“და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა, ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.
და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა.
და მნათობი უმრწამესი - მთავრობად ღამისა და ვარსკულავნი.
და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.
და მთავრობდნენ დღესა და ღამესა და განწვალებდნენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ...’’ /დაბად. 1, 14-18/
“მზე - ესე არს მეოთხესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების კოჭიმელი. ესე ცა ერთჯერ მოიქცევის წელიწადსა შინა დასავლით აღმოსავალის მიმართ.
ხოლო სახესა მისსა (მზისასა) იტყვიან მეფისასა გვირგვინოსანსა,
ელთა აქვს ჟინჟღილიო, რომელ არს ამზა.’’ /სულხან-საბა/
დავაკვირდეთ ჩვენს ყოფას, ჩვენ ისტორიას - მზის გარეშე არცერთი ჟამი არ არის მოხსენიებული დასაბამიდან. და ასევე ქართულ მარავალჟამიერს ფესვი აქვს ცნობიერებისა ბიბლიის დასაბამში. ასევე საქართველოში მოიპოვება ყველაზე დიდი ციკლი ჟამთაღრიცხვისა. თვითეული ცივილიზაცია წინა ცივილიზაციის სრულფასოვანი მემკვიდრე ხდება და ახალ ჟამთაღრიცხვას იწყებს ახალი ცივილიზაცია და სიცოცხლე თბოენეგობადეში.
ასეთი მემკვიდრეობითი და თანამიმდევრობითი ეტაპი სულ 7 იყო. სულ შვიდჯერ მოუწია ნოეს მზისქვეშეთში მოღვაწეობა. მერვე ნოე ჯერ მეშვიდეა და როდესაც დაკეტავს მეშვიდე ცივილიზაციას, გახდება ახლის - მერვის გადამრჩენელი პატრიარქი. მისი სახელია პატრიარქთ-პატრიარქი.
ესეა დასაბამი პირველი ცივილიზაციისა და დასასრული. მოდის პირველი ნოე - გაივლის გადამარჩენელ გზას და ხდება ბოლოში მოსული პირველი - მეორე დასაბამისა. ასე მოდის მეორე ცივილიზაციის ბოლოში და ხდება მესამე ცივილიზაციის მამა. მესამეს ბოლოში - ხდება მეოთხეს მამა, მეოთხეს ბოლოში - მეხუთეს მამა, მეხუთეს ბოლოში - მეექვსეს მამა, მეექვსეს ბოლოში - მეშვიდეს მამა და მეშვიდეს ბოლოში კი ხდება მერვეს მამა. მერვე ციკლი წარღუნვათა ანუ დღევანდელი ციკლი არის დაბადების ციკლი.
დააკვირდით კოდს: დასცხრა ღმერთი დღესა მეშვიდესა საქმეთაგან თვისთა. შვიდი - გადამყვანი, დაფარული რვა და დასცხრა უმედქმედითობა ცხრა. 24 ძარღვიანი დრო იქმნება ამ პროცესით: შვიდი + (რვა = ორჯერ ოთხი) + (ცხრა = სამჯერ სამი).
მერვე ცივილიზაცია ისევ ახლიდან ახალ რანგში ასული ადამის ცივილიზაციაა. მზისიერი მხედრული საყოველთაოდ სახედველით იწყება. ახალი მერვე, რომელიც ძველი პირველია - გადადის მეცხრეში, რომელიც წრიდან სავალით მშვილდოსნის რიტმია და სახლის განაწესი - “რელიგია და გრძელი მოგზაურობის სახლი’’.
პირველ ნოეს მეორე ცივილიზაციის თავში აქვს დასაბამისეული წილი. მოგახსენებთ რა წილზეა ლაპარაკი. მას წილხვედრითით მამასთან განდობილი საუბრის უფლება მიეცა და ეს უკვე შვიდჯერ მოხდა. მხოლოდ დასაბამის მთხრობელი არ არის ნოე, იგი გადამყვანია და მასაც მწყემსავს უფალი. წარღუნვის დრო ყოველთვის ნოესთან არის დაკავშირებული და ნოეს დრო - უფლის გამოჩენასთან. კარგად გადაიანგარიშეთ ქართველებო, რა საოცარად სასიკეთო და ამასთან ერთად საშინელი მზის დრო გვიდგება მხედრულით. მხედართ არე მარისათი კი არა მხოლოდ, არამედ სიყვარულისათი და რწმენისათი და იმედისათი და სიბრძნისათი და ცოდნისათი. გან-იღვიძეთ კი არა მხოლოდ - დონ-იღვიძეთ, ენი-ღვიძეთ, ვინ-ცაღვიძოს, ზენით-მღვიძეთ, ანამღვიძენით - ბანამღვიძენით.
განახლებული, ქრისტეში განწმენდილი ადამის მზის დრო დადგა, ლომის ეპოქისადმო გზის მზე - სრბოლაშია. დაწერილია ქართული კაბალით ანუ ცის-კაბა-დონითი ლა-გებით. აღმომკითხველი ცხონდეს მზით ნათელითა და სულისათი მნათით - წმინდით.
მივდივართ უკან წარსულში და ვხვდებით მომავალში. დააკვირდით ლუკას სახარების გენიოლოგიას. გაწვდით შემოკლებულად: /მესამე თავი ლუკას სახარებისა, 23/ “და თავადსა იესოს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, იაკობისა, ელისა, (24..., 25..., 26..., 27..., 28..., 29..., 30..., 31..., 32..., 33..., 34..., 35...) 36 კაინანისა N65, არფაქსადისა N66, სემისა N67,
1. ნოესა N68 – (იოტა - ნი),
2. ლამექისა N69 – თ (იოტა - თანი)
3. მათუსალასა N70 - ო (ონ)
4. ენუქისა N71 - ოა (ონ - ანი)
5. იარედისა N72 - ობ (ონ - ბანი)
6. მალელეილისა N73 - ოგ (ონ - განი)
7. კაინანისა N74 - ოდ (ონ - დონო)
8. ენოსისა N75 - ოე (ონ - ენი)
9. სეითისა N76 - ოვ (ონ - ვინი)
10. ადამისა N77 - ოზ (ონ - ზენი)
და ღმრთისა - ო (ონ - ნი)
ძე ადამისა და ძე ღმრთისა წინასწარმეტყველება გენიოლოგიური დაბადებისა ქრისტესი
(იეს-ო ანუ “ულტრაიისფერი’’ ონი, ულტრაიისფრეს ონი) - იაონი - იეონ.
ონი - კოპტურ და ძველეგვიპტურ ენაზე, ასევე უძველეს ქართულ ენაზე - მზეს და ნათელს აღნიშნავს. მზის ქვეშეთის ხილული ქალაქის სახელწოდება - ონი, ძველი ეგვიპტის ქალაქია, ასევე ონი - ქვედა ეგვიპტის ქალაქიცაა.
ზედა ეგვიპტელები ქართველები არიან. ქვედა ანუ სამხრეთის ეგვიპტის ონი - ეგვიპტელების აშენებულია. ზედა ეგვიპტელები: ხ-ონი, ზესტაფ-ონი, ონი და ...
ეგვიპტის ონის მეორე სახელია ილიოპოლი ანუ ქალაქი მზისა.
“და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფსომთოფანი და მისცა მას ასენექ, ასული პეტეფრასი, მღდელისა მის მზისქალაქისა, მისა ცოლად’’. /დაბად. 41, 45/
მზე - სტიქია ცეცხლი, მეოთხე ცა, დონ-ცა ან ცა-დონი, მზის ცა, სახელი კოჭიმელი.
მივუახლოვდეთ მზის ქალაქს, მოვძებნოთ მისამართი:
“ეჩვენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყვალი იგი არა შეიწვების.
თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რა არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების?’’
ერთს ვიტყვი მხოლოდ, დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქალაქია - ზესთაფონი, რომელიც დღევანდელით ითქმის ზესტაფონი და თარგმანებით აღმოკითხვისათი ნიშნავს - ზესთა მზეს ანუ მზეთამზეს. ეზოტერული სისრულისათვის დავამატებ ერთსაც: ამ ქალაქს გადმოჰყურებს მთა მაყვლარიანი - ერთადერთი მთა, რომელიც ამ სახელს ატარებს მთელი დედამიწის ზურგზედ. მის წინ მდებარეობს მთები, რომელთაც საქორიას სერები ჰქვია. უფალი კი ამბობს: მოიხსენეთ რჯული მოსესი, რომელიც ვამცნე მას ქორებს შინა.
თქვენ იფიქრეთ, ჩემო ტკბილო ქართველებო და ებრაელო ერო, რაოდენ დიდი სიხარულია მთელი ისრაელისთვის ათვლის წერტილის პოვნა! და იმასაც დავამატებ, როდესაც ამ წერილს ვწერდი, მზე გადავიდა აღმოსავალიდან დასავლეთის მიმართ, გადასერა მაყვლარიანის მთის უკანა ქედი, რომელსაც ქვაწერილას ქედი ჰქვია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ქვის დაფებზე დაუწერა მოსეს რჯულის ათი მცნება უფალმა ღმერთმა.
მადლობელი ვარ ყურადღებისთვის, ვინც ჭეშმარიტებაში მიპოვოს - ცხონდეს.
იმედი მაქვს კაცობრიობა ბოლო წყლულებს მსუბუქად გაივლის და მალე ცისკრის ზეიმი დადგება!!!