ნაწილი III
ვარსკვლავთკრებული „ბაგა“ გაფანტულ ვარსკულავთა ჯგუფია, რომელშიც ასამდე ვარსკვლავია თავმოყრილი. სივრცეში მათი მოცულობის დიამეტრი დაახლოებით 16 სინათლის წელია. მანძილი „ბაგამდე“ 520 სინათლის წელს აღწევს. განსაკუთრებით მიმზიდველია ამ ჯგუფზე დაკვირვება ჭოგრიტით ან პატარა ტელესკოპით.
ვარსკვლავთკრებულთა შორის - ცარგვალზე კირჩხიბის გამოჩენა დაკავშირებულია ეკლიპტიკაზე მზის მოძრაობასთან. მზე გაივლის 12 ზოდიაქურ თანავარსკულავედში (ვერძი, კურო, მარჩვიბი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები.)
გაზაფხულის ბუნიობის, სადღეღამისო თანასწორობის ჟამს (21 მარტს) მზე ციურ ეკვატორზეა. ამ დღიდან ის სულ უფრო და უფრო ჩრდილოეთისაკენ იხრება. ზაფხულის ნაბუნიობის დღეს (23 ივნისს) მზე ყველაზე უფრო შორსაა ეკვატორიდან (ჩრდილოეთის მხარეს). ამის შემდეგ მზე იწყებს „უკუსვლას“ როგორც კიბორჩხალამ იცის, და ეს ამართლებს კირჩხიბის სახელწოდებას. ამ უკუსვლით მზე კვლავ უახლოვდება ციურ ეკვატორს.
საოცარი რამ ხდება საქართველოში ხვამლის მთასთან დაკავშირებით. ნათქვამია, ხვამლის მთა სამეფო საიდუმლოებას ინახავს და ზეციერი კურთხევის გარეშე მას ვერავინ გახსნისო!
ეს საგანძური შეინახეს ქართველმა მეფეებმა ბოლო ჟამისთვის - ქრისტეს მოსვლას ღირსეულად რომ შეხვედროდა ერი. ვსვავ კითხვას: რა უფლებით მიგაჩნიათ თქვენ - პროლეტარებო და დარვინისტებო, ხან დემოკრატებო, მცდელობა მიაგნოთ მეფეთა გადანახულ საგანძურს?! დაიმახსოვრეთ, მეფეთა საგანძურის მემკვიდრე მხოლოდ წილნაყარობაში გარკვეული და საქართველოს მოსიყვარულე დედუფალია - ანნა ბაგრატიონი.
თქვენ კი, ვინც გაბედეთ და კვლავ გაბედავთ ერის განძარცვას - კანონის უზენაესობით დაისჯებით. დედუფლის მიღება და მასთან ერთად სიხარული არა გნებავთ და მისი მამა–პაპის, მეფეთა საგანძურის გაქურდვა მოინდომეთ და ამაზე სიხარულით, ხალხში ყიჟინითა თხრობით.
ის არ გეყოფათ - საღმრთო დაწილებით, საყდრისის წიაღისეული მეფეებმა ხატმწერებისათვის და საღმრთო სამსახურებელ ჭურჭელისათვის გადაინახეს და თქვენ ავაზაკურად მიიტაცეთ, ერთი იოტა არ ხმარდება სიკეთეს.
ყველამ კარგად უწყით - დამნაშავე ერის წინაშე სასტიკად ისჯება, ღმერთისგანაც და ერისგანაც.
როგორც ვხვდებით ბაგრატიონი - კოდური სამეფო გვარია და როდესაც მივხვდი, რომ ღმრთაებრივი კოდით ამ გვარში გასაღებია, გავწმინდე, გავასუფთავე და დედუფალს უნდა მივართვა მისი ერში ჩახუტების დღეს.
ბაგა ––– ვარსკვლავთმკრებელი;
ბაგა ––– ცხოველთსამყოფელი;
ბაგე ––– სიტყვის კარი.
ამ სფეროებში შევყავართ ბაგ–ს - სამეფო გვარის სამ საწყის ასოს, რა–ნათელია, ციური ვარსკვლავიერი სიცოცხლის, ქრისტეს დაბადების (დააკვირდით ხატებს), უფალმა ქართული სიტყვა ღვთაებრივი ბაგე–მართალი ჩააბარა ქართველ მეფეებს და მათ საწყმსოს - ერს ქართველს, უდიადეს მოყვარულს უფლისას.
ბაგა–ახალი ვენაჴის სახელია.
ანნა დედუფალი ახალი სამეფო ვენაჴია ერისათვის - ტოტემალური გააზრებით.
ასე ბრძანა უფალმა: მე ვენაჴები ერსა ჩემსა ახალ უხებელი ვენაჴით.
დააკვირდით რამხელა ჰარმონიაა კოდირებული ბაგრატიონთა სამეფო გვარში.
ბაგე ეწოდება ასევე მდინარის კიდურს;
ბაგე ეწოდება კიდურსა ნავისასა;
ბაგე ესე არს კაცთა პირისა ორნივე ლაშნი;
ბაგე - ტუჩადაც ითქმის;
ბაგრა – ნათელტუჩებად გადმოითარგმნების;
ბაგრა – ნათელვენაჴად;
ბაგრა – მზე კირჩხიბის ზოდიაქოში;
ბაგრა – ნათელმოსილი ვენაჴი;
ბაგრა – ნავის კიდური განათებული, არგოს ნავს მზის ემბლემა – ფარი გააჩნია კიდურზე. ეს მეორე ვარსკულავთკრებულის კოდია ამ დიდებულ ტაბუირებულ გვარში;
ბაგრა – პირიმზე
გავიხსენოთ სიტყვიერი ერთი ორიგინალური ფორმულა, ღრმად რომ ჩავწვდეთ ჩვენი მედროშე სამეფო გვარის შინაარსს:
1. პირველითგან იყო სიტყუა და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუა იგი.
2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.
3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა.
4. მის თანა ცხოვრება იყო, და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა.
5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჰსჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.“
(იოანე: 1; 1–5)
ბაგემ დაბადა სიტყვა, რომელმაც დაბადა ნათელი, და თვით ეს ნათელი იყო სიტყვა, რომელიც დაიბადა პირიმზესითით.
ბაგე, მზის დამბადებელი - თვით არს მზე. მზე–მზეთა, მზე–მეფის - უფალ იესო ქრისტეს დამბადებელი სიტყვით, რომელმან სიტყუამან ჴორცი შეისხა და განკაცნა უფალმან თავი თჳსი.
„და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.“ (დასაბამი: 1, 3)
ნათელმა ნათელი დაბადა, იქმნ–ენინ დაფარული ენით ბადა და ხილვადობაში შემოიყვანა მყისიერად ბაგედან შობილი, კაციერისთვის პირიმზით შობილი.
„და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.“ (დაბადება: 1, 4)
აენთო სიკეთე ბაგიდან შობილი ნათელი და დაევრცო: სიტყუა, ნათელი და სიკეთე.
ბაგ–რა ისევე როგორც მზე–რა მსგავსის მშობელია და ერთ-არსია ნათლითა და სიკეთით სამყაროში.
დასაბამის სიტყვიერი კოდით, მოქმედი და მარად ცოცხალი ბაგისაგან დაბადებული მზე, რომელიც ყველა ჩვენთაგანის გულებს ათბობს და სიყვარულის სივრცეებში აცხოვრებს, ეს ბაგრა - პირიმზე ყველა წინასწარმეტყველთა სამყაროს განუცხადებს ქრისტეს დაბადებას, ხოლო აღსრულებას ვარსკულავიერი კანონზომიერებით ისევ ბაგა ღებულობს დაბადებულ უფალს - განკაცებულს ჩვენთვის. მისგან არს ყოვლი ხელმწიფე ძალითა მისმიერითა - ბრძანებს შოთა, უკუდავი მეფსალმუნე ღმრთისა.
გაგრძელებას შემოგთავაზებთ...