სამყაროს შემეცნება უძველესი დროიდან წარმოადგენდა მოაზროვნე ადამიანის ინტერესის უმთავრეს სფეროს. თავის-უფალი პიროვნება სიცოცხლის განმავლობაში იძიებდა-იკვლევდა, ვითარდებოდა და რაღაც ახალს - ახლებურად აწვდიდა საზოგადოებას, რაც თავის მხრივ გარკვეულწილად ცვლიდა ცხოვრების რიტმს და ჩვეულ აზროვნებას, რათა კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო. ასე იყო და არის მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, მედიცინაში და ა.შ.
უძველესი ტრადიციის და მსოფლმხედველობის შერწყმა ახლებურთან თანამედროვე დროის სინთეზში ბიძგია განვითარებისა. ჩვენი სურვილია გავაცნოთ მკითხველს გარკვეული საკითხების ჩვენეული ხედვა, რომლებიც დაფუძნებულია კაცობრიობის დღემდე შემორჩენილ დიდ საგანძურზე, უძველეს ხელნაწერებზე, წმინდა წერილზე და აღმოჩენილ უტყუარ არტიფაქტებზე, რომლებიც ქართული სამ-აროვანი ანბანის მეშვეობით ახალ ჭრილში დაგვანახებენ ძალიან ბევრს - აქამდე თითქოსდა უკვე ცნობილ ისტორიულ თუ ბიბლიურ მონათხრობს.
ასევე შევეცდებით ბიბლიასთან დაკავშირებულ დღემდე გამოუცნობ შეკითხვებს ვუპასუხოთ. შეძლებისდაგვარად გაგიზიარებთ სამყაროსეულ ზოგიერთ ჭეშმარიტებას, რადგან კაცობრიობა დიდხანს ეძებდა სულიერი სამყაროს კარიბჭეს.