ჩემი ურთიერთობა გიორგი მაზიაშვილთან დაიწყო 1 წლის წინ, როდესაც ჩემმა მეგობარმა (მამა თეოდორემ), პატრიარქის კურთხევით გახსნა წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის სახელობის კოლხური მედიცინის ცენტრი. გიორგი დაინიშნა ამ ცენტრის კონსულტანტად. ბოლო 2 წლის განმავლობაში მაწუხებდა წელის ტკივილი და სახსრები, კერძოდ მუხლების არეში. პერიოდულად ვცდილობდი მემკურნალა ჩვეულებრივი სააფთიქო პრეპარატებით, მაგრამ რეალური შედეგი არ მოჰყოლია; უფრო მეტიც, რაც დრო გადიოდა, ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა.
ერთი წლის უკან, გიორგის რჩევით ჩავიტარე მკურნალობა კოლხური მედიცინის მალამოებით. ორი კურსის შემდეგ შევატყვე, რომ შედეგი სერიოზული იყო. ფაქტობრივად მომეხსნა წელის ტკივილები, ხოლო მუხლების არეში მდგომარეობა მკვეთრად გამიუმჯობესდა. ამასთან ერთად, მქონდა რა მჭიდრო კონტაქტი ხსენებულ ცენტრთან, ხშირად ვხვდებოდი გიორგის მიერ მორჩენილ მადლიერ პაციენტებს, რომლებიც სხვებსაც ურჩევდნენ ესარგებლათ კოლხური მედიცინის მალამოებით.
აღსანიშნავია, რომ გიორგისა და მამა თეოდორეს რჩევით, ჩავიტარე 48 დღიანი განწმენდითი პროცედურები მცენარეული ნაყენებით, რადგანაც ღვიძლთან დაკავშირებით მქონდა პრობლემები (C ჰეპატიტის შემდეგ). პერიოდულად შეინიშნებოდა ღვიძლის გადიდების ნიშნები. მკურნალობის შემდეგ, რომელიც გამორიცხავდა ყოველგვარ ქიმიურ დანამატებს და ბუნებრივი კომპონენტებისაგან შედგებოდა, ღვიძლის ფუნქციონირება დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას; შემცირდა გადიდების ინტენსივობა, გაიწმინდა ნაღველიცა და თირკმლებიც.
ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ჯანმრთელად და მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი მაზიაშვილს.
ზაზა ქიშაევი
25.03. 2020