენდენ სძესა, და ყოველნი გამოსატევებელნი იუდასნი ადინებდენ წყალთა და წყაროდ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს და მოჰრწყვიდეს ნაღუარევსა ეკალთასა.

 

ბნელეთი, ჭირი და შრომა განსარყუნელად იყოს და მწითური ქვეყნისაგანი ველად განრყუნილებისად იყოს მოძღვრებათათს ძეთა იუდასთასა მის წილ, რომელ დასთხიეს სისხლი მართალი ქუეყანასა შინა მათსა.

 

ხოლო ჰურიასტანი საუკუნოდ დამკდრებულ იქმნეს და იერუსალმი ნათესავთამდე ნათესავთასა.

 

და გამოვიძიო სისხლი მათი და არა ვაუბრალოო, და უფალმან დაიმკვიდროს სრულიად საქართველო და თავად უფალმან დაიმკდროს სიონს შინა.

 

მე, პეტრეს შვილმა - გიორგი პეტრიაულელმა მრავალძალის ბარით ვშვი სიტყვა და ბრჭალმან ალმასისამან წარკვეთა დრო სერვით და ფიტვით. და რა განიგონონ ხმა ჩემი სიტყვისა დაფარულისა და განცხადებულისა წერილს შინა, წერტილმა უთხრას მძიმესა, ორ წერტილს შორის განვლე და სამ-მძიმარით შინ იგლოვდე, რამეთუ დღესა მრავალსა ისხდენ ძენი

ისრალისანი თნიერ მეფეთასა და თნიერ მთავართასა და

ნიერ ხილვათასა.

 

ამის შემდგომად მოიქცენ ძენი ისრალისანი და იძიონ უფალი ღმერთი მათი და დავით, მეფე მათი და შეიშინონ უფლისა მიერ და კეთილი მათი დღესა აღსასრულისასა.

 

აღმაწვლილებელი ენითათითა დამთავრდა ხილვა ესე და წარმოთქვა სიტყუამან ღრიალით სიტყუანი უცნაურნი, ხოლო მთამან უფლისამან მოჰმართა ექოთ: “კენ ბა კავკუ’’,  რაც ქართულად ითარგმნების - სული ურყევი გამარჯვებით მივა აღსასრულებელს.

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE