კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

  1. “საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა’’. (დააკვირდით ქალაქის სიდიდეს და სიდიადეს, რამხელაა “მთათა შინა’’ - მრავალი მთის ქუეშეთი).
  2. “უყუარენ უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა’’.
  3. “დიდებული ითქუა შენთს, ქალაქო ღმრთისაო’’.
  4. “მოვისენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და აჰა ესერა უცხო თესლნი და ტროს და ერი ჰინდოთა ესენი იშვნეს მუნ’’.
  5. “დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვნა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან’’.

 

დავითი გვიმხელს საიდუმლოს უფლისგან ნაბოძებს და გვასწავლის მისამართს კაცის დაბადების ადგილისას.


სრული სამყოფელი, სრული ენერგეტიკა -  აუცილებელი პირობა დაბადებისა და საოცრება კაცის შობისა. აი რასთან ზიარების ჟამი შედგა. იხედებოდეთ მზით!


ჩემო თბილო და გონიერო ერო, და დაუღალავად ღმერთის მაძიებელო ისრალ, თვალი მივადევნოთ დაბადებას და ამოვიკითხოთ კაცის დაბადება და მისამართის სახელი.


“და თქვა ღმერთმან: ვქმნათ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთ ზღსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მეცთა ყოვლისა ქუაყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალსა ქუეყანასა ზედა.


და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, - მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი’’.


სიონი - დედა ყოველთა დაბადებულთა კაცთა, დედა-კაცთა და მამა-კაცთა დაბადების ადგილი, სრულფასოვნად შემცველი ორივე სქესის ენერგიისა, აღმოსავალითით რომა ვთქუათ ინისა და იანის ცენტრი; ნამდვილი ცისქუეშეთი ანუ ცენტრი ცივილიზაციის დაბადებისა, რომელ არს თბოენერგომბადებითი აკვანი სიცოცხლისა.


დიადი და უდიადესი ადგილი დაბადებისა, სადაც კაცი ღმერთის ხატებად იქმნა ღმერთის შემოქმედებით (მისამართი: კავკასიონი, სიონის მთები, იებუსი, იერუსალმი, სიონი და აღმოსავალი დაბადებისა); კაცობრიობის პირველი კურთხევის ადგილი. აი სად მიმიყვანა უფალმა ღმერთმა ჩუენმა!


“და აკურთხნა ღმერთმან მეტყუელმან: აღორძინდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღსათა, და  მფრინველთა ცისათა, და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქუეყანასა ზედა’’.


განსაკუთრებული უფლებამოსილებით დააჯილდოვა ღმერთმა კაცი - მომვლელი დედამიწისა და მთავარი შემოქმედი ბუნებაში, კაცი, სრული ხატი ღმრთისა - აქ, ამ კურთხეულ მიწაზე, საქრთველოში “აიდგავს ფეხს’’.


თომა მოციქულის თავის ქალა სიონის საკათედრო ტაძარშია დავანებული. კაცობრიობამ უნდა გაიაროს თომა მოციქულის მისტერია და მიიღოს “ფაქტი’’, დასაბუთება ხილული და დამშვიდდეს, ხოლო მერმე გაუყვეს დამბადებელის ბრწყინვალე გზას.


თუმცა ჩემს ერში და ისარლში არიან ისეთი რჩეულები, რომელთაც უფაქტოდაც რწმენინ სიტყუა ღმრთისა.


(დააკვირდით: ა) ქალა; ბ) თავის ქალა;


ა) ქალა - ქალის მომფერებელი სახელი მთაში, მაგ.: ქალავ, ლამაზ თვალებავ, ქალავ, გულით საყვარელო, ნუ გარბიხარ ჩემგან, ქალავ; შეადარეთ - დედა-ქალა-ქი სამყაროსა.


ბ) თავის ქალა - სათავო ქალაქი იერუსალმი, სიონი, ასევე აღმოსავალი).


“და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან.


და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.


და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი რომელი შექმნა’’. / დაბად. 2; 7, 8/


აღმოსავალი, ადგილის სახელი, საიდანაც მოგვები მოვიდნენ, დიახ, აღმოსავალიდან და არა აღმოსავლეთიდან! ჯერ ამაში გავერკვეთ წერილებში - გზის გასწორებაში მოგეხმარებათ.


საღმრთო ისტორიის გზაზე მაქვს საუბარი, რის გარეშეც კაცთაგან ბიბლია ძნელად აღსაქმელი ხდება.


საქართველოა ის ბრწყინვალე წილხვედრი დედა ხვთისმშობელისა,  რომელსაც პირველ რიგში ქართველმა ერმა უნდა მოუაროს, შემდგომ მთელმა მსოფლიომ, რადგან ეს ადგილი ღმრთისაგან რჩეული ადგილია, სადაც ინახება მსოფლიოს დასაბამისეული “აკვანი’’ კაცის შექმნისა, კაცად ჩამოყალიბებისა - დედა-კაცად და მამა-კაცად ჩამოყალიბებისა.


ასევე დედამიწის ქალაქთა-ქალაქის, დედა-ქალაქის, უფლის ქალაქის მკვიდრობის ადგილია, მსოფლიო აგარაკი კი - მთელი საქართველოა.


ინებეთ, ისმინეთ, დაუკვირდით, გაიხარეთ და სხვაც გაახარეთ, მალე მთელ დედამიწაზე ცასა და მიწას შორის კავშირი აღდგება.


ინებებს უზენაესი და მის წინაშე წმიდათაწმიდაში წარსდგება ის, ვისაც ელიან, ელიან და ძნელად გამოსაცნობი რომ არის, რომელია?!


ცისკრის ვარსკულავის სხივებმა გაგინათოს მოლ-ოდინის ღვაწლი.


ქალაქი იებუსი, იგივე იერუსლმი, იგივე სიონი, იგივე აღმოსავალი და სხვა მრავალი სახელის მატარებელი, დაფარული ქალაქი აღმოჩენილია, კარიბჭენი გასახსნლია და თვალთათვის სახილველია - ღვთის ნებით ჩემი ნაშრომი. მსოფლიო მართალთა და მართლის მადიდებელთა შესაკრებო ქალაქო, იებუსო დაუძახე შენს შვილებს, შენს წიაღში შესაკრებად.


იუდა, ასწიე შენი კვერთხი ცამდე და იუდეველთა ლაშქარმა მსწრაფლ - აღდგომით ვლიდეს იერუსალმისაკენ.


შენ კი, ქალაქო იერუსალმო, ცისარტყელებით შემოსილო და სიტკბოს მადიდებელო, მოიხმე ნათესავი ძირმწარე და კისკასი.


მარადიულში ანათებდე, სიონო, ლაზარეს ჩამხუტებელო და ნოეს სიმართლის გადამრჩენელო წიაღო.


დავით წინასწარმეტყუელი ფსალმუნით გვამცნობს ღმერთის ნებას ერის წიგნით და ერის მწიგნობრებით, მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულო შინაარსით განმჟღავნდეს ყოველივე!


“უფალი მიმოდაიქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.


ვითარ მხიარულთა ყოველთა მკდრობა შენდამი არს’’. /დავითის ფსალ. 86; 6, 7/


უმღერეთ სიონს, უმღერეთ იერუსალმს, უმღერეთ ახალი სიმღერა!


 

 


 

 

 

კენჭა-ბერი

გიორგი იონთა ჰიპერიონი

გაზაფხულის პირველი დღე...

მამლის მესამე ყივილის დრო...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE