იოველის წინასწარმეტყველება
III
ამიტომ თაფლის ბუზიც მისაღებია, ნეშტნი მკლისანი რომ შეჭამოს, მაგრამ არის ბუზი, რომელსაც ხარაბუზა ჰქვია.
ხარაბუზა კიდევ აფრიკულ ნადირს ჰქვია, რომელიც ცხენის მაგვარია. ეს ხარაბუზა ბუზი მწერია, რომელიც იკბინება და სისხლსა სვამს, და დანიშნავს ზიარებას ქრისტიანობაში სისხლითა და ხორცით, პურითა და ღვინით ხდება ზიარება.
ძალიან შორს და ღრმად რომ არ შევიდეთ და მარტო ის დავამატოთ, რომ ბუზის თანავარსკვლავედიც გვაქვს მონიშნული მოგვთაგან და ვარსკულავთმრიცხველთაგან.
ჯერ ასე, ნეშტნი მგრაგნილისანი შეჭამნა მკალმან, ილია წინასწარმეტყუელმან შეგრაგნა გრაგნილი წინასწარმეტყუელთათვის, განეშტა თავის თავში გატარებული ღვთაებრივი სიტყვა, რომელ არს ღვთაებრივი სიბრძნე.
მერმე, შემდგომად შობისა, როდესაც ზაქარიასა და ელისაბედის ოჯახში დაიბადა იუდეველთა ხსნისათვის მოსული, ქრისტეს ჟამისას კვლავ აღმოიკითხა სწორი ბრძნული მიმართულებით წერილი და დასახელდა ძე ღვთისა - წინასწარმეტყველური ცოდნის წყაროზე დაყრდნობით და ღმერთის დასტურით (ხმა გაისმა ციდან).
მესამედ ისევ ილიამ უნდა ამოიკითხოს წერილის სიბრძნე, რისთვისაც უბრძანეს შეეჭამა წიგნი, რომელმაც მუცელი დაუმწარა და პირში თაფლივით ტკბილი გაუხდა.
სიტკბო აღიქმება გადამარჩენელზე, წინა-წარმეტყუელებით მომავალზე, რომელიც კურთხეულია სახელითა უფლისათა.
მკალის ნეშტის მჭამელი ბუზი სამი სახისა გამოვიკვლიეთ: შავი ბუზი - ნეხვის ბუზი, თაფლის ბუზი - იგივე ფუტკარი და ასევე მესამე - ხარაბუზი.
- შავი ბუზი - დაცემის აღმომკითხავი საიდუმლო ტოტემი მწერისა; ჟარგონში შემალული საიდუმლოთა აღმოკითხვა, სახელშეცვლილი და ტაბუირებული სიტყვების დეშიფრაცია, ნეხვმოყრილ საიდუმლოებათა სწორი ამომკითხველი.
- თაფლის ბუზი, ფუტკარი - დედანის საიდუმლოებათა წაკითხვა, ნათესავი კი-სკასი და ძირმწარე, ასე მოიხსენიებს ქართველებს წინასწარმეტყუელი. მხსნელის სამშობლო, მრწამსობრივად იუდეველების ქუეყანა - ლომისის მედღესასწაულენი ქართველები, ლაზარეს ენით მოსაუბრენი, ქრისტეს მომლოდინელნი და ცისკრის ვარსკვლავით მოარულნი მოგვები აღმოსავალისა. ამ ერის ენით დატკბება მთელი საქართველო და სრულიად მსოფლიო.
ყოვლად წარმოუდგენელია იუდეველთა საიდუმლოებაში შეღწევა და მგრაგნელის ანუ გრაგნილი წიგნის წაკითხვა, იგივე თორას ახსნა და გახსნა. ისიც უნდა გესმოდეთ, რომ იაკობმა ესავს კი არ წაართვა პირველობა და მოატყუა ისააკი. არა, ეს ასე არა არის, ისააკი შეიძლება ვერა-ხედავდეს თვალებით, მაგრამ სულით იგი ღმრთის წინასწარმეტყველური სულის აღმქმელია, ამისთანა პატრიარქს, აბრაჰამის ძეს ვერც შვილი და ვერც უცხო ვერ მოატყუებდა.
უბრალოდ რომ ვთქვათ, მოახდინეს შეტყუება აზრისა და არსისა, ცუდად დასანახით დამალეს და ამით დაიცვეს საღმრთო საიდუმლოდ გასავლელი გზა.
სწორად წაკითხვისას - გზა ნათელი ხდება, ამიტომ ნათლისმცემელი იოანე, იგივე ილია წინასწარმეტყუელი გამოაგზავნა ღმერთმა გზის დამფენად.
დაგვრჩა გავერკვეთ: “ნეშტნი ბუზისანი შეჭამნა გესლმან’’.
გესლი - გველთა და მისთანათა შხამი.
ესე გველთა და მისთანათა შხამი არს. გესლი ეწოდების გველთა, ღრიანკალთა და ეგევითართა შხამთა მაკვდინებელთა, გინა ჟანგთა რკინისა და მისთანათასა. / სულხან-საბა/
უმთავრესად გამოვყოთ გესლი, როგორც რკინის ჟანგი. ამ განმარტების პროცესუალობა შემდეგშია: გესლი ანუ რკინის ჟანგი არღვევს რკინის სიმტკიცეს, მაგრამ სამაგიეროდ თეზბაში დაფარულ ოქროს აღადგენს. ამ კავებას არსისას იდეურით ოქროპირობა ჰქვია.
თუ გესლი მომაკვდინებელი გველისაა, სიბრძნეს გამოცდის, ამიტომაცაა ნათქუამი: “იყავი ბრძენი, ვითარცა გუელი და უმანკო, ვითარცა მტრედი’’.
გესლიანი კაცი - ცოდვიან კაცსა ჰქვია ბოროტი სიბრძნის მატარებელსა და შურიანს, ისეთს, რომელიც ვერასოდეს ვერ ეზიარება საღმრთო სიბრძნეს, სულ რომ უხარია სხვას ატკინოს და გაამწაროს, ასევე სხვისი იდეური წამოწყება საქმისა რომა სძულს.
თუ ღრიანკალთა გესლს ვიგულისხმებთ, ღრიანკალის კუდში არსებულ ძალას შხამისას, მოგვთა და ვარსკულავთმრიცხველთა მიერ მერვე სახლი ზოდიაქოსი ღრიანკლს უჭერია და სიკვდილისა და მემკვიდრეობის სახლია. მიწაზე ღრიანკალი განაგებს, ხოლო ცაში არწივს ეკუთვნის წინასწარმეტყველთა მეფის სიმბოლო. იოანე ნათლისმცემელი, იგივე ილია წინასწარმეტყველი ღმრთის ანგელოზია და ყველასაგან განსხვავებით მას არწივის ფრთები ასხია ხატებში. ის ძველი აღქმისა და ახალი აღქმის თანყრის ჟამს მოღვაწეობდა.
გესლი ვერ ერევა მხოლოდ უფალს და უფალში მოღვაწეებს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს, ვისაც გულით უყვარს იესო.
სიკუდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი მხოლოდ უფალია, და ვითარცა გესლი რკინისა აღადგენს თეზბიდან ოქროს, ასევე სიკუდილის მარწუხებიდან აღადგენს უფალი თავის შვილებს, ძმებს და მამებს, ყოველ ქალს თუ ქალწულს, გოგონასა თუ ბანოვანს. ყველა ასული მას შენატრის!
არასოდეს არ მიუტოვებივართ უფალს გაჭირვებაში და თუკი მამა გვსჯის, ღვთისმშობელი მარიამი მოწყალებით ევედრება უზენაესს ჩვენს პატიებას.
უმჯობესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ძალითა და აღმადგინებელი სულიწმინდის მადლით სიცოცხლის და მოყვასის სიყვარულით აღვივსოთ.
გრაგნილი - ჩვენი სპირალური სამყაროს სახე-ტოტემია და გალაქტიკის ცოდნის საცავის ფუნქციას ასრულებს. მასში უზენაეს სიტყვას სძინავს და მას თვალი აცოცხლებს სულიერი ხედვით. როგორც ძუელები იტყვიან: თვალი ჭამს და თვალი სვამს, ვერ აღივსება თვალი ხედვით და ვერც ყური სმენითაო.
მგრაგნელი გალაქტიკურ ცოდნასთან ზიარებული წინასწარმეტყუელია ღმრთისა.
კალია გამნეშტველია და თავად ნეშტის აღმომკითხველი, იდეის მიმჯაჭვებელია პროცესუალურად ქაღალდის ფურცელზე, ან გრაგნილზე ანბანური საიდუმლოს გათვალისწინებით მიმჯაჭვებელი, რათა ნეშტიდან ანუ ნაწერიდან თვალმა განანთავისუფლოს აღდგომით.
ბუზი წმინდა წერილიდან განარჩევს ოქროსა და ნეხვის კარიბჭეებს და გვაზიარებს შიგ არსობრივ ჭეშმარიტებას.
ბუ-ზის, ანუ ბუ - სიბრძნის ტოტემი და სიბრძნე-ზისო გვეუბნება.
გესლი კი ზომიერად და ალქიმიურად - საშიში ზონის დამნიშვნელი, მცოდნის ხელში წამალია და უზომოდ მასთან თამაში, ცეცხლთან თამაშზე რთულია.
არსებობს ბუზის თანავარსკულავედი, გველის მჭერის თანავარსკულავედი და ღრიანკალის თანავარსკულავედი. მოგვთა ამ ცოდნასა და სიბრძნეს მოგვიანებით განვიხილავთ. დაახლოებით ამ ლოგოსური ფარდის მიღმა პროცესებით წარიკითხება საიდუმლო წინაწარმეტყუელებით.
გიორგი იონთა ჰიპერიონი
წმინდა აღდგომის შვიდეულის ჟამი