მართალთა დროის პირველი ზარით იწერება ეს წერილი, წელსა ანის-კარისასა, აღმოსავლურად ბუდებულით ანკარის ტოტემით წყლის სტიქიონისათა.
“იყავით გულით ბრწყინვალენი, სიბრძნით გუელისაითნი და უმანკონი ვითარცა მტრედნი.’’ (იესო)
საქართველოს პრეზიდენტს და ერის მთავარ მედროშეს, ვლოცავ მილოცვით ახალის ჩენითა და ახალ - უხების ლოცვით. გეთარგოს და გემოსოს ერი შენი!
ვეფხის წლით მოლოცილი გველის წელიწადს, ანით კარითდა აღსასრულებლად თანამდევი წერილით იმეცნება შინაარსი წერილისა. მაშ აღსრულდა! აღესაუბრე ერსა შენსა ფილისოფოსთა და მოგვთა ენით, ქართული ლაზარულით, მშვენებებითა და მშვენიერებით.
მათთან ერთად ვილოცები, ვინც ცისკარს დაუთმინა და არ განიძარცვა სიყვარული.
ეს წერილი გარდაუვალ მოვლენეთა წინასწარგანჭვრეტით - 2010 წლის 29 აპრილს დაიწერა.
ვილოცები სამყაროთი, გლოცავ სამართალით!
ამაღლდი - აშენდი - ათენდი სამებით!
ზვიადად აზვირთდი ერის სამკაულად,
ძლევამოსილი შეიქმენ სამოთხის ძალით,
ძიძა და გურუ დედნით ერის მოძღუარს ჰქვია,
სამებით სიმართლის საგნებით - ძით მიგნებით.
მე დაგილოცავ სამშობლოს, სამშობიაროს,
ქართ-ველით, რქა-რთველით!
ძუალი ლოცვით, კავით-კავებულ-სიონით,
დიდით და მცირე კავკასიონით,
ორი ზღვითა და მდინარე რიონით,
ცაში ცით და ვარსკულავ ხომლებით,
ო-რიონით ზეციური და მიწიერი ონით, ორი-ონით.
მშვიდობა, მშვიდობა, მშვიდობა შენს ოჯახს, შვიდ-კაციანს,
ქრისტე თქვენს შორის, შვიდი ვარსკულავით ბრწყინავს,
თქვენს მტერს ყინავს, ის კი გმინავს.
თქვენთან მზე, მზიდან დაშვებული შვიდი სხივი,
ცას მიბჯენილი შვიდსაფეხურიანი კიბე - გამარჯვება
შვიდგზის ცეცხლში გამოცდილი წინ დაგედოთ კიდევ!
ქვეყნის კიდით - ცის კიდემდე
გამარჯვების დროშა გამოჰკიდეთ!
ქართველებმა - საქართველო მარად დაიმკვიდრეთ!
ვაზი - რგეთ და მტევნის ძალა ცაში გამოჰკიდეთ,
ერთმან-ერთი შეიყვარეთ,
ყოველმა კი ხელი - ხელს მოჰკიდეთ.
ამინთია ლოცვა ჩემი - ამენით!
ამირანდია ფიქრით - ამინით - ამინთეთ!
ამიწერია ანით და ბანით - ამონახვით - ჰოენით!
მე დავრგე - უფალმა ცაში არგო,
მეც მარგო, შენც გარგო და ერსაც არგო.
ძნელი დროა! მძლეველი იმარჯვებს!
ძვირი დროა! უქონელი იმკვიდრებს!
29 აპრილიდან ამა-წლისათით შემდგომი ერთი წელი (მომავალი წლის 29 აპრილამდე), აღმოსავალის კალენდარული თვლით კუს წელიწადია, ბუდურად ვეფხის წელიწადი გადადის კატის წელიწადში. ამჟამითი კალენდარით ორიათასი წლის ოცდაცხრა აპრილიდან - ორიათასთერთმეტი წლის ოცდაცხრა აპრილამდე გაივლის ურთულესი 365 დღე მთელი მსოფლიოსათვის და მკვეთრად დვრიტისათვის (მატრიცა) ანუ საქართველოსათვის. შემდგომად დაიწყება დრო ამოუცნობი: კაცთათვის, მოგვთათვის, ქურუმთათვის, მღვდელთმსახურთათვის, მთავართათვის, მეფეთათვის, უცნობ ანგელოზთათვის და განუცხადებელი ძისათვის.
“ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არა ვინ იცის, არცა ანგელოსთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან’’. (მათე: 24, 36).
უზენაესი ვისაც შეიწყალებს, შეწყალებული იქნება, ხოლო ვისაც არა, არც მოელოდეს, ვინაიდან ძისა და წმინდანთა შუამავლობის, პატიებისა და მფარველობის კარი დაიხურება. მხოლოდ მამა ყოვლისა მპყრობელი დაზღვრავს და განსაზღვრავს ყოველივეს.
ამასთანავე, მთელი სამყარო ემზადება წარღუნვისათვის და მერმე დაბადებისათვის.
“რამეთუ ვითარცა იგი იყუნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისა, ჰსჭამდეს და ჰსმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს, მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად; და ვერ ჰსცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით რღუნა იგი, და წარიღო ყოველი; ესრეთ იყოს მოსლუაცა ძისა კაცისა’’. (მათე: 24, 38, 39)
წარიღუნება ღერძი და მთლიანად მოცული იქნება დედამიწა მშობიარობის განცდით, ახალი იბადება, ცის კარი იხსნება, მწუხრი განიბნევა, გარდასვლას ახალში “მშობიარობის ტკივილებით’’ გაივლის დედამიწა.
2010 წელი ვეფხის წელიწადია აღმოსავლური კალენდარით. ეს არის “ვეფხისტყაოსანის’’ გამოჩენის წელიწადი და ამასთანავე “ქაჯეთის ომის’’ დასაწყისიც და “ქაჯთა და დევთა შებმის ჟამიც’’.
აღსრულდება და ქაჯეთის ციხე დაეცემა, ხოლო დევთ გამოუჩნდება ამირანი. “ვეფხისტყაოსანი’’ ქრისტეს ცოდნით შემოსილს დაჰნიშნავს ქართულად და მოგვურად.
დავეუნჯოთ სიტყვას - ვეფხი!
გონიერად მიდგომილზე ვიტყვით - ეფხო! ის ეფხო, ხოლო მე ვეფხე, შენ აფხე ეს აზრი! ანუ რა ფხიანი განსაზღვრებაა! ასევე ნიჭიერ კაცზე ვიტყვით - ფხიანიაო. ფხა თევზის ძუალია, ხოლო თევზი ქრისტეს ტოტემალური სიმბოლო. ვეფხე - ანუ დუმილით ვსაზღვრე - ისე ვიმოქმედე, რადგანაც ფხა თევზის ძუალია - ტაბუთი მოქმედებას, ფარულით სვლას, დუმილში აღსრულებას დაჰნიშნავს ეს სიტყვა.
ამისდა-მიმძივებით, აკინძვით განვსაზღვროთ მეორე სიტყვა - ტყაოსანი, რომელიც მოსვითი სიტყვაა და სამოსელის არსის მტევნელი. ვეფხი თარგა და მოსა ღმერთმა, ხოლო გმირი ღვთაებრივი სამოსელით შეიმოსა ანუ პირველწყაროს დაეწაფა და ღმერთს დაემოწაფა. იგი ღმერთის შეგირდია. ღმერთმა მოსა, მოსა, მოსა და შვიდგზის შემოსა, მერე ჰბრძანა - შენ მოსილი ხარ, ხარებითა - ხარ, ხარ - ხარებითა - ხარ, ადექი, აღსდექი და სხუა მოსე.
მოსე ქართული სიტყვაა და თარგამოსიანთა ანუ ვინც თარგავს და მოსავს - სახელია რანგობრივი ქმედითობისა.
თუ ჩავიხედავთ სიტყვაში “ტყაოს-ანი’’, მივხვდებით, რომ განტყავება - ორცის განშიშვლებას ნიშნავს, ძუელის განხდას ახლით შემოსვამდე.
“მეფე ღვთისაგან სვი-ანი’’. ანი სამაროვანი ქართული ანბანის სამივე დამწერლობის: მთავრულის, ხუცურის და მხედრულის საწყისი ასო-ნიშანია და იტყუის პირველსაცა და ერთსაც, ერთად-ერთსაც და სამებას ერთარსსაც.
ანი მონაცემთა ბაზის სისრულის ნიშნულია და აი ასე მიიგნება: დედამიწა არის 1. ფორმი-ანი, 2. გვამი-ანი, 3. ტანი-ანი, 4. სხეული-ანი, 5. გული-ანი, 6. ღერძი-ანი, 7. დვრიტი-ანი, ანუ შვიდი ანი, მშვიდი-ანი.
ოთხ-სტიქი-ანი: 1. მიწი-ანი, 2. ცეცხლი-ანი, 3. წყალი-ანი, 4. ჰაერი-ანი.
ხუთ-ელემენტი-ანი: 1. ხი-ანი, 2. წყლი-ანი, 3. მიწი-ანი, 4. ცეცხლი-ანი, 5. მეტ-ალი-ანი.
სამარი-ანი: 1. მინერალი-ანი, 2. ეთერი-ანი, 3. ცხოველი-ანი.
ორი ბუნებისა: ორბუნები-ანი - ზეიერი-ანი და ქუეყნიერი-ანი.
მოკლედ და თანამედროვე ენით ეს ასე გამოიხატება: დედამიწას ძველი ელექტრო-მაგნიტური ველი მოეხსნება - “განტყავდება’’ და მყისიერად შეიმოსება ახლით. ძველი მატრიცა ახლით შეიცვლება. “და ვიხილე ახალი ცა და ქუეყანა ახალი; რამეთუ პირველი იგი ცა და პირველი იგი ქუეყანა წარხდეს, და ზღუა არღარა არს მერმე’’. (გამოცხ. იოანესი: 21,1)
ეს რომ გამარჯვების დროა, პეტრე მოციქული მოწმობს: “ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მჰსგავსად აღთქმისა მისისა მოველით, რომელსა შინა ს ი მ ა რ თ ლ ე დ ა მ კ ვ ი დ რ ე ბ უ ლ-ა რ ს .’’ (კათ. პეტრესი 2, თ. 3,13)
-1-
- ღრმა აზროვნების პიროვნებათა სიმბოლოა 7-იანი;
- ინდივიდუალური გააზრების ნიჭის მქონეთა სიმბოლოა 7-იანი;
- ინტროვერტი ბუნების მქონეთა სიმბოლოა 7-იანი;
- მისტიკისაკენ მიზიდულთა სიმბოლოა 7-იანი;
- გონიერთა სიმბოლოა 7-იანი;
- განმსაზღვრელთა სიმბოლოა 7-იანი;
- ანალიზის უნარიანთა სიმბოლოა 7-იანი.
-2-
- მორწმუნეთა ძალაა 7-იანი;
- მშვიდთა ნეტარებაა 7-იანი;
- პატიოსანთა კანონია 7-იანი;’
- ფრთხილთა საოცრებაა 7-იანი;
- ტრადიციების მოყვარულთა ფარია 7-იანი;
- კეთილმოსურნეთა საჩუქარია 7-იანი;
- დედა-სამშობლოს ადგილის-დედის დედა-ბოძის დარაჯია 7-იანი;
-3-
- სიფრთხილის მაუწყებელია 7-იანი;
- კარგი სტრატეგიის რიტმია 7-იანი;
- ღმერთის ნებით ბრძოლის ზავია 7-იანი;
- პასუხისმგებლობის მაუწყებელია 7-იანი;
- მიზნით გამარჯვებისაა 7-იანი;
- ღვთისმშობელის წილხვედრ ქუეყანის ნიშანია 7-იანი;
- ეშმაკზე გამარჯვების ძალმოსილებაა 7-იანი;
შვიდიანი მაგიური ციფრია ოკულტურ სისტემებში. მას ზებუნებრივი ძალა გააჩნია და სამყაროსეულ მთავარ კოდს წარმოსახავს. ყველა ძველი ცივილიზაცია ამ ციფრს საიდუმლო ციფრად თვლიდა და შეუცნობელის ფარდის მიღმა შესაჭვრეტ ძალას ხედავდა მასში.
კვირის 7 დღის საიდუმლოს განკვირვება ჰქვია.
აურალურად შვიდიანი - ფენიქსი, ფასკუნჯი და პანტეროგრიფონია (ორბის ფრთებიანი ავაზა).
ორი ფერთა საუნჯეა: ფერფლის ფერი და ცისარტყელას 7 ფერი, ეს ფერფლიდან აღდგომის მისტერიაა - არაფრის მქონენი ყველა-ფერით რომ იმოსებიან.
საიდუმლოების ედემურ სახეს აღდგომის მისტერიაში ფენიქსირება ჰქვია, ხოლო კაცთა ამონათებას წარსულის სიღრმეებიდან და აღდგომის ძუელიდან ახალში ფასკუნჯირება ჰქვია. ხოლო უზენაესი ცოდნის აღდგომას, “ხეზე ასვლის საიდუმლოს’’ - პანტეროგრიფონირება ჰქვია.
ზემოთ ნათქვამი მისტერიული ტოტემირება შვიდიანის საიდუმლოებათა საარეალოა. ერის აღდგომა და განწმენდა შვიდიანი რიტმული ციკლით ხორციელდება.
აღადგინეთ ენა ქართული და აღდგება ერის საიდუმლოება, ფერფლიდან ცისარტყელას ფერებით აღორძინდება ქართული ცნობიერება. საკეთებელი და სათქმელი ძალიან ბევრია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის, რადგანაც ყველა ძუელი საიდუმლოების უმთავრესი გასაღები ქართველ ერში და ქართულ ენაში ინახება.
იარეთ გამარჯვებით, წინ მხოლოდ ნათელია - “რაღაა იგი სინათლე, თუკი თან ახლავს ბნელია?’’
იარეთ გამარჯვებით, წინ მხოლოდ ნათელია -
ამინით - ამენით ამენთოს!!!