კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


ნაწილი I


 

სადაც მზე დაიბადა და ამირანმა საღმრთო ნათელი განავრცო, სადაც ლეგენდად ქცეული სიმართლე იმის შესახებ, რომ ღმერთმა ქართველებს თავისი ბაღი საცხოვრისად აჩუქა - მიწების დარიგების ჟამს, იქ აღსდგა უზენაესის სიტყვა დღეინდელ დღეს.


გზა გამოჩინებული ქალაქისაკენ ღმრთისა, აღაღადდა! ქალაქი უდიადესი, რომლისა საფუძველნი მთათა შინა წმიდათასა.


ამ ქალაქს ეძებდნენ მეფენი, ამ ქალაქის სამყოფელს ითვლიდენ მოგვნი, ამ ქალაქს შეჰნატროდა ყველა დიდებული, ვინაიდან კრებულ ყო ღირსნი, რომელთაც ამ გზით მოუწოდა უფალმა იესო ქრისტე ნაზარეველმა.


მეფეთათვის განვიმეორებ მითითებას დავით წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნისა, მეფისა ღმრთისაგან რჩეულისა.


 

ფსალმუნი 86. 

ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისაჲ


 

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.

(მასშტაბები წარმოიდგინეთ ქალაქის, ერთი მთის საფარველს კი არ მოიცავს ქალაქი, არამედ „მთათა შინა წმიდათასა“)


უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროჲს საყოფელთა იაკობისთა.

(წმიდა წერილის მიხედვით, იაკობის დიდი მოღვაწეობის დროს წმინდა ქალაქი დაკეტილია, ტაბუირებულია, ანუ არავინ უწყის ამ ქალაქის რეალური მისამართი, ასეთია ღმერთის ნება)


დიდებული ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.

(ამ ქალაქის აღმოჩენა და მისკენ მავალი გზა კაცობრიობის ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველია. ყველა ეტაპი განვლილი კაცობრიობის მიერ გადამოწმდება, გასწორდება შეცდომები და სიმართლეს გაჰყვება ყველა მართალი ღვაწლშემოსილი პიროვნება - წარმდგარი ღმრთისა წინაშე. ეს სულიერი განთიადის დასაწყისია, რიჟრაჟი გაივლის და ცისკარი წარსდგება სიმართლით ჩვენს წინაშე)


მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაჲ, რომელთა მიციან მე;

(„მოვიჴსენო მე რააბისი“ - ვინ იყო რააბი და რატომ მისცა დავით წინასწარმეტყველმა ასეთი დიდი მნიშვნელობა მის მოჴსენიებას. უპირველესად სახელის მნიშვნელობას დავაკვირდეთ: რააბ - ზვავი, გინა ძლიერი. (სულხან-საბა)


ქართულ ლექსიკონში ასე აღმოიკითხება რააბი - უზომოდ დიდი და ძლიერი.


ეს არის დედაკაცის სახელი, რომელიც ცხოვრობდა იერიქოში, და რომელმაც შეიფარა ორნი ჭაბუკნი: „და წარავლინნა ისო, ძემან ნავესმან, სატიმით ორნი ჭაბუკნი მსახურად და ჰრქუა მათ: აღვედით და იხილეთ ქუეყანა იგი და იერიქოჲ. და წარვიდეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს იერიქოდ და შევიდეს სახლსა დედაკაცისა მეძავისასა, რომელსა სახელი ერქუა ჰრააბ. და იყვნეს მუნ.“... (ისო ნავესი 2, 1) (წაიკითხეთ იგი ბოლომდე)


„ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი, და არა სარწმუნოებისაგან? ხოლო ეგრეთვე და რააბცა მეძავი, არა საქმეთაგან განმართლდა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოვარნი იგი, და სხჳთ გზით წარავლინნა. რამეთუ, ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ-არიან ეგრეთვე სარწმუნოება თჳნიერ საქმეთასა მკუდარ-არს.“ (კათოლიკე იაკობისი: 2; 24, 25, 26)


„სარწმუნოებით რააბ მეძავი იგი, არა წარწყმდა ურჩთა მათ თანა, რამეთუ შეიწყნარა მსტოვარნი იგი მშჳდობით.“ (ებრაელთა: 11;31)


 

დავით მეფე, მეფსალმუნე წინასწარმეტყველი მოიხსენიებს რააბს, მეძავს, რომელსაც საქციელით ეპატია ცოდვები და საღმრთო გზას შეუდგა მთელი გულითა და სულით, შემდგომში ამ დიდ პატიებას შეერწყმება მარია მაგდალინელი.


„მაგდალენა - განდიდებული გინა გოდოლი“ (სულხან-საბა)


უფალი იესო ქრისტე სახარებით გვამცნობს, რომ ფარისეველებზე და მწიგნობრებზე ადრე მეძავნი და ავაზაკნი შევლენ სასუფეველში ანუ ღმრთის ქალაქში.


ყველა მანდილოსანი, რომელთაც განვლილი აქვთ დაცემა და პატიების ძალას გრძნობენ სულისათვის, აუნთებენ ამ ქალებს თითო სანთელს და მადლობას შესწირავენ უნიკალური და სარწმუნო მაგალითისათვის, რის შემდგომ მოიპოვებენ სულიერ შვებას და დიდ სიხარულს პატიებისას.


პირველ რიგში ქართველებისათვის, აუცილებლად, რადგანაც მარია მაგდალენა ლაზარეს დაა.


ქალაქის შესასვლელთან კარმელის მთის ბანზე აშენდება მარია მაგდალინელის სახელობის ტაძარი და მის მახლობლად ავაზაკის სახელობის ტაძარი. ავაზაკის, რომელიც ქრისტე იესოს ჯვარცმისას მის გვერდით აცვეს ჯვარს. ეს ის ავაზაკია, რომელმაც ჯვარცმულმა ირწმუნა იესო ქრისტე იუდეველთა მეფე და მეფეთ-მეფე).


 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...


 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE