მამით ძე სულიწმინდით მილველი
სა - ადამის გამოკვლევისათვის
ძე მთხრობელია დასაბამისა და ერთადერთი მილველი. ჩინი * მხილებული მისი ჩინის** ფერი, მხედველი და მედველთ-მეფე, დამდები წერილისა მამითიდან ჩუენამდე სიმქარგული ასოთ ანბანით, თუალმა ნაა, თალმა აღადგინოს, თვალმა წაიკითხოს აღმდგარი.
მამა არავის უხილავს, მხოლოდ მის წიაღში მყოფმა ძემ იხილა მამა.
იილა ანით, იილა ბანით, ხილულდა ანაბანით. მზერა აღიწონა ამირა***ანით, დაფარულში შემოვიდა ამირანი. ცოდნის გზებზე მანათობელი ცეცხლით, ცეცხლი, რომელი არს ერთი ოთხთა კავშირთაგანი, სუბუქი და უზეაღმავლესი სხვათა, მწველობითი და განმანათლებელობითი, მურვალე და მელი, პირველსა დღესა დაბადებული შემოქმედისა მიერ.
“დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცა და ქუეყანა. ხოლო ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა, და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა.’’ (დაბადება: 1 – 1,2)
ცა ზე აღსახედი, ცა არს გარემცველი ყოველთა დაბადებულთა და შექმნილთა ნივთიერთა, ხოლო ცანი შეცულ არიან სასუფეველთაგან, სადა არს საყოფელი ანგელოზთა და წმიდათა, ხოლო მხოლოდ ღმერთი არს ყოველთა შემცველი და გარე-შემოუწერელი.
ცისასა რომელნიმე ოთხთა კავშირთაგან იტყვიან შემზადებასა; ხოლო რომელნიმე გარეშე ოთხთა კავშირთასა ქმნილსა შემოქმედისა მიერ.
ქუეყანა, იგივე ქვეყანა - ერთი არს ოთხთა კავშირთაგანი, მელი და გრილი, მძიმე და უძრავი, არამყოფობისაგან ყოფად პირველსა დღესა მოყვანებული ღვთისაგან.
ჰაერი ერთი არს ოთხთა კავშირთაგანი პირველსა დღესა დაბადებული. ესე არს ნივთი წელილი და ნოტიო მურვალი, ცეცხლისა უკვე უმძიმესი და ქვეყანისა და წყლისა უსუბუქესი, აღმოფშვინვისა და მა-ყოფისა მიზეზი, უფერული, ორ-სახე, ორ-საჩინო, ნათლისა არს შემწყნარებელი და ბნელისა, მსახური სამთა გრძნობათა ჩვენთანი, რამეთუ მის მიერ ვჰხედავთ და გვესმის და ვიყნოსთ. ხოლო ესე ჰაერი განიყოფების სამად; უქვემოესსა ეწოდების - ჰარე; საშუალსა - აირი; და უზემოესსა - ნიავ-წვლილი.
წყალი არს ერთი ოთხთა კავშირთაგანი კეთილად დაბადებული ღვთისაგან პირველსა დღესა. წყალი არს ნივთი ნოტიო, გრილი, მძიმე და ქვე დამზიდველი და ადვილად დასათხეველი. ქვეყანა უმძიმეს არს წყალთა, ჰაერი უსუბუქეს წყალთა და ცეცხლი - უსუბუქეს ჰაერთა. წყალი ეწოდების ზღვასა, ტბასა, მდინარესა, წყაროსა, ფშასა (ინფორმაცია მოპოვებულია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართულიდან).
ცა არის ზე აღსახედი - გვეცნობება ლექსიკონის მეხსიერებით, დავაკვირდეთ ასეთ განვითარებას აზრისას: ყოველმხრივ ზე აღსახედს მრგვლივს და ტოლს ყოველმხრივ, ანუ წიაღიდან თანაბარ მანძილზე ყოველ მხრივ ასაედს, ანუ არეს შემწყნარებელს
ედვისას თვალით, მრგვლივ გარემოითს - სფერო ეწოდება.
სფერო (სფერო და სპირა) ესე არს სიმრგვალე ცათა და მსგავსი მისი, რომელი ყოელთ (ყოვლით) კერძო მრგვალ იყოს, არა მხოლო ზედეთ, არამედ ქვედათაცა, რომელი იყოს მიზეზი ერთიმეორისა: სადა იწყოს, მუნვე დასრულდეს და, სადა დასრულდეს, მუნვე იწყოს.
ოთხი სტიქია: ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა. პირველადი წარმოდგენით ასე ლაგდება: ცენტრში მიწა, მის გარშემო წყალის სფერო, მის გარშემო ჰაერის სფერო და ბოლოში უმსუბუქესი ცეცხლი.
ამ ოთხი ბუნების მატარებელნი ვართ თითოეული ჩვენთაგანი მცხოვრებნი დედამიწაზე, არა აქვს მნიშვნელობა სქესს, ნაციონალობას, ტომობრიობას, მოდგმასა თუ კანის ფერს.
“შექმნა ღმერთმან მოწყალემან კაცი ოთხითა ბუნებისაგან, ქარისაგან, ცეცხლისაგან, მიწისაგან და წყლისაგან. ესე ერთმანეთსა არა გარივნა, ცალკე-ცალკე არიან სიმურვალითა და სიმელითა, სიგრილით და სინ-ტიითა.’’
ქართველთა: დედათა და მამათა, ძეთა და ასულთა, შვილთა და შვილიშვილთა უდიადესი ვალია მამა-პაპის ღმერთის მიერ გადმომზიურებული ცოდნის წყაროს განწმენდა! წერილობითი ნაკვალევიდან, ხატებიდან და ჩუქურთმებიდან ამობადრმთვარება სიბრძნისა ქართული ენისა, რომელსა წმინდანნი მსოფლიურითა ნიშანგებითა - ლაზარეს უწოდენ ენითა.
გზა-მშვიდით ვიკვლიოთ, ჩემო მოფიქრალო ერო, მშვიდობით შვიდი გასაღებით გაღებულ ენასა შიგან დამარხული სიბრძნე ღვთაებრივი.
(სიტყვების დეშიფრაციისათვის ისარგებლეთ სულხან-საბას ლექსიკონით ქართულით).