კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

სიტყუა ახალი მღვიძარედ დაბადებულისა, საწყისსთათვის, რომელი ჯერ იშუა, მერე იბადა, ხოლო შუანება მისი სპეტაკ და უმიდაომითი, მკვეცარე ვითარცა ცეცხლი.

 

ერქვა დაბადებასა სიხარული და სიცოცხლე, ძლევა მდუმარებისა და ყიჟინა მაცოცხლებელი სიმრავლეთა.

 

შენ, ჩემო ერო, მიუწვდენელნი დაგიფინე, მზეთუნახავი და თვალით უჭვრეტელი გითინათინე, მთოვარით რიდე არ ჩინებული, საჩინო უკანასკნელთა დღეთა რგნე.

 

იცნა არმან მომგებელი, ვირმან ბაგა უფლისა თვისისა, ხოლო ისრაელმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო, არა დაივიწყოს ცხენმა და ჯორმა საჯინიბო მათი, ხოლო ქართველმა ვერღარა იმცნება სამშობლო თვისი.

 

ასე მემცნებოს: ქარის მოტანილი - ქარმა წაიღოს, ქართ-ველი ასახლკარიანდეს, ქარ-ანი ქარ-ბანით ანი-ბანითდეს.

 

აღმოსავლეთიდან ქიზე-ყმა ქიზი-ყელი აღმოსავალის მიმართ იტყოდეს: ფა-ქიზია ყმობა შენი უფალო, ბაღსა შინა შენსა და საფარველსა ქუეშე შენისასა.

 

ისმინე, ცაო, და ყურად იღე ქუეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა.

 

ისწავლეთ კეთილის ქმნა, გამოიძიეთ მშჯავრი, ისენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი.

 

აღმოსავალიდან დასავლეთის მიმართ გარდაწვდეს სიღნაღებური ფიქრი სალი და ჯიქეთში იტყოდნენ: და აწ შენ, და ქართველნო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა.

 

და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამეთ.

 

ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მალმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისა იტყოდა ამათ: მთავარნი თქვენნი ურწმენო, ზიარებ მპარავთა, მოყუარე ძღვენთა, მდევარ მოსაგებელთა, ობოლთა არა მშჯელ და მშჯავრსა ქურივთასა არ მიმხედველ.

 

ამისათვის ამათ იტყვის მეფ, უფალი საბაოთ ძლიერი ისრალისა: ვა ძლიერთა ისრალისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომა ჩემი წინააღმდგომთა შორის, და მშჯავრი მტერთა ჩემთაგან ვყო. და მოვაწიო ელი ჩემი შენ ზედა და გამოგაურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი.

 

დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისა, დედაქალაქი სარწმუნო თბილისიონი! თბილი-სიონი! თბილისი-ონი! თბილის-იონი!

 

რამეთუ მსჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობა მისი და მოწყალებისა თანა და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ.

 

მით, რამეთუ სირცხლეულ იქმნენ კერპთა მათთა ზედა, რომელნი მათ ინებეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელნი მათ ქმნნეს.

 

და კდემულ იქმნნას მტილთა მათთა ზედა, რომელთა გული უთქმიდა, რამეთუ იყვნენ ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე - არმქონებელი წყლისა.

 

და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისა, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისა. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ.

 

საქართველო! გამოაჩინე იუდეველობა შენი, იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთა უფლისა და სახლი ღმრთისა მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი.

 

ერო ჩემო, ერო ქართ-ველურითო, იყავ მსმენელ, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ! და მიმდელნი გეუფლებიან თქვენ.

 

ერო ჩემო, ქართა-რთველითო, მიყურადდი და იხილე, მნეტარებელნი თქვენნი გაცდუნებენ თქვენ და კუალებსა ფერთა თქვენთასა აღაშფოთებენ.

 

არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგინოს შჯად ერი თვისი. თთ უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა თანა მისთა.

 

ხოლო თქვენ რად მოსწთ ვენაი ჩემი და ნატაცები გლახაკისა, სახლთა შინა თქვენთა?!

 

რად ჰმძლავრობთ თქვენ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკთასა არცხუენთ?!

 

ამას იტყს უფალი, მეუფ საბაოთ.

 

ამას იტყს უფალი მათ წილ, რომელ ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერებითა თანად მომღერალნი.

 

და დაამდაბლა უფალმა მთავრობათა ასულნი სიონისანნი, და უფალმა გამოაცხადა სახე მათი.

 

მოსპო უფალმა დიდება შემოსილებისა მათისა, და შეწყობილება მათი.

 

მოინანიეთ და მოიწესრიგეთ გზანი უფლისანი, დაუბრუნდით დიადსა სახლსა უფლისასა!

 

 

და ძენი შენნი უკეთესნი, რომელნი გიყვარს, არა განასხვაო ძეთაგან მათთა, რომელნი დანი არიან ქართაველითით.

 

ასწაო შვილთა შენთა შეგონებანი და სჯული უფლისა შენისა და სიყვარული სამშობლოისა, წილხვედრისა დედისა ჩუენისა, დედა-ხვთისმშობლისა მარიამისა და ამოკრეფით მიითვალე ასოთაგან მეცნიერება ქართულისა ენისა, ცისკართათვის ღიმილისა და არღა მტირალებისა. მას დღესა შინა კვლავ დაგიბრუნდეს უფალი საბაოთი:

 

შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა;

 

და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა და შეწყობასა სამკაულისა დიდებისასა და დასტანაგებსა და სალტებსა და შეთხზულებსა. და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა და პორფირის გარეთა და საშუალთა პორფირთა და ზედადასასხმელთა სასახლეთა და საჩინოთა ლაკონიკურთა.

 

და ბისონისათა და აკინთისათა და ძოწეულთა და ბისსონსა ოქროსა თანა და აკინთისა თანამოქსოილისა და თერისტრითა განტკეცილთა.

 

და იყოს ნაცვლად მტუერისა - საყნოსი ტკბილი.

 

და ნაცვლად საბელისა, ვიდოდი სარტყლითა. და ნაცვლად სიმტიერისა თავისსამკაული ოქროანისა გაქუნდეს საქმეთათს შენთა.

 

და ნაცვლად ძონძისა, გარემოირტყა შესამოსელი შუა პორფირისა.

 

ამისთს ესრეთ იტყს უფალი ღმერთი ჩუენი:

 

აჰა, ესერა დავსდებ საფუძველთა სიონისათა, კენჭსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუანეს.

 

და დამდაბლდნენ სიტყუანი მტერისა შენისა, და იყოს ვითარცა მტუერი ურმისთვალისაგან, სიმდიდრე უთნოთა და ვითარცა ბრე-მიმოღებული.

 

და იყოს ვითარცა ზმანებული ძილსა შინა, სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა ილაშქრეს თბილისსა ზედა, და ყოველთა გალაშქრებულთა საქართველოსა ზედა, და ყოველნი შეკრებულნი მის ზედა და მაჭირვებელნი მისნი.

 

და იყვნენ ვითარცა ძილსა შინა მსუმელნი და მჭამელნი, და აღ-რა-დგიან, ამაო იყვის სიზმარი მათი.

 

და ვითარსახედ იზმანებს წყურიელი ვითარცა მსუმელი, და აღ-რა-დგის, მერმე სწყურინვე, ხოლო სული მისი ცალიერად ესვიდა, ეგრეთ იყოს სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა განილაშქრეს თბილისსა ზედა და მთასა წმიდასა ჩემსა.

 

დაისნენით და განჰკერთით და მებრუე იქმნენით არა თაფლუჭისაგან, არცა ღნისაგან, არამედ გუასვა ჩუენ უფალმან სული ლმობიერებისა.

 

და დაუწუხნეს თვალნი მათნი და წინაწარმეტყუელთა მათთანი და მთავართა მათთანი, რომელნი ხედვენ ფარულთა.

 

შენ განიწმინდე საქართველო ყოველთაგან მტუერთა! ვა, რომელნი იტყან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!

 

უფლის სიბრძნით აღსდექ ქართველო აღმაშენებლად! ვა, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ.

 

ვენამა შენმა იხაროს ხარებითა დიდითა, ზეარებითდეს ვაზი ჯვარისა, იკურთხოს ვაზის ჯვარით ყოველი ქართველი! ვა, რომელნი გმძლავროვენ თქვენ, რომელნი ღნოსა სუმენ, ძლიერნი, რომელნი წდევენ თაფლუჭსა, რომელნი განამართლებენ უთნოსა ქრთამისათვის და სამართალსა მართლისასა აღიღებენ!

 

და გამოვიდეს მამაცი რაჭით მრავალძალითა და მაკურთხებელი ძალისათი, პეტრეს შვილი სულით, ხატებით სამებისათი ბარით, გზითა თქვას და ისმინონ ქართველთა გულთა: “მზეთა-მზე გფარავდეთ ქართველნო, მზე-რა აგონითეთ, ათანასწორეთ ძმობა მხედრული, და-ძმობა სიყვარულიანი წარიმძღვარენით’’.

 

და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!

 

სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!

 

და მცველი ალამ-ბარის სიჭაბუკითგან, გიორგი ალამბარელი, რაინდი და მედარი, აღსამართავად ჭეშმარიტებისა იტყოდეს: ამინ, ამინთია, ამენით, სადიდებელი წმიდისა უფლისა საბაოთისა!

 

 

 

 

ამინ!

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE