კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი II


 

ამ ადგილს მუხასთან აქვს კავშირი: „მოკუდა დებორა, მზარეული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა. და უწოდა სახელი მუხასა მას „მუხაჲ გლოისაჲ“.“ (დაბადება 35,8)


ადგილი ტირილისა გამოვიძიოთ:


ვიცით მუხასთან კავშირი და ადგილი, რომელსაც ბეთელი ჰქვია.


მუხა - დავაკავშიროთ მუხათგვერდთან, რატომ მუხათგვერდთან და არა მუხიანთან.


მუხათ + გვერდი = მუხათგვერდი


აქ ამ სიტყვაში გვერდი მიგვანიშნებს ევას ანუ ქალის განკაცების ანუ დედაკაცად ქმნის პროცესს და აი ასე:


„დასდვა ღმერთმან გ ა ნ კ ჳ რ ვ ე ბ ა ჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გ უ ე რ დ ი ს ა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.“ (დაბადება: 2,21)


საძებნი მისამართები „მუხაჲ გლოისაჲ“ მუხათ-გვერდი, ევას შექმნის მისტერია გუერდიდან დაბადების. და განსაკუთრებული ადგილი ბეთელი.


„ბეთელი - სახლი ღვთისა“ (სულხან-საბა)


ჩემს მიერ აღმოჩენილი კარიბჭე, რომელიც განვწმინდე, ქალაქის შესასვლელი დიდგორისა და მუხათ-გუერდის საზღვარი, სადაც ტარიელი იჯდა და ტიროდა. აქ რა მინდა ვთქვა: ტარიელი კარიბჭესთან ჩამომავალი ღელის ნაპირზე ზის განსაკუთრებულ ადგილას და ტირის.


ეს ის კარიბჭეა ქალაქისა, რომელიც დავით წინასწარმეტყველსა აქუს აღწერილი, ადგილი ტირილის სიხარულად შეცვლისა, დასავალ-აღმოსავალის ადგილი, ზენიტიდან ნადირისაკენ და ნადირიდან ზენიტისაკენ ვარსკულავთა ენერგიის ჩაფენა-ამოფენის ადგილი, ძაძის ტარების დროის გასვლა.


სამეფო სახლის განახლებასთანაა დაკავშირებული

სრული ღმრთის ქალაქის კარიბჭის მისტერია.


ფსალმუნი კთ, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი:


  1. აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.
  2. უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.
  3. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
  4. უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
  5. რამეთუ რისხვაჲ არს გულის წყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.

 

(ტირილიდან სიხარულისაკენ, მწუხრიდან ცისკარისაკენ, ავიდან დილისაკენ, ავთან-დილა (ავთანდილობა)).


  1. ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.
  2. უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარე-მიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.
  3. მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.
  4. რაჲ-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროს შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?
  5. ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.
  6. მოაქციე გლოვაჲ ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაჲ ჩემი და გარე შემარტყ მე სიხარული.
  7. რაჲთა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ. დიდება.“

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE