რელიგიური მოღვაწეობა დავიწყე 1987 წელს - რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავს.
ვიმყოფებოდი ქალაქ ზაგორსკში, ლავრაში. აქ გადმომეცა ჯვარი რუსეთის იმპერიისა. ამ ჯვრით იყო ნაკურთხები პეტრე პირველი და ყველა მეფე ნიკოლოზ მეორეს ჩათვლით. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის იმპერატორთა მაკურთხებელი ჯვარი ჩემთანაა და მისი მსახური გავხდი 1987 წლის სექტემბრიდან - დღევანდელ დღემდე. წელს შესრულდა 33 წელიწადი, რაც ამ ჯვრის მატარებელი ვარ.
1989 წელს ამ ჯვარით გადმომბარდა ნოეს კიდობანი. ამ ღვთის საჩუქარს, რომელსაც ადამიანები ღვთის საჩუქარს უწოდებენ, ვმსახურობ დღევანდელ დღემდე. 1989 წლის ანჩისხატობას, ნოეს საკურთხევლიდან მოვხსენი პირველი აპოკალიფსური ბეჭედი - ღვთის ნებითა და განგებით. 1990 წლის გაზაფხულზე, ღვთის ნებით გადმომბარდა წმინდა მამათა სავანე, რომლებიც უდიდესი საიდუმლოების შემფარველები და დამმარხავები იყვნენ. 1990 წლიდან ბერთა კლდედ წოდებულ გამოქავბულებში დავიწყე საღვთო განდეგილად მსახურება. ვლოცულობდი და ვწირავდი მარიამ ღვთისმშობელის ეკლესიაში, რომელიც იმყოფება სოფელ ნუნისში, ძველ ნუნისსა და ახალ ნუნისს შორის, სადაც დავყავი შვიდი წელიწადი. 1990 წლის აგვისტოში - უფლის მდელოზე, ბერთა კლდის წინამდებარე ტერიტორიაზე გადმომბარდა ძველი ცივილიზაციის სამარხი.
1991 წლის გაზაფხულზე, ზაფხულის პირას - გადმომბარდა მეფე მელქისედეკის ბეჭედი. მისი ბოლო მფლობელი იყო დავით აღმაშენებელი - მესიის მახვილი. ამ საიდუმლო ბეჭდის მფლობელი და მსახური ვარ დღევანდელ დღემდე (1991-2020).
1991 წლის შემოდგომიდან - 1994 წლამდე ვემსახურებოდი იაკობის მეუღლის, რახელის საიდუმლოებას. მისი საიდუმლოება “დავაკონსერვე“, ამოვწერე ქვის ფიცრებზე დაწერილი ყველა ნიშანი საიდუმლოებისა, განვსაზღვრე დროსა და სივრცეში და გავასაიდუმლოვე. ამ დროიდან იწყება ჩემი მოღვაწეობა ბალტიის ზღვისპირეთში, კერძოდ ლატვიაში. ღვთისგან მინიშნებულ დროს ვტოვებდი კიდობანს და მივემგზავრებოდი ლატვიაში. ვმუშაობდი ქალაქ რიგასთან ახლო მდებარე ქალაქ სიგულდაში. ქვაზე დაწერილი საიდუმლოების მეორე ნახევარი იმყოფებოდა სიგულდის ტყეში, საიდუმლო სამარხში. ამ დროისათვის სტუმრად მყავდა რომის პაპის (იოანე პავლე მეორეს მსახურების დროს), ვატიკანის სასამართლოს თავმჯდომარე (მსაჯული) - ენცო გალინა გალინენო. ენცო გალინა გალინენო ჩემთან სტუმრობის დროს ტოვებს კათოლიციზმს და ჩემი ხელდასხმით ინათლება მართლმადიდებლად. მონათვლის შემდეგ ის ხდება ჩემი ჯვრის მატარებელი.
მისი მიპატიჟებით მივემგზავრები ქალაქ რომში და ვსტუმრობ იოანე პავლე მეორეს ვატიკანში. წასვლის წინ, ენცო გალინა გალინენო ვაზიარე ლატვიაში არსებული სამარხის საიდუმლოებასთან და ის იღებს პირველი მოწმის სტატუსს ღვთის წინაშე.
იტალიაში მოგზაურობის დროს, იტალიის ნაზარეთში უფალმა გადმომცა წმინდა პეტრეს ქვა, რომელიც ეტრატად არის შენახული სახარებაში, რომლის მპოვნელიც და ჩამბარებელიც თვით პეტრე მოციქულია და მის ხელში ეს ქვა (ეტრატი) მაშინ მოხვდა, როდესაც უფალმა ნაპირთან გამოსულ პეტრეს ზღვაში ბადე გადააგდებინა, ამოზიდა უამრავი თევზი უფლის მითითებით; ყველაზე დიდ თევზს პეტრემ ხელი ჩაუყო ხახაში და განცვიფრებული თვალებით მაყურებელ პეტრეს ხელში შერჩა თევზის პირიდან გამოღებული, მომწვანო-მოლაჟვარდო ფერის საიდუმლო ქვა (კენჭი). ეს ქვა პეტრემ ჯვარცმის წინა ღამეს საკანში გადასცა თავის მეუღლეს. ქალბატონმა - ყველასგან შეუმჩნევლად, ეს საგანძური რომიდან გააპარა და თვითონაც გაიპარა. მას სამარიტელები დაეხმარნენ რომ გადამალულიყო, ვინაიდან იმ ღამეს, საკანში პეტრესგან დაორსულდა. მას მოჰყავდა მუცლით პეტრეს შვილი და ქრისტეს სიტყვით მიღებული ზურმუხტის ლუსქუმა.
რა თქმა უნდა, რომში ეს “იყნოსეს“ და მდევრები გამოაყოლეს პეტრეს მეუღლეს. უფლის შეწევნით პეტრეს მეუღლე გაუჩინარდება. დღემდე სადაოა, მისმა მეუღლემ და სიყვარულმა - სად გააჩინა ის ბავშვი, პეტრეს შვილი.
ჩემთვის, სულიწმინდით გახსნილი იყო უდიდესი საიდუმლოება და ღვთის ნებით მივაგენი პეტრეს წმინდა სისხლის შთამომავლობას და ჩემთან ერთად იმარხება სულში და გულში ეს საიდუმლოება.
ამ ქვის მიღებისას, ქალაქ ნაზარეთში, როდესაც საიდუმლო სამარხში მოღვაწეობა დავამთავრე, თუკი სადმე ეშმაკთა მსახური იყო, ყველა ჩემს წინააღმდეგ აღდგა, რადგანაც სამოქალაქო მსახურების დროს ვიყავი დაზვერვის სამსახურში. ღვთის შეწევნით ყველა ჩემი მდევნელი გავჭედე და გავაქვავე თავის განზრახვაში. იტალიიდან ისე დავბრუნდი, ჯერ მოსკოვში და მერე თბილისში, რომ მომიწია იტალიის აეროპორტიდან სპეციალური რეისით გამომგზავრებული სტუმრების მოტაცება, რომელიც ემსახურებოდა ელცინის ადვოკატს, 27 კაცამდე მცველით, ორი მფრინავით, ამათთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა ელცინის ადვოკატის მეუღლე. მიუხედავად იმისა, რომ ცაში მდევარი მყავდა, მომდევდა ორი სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავი, კბილებამდე შეიარაღებული. ყველა მოლაპარაკება ცაში დავასრულე, უვნებლად დავეშვით მოსკოვის აეროპორტში, სადაც დაფრენის ჟამს კიდევ ერთი დიდი ღვთის სასწაული აღსრულდა ჩემს თავზე. ადგილობრივი სპეცსამსახურები და სნაიპერები უვნებლად გამოვიარე...
ეხლა ვიმყოფები ქალაქ თბილისში. 2020 წლის შემოდგომაა. ორ დღეში ღვთისმშობლის დაბადების დღეა. პარალელურად ინფორმაციული მიმოწერა მქონდა გენერალ შალიკაშვილთან. წერილი, რომელიც მან გამომიგზავნა ინახება გივი ალაზნისპირელთან (რიკიაშვილი).
დაახლოებით 1994 წელს პირველი ტომი წიგნისა “მსოფლიო დასაბამისეული აღმოჩენა“ გივიმ გამოსცა ჩემი მითითებით და ჩემი ინფორმაციის საფუძველზე. როდესაც მან მომართვა უკვე გამოცემული წიგნი, ვიმყოფებოდი რახელის სამარხთან, ტყეში, თუმცა ინფორმაცია ფართო მასებისათვის ცნობილი იყო იმდროინდელი გაზეთებიდან: “ასავალ დასავალი“, “ნოე“ და ა.შ.
1994 წლის შემოდგომაზე, ნოემბრის თვეში გადმომეცა დედაბერას მთის საიდუმლოება. სამარხი დავაგვირგვინე და მეფეთა ზიარების (ბიბლიური მეფეები) გულის ფორმის თასი გადმომბარდა. იმ დღიდან გავხდი გრაალის მცველთა მამა და ნეხვის კარიბჭის დარაჯი.
1995 წლის მაისში, შემდეგი დიდი ტვირთი დამაწვა მხრებზე: დავიწყე მუშაობა დაფარული ქალაქის კარიბჭის აღმოსაჩენად. ამ ქალაქის საიდუმლო სახელებია: წმინდა ბოსელი, იებუსი, სალემი და იერუსალჱმი. პარალელურად და დაფარულად ვმუშაობდი ამ ქალაქის შიდა კარიბჭის აღმოსაჩენად და გასახსნელად, რაც აბსოლუტური სიზუსტით დავაგვირგვინე - კარიბჭის შესასვლელი აღმოვაჩინე და საქმე შევაჩერე. ეს იყო 27 მეტრის სიღრმის, შინაგანი სვლით გვირაბი გავთხარე და წინა კარიბჭის ლოდს მივადექი. როგორც უფალმა ბრძანა - იდეა აღვასრულე. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა დაფარებული - უშველებელი ლოდი, რომელსაც ადამიანისა და ლომის სახე ერთად აქვს შერწყმული. დღესაც ისევ იმ მდგომარეობაშია კარიბჭე იერუსალჱმისა.
დრო ყველასათვის არის ცნობილი. ცაზე უნდა გამოჩნდეს ცის კარის ვარსკვალავი. ეს ის ვარსკვლავია, რომელზედაც უფალმა მიგვითითა.
1997 წელს ჩემს მიმართ ეშმაკთა დიდი შემოსევის გამო, დავკეტე სიგულდას საიდუმლო შესასვლელიც ლატვიაში.
1998 წელიწადას, ივლისის თვეში, ვარძიაში - პატარა ქანდაკება, რომელზედაც მოსეს თავია გამოსახული ჩავიბარე და გავასაიდუმლოვე. ისიც დღემდე ჩემთან იმყოფება. 1998 წლის შემოდგომაზე გადმომბარდა რუსეთის იმპერიის მთავარი არქივი. დიდი წმინდა მამის - სერაფიმე საროველის მითითებით, ღვთის ნებითა და ღვთისმშობლის სიყვარულით. ამ დროს წავედით მე და ჩემი მეგობარი ციმბირში, რუსეთის ბოლო მართლმადიდებელ, ცის მჭერ ბოლო პატრიარქთან, მეუფე ლეონტისთან, რომელსაც სულიწმინდის მადლით, უკვე გამჟღავნებული ჰქონდა ჩემი მასთან ჩასვლის ამბავი.
გზად უკან დავბრუნდი ყველაზე დიდ მოგვთან ბოლო ჟამისა, ნიკოლოზ ალექსანდეს ძე კალერტთან. ისევე როგორც მეუფე ლეონტი სულიწმინდისაგან ცნობაში იმყოფებოდა, ასევე ნიკოლოზ ალექსანდეს ძე კალერტიც დიდი ხანი მელოდებოდა.
გრაალის მცველებთან ერთად, დიდ საძმოსთან, რომლის სახელწოდებაც არის “ საულის გატვე“, დაახლოებით შვიდი კაცი სტუმრად ვიყავით ნიკოლოზთან. ამ დღეს მან გადმომცა უძველესი ნებროთის წიგნი და მითხრა: მაკურთხე, ვინაიდან ჩემი გასვლის ჟამი მოახლოვდა. ყველა საგანძური საქართველოში იმყოფება და ინახება ერთ გამოქვაბულში. ვიყენებ მხოლოდ მე და ნაწილ-ნაწილ, იქიდან აღებული ცოდნის წყაროდან ვაწვდი ჩემს ერს სახელით: “ეკლიპტიკონი“.
იმ დროის სექტორში, როდესაც მექაში ყურბან ბაირამი ჩაიშალა ცეცხლით და ჩემს თავს აღსრულდა დიდი საიდუმლოება - ბეჭედი დამისვეს, როგორც ბოლო მაზარს დედამიწაზე, ღვთის ნებითა და შეწევნით.
ჩემი ისტორია ხომ თავგადასავლებით არის სავსე. აქაც, ისევე როგორც იტალიაში მდევრები დამედევნენ. ყველა განზრახვა ნაცარში ჩავუყარე. უბრალოდ ერთი წამით შევყოვნდი და უფალს ლოცვით მივმართე: "არ შეკრთეს არც ცა, არც დედამიწა, ბეჭედი საქართველოში უნდა ჩავიტანო მეთქი."
ასეც მოხდა. მაზარას ბეჭედი და ქამარი საქართველოშია. დაგვირგვინების ჟამს, ისმაელის დედას - აგარს, რომლის სამარხიც ჩემმა გვარმა ჩაიბარა და დღემდე მე ვარ მისი დარაჯი, სანთელი დავუნთე, ძველი არაბული ლოცვა ჩემი დოღრიალა ხმით ვუმღერე და დაღლილი ბეჭები კლდეებს შევაფარე.
თავს აღარ მოგაწყენთ, მხოლოდ ერთს გეტყვით: მაზიაშვილები, რომელ შტოსაც ვეკუთვნი (ისმაელის დიდი მეგობარი იყო ჩემი წინაპარი), ისმაელის დროიდან პირდაპირ სანათესაო კავშირში ვართ, პაპაჩემი - ისმაელის სიძე იყო, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი ქალიშვილი.
ახლა ვზივარ წყლის პირას, თვალები ცრემლით პირშემღვრეული. მე გარდავსულვარ, სიბერე მჭირს, რაც ჭირთა შორის ყველაზე დიდი ჭირია.
ნადირობად მიხმობს ავთანდილი -
ისევ ვგონივარ გმირია,
ჩემგან ნათვალი საქმენი
ჩემებრვე მზის წინ ტირიან.
სიყვარულს სიტკბო შევწანი
თავად უხეშად მკვირიან,
გიორგი მქვია სახელად,
ვინც არ მიჯერებს ვირია.
ჯირჯის მეძახის სამყარო,
მოხსენით გუდას ტვირია,
დედებს მივმართავ ერთ რამეს,
დაჰზარდეთ ტკბილად ბალღები.
რაც გინდა შორსა ვიყო მე,
არ მოგაკლდებათ ტალღები.
ტალღები - ლაღად მღერიან,
მთვარე ბილიკად დაჰნათის,
ჩიტები ამას მღერიან.
გიორგი იონთა ჰიპერიონი