კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ადამის შვიდ-სხეულიანი ტანის ანუ შვიდ-ციანის ენერგეტიკულ-ასტრალური სხეულის შვიდი თონის (იგულისხმება ასტრალური ენერგიის გამომამუშავებელი, ენდოკრინული ჯირკვლების ცენტრები - ინდურად ჩაკრები, ჰინდოურად კი - შვიდი ცის თონე, შვიდი ცის პურის ჩასაკრავი, ორცთა შესასხმელი ტანს შიგან) ერთ მთლიანობაში მოსაყვანი ინფორმაციული ველი - ღვინოს გააჩნია.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ შვიდივე ჩაკრის ენერგია რომ გავამთლიანოთ - ღვინო გვესაჭიროება. ღვინო ზომიერი მარაგით - განწმენდილ და ნამარხულევ სხეულს ერთი ყლუპი ჰყოფნის.

 

როგორც ბიბლიიდან ცნობილია, პირველი მიწადმოქმედი ანუ გიორგიანელთა თავი, პირველ-გიორგი - ადამია.

 

ადამი სახელთა წიგნის მამაა და პირველი მფლობელიც სახელთათი განათვლისა. მან დაარქვა მიწადმოქმედს გიორგი და თვით იყო მიწადმოქმედი, ე.ი. გიორგი. გიორგი ადამის კაცებრივი სახელია და მიწადმოქმედს იტყს პირველს. მიწადმოქმედება პირველ რანგში გადაჰყავს მევენახეობას.

 

მევენახეობის პროცესი იწყება ვენახის გამოყვანის საიდუმლოებით. ცნობილი ფაქტია ის, რომ ყველაზე მეტი გამოყვანილი ვენახი სახეობითა და სახელით - კავკასიაში მოიპოვება. აქედან 70% საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. “ადამის თითი’’ - თითა ყურძნის გამომსხმელი ვენახის ჯიშის სახელია, რომელიც ლეგენდების მიხედვით, ადამის ცერა თითის-თავის ზომის მარცვლიანი მტევანი - ოქრისფერი ცერა-თითა ანუ ოქროსფერი თითა ყურძენი ადამის ვენახისაა.

 

ეს ამბები იმითაც არის საინტერესო დროსა და სივრცეში, რომ იმ ცოდნის ასაკრეფად, რაც უბრალო ქართველმა მევენახემ და მისმა ოჯახმა იცოდა, დღეს მსოფლიო საზოგადოებას მევენახეობისა და მეღვინეობის უნივერსიტეტები და აკადემიები ესაჭიროება.

 

საქართველო იყო, არის და იქნება - კვლავ შესდგება უნივერსალურ-აკადემიურ მევენახეთა ქვეყნად.

 

ადამისა და მისი მოდგმის აკადემიური ცოდნა მევენახეობაზე ნოემ შვიდ წარღუნვაში გამოატარა და პირველად კავკასიაში დააფუძნა, ჰოდა ჩვენც წავხალისდეთ ვენახის კვლევისა და წარმომავლობის მტკიცებულებათა ძიებაში, გავიხაროთ რომ ქართველები ვართ, თანაც გავიხსენოთ, რომ ქრისტიანობას ღმერთი ვაზის ჯვრით გვიმკვიდრებს, რომელიც მოციქულთა სწორმა ნინომ მოაბრძანა საქართველოში - დედა ღვთისმშობლის ლოცვითა და კურთხევით. თუმცა ნოეს დრო გაცილებით ადრე ასახელებს ვენახის კულტურას მისტერიაში ანუ ერის ცხოვრებაში შემოსვლას.

 

“და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაი’’.

/დაბად. 9, 20/

 

როგორც ვხედავთ ნოე მიწადმოქმედია, ჯერ ვთქვათ, რომ ნოე გიორგიანელია, ეს კი საქართველოს საკრალური სახელია - “გეორგია’’, ამასთანავე თავადაც გიორგი ჰქვია შემოქმედებით ანუ მიწადმოქმედია.

 

“(ნოემ) და სუა ღნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თსსა’’. /დაბად. 9, 22/

 

ვარკვევთ, რომ ნოე მიწადმოქმედია, მისი მიწადმოქმედება ვენახის დასხმით იწყება, იგი მეღვინეა, განშიშვლებულია ანუ ედემის ბაღის მისტერიაში შევიდა. ამ მისტერიას ღმერთის პირისპირ დგომა ჰქვია, ამიტომ ეს სიტყუა - განშიშულდა გამოხატავს სიშიშვლესაც და გან-შიშულდა ანუ განკრვება დაემართა, ისევე როგორც ადამს.

 

“ განკრვება - შიში დიდისა ოცნებისაგან, ესე არს შიში დიდისა ოცნებისაგან’’. /სულხან-საბა/

 

“დასდვა ღმერთმა განკრვება ადამს და დააძინა’’. /დაბად. 2, 21/

 

როგორც ვგებულობთ, ნოე ადამის მისტერიაში შედის ღვინის მიღების შემდგომ. ნოე განშიშულდა, ე.ი. ღვთის წინაშე წარსდგა სახლსა შინა თსსა - ზიარებითა და ახსარებით.

 

წარღუნვის შემდგომი მევენახეობის ქართულ წარმომავლობაზე

ვრცელ ნაშრომს მალე შემოგთავაზებთ

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE