ნაწილი III
ფ) დონ-ფარით ბეთფარი
ერთი რამ არის უცნაური ამ პატარა ერის შვილებში, დაცემისაკენ დაუფიქრებლად ეშვებიან, ხოლო სიდიადეს, სიმაღლეს, წარჩინებას, სიყვარულსა და სილაღეს ეჭვის თვალით უყურებენ. ალბათ საკუთარი თავი დაავიწყდათ, ანდა ეს ლამაზ ყანას შედარებული ერი ღვარძლით გაივსო და ისე შეეჩვია ღვარძლთან ცხოვრებას, რომ აღარცა სცნობს ყანის პატრონს და აღარც ელოდება.
გაიცრიცა ერთობისა და ერთიანობის სამოსელი. რამ უნდა გვიშველოს?! არ ვიცი, აჩრდილთა ინერციული წამოძახილია თუ გულით მართლა იკვნესის ღმერთის ერი ღმერთის შველაზე?
რწმენამ ჩაიძინა, სიყვარული განელდა, იმედი მეხსიერების ლაბირინთებში გადნა, სიბრძნე მოკვდა და დაუსაფლავებელი მის გვამი ქუჩებში იყეფება. მხოლოდ მყვირალა ნუგეში დაძრწის ყრუთა სულებში და გამოღვიძებას ცდილობს ერისას.
გაოცებულმა გავიფიქრე, ვინ აკლია ამ საოცარ სურათს წერილისას? და ჩამესმა: ნათელი და ნება!
აიწაფოს: ნათელი მოჰფინე უზენაესო სამყაროს სულო, მამაო ზეციერო, ამ ერს, რათა ერთითა პირითა და ერთგულებითა ქართული სულისა ი თა, შენს წინაშე წარდგომილმა სრულიად საქართველომ წარმოთქვას: - იყოს ნება შენი!
ეს ის სიტყვებია, რომელიც გეთსამანიის ბაღში წარმოითქვა და ვინაც უწყით იცოდეთ კი არა - იცნობდეთ.
მხოლოდ შენ, უფალო ღმერთო, შეგიძლია წინაუძღოდე ერთს, შენს ერს ცივილიზაციების გზაჯვარედინის გასავლელად. ერის ნატვრის ხესთან ვდგევარ და ლაზარეს სევდიან სიმღერას მღერის ჩემი გული, თვალები ცრემლებითა მაქვს სავსე და დაუმსახურებელი ტკივილები გიენებივით შემომხვევიან თავს. მე კი ესევ ძუელ სიმღერას მივეყუდნე და ძუელ გამოქვაბულში ძუელებურად სიმღერაში გულს ავყევი:
დიმ-დიმ-ჰა, დიო-რიო-ჰა,
დიმ-დიმ-ჰა, ჰანი-ჰანი-ჰა,
დიო-რიო-ჰა, ჰანი-ნანი-ნა,
ჰეი-ჰა, ჰეი-ჰა, დიო-რიო-ჰა,
დივა-დელი-დალი-დული-ლა,
დივლივ-დალე-ლალე-ლალე,
ნანი-ჰურე-გურე-ალე-ალე,
ღუღუნ-ჰე, ღუღუნ-ჰე, თენდი-რა,
დიმ-დიმ-ჰა, დიო-რიო-ჰა,
დუმ-დუმ-ჰე, ნანი-ნანე-რა,
დოია-ანე, დოია-ბანე, ჰანირა,
დიმ-დიმ-ჰა, ჰანი-ჰანი-ჰა,
დიო-რიო-ჰა, ჰანი-ნანი-ნა,
ჰეი-ჰა, ჰეი-ჰა, დიო-რიო-ჰა,
ღუღუნ-ჰე, ღუღუნ-ჰე, თენდი-რა,
დუმი-დუმი-ჰე, დუმი-დუმი-რა,
ჰეი-ჰე-ია-ჰე, ჰე-იაო-ჰა,
დიმ-დიმ-ჰა, დიო-რიო-ჰა.
იმღერეთ ჩემთან ერთად, ჯერ გონებით, მერე გულით, მერე თავდავიწყებით.
ქ) დონ-ქანით ბეთქანი
თბილისზე ფიქრი ამიტანია, დამიზნ-ზმანია, მერე ნატვრებით დამიხუნძლია. ქალაქი, რომელიც ღმერთის ბრძანებით მეფემ ააშენა, დღეს ვის ხელშია?! ქალაქი, ასი ათასი მორწმუნე სულის, თავდადებულთა სამშობლოს დედა ვინ შეურაცხყო?!
რატომ იტვირთა ამ ქალაქმა საზიზღარი დაცემის ტვირთი?! რატომ ჩამოწვა ბნელეთის ნისლი და ტრიბუნებზე რატომ ყეფენ ბნელეთის სულნი?! რათ აგვიანებს ზეცის წერილი მართალთა მიმართ?! რატომ არ დაქრის თეთრი რაში მართალი მხედრით დაბერებული დედა-ქალაქის წუჩებში ლაღად.
წმინდა ქალაქო, გამოიღვიძე!
დედა-ქალაქო ხმა ამოიღე!
მეფის ქალაქო, რა დაგემართა?!
ღ) დონ-ღანით ბეთღანი
ისეთი შეგრძნება მაქვს შინა-განცდითი, რომელიც ზღვარს მახედვინებს სულისა, სამშვინველისა, გვამისა, ტანისა და სხეულისა. განმასხვავებელი გამოვლინებით ურთიერთობს მინერალური სამყარო ჩემს გვამს, ტანსა და სხეულს შორის. თითოეული მოძრაობა ფიქრისა ელვისებური სისწრაფით იქყებს მინერალთა სხვადასხვა კომბინაციით ბმასა და ტუტე-მჟავიანობის გარითმებას სხეულში, გვამში და ტანში. ფიქრის ინფორმაციას არსარული სისწრაფით გადაალაგებს, გაითავისებს და განათავსებს ეთერული სამყარო: გვამში, ტანში და სხეულში. აქ, ამ კომბინაციათა “ჯუნგლებში’’ მილიარდობით შიგაბმის და შევსება-დაცლის თითქოს და ქაოსში გამოიხატება ერთიანი დაფარული ნება ჰარმონიულობისაკენ ლტოლვისა. და აი ამ უსწრაფეს გადაწყვეტილებას სიცოცხლის აღქმით ქმედითობაში მოვიდეს მთელი შინაგანი, რომელსაც წარმართავს ღმერთი, მხოლოდ ღმერთი და სხვა არავითარი ძალა. უზენაესის მეხსიერებაში აღსახული ჩვენი სისრულე კავშირით სიყვარულისა მის გულთან წარმოადგენს ჩვენი პიროვნული სიცოცხლის სიცოცხლეში მარადიულ საწყისს ჩვენსას ანუ სათავეს.
დაუსაბამო სათავიდან ჩვენამდე, გავიმეორებ: უზენაესის მეხსიერებაში აღსახული ჩვენი სისრულე კავშირით სიყვარულისა უზენაესის გულთან, რომელიც წარმოადგენს ჩვენს “მეს’’ სულიწმინდის კავშირით მამასთან - ჩვენი პიროვნული მარადიული სიცოცხლე სიცოცხლეში, ანუ ძე მამაში და მამა ძეში ღვთაებრივ მარადიულობაში. იმ მყისიერი აცვენი გულის ცემის ციმ-ციმიდან, ამ წამიერ გულის დუგ-დუგამდე არსარული სისწრაფის “ველური’’ ჰარმონიული კავშირია.
სულით ამის შეგრძნება დაბრუნებაა მამასთან მანძილების გაუვლელად და დროთა გამოვლინების ფაქტორთა გვერდის ავლით.
სიცოცხლის სუნთქვა და სხეულის სუნთქვა განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ კავშირი არსებობს მათ შორის.
სიცოცხლე მარადიულია და სული სუნთქავს მისით, სული სუნთქავს მარადიულობით და სხეული სუნთქავს სულით. როდესაც სხეული სუნთქავს - სულით აღივსება ეთერული სამყარო სხეულისა, ეთერული სხეულით. ეთერული სამყარო - სამყაროში გამოვლინებულ სუნთქათა თანაზიარობის შესაძლებლობაა: თავადი, თავის-თავადი. დაუსაბამოში სრული, ოლო დასაბამში ლაგებადი.
სუნთქვა გამოვლინებაში ბადებს აბსოლუტურად სრულ მეხსიერებას იმ გაგებით, რომ ის წარმოადგენს მოცემული სამყაროული მომენტისათვის ერთადერთს, განუმეორებელს, მაგრამ განმეორებაში სახეცვლილს, რომელსაც ჩვენ გაზრდას ვუწოდებთ. ამ სუნთქვის გამოვლინებათა და ზრდადობის მაკავშირებელს სულისა სხეულის გავლით ტანთან და გვამთან - სამშვინველი ეწოდება. სამშვინველი ყოფადი და არაყოფადი მეხსიერების შორისი, ერთგვარი მრავალ-ხსნადი კარიბჭეა, რომლის ხსნადობის ანუ მოქცევადი ინფორმაციის ველის მიმართ აღსახვის კარიბჭის გამხსნელი, პროცესზე დამოსრულ - დამოკიდებული ინტუიციაა.
ინტუიცია კი ერთგვარი იარაღია ინფორმაციულ სამყაროულ წონასწორობაში საარსებოდ.
არსებობის ყველა ფორმის გამოვლინებაში: მოძრაობაში, ფრენითში თუ ცურვითში, ბიჯებითში თუ ხტომითში ათვლის საწყისის აღმრთველი და აღმძვრელი - ინტუიციაა.
ინტუიცია მარაგდება სუნთქვათა აღსახვისა და ზრდადობის განვლილ პროცესებს შორის არსებული შესაძლებლობების, ურთიერთობების მრავალსახეობით. ინტუიციას ძლევა-მოსითება გააჩნია გამოცდილებებზე აგებული კომბინაციების მართებულობით.
ეს შეგრძნება თავის-უფლების შეგრძნებაა, გონის შესაძლებლობების აღსახვაა რეალურ ქედითობებში. და როდესაც ინტუიციური სამყარო შენში სრულფასოვნად ამოიღებს ხმას, მას შინაგანი ხმა ეწოდება იმ დღიდან.
იწყება საკუთარ თავთან სრულფასოვანი საუბარი. ეს არაა გაორმაგება პიროვნებისა, პირიქით - სწორი აზროვნების დასაწყისია. შინაგან მონაცემთან საუბარი შესაძლებლობას აძლევს ადამიანს აღმოაჩინოს სრულფასოვანი ცოდნის წყარო მის ღრმა შინაარსში, ღვთაებრივს დაეწაფოს და გახდეს არადიული მოწაფე ღმერთისა, მიიღოს პური არსობისა, არა შუამავლის მეშვეობით, არამედ პირადად და პირდაპირად ღმრთისაგან. დიალოგში ყოველთვის ერთი მხარე კითხვასა სვავს და ნეორე მხარე პასუხს იძლევა. განმასხვავებელი ერთია მხოლოდ ერთ შეკითხვაზე შენს მეს ერთი ან ორი პასუხი გააჩნია, ხოლო ღმერთს ამოუწურავი. ამით ხვდები, რომ უზენაესს ესაუბრები შენს შინაარსში (მაგ. როგორა ხარ? მარტივ შეკითხვაზე ერთი და რამდენიმე პასუხია: 1) კარგად ვარ! მშვენივრად ვარ! გასაოცრად ვარ! ასე შეიძლება აისახოს შენი მესათვის ყოფითი მდგომარეობა).
ღვთაებრივ პასუხში შესაძლოა ასეთ განსაზღვრებებს შევემთხვიოთ: ვსუფე! არიდებითა ვარ! კრძალებითა ვარ! მოცვითა ვარ! და ა.შ. თავიდან შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რადგანაც თქვენ უკვე ისწავლეთ განასხვაოთ თქვენი და ღმერთის ფიქრები, ჩათვალეთ, რომ დიალოგის გასაგრძელებლად მზად ხართ. არ არის აუცილებელი ყველამ დაიწყოს ღმერთთან საუბარი, მფარველ ანგელოზს ესაუბრეთ უკეთესია, მოვა დრო და განგიმჟღავნებთ მფარველი ანგელოზი თავის სახელს, რომლის დაძახებისას, ის თქვენთან მოვა კონტაქტში. ხანდახან ეს არ ხდება ჩვეულად, შესაძლებელია თქვენი მფარველი ანგელოზი არ იყოს თავისუფალი დიალოგისთვის. ან თავად არის ღმერთის წინაშე კითხვა-პასუხის რეჟიმში, დროთა განმავლობაში ამაშიც გაერკვევით.