კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

სიტყვაში დანახული ღმერთი

დუმულიში შემოპარული უფალი, ასე ითქვას!
ადამის შთამომავლობის უფლისეული გენოგზა!
ასა დავფიქრდეთ.
  უჩამიჩუმოდ შემობრძანებული უფალი გულს არ აფორიაქებს და სახეზე ანთებს სიფრიფანა ღიმილს, რომელი ღიმილიცაა სიმშვიდის ფსკერიდან ამოფერებული სიყვარული!
დარინდებაში დაჰქრის უფლის სუნთქვა და რინდდება ადამის სუნთქვა, ირწევა ადამიანთა ფილტვები, სიოს მოუცავს ამარანტების მთები, ვარსკვლავებში მოთევზავეებს რომ წააგავს მისი მწვერვალები.
  ითქმება დღე გამოჩინებული პირველი და იგულისხმება დღე მარადიული, ხოლო მღდელი იტყვის დღე კურთხეული. უმლიად ვარსკვლავმრიცხველი აღნიშნავს ესე დღე პირველი და განათებული, ვარსკვლავით განათებული და განსხივებული.
აღმოისუნთქებს სიოს სამყაროს ფილოსოფია და ჰბრძანებს დღე ერთადერთი!
თავად მარტო ერთი და მრავალთა ღმერთი!
  არავინ იტყვის მოვიდაო, მხოლოდ ზიარების გრძნობათა ზარი დაჰრეკს,
ის აქ არის! ისა ქარი! გაიმეორებს ქარი გრძნობებს და ეცნობება : სრულს, მთელს, ნათელს და გაბრწყინებულს, საქართველოს სრულიად,
რას ჩურჩულებს ქარი.
ჩურჩულს წარიტაცებს არწივი და ღიმილი მიეძღვნება მზეს, მზე მზერას შეაპარებინებს ვენახის ზვარეს და ღიმილით დამწიფდება მტევანი.
  ღიმილს მზისას შეიტკბობენ ყანაში, ამაყად წამოსკუპებულნი თავთავნი, ამ საოცრების მხილველი ქარი არგოს აფრებს დაჰბერავს,
ზღვა გაიხსნება ღიმილის სამოგზაუროდ, ჩანჩქერებად მთებზე ჩამოიღვრება ღიმილის ცვარი.
წყლები:წყაროების, ნაკადულების, რუების, მდინარეების, ტბორებისა და ღელეების, ზღვათა და ზღუათა, ზღჳთა სამყაროული სპირალური სვლით, დიდ ოკეანესთან ერთად შემოეფინებიან ვარსკვლავიერ სუფრას და გაისმება პირველი სადღეგრძელო, აღმდგარი სულკალმახის დაბადების დღეზე.
დედა დალი მოემზადება დედა ღვთისმშობლის შესახვედრად.
ევა, სამოსელ შეცვლილი დედოფალი!
  ველებზე ახალი ცის, ახალ ვარსკულავების მიერ აღზრდილ, ათასფერად გაშლილ ყვავილებს დაჰფენს, ცის დედოფალს რომ დაუთბილოს თვალნი. ადამი მინდვრებზე ბილიკებს ხატავს, დედაღვთისმშობელმა რომ დატოვოს ღვთივ კურთხეული კვალი.
დედა აგარი და დედა სარა შერიგდნენ, შთამომავლობას სიყვარულით მოაქვს თავი. ისმაელი ისააკს ეჩურჩულება
ახარებთ უფალი მომავალი !
გიორგი იონთა ჰიპერიონი
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE