კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

სრულიად რუსეთის მართლმადიდებელ მთავარსარდალს და ერთპიროვნულ მმართველს:

პრეზიდენტ ვ. პუტინს

 

თბილი და რბილი პურით აღბეჭდილი წერილი.

 

უზენაესი ღმერთის მონა და მორჩილი, ღმერთის ნებითა და ჩვენი უფალის იესო ქრისტე ნაზარეველის გზაზე მავალი მწირის ხელით იწერება ეს წერილი.

 

მე გლახაკი ღვთის მსახური სულიერი ლოგოსური ტვირთით, გიორგი იონთა ჰიპერიონი, ღმრთისაგან მინიჭებით ნოეს კიდობანის საიდუმლოებათა მცველი.

 

ამ წინადადებათა და აზრთა აგების დრო, ორმოცდახუთი დღით ადრე იწყება დანიელ წინასწარმეტყველის მიერ გამოცხადებული დროის გასვლამდე და შეშბაცარის დროის დადგომამდე.

 

ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენისათვის სემიტური და ქამიტური, დროში მოცემული წინასწარმეტყველება, იაფეტურით უნდა შეიცვალოს.

 

ჩვენი ცივილიზაციის დასასრულის დროს ანუ ბოლო საუკუნეში (მეოცე საუკუნე), სამი ბაყაყივით დაბალი ცნობიერების სული უნდა აღმდგარიყო კაცობრიობაში ცრუ წინასწარმეტყველებად და მსოფლიო გლობალური განხეთქილებისათვის დაედოთ სათავე.

 

ქართველი და რუსი მართლმადიდებლი წმინდანებისთვის ეს ფაქტი ღვთისაგან განდობილი იყო ახალი აღთქმის მეშვეობით.

 

არსებობდნენ ისეთი წმინდანებიც, რომელთაც პირდაპირი კავშირით ანგელოზებთან დეტალებში ჰქონდათ გაცნობიერებული ბოლო ჟამის განსაცდელთა ვადები. მათი მეშვეობით კი მეფეები და მთავრები რუსეთისა დაკვალიანებული იყვნენ თავიანთ საიდუმლო სახელმწიფო მოღვაწეობაში, რათა მართლმადიდებლობის სიწმინდეები დაეცვათ მომავალი უბედურებისაგან. ერთერთი დიდი გზის მკვალავი  და ცის საიდუმლოებათა მჭერი - წმინდა მამა სერაფიმ საროველი თავისი ნაღვაწით უდიდეს ინფორმაციას წარმოადგენს საიმპერატორო კარისთვის და ამით ააცილებს რუსეთსა და შემდგომ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს ბოროტების მეტასტაზებს.

 

“წყლიდან ამომავალი მხეცი’’, რომელიც პოლონეთში იღებს ინსტრუქციას, ბოლო ჟამისათვის (ეს ეხლა ადვილი დასანახია, რადგან განვლილი ისტორიაა) ზამთრის სასახლის აღების მერე ხვდება, რომ წმინდანებმა დაასწრეს და იმპერიის საიდუმლო არქივი გადამალეს, რადგან დროულად მიაწოდეს იმფორმაცია იმპერატორს.

 

 

ბატონო პრეზიდენტო, დააკვირდით ალექსანდრე პირველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას და მიმიხვდებით საით გადავხარე საინფორმაციო ნაკადი. თუმცა იობის დღეს დაბადებული იმპერატორი ნიკოლოზი მყავს მხედველობაში, აცხონა მისი ტანჯული სული ღმერთმა. იგი უბედურების ქარცეცხლს ვერ გაექცევა, მაგრამ უშიშრად შეხვდება სიკვდილს, ვინაიდან  მოასწრებს და გადამალავს იმ მართლმადიდებლურ ფასეულობებს, რომლებიც საიმპერიო გზით ღვთაებრივ იაფეტურ შტოს უკავშირდება.

 

შორიდან მოვლით არ გესაუბრებით წერილში, უბრალოდ მამა სერაფიმეს საიდუმლო განდობის სტილს ვიყენებ ღმერთის ნებით და ვამბობ: ღმერთმა დაიფაროს გზა მიზნისა თქვენისა და სრულიად რუსეთისა, თქვენს მართლმადიდებელ მოძმე ქვეყნებთან ერთად.

 

წერილში გაერკვევით თუ არა, სამგზის შეივსება თქვენი სიხარული და იმედი მაქვს, რომ ამ წერილთან ერთად უკვე მოწოდებული გექნებათ არქივთა არქივი, რომლის გამოც იძულებული ვარ საზღვაო ნისლივით შევბურო წერილი.

 

გახსოვდეთ, რომ მტრები სიმართლისა და სიკეთისა დღესაც დაეძებენ ამ არქივს. გახსენით მასში აღბეჭდილი საიდუმლო თქვენს გარშემო არსებული პროფესიონალი დეშიფრატორების დახმარებით და უსაზღვროდ დიდი ენერგია მოგენიჭებათ სახელმწიფოს მართვაში და ერის სწორხაზოვან პერსპექტივაში. (თუ გაგიჭირად, შეგიძლიათ მოგვმართოთ, დიდი სიხარულითა და სიყვარულით გამსჭვალული რუსი ხალხის მიმართ, აუცილებლად დაგეხმარებით.)

 

ჩემზე ნუ ინერვიულებთ, ჩემს წილ “ხურდას’’, ასე ვეძახი იმ გასამრჯელოს, რომელიც მე მეკუთვნის, იმ დროისათვის, როდესაც არქივი თქვენს ხელთ იქნება, შუამავალთაგან უკვე გასტუმრებული იქნება სიზუსტით და ღვთაებრივი სასწორით.

 

ბატონო პრეზიდენტო, ფრიად ნიჭიერი კაცი ბრძანდებით და არც ღმერთმა დაგაკლოთ ტალანტები, ამიტომ ადვილად მიხვდებით, რას ნიშნავს ასორმოცდაათი დოკუმენტი, რომელიც “მაგარი პურით’’ - გარბუშკითაა დაბეჭდილი. ყველაფერს, რაც კი საჭიროა წარმატებებისთვის ამ თემის დასაგვირგინებლად, იმ წუთშივე გამოგიგზავნით, როდესაც ამის სურვილი გაგიჩნდებათ. მიხედეთ სამხრეთის კრემლს!

 

იმათ კი, ვინც ამ წერილს თქვენამდე კითხულობს, გაკვირვების უფლებას ვაძლევ, რადგანაც ეს ადამიანის მახარობელი გრძნობაა, რომელსაც “ევრიკა’’ ჰქვია. იყავით გულმოწყალე და მპატიებელი მათ მიმართ. მათ ეს დაიმსახურეს!

 

მე და მამაჩემი დროს საათთან ურთიერთობის შეცვლით “გაურბივართ’’. ხშირად მიხუმრია: წიკ-წიკით კი არ უნდა ითვლებოდეს გულის ცემა, არამედ გულის-ცემით ითვლებოდეს წიკ-წიკი. მატარებელი და ნატარები ტალღები ვიგულისხმე.

 

რაც მართალია მართალია, ძალიან გამიჭირდა მტრებისაგან დამეცვა არქივი, მეც და ჩემს წინამორბედებსაც, მაგრამ აღარ ვნერვიულობ, მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ დეშიფრაციაში.

 

ისე, როგორც ოთხი სიმეტრიის რეზონანსი ბადებს ბირთვულ ენერგიას, რომელიც სრულყოფილი სფეროსავითაა, ასევე  სრულყოფილი ყოფილიყოს თქვენი შემოქმედების ძალა.

 

მე კი დიდი მოკრძალებით შევეხები ერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს მეუღლეს თქვენი მხარდაჭერისათვის, მისი სითბო და სიყვარული როგორც კაცის სახე სარკეში, ასე ჩანს თქვენში. მინდა გკადროთ და გითხრათ მოკრძალებით - თქვენ ბედნიერი კაცი ბრძანდებით. ღმეთსა ვთხოვ თქვენს მფარველობას.

 

ასევე მოკრძალებულად გამიხარდება თუკი ქალბატონს სურვილი გაუჩნდება მართლმადიდებელ მეფეთა და იმპერატორთა ცხოვრების გზაზე არსებულ ინფორმაციას ჟურნალად გამოსცემს. ეჭვი არ მეპარება, რომ  მასზე გენიალურად ვერავინ შესძლებს ამ საქმის დაგვირგვინებას.

 

ზენიტში ასვლამდე ჯერ ნადირი უნდა გაიარო, “მონადირე’’ რუსულად “ოხოტნიკს’’ ნიშნავს. ნადირი - მხეცს, რუსულად “ჟივოტნოე’’. ჟივოტი - მუცელია, ნოე კი - ნოეა. ესაა ქარაგმა ოხოტის ზღვაში იონას კუნძული რომ არის იმის შესახებ. ასტრონომიული გასაღები მოარგეთ და ცეცხლოვან კუნძულებთან არსებულ წმ. გიორგის კუნძულებამდე გაგიყვანთ. ვიცი რომ  გაერკვევით, მადლობას წარმოთქვამთ, მეც თქვენთან ერთად მიხარია, დიდება ღმერთს.

 

ვიცი სარისკო გზა უნდა გაიაროს არქივმა. ზუსტად ამით არის საინტერესო და  სანდო ის კაცი, რომელმაც უნდა მოგართვათ ეს ძღვენი. მაღლიდან ღმერთი და დაბლიდან მე ვიქნებით ამ გზის გადამამოწმებელი. ალბათ მიმიხვდებით რომ დამიზნების პულსარი ჩემს ხელთ არის. ძველი უნდა დადნეს, შემდგომ ახალი გაიყინოს, მაგრამ გადასვლა ფრთხილად უნდა მოხდეს. ამ ინფორმაციას დედამიწის ზურგზე არავინ არ ფლობს, გარდა თქვენისა. მიიღეთ როგორც საჩუქარი სასიხარულო და მძიმე.

 

მთელი ასტრონავიგაციის პრობლემები დამოკიდებული იქნება ამ პროცესზე. რუსი რადიოლოკაციის მამები, ჩემი აზრით, ადვილად გაართმევენ თავს ამ საიდუმლოებას.

 

ჩინეთის კედელი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ შეიქცევს თავს და ვენერას კარიბჭე სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გაატარებს სხივს. გამოცხადების ბოლო თავებშია ამაზე ნათქვამი.

 

მე კი არც სახელს, არც ტაშს, არც ჩინს ვითხოვ თქვენგან, უბრალოდ სიყვარულით მიიღეთ ჩემი სამსახური და გაწეული შრომა.

 

ეს არქივი ამოფარებულია იმ საიდუმლოს, რომელიც სამეფო რუსეთს შეეხება ანუ საიმპერიო მართლმადიდებლური რუსეთის ისტორიულ ვალებს სხვა ქვეყნებისა რუსეთის მიმართ, როგორც სულიერებაში, ასევე მატერიალისტური თვალსაზრისით.

 

რუსეთის სულიერი ამაღლებისთვის ისიც კი საკმარისი იქნება ისააკის ტაძრის საიდუმლოება რომ უკვე გაიხსნას მსოფლიოსათვის. ისააკის შვილების ურთიერთობის პრობლემაში შერიგებისა და დიდების დაბრუნების გასაღებიცაა მოცემული. ესავთან ბოდიშითა და ძღვენით დაბრუნებული იაკობი ღვთაებრივი სიმშვიდის ტრიუმფის დასაწყისია. სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი კატაკლიზმების დროს, სახელმწიფოს მმართველი და თავი არჩევანის წრეთა ბრუნვაში არ შედის ანუ კენჭს არ იყრის და არ იცვლება, ვიდრე სიტუაცია არ დაწყნარდება. ასეთებია ომი, მიწისძვრები და ეკოლოგიური კატასტროფები. ეს ბრმად უნდა ესმოდეს კანონმდებლებსა და საჭირბოროტო საქმეთა კომისიას. მართალია, დასაფიქრებელს ვამბობ, მაგრამ რა ვქნა?! ნოეს დროა და არ თქმა არ შემიძლია.

 

არქივში მოცემულია იმპერატორის კარის საიდუმლო პირების ფირებიც, ადგილებიც და საქმესთან დაკავშირებული ტრანსპორტიც. ასევე სიმბოლოები, რომლებიც ბიბლიური სიბრძნით არის სახელმძღვანელო. დედა-ღვთისმშობილის წილხვედრ მიწაზე დაწერილი წერილი მძიმე დროის გარღვევითი და მსუბუქი ფრთებით მოფრინდება თქვენთან. წერილის მომწოდებლები კარგი და სანდონი არიან. ადვილად მომძებნიან, თუკი დაავალებთ რამეს ჩემთან. აპარატი კი, რომელიც ძმებმა ლუმერებმა შექმნეს, საჩუქრად დაიტოვეთ თქვენს არქივში. მოვა დრო და დიდი წილი გაიცემა თქვენს ოჯახზე. ეს კი ალალი წილია იმ საქმეთა გამო, რომელსაც თქვენ აწარმოებთ მთელი კაცობრიობისათვის.

 

დიდხანს მეჭიდავნენ სოტბისა და კრისტის აუქციონის წარმომადგენლები, მაგრამ როგორც კი უარი განმიცხადეს ჩემს წინადადებაზე, რომ არქივი თქვენამდე მათი გზით მოღწეულიყო, მეც უარი უთხარი მათ მომსახურებას. და მაინც გარკვევისათვის მკითხეს, რას აფასებთ თქვენს არქივს, ჩვენ რომ შეგვაწუხეო?! ჩემი პასუხი ასეთი იყო: ცოტა ხნის წინ თქვენ ჯონ ლენონის სათვალე გაყიდეთ სამ მილიონ დოლარად და როგორ გგონიათ, რუსეთის საიმპერიო გზის საიდუმლო არქივი რა ეღირება?!

 

მართალია ამით მტერი მომიმრავლდა, მაგრამ ფასი არ დავეცი რუსეთის ისტორიისა. დღეს მატერიალისტური სამყაროს ათვლის წერტილიდან იმზირებიან მრავალნი, თორემ სულიერ რანგში მას ფასი არ გააჩნია. ახლა კი ის თქვენს განკარგულებაში გადმოდის.

 

 

                                                                        პატივისცემით გიორგი

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE