კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

  

რა მოდის ჭენებით, ან სვეტიცხოვლის ჭის ნებით, რომელიც დედამიწის კოსმოსთან ურთიერთობის ენერგიის შემომტანია ყოველი დაბადებულისათვის დედამიწაზე აწ და მარადის და სინათლიდან განსხივებით სინათლემდე. ამინ! ამინთია! ამინაბდია! - ამირანითი მითით ებედეთ, მითითებადითით ღმერთისათი! ანუ სვეტიცხოველის არსით, უზენაესი წყობის წყებით დაეწყეთ. გალაქტიკურ და პლანეტარულ სვლათა სისრულედან ჯერ ქართველები ღებულობენ ინფორმაციას და გაანალიზებით ღვთაებრივისათი სულიერ პურს აწოდებენ - ენებს, ერებს, და ტომებს თავიანთ ქვეყანებში და სამოღვაწეო მონასტრებში, პირამიდებში, ზიქურათებში, საკრებულოებსა და სამოგზაურო მისტერიებში, განვრცობის, მეგობრობის, ურთიერთ სიყვარულისა და სტუმრთ-მასპინძლობის შესამეცნებლად. იმ უძველესი ფორმულით რომელიც ნათესაურსა და ეროვნულს ამაღლებს, რადგანაც “სტუმარი ღვთისაა’’ და კურთხეული არს მომავალი სახელითა უფლისაითა სტუმრისთვისაც და მასპინძლისთვისაც.

 

ქართველები ადამის მოდგმისანი ვართ და მითადმო ვალდებულნი ვართ ვიყოთ მსოფლიო განმანათლებელნი. ამას გვავალებს ღმერთი, ენა ქართული, ლაზარეს ენა -  განმანათლებლური არსობრიობით აღიქმება.

 

როდესაც მოძღვრებაში ვშრომობთ და ვქადაგებთ სამოციქულოს, ვერკვევით და ვარკვევთ წინა-და-გების პურის არსს, ანუ წინასწარმეტყველთა საზომით აღსაქმელ საიდუმლოებათა შინაარსს ვთხრობთ - ბაგე პირის ოფლს გამოჰყოფს, რასაც ნერწყვად აღვიქვავთ.

 

დავაკვირედეთ რას ეუბნება ღმერთი ადამს - ჭურჭელს მისგან შექმნილს, რანგიან განკაცებას, არა მხოლოდ როგორც სხეულებრივ სისრულეს, არამედ ულამაზესად მოაზროვნეს, უფლება მიღებულს ისაუბროს ღმერთთან იმ ენაზე, რომელიც ხდება ადამის რანგის მოდგმის ნება - იმეტყველოს ლაზარეს ენით, ქართული ენით.

 

ადამ! “ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე.’’ /დაბ. 3/

 

ყოველი მქადაგებელი ოფლითა პირისა მისისითა სჭამს პურს და აჭმევს სხვათაცა, ხოლო ქართული პური - უგემრიელეს ასწილ  მარგებელ ათასთა.

 

მოციქულნი მოწოდებულნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ნაზით არეში მაზიარებელნი ნაზარეველნი, მარილად მოხმობილნი არიან ქრისტესაგან.

 

“თქუნ ხართ მარილნი ქუყანისანი: უკეთუ მარილი იგი განქარდეს, რათამე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არიან მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მეირ.’’ /მათე, 5-13/

 

ადამის პურითა და ქრისტეს მოციქულთა მარილით, პურ-მარილიანი სტუმარ-მასპინძლობის, სუფრა - აკადემიურის ერთობით გონისათი, გონ-იონის ან-გონებითი (ანუ ადამის საწყისის გონისათი), ერი ლაზარეს ენის მპყრობელი, ერი ქართველი ხარ შენ!

 

პურ-მარილიანობა ნიშანია იაფეტური მოდგმის, იაფეტურ ენებში, ერებსა და ტომებში მიღებული რიტუალი; პურითა და მარილით სტუმრის დახვედრა - ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი, რიტუალურ-სადიდებელ ფარდაგზე დავანებული და თასით მირთმეული.

 

მე - ქიზიყელი ვარ, ნუკრი-ანელი, ჭოტორელებს გვეძახიან ქიზიყელები. პაპაჩემი ასე ამბობდა: “ნეტავი შეგვაძლებინა ნათესი - ავად ანუ ძნელ დროში დათესილი, კარგად ჩენილ დროში ტკბილად მოვიმკოთო, რადგანაც ნათესავ მოუხსენიებელი უფალი ტკბილად მიგვეღოსო, ყე.  დაედგას გვირგვინი დათესილის მთესველს და ნათესავი მისი კეთილად მოხსენიებულ იქმნას, ყე!’’

 

მარილი მინერალური ნივთიერებაა ღმრთისაგან შექმნილი. მარილის ქვას ადამის ენაზე არძანნი ჰქვია. არძანნი გრძნობათა აღმძვრელს ნიშნავს, დააკვირდით სიტყვებს: იგრძნონ - გრძნობით, გრძნებით, ბრძენთა ენა, ბრძენნი ბრძმედში ბრძანებით ენის რძენნი, ჩჩილთა დამაოკებლად განეხვნენ.

 

“და მე ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუნდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ორციელთა, ვითაცა ჩჩილთა ქრისტეს მიერ. სძე გასუ თქუნ, და არა საჭმელი; რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლევს;

 

რამეთუ წუთღა ორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუნ შორის შური და ცდომა და განწუალებანი: არა ორციელვეღა ხართა? და კაცობრივ იქცევით?

 

რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ მე პავლესი ვარ; და სხუა იტყოდის: მე აპოლოსი ვარ; არა ორციელვეღა ხართა?

 

რამეთუ რა არს პავლე? ანუ რა არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუნ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა.


მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა.’’ /კორინთ., 3, 1-6/ 

 

მე დავასხ! იტყვის არსის მხედარი. მეფე იტყვის ფურცელს ასონი დავწერე სიტყვის წერილად ნათარგნი, სიტყუაში აზრი ვაწვიმე, არსით მორწყული, ღმერთით ნავანნი. ხელდასხმულია ნაწერი, დავასხ მე.

 

“აწ უკუე არცა დამსხმელი რა არს, არცა მომრწყული, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი.

 

ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყული ერთ არიან; და კაცად კაცადმან თსი სასყიდელი მიიღოს თსისაებრ შრომისა.

 

რამეთუ ღმრთისა თანა შემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აშენებულნი ხართ.’’ /კორინთ., 3, 7-9/

 

და ქართველნო, თუკი ღმრთის აშენებულნი ხართ - აღმაშენებლობა ძალგიძთ, მაშენებელი იყოს ღმერთი, ზეცით აშენეთ თქუნ, აღმაშენებელით საძირკველიანით გეხაროთ თქვენ!

 

აღმაშენებელთა მიზანი აღმშენებლობაა, საწყისი თვით აღმაშენებელია, აღშენებული ქართულად - ქართველი ერის სამკვიდრებელია.


აღაშენოს ქართველებო! ვარდითა და იით, განსურნელებული მირონით ხელდასხმით აღმშენებლობა!

 

ეს მოჰქრის ჭენებით ამამაცებული, წელსა საწელესა შამბალ-ქამარით.

 

ჯერმეთ კცავს, მერმეთ მერნობს.

 

მიგვებაძოს - მოგვებაძოს, ცხენის გავამ რაც იგავა, ცხენის კუდმა რაც მოჰკუდა.

 

მოგვაბარა მოგვმა,

მოგვმა მოგვიძებნოს,

მოგვეპაროს და მოგვხედოს,

მოგვემსახუროს და მოგვეალერსოს,

მოგველი შენც, მოგველი ჩვენ,

მოგვენატრე, მოგვირგვინდი,

შენი მოგვობა მოგვაფასე,

შენ მოგვობა მოგვაბი,

მოგვამართლე კაცთა შორის

ცხე-ენით სიმართლე ჭის ნებით,

ქართული ენით, რქა-რთული ნებით,

მამის ნებით მომისნებით

მო მის ნებით

შენ დიადი ქართველი ხარ!

 

(სხვასაც ვეტყვი, ყველამ აქოს თავის ბაღი ნაშრომი, არ იალაღი.)

 

მერანი კვიცობაშიც მერანია, მე ვისაც ლა-ზარით გამოგიფხიზლდათ, ლამები ხართ, ლა მეს ეზიარა, ლა-მაზიარა, ხოლო თქუნ ლამაზები ხართ, ლაზარეს ენით, ლამა ზის თქვენში, აი ლამა ჩამობრძანდა აილამას მთიდან, კავკასიის მთიდან, საქართველოს მხრიდან.

 

მე რანი ვარ პროფესიით, მზე-რა ანთან მივასხი. წამიკითხავ?! მდიდარი გახდები, არ წახდები, კვიცივით წინ წახტები, ტახზე მოვინადირებთ და რანთა ტახტზე დავსხდებით. ვინ! ვინ! ვინ! ვინ და მე და შენ პატარავ! ქართველო!

 

დაეწაფე სამყაროს რძეს, მის ძალას და შემეცნებას, რძის გზაზეა მიბნეულ-მობნეული პატარასათვის ვარსკვლავები, რომლებიც ღმერთმა დაალაგა, და თუ შენ პატარავ, შეისწავლი  ყველა სახელს ვარსკვლავისას - ვარსკვლავთბიჭუნად ან ვარსკვლავთგოგონად აღიზრდები: ცოდნით, ნათლით და მიზანით.


ამ დღეს მთვარე სახლში იჯდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE