კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


„... როცა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მივიდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი აღმოსავლეთიდან და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე, რომ დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“, - ვკითხულობთ მათეს სახარებაში, ეს იმას ადასტურებს, რომ ვარსკვლავთა განლაგებას ჯერ კიდევ მაშინ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამას მოწმობს სვეტიცხოვლის ერთ-ერთ კედელზე გამოსახული ასტროლოგიური სიმბოლოებიც.

 
„საქართველოს ტერიტორიაზე, დედოფლისწყაროს რაიონს სოფელ ზემო მაჩხაანში, „მთავარანგელოზისა“ და „არმათიონის“ ტაძრების საკულტო შუა ეზოში, აღმოჩენილია მიწისქვეშა სარკოფაგი, რომელიც ჰერმეტულადაა დახურული (ჰერმეტიზაციისთვის გამოხენებულია თიხა და სველი კირის ნარევი). სარკოფაგი სავარაუდოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI – V საუკუნეების დროს მიგვანიშნებს. ეს ის დროა, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაარბია ებრაელები და იერუსალიმი - გვითხრა გიორგი იონთა ჰიპერიონმა, რომელმაც თავი მოგვად გაგვაცნო. ქვემოთ კი ის დაწვრილებით მოგვითხრობს ამ აღმოჩენის შესახებ.

 
გიორგი იონთა ჰიპერიონი: სანამ „გამოსვლათა“ მოხდებოდა, იყო ბაბილონის გოდოლის დანგრევა, რასაც მოჰყვა ნოეს კიდობანის შექმნა. მერე იყო იოსების კიდობანი, რომელსაც დღემდე მთელი მსოფლიო ეძებს. იოსების „კიდობანის“ ამბავი „დაბადების“ ბოლო თავშია მოცემული. მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს, ამიტომაც დღემდე ამ საიდუმლოს არავინ შეხებია. იოსები დაახლოებით 400 წლის გარდაცვლილი იყო, როცა მოსემ უფლისაგან „ათი მცნება“ მიიღო და ასე შეიქმნა „რჯულის კიდობანი“.


სარკოფაგის აღმოჩენას წინ დიდი კვლევა-ძიება უძღოდა. საჭირო იყო ლიტერატურის გადამოწმება. მას შემდეგ ხომ ათასწლეულია გასული. კვლევამ დიდი დრო წაიღო. არ არსებობდა სქემა, რომელიც ძიებას გაადვილებდა, იყო მხოლოდ ერთი მინიშნება, რომ ეს საიდუმლო ვარსკვლავური ზეცით არის დაკეტილი.


„ოთხთავს“ შემთხვევით არ ჰქვია „სახარება“, არც ხარებაა შემთხვევითი სიტყვა და არც ხარი. ხარის თანავარსკვლავედის ალფას ჰქვია „ხარის გული“, ანუ ალდებარანი. ქართულად კი ასე იშიფრება: ალდება ანუ ცეცხლოვან მატერიაში შემოდის; რანი კი ერთადერთი ტომია, რომელსაც სიმბოლო გააჩნია ადგილი არ აქვს საქართველოში. მისი სიმბოლოა ობობა. ქართულ ჰერალდიკაში რანები იყვნენ მსტოვრები, ანუ სულიერი მზვერავები. სიმბოლურია ისიც, რომ ნოეს კიდობანი ხარაგაულშია აღმოჩენილი. თუმცა ეს ცალკე განხილვის საგანია. ხარი რომელზეც გამრავლებაა დამოკიდებული, კუროა, ხოლო უღელში შებმული ხარი დაკოდილია, ანუ საიდუმლოს მატარებელია. „ხარის“ თანავარსკვლავედში შედის ვარსკვლავთა კრებული, რომლებსაც პლეადებს უწოდებენ. პლეადების სიმბოლოდ მიჩნეულია მტრედი, რომელიც კვერცხებზე ზის. როცა ჭის გათხრა დავიწყეთ, ანუ, როცა „ხარის“ თანავრსკვლავედი გავასწორედ, დაახლოებით 500 კვერცხი აღმოვაჩინეთ, ეს უკვე დიდი მინიშნება იყო, ანუ გათვლა სწორად მოხდა. ხარი შემთხვევით არ აღუბეჭდავთ სვეტიცხოვლის კარიბჭეზე, არც ბაბილონის კედელზე და არც ლაბირინთოსში, ეგვიპტეში. საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ ლაბირინთოსი, ანუ ლაბას ქალაქი მხოლოდ ქართულად იშიფრება - ლაბა იგივე ხარია.


გაკეთებუილია 21 მეტრის ჰორიზონტალური „ჭა“. საოცარი რამ აღმოვაჩინეთ. სარკოფაგი დაფარულია 17 მეტრის საფარით, რომელიც თიხაში ნარევი ბოლომდე დაუმწვარი კირია. ეს ფენა დაიცავდა სარკოფაგს მიწისძვრებისგან და მსგავსი რეზონანსული რხევებისაგან. აღმოვაჩინეთ ასევე ნაძერწი ქვები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს, ასევე ე.წ. კულტურული ფენები, როგორც არქეოლოგები უწოდებენ მას. მაგრამ ეს არის მოგვების მიერ დატოვებული ნიშნები, რომ არავინ მიმხვდარიყო თუ რას აკეთებდნენ, კირის დაწვა მიწის ქვეშ ხდებოდა. აღმოჩენილია დამწვარი კირის შედეგობრივი ნიადაგი - დაახლოებით რამოდენიმე ასეული ტონა. კირის გამოწვას კი 2000-3000 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. აღმოვაჩინეთ აგური, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნით თარიღდება. ეს ნივთები ვაჩვენეთ ბატონ კიაზო ფიცხელაურს, რომელმაც არ იცოდა თუ სად იყო ეს ნივთები აღმოჩენილი. მისი მეუღლეც არქეოლოგიური ჭურჭლის ასაკისა და ღირებულების აღმოჩენაზე მუშაობს. მათ გვიპასუხეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნემდელიაო. ამის გაგონებისას სიხარულმა შემძრა, რადგან სწორედ ამ დროს ემთხვევა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აოხრება, რის შემდეგაც იერუსალიმიდან გაქრა „რჯულის კიდობანი“. დარჩა მხოლოდ „გოდების კედელი“. ძალიან ბევრი მეცნიერი ეძებს „რჯულის კიდობანს“. მთელი დედამიწაა გადაქექილი. თანამგზავრიდანაც გაკეთებულია რუკები, მაგრამ ამაოდ.


კაცობრიობა ელოდება „მერვესა მას ნოესა“ - არის ნათქვამი. ნოე ამ შემთხვევაში დროა. მთავარია ვის დანიშნავს ღმერთი ამ საქმის აღასასრულებლად. ის უნდა იყოს მეცნიერი და არ უნდა დაარღვიოს კანონზომიერება. არსებობს საიდუმლოებები და ერთი მათგანიც თუ გამოტოვე მიზანს ვერ მიაღწევ. ბიბლიაში ნათქვამია „დაცხრა ღმერთი მეშვიდესა დღესა“. „დაცხრა“ ცხრიანში გადასვლას ნიშნავს, მაგრამ არაფერია ნათქვამი მერვე დღეზე, ეს არ არის უბრალო ციფრები. „სამოთხე“ სამისა და ოთხის კომბინაციაა. „ოთხთავში“ შესანიშნავადაა მოცემული სამი განზომილება, სამი კოორდინაციული ღერძი და დრო, რაშიც „ედემის ბაღი“ ანუ დროის ფაქტორის შემოსვლა იგულისხმება.
როცა უკვე ფაქტებთან გვაქვს საქმე, შედარებით მარტივადაა ყველაფერი. მაგრამ საქმე იმდენად რთულია, რომ ქვეცნობიერ შიშს იწვევს. ეს რომ დაიჯერო საკუთარ თავში ბევრი რამ უნდა გადალახო. ეს რთულია, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ებრაელებისთვისაც. ამის დაჯერება ძალიან დიდი საქმეა და ღმერთთან სიახლოვეს მოასწავებს.


სანამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი, ძალიან ბევრი ცუდი, რამ შემემთხვა. ძალას ის მაძლევდა, რომ ვგრძნობდი სწორ გზას ვადექი. როცა ბოლოში ჩავედი მიხაროდა, მაგრამ ისე ვიყავი დაღლილი, რომ გამოხატვის უნარი აღარ შემწევდა. ამჟამად გათხრები დასრულებულია, საჭიროა მხოლოდ ბიოქიმიური ანალიზი, რომელიც სარკოფაგის გახსნისთვისაა აუცილებელი. თანამედროვე ტექნიკის დახმარებით კარს უკეთდება პატარა ხვრელი, შეყავთ ზონდი, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერზე ჩანს, რა მდგომარეობაა შიგნით - არის თუ არა იქ სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები. აუცილებელია არ დაირღვეს ჰერმეტულობა, რათა არ დაზიანდეს წიგნი. სამწუხაროდ არ მაქვს აპარატურა, თორემ გამბედაობა მყოფნის. ვისაც აპარატურაზე ხელი მიუწვდება გამბედაობა არ ყოფნის.


ამ აღმოჩენის შემდეგ, ბევრი მეცნიერის ნაშრომი, უბრალოდ დასახევი გახდება. თუმცა მათ დღემდე დილეტანტად მივაჩნივარ. მათთვის შლიმანის დონეზე ვარ. მე თუ მკითხავთ ისინი არიან არაპროფესიონალები. სამწუხაროდ არავინ გაითვალისწინა, ის ცოდნა, რომელიც საუკუნეების წინ არსებობდა. ჯორდანო ბრუნო იმისთვის დაწვეს, რომ თქვა დედამიწა ბრუნავსო. შოთა რუსთაველმა კი ბევრად ადრე დაწერა: „ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ, რა გაბრუნებს, რა ზნე გჭირსა“. ვარსკვლავური საიდუმლოებითაა მთელი ეპოსი დაკეტილი. საოცარია, რუსთაველმა ისე იცის ვარსკვლავური ზეცა, რომ ლექსში ვერ ურევს, მეცნიერი კი არა ზემოგვია. ის ერი სადაც „ვეფხისტყაოსანი“ იშვა, დიდი საუნჯის მფლობელია.

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE