კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი VII

 

ბოლო ჟამის სასწაულთა შორის, კაცობრიობისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი და უაღრესად უდიადესი სასწაული და სასწავლი - ქართული ენის გაღვიძება და ასე ვთქვათ აღდგომა, გაცოცხლება და ამეტყველებაა.


ამ ენამ წინამმართველობა უნდა გაუცხადოს აქ, ამ ტერიტორიაზე, საქართველოს წიაღში, რომელსაც ღმერთისა ჰქვია - რომელმან შეჰქმნა სამყარო, დაასაბამა ცა და ქუეყანა.


ახალი ცივილიზაციის პური ცხვება, ცომო მზად ყოფნაშია - მზე გამოვლილი და მთვარე ნაბეჭდი ხუარბლისა!


ეს დროში გამოსავლინებელი და ჟამთასახილველი ესაიამ დაბეჭდა:


“ვა ქალაქსა არიილსა, რომელსა დავით ებრძოლა, შეკრიბენით ხუარბალნი წელიწადისანი წელიწადსა ზედა, რმეთუ შჭამოთ მოაბსა თანა, რამეთუ ვაჭირვო არიილსა. და იყოს ძალი მისი და სიმდიდრე ჩემდა.’’ (ესაია 29, 1; 2)


ვა მეფენო, რომელნი დავითის მემკვიდრეებად აცხადებთ თავს და დაბეჭდილი დავითისა ვერა გიცნიათ, ყე. ზღუა ზღსაგან ვერ განგისხვავებიათ და ზღვაზე მეთევზეობას იჩემებთ!


მოვედით და ისმინეთ რვალი მწუხრისა ვაებისა შემ-ზარ-ცემა.


აჰა, ისმინეთ რა ჰრქუა დავითის ძემან ვასისათვის უწინარეს თქუენსა:


“მაშინ ეტყოდა იესო ერსა მას და მოწაფეთა თსთა, და ჰრქუა:


საყდართა მოსესთა დაჰსხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.


ყოველსა უკუ, რაოდენსა გეტყოდენ თქუნ დამარხუად, დაიმარხეთ და ჰყავთ; რამეთუ ჰსთქან და არა ჰყან, რამეთუ შეჰკრიან ტრთი მძიმე და ძნიად სატთავი, და დაჰსდან მართა ზედა კაცთასა; ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებ შეძურად იგი.


და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩუნებელად კაცთა; განივრციან საცონი მათნი, და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი.


უყუარს ზემო-ჯდომა სერსა ზედა, და პირველ-დაჯდომა შესაკრებელთა შორის. და მოკითხუა უბანთა ზედა, და რათა ჰხადოდიან კაცნი: რაბი! რაბი!


ხოლო თქუნ ნუ იწოდებით რაბბი; რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუნი, ქრისტე; ხოლო თქუნ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვის ჰხადით ქუყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამა თქუნი, რომელ არს ცათა შინა.


ნუცა გერქმინ თქუნ წინა-მძღუარ, რამეთუ ერთ-არს წინამძღუარი თქუნი, ქრისტე.


ხოლო უდიდესი თქუნი იყავნ თქუნდა მსახურ. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თსი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თსი, იგი ამაღლდეს.


ვა თქუნდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ შეჰსჭამთ სახლებსა ქურივთასა, და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით; ამისათს მიიღით უმეტესი სასჯელი.


ვა თქუნდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ და ჰშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა, თქუნ  შეარაჰხუალთ, და შემავალთა უტევებთ არა შესლუად.


ვა თქუნდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და მელსა, რათა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყთ იგი ნაშობ გეენისა, ორწილ თქუნსა.


ვა თქუნდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა ჰსთქუათ: ვითარმედ რომელმან ჰფუცოს ტაძარსა ამას, არა რა არს; ხოლო რომელმა ჰფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ არს.


ცოფნო და ბრმანო! რომელი უფროს არს, ოქრო, ანუ ტაძარი, რომელი განჰსწმენდს ოქროსა მას?


და ჰსთქუთ: რომელმან ჰფუცოს საკურთხეველსა, არა რა არს; ხოლო რომელმან ჰფუცოს შესაწირავსა მას, რომელ-არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ არს.


ცოფნო და ბრმანო! რომელი უდიდეს არს, შესაწირავი, ანუ საკურთხეველი, რომელი განჰსწმენდს შესაწირავსა მას?


რამეთუ რომელმან ჰფუცოს საკურთხეველსა, ჰფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა.


და რომელმან ჰფუცოს ტაძარსა, ჰფუცავს მას, და რომელი დაკდრებულ არს მას შინა. და რომელმან ჰფუცოს ცასა, ჰფუცავს საყდრსა ღმრთისასა, და რომელი ჰზის მას ზედა.


ვა თქუნდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოსასა, და ცერცოსასა, და ძირაკისასა, და დაგიტევებიეს უმძიმესი ჰსჯულისა, სამართალი, და წყალობა, და სარწმუნოება; ესე ჯერ-იყო საქმედ, და იგი არა დატევებად.


წინა-მძღუარნო ბრმანო, რომელნი დაჰწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანთქამთ!


ვა თქუნდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ განჰსწმედთ გარეშესა სასმელსა, და პაროფსიდისასა, და პინაკისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.


ფარისეველო ბრმაო! განჰსწმიდე პირველად შინაგანი იგი სასმელისა და პაროფსიდისა, რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა.


ვა თქუნდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჰსჩადენ გარეშე შუნიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართათა და ყოვლითა არა-წმიდებითა.


ეგრეცა თქუ გარეშე ჰსჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა.


ვა თქუნდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინასწარ-მეტყულთასა, და შეამკობთ სამარებსა მართალთასა.


და იტყთ: უკეთუმცა ვიყუნით დღეთა მათ მამათა ჩუნთასა, არამცა ვიყუით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინასწარ-მეტყულთასა. ვინაცა ეწამებით თავთა თსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკულელთა წინასწარ-მეტყულთანი. და აწ თქუნცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუნთა.


გველნო, ნაშობნო იქედნეთანო! ვითარმე განერნეთ საჰსჯელსა მას გეენისასა?


ამისათს, აჰა ესერა, მე მოვავლინნე თქუნდა წინასწარმეტყულნი, ბრძენნი, და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყდნეთ, და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანი ჰსტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუნდა. და ჰსდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად.


რათა მოიწიოს თქუნ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისათ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარისა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა  და საკურთხევლისა.


ამინ გეტყ თქუნ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.


იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან მოჰსწყდენ წინასწარმეტყულნი, და ქუა დაჰკრიბე  მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენ-გზის ვინებე შეკრება შლთა შენთა, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინულმან მართუნი სნი ქუშე ფრთეთა თსთა და არა ინებეთ!


აჰა ესერა, დაეტეოს თქუნგან სახლი თქუნი ორად.


რამეთუ გეტყ თქუნ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე ჰსთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!’’ (მათე, თავი 23: 1, 39)


ათასწლეულთა შემდგომ, რაღაცა მაინც უნდა ცვალოს ადამიანმა სიკეთისაკენ, ვინაიდან ყველა საქციელს, გონებრივად განვრცობადს,  თავისი უარყოფითი ენერგიის დატოვება შეუძლია, თუკი ის ჰარმონიიდან არის ამოვარდნილი. დადებითი დადებითს შეჰმატს და განწმენდა უფრო ადვილია ყოველგვარი შეცდომებისაგან ჩადენილ ცოდვათა.


არ აფრთხილებენ იმას, ვისაც არ შეუძლია შეიმეცნოს გაფრთხილება, იმიტომ რომ აზრი არა აქვს გაფრთხილებას, თუ ათასწლეულების მანძილზე ამან დადებითი შედგი არ გამოიღო.


დღეის-დღეობით ღმერთის ნებით ხდება დაფარულ საოცრებათა აღსრულება, მაგ.: ქართველებიცა და ებრაელებიც ცდილობენ გამონთავისუფლდნენ მწიგნობართა და ფარისეველთა მარწუხებიდან.


აშკარა ხდება, რომ იერუსალემი მზად არის არა მარტო ეძებოს შემოქმედი, არამედ დაჰკივლოს:


კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!


პრობლემას შევხედოთ ადამიანურად და არა მწიგნობართა და ფარისეველთა მსგავსად.


იბადებიან შთამომავალნი, რომელნიც უკვე დაბადებამდე ქრისტეს არიან ზიარებულნი. და ბედისწერით ხვდებიან ფარისეველთა და მწიგნობართა ოჯახებში. რა თქმა უნდა, ის ღვთაებრივი ძალა, რომელიც მათ მოჰყვებათ, დაამსხვრევინებს იმ ნაჭუჭს, რომელშიც  მათი მშობლები ცდილობენ  ჩასმას. ეს თვითგანთავისუფლების პროცესი დაწყებულია და კაცობრიობა ამჩნევს ამას.


ადამიანი ღმერთის შემოქმედების ნაყოფია და უხსოვარი დროიდან მკვიდრობს სამყაროში. თითოეულის დაბადებასა და განვითარებაში ხელს თუ არ შეუშლიან მშობლები და არ დააბრკოლებენ ცრუ მეცნიერებებითა და ერეტიკული სწავლებებით - დიდი სასწაული მოხდება, მთელი დედამიწის მკვიდრობა დიდი სისწრაფით დაიწყებს  განწმენდას და ცივილიზაციის ნანატრ ფაზაში გადავა სრულიად კაცობრიობა.


დღევანდელი დღისათვის ერთერთი კეთილი საქციელთაგანი, რომელიც აღსრულებაშია - არის იაკობისა და ესავის შერიგება, ძმური გამთლიანება და ამის შემდგომ დაიწყება ბიბლიური ახალი ერა, რომელშიც ღმერთის რწმენას უღმრთოება აღარ დაუპირისპირდება.


ისევე როგორც წინა წერილებში, ახლაც გაფრთხილებთ, ნუ შესცდებით ჩემთან მიმართებაში. არავითარი წინასწარმეტყველი არა ვერ მე!!! ღმერთის ნებით გარკვეული პროცესებისა და მოვლენათა მცირე დროით წინამხილველი ვარ, რათა ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო თქვენს დასახმარებლად და ასევე თქვენი უდიდესი გამოცდილებები მეც ღირსეულად გავიზიარო, ჩემო ისრალ!


ამასთანავე, გული მიგრძნობს, რომ უკეთესობისკენ დაიძრა თქვენი ფიქრები, იმედია მღვდელთ- მოძღუარი, იგივე ერის განმწმენდი, გინა მფარველი ზუსტად აირჩევს ბიბლიური წინასწარმეტყუელების თანმიმდევრობათა გზას და არა კაცთაგან შექმნილ დროში, მოცემულ დროის გათამაშების პროექტს, რომელსაც ტყუილივით მოკლე ფეხები აქვს და მალიად წარხოცვას ექვემდებარება.


მსოფლიო ლუსტრაციაშია მომწყვდეული და რაცარუნდა ცხრაკლიტულში მოაქციოთ ელექტრონული სახით შენახული ინფორმაცია, მაინც გამოაშკარავდება. ეს იმიტომ მოხდბა, რომ მთელი და სრული დედამიწა სამყაროთა უმთავრეს გზაჯვერედინს განივლის. ამ გზაჯვარედინზე ადამიანისათვის მიუწვდომელი რიცხვითა და კომბინაციით, ინდუქციურ ველში აღმოიკითხება ყოველივე დაფარული და პირიქით - ღია და გახსნილი იფუთება საბურავში, რომელიც ინდუქციურ ღრუბელს წარმოადგენს.


წარმოდგენისათვის ჯერ წარმოიდგინეთ ყვავილების უზარმაზარი თაიგული და მერე წარმოსახვით დახურეთ და გახსენით ყვავილთა გვირგვინები, როგორც მოგესურვებათ ისეთ ჰარმონიაში ჩასვით, ჯერ წითელი ფერისანი დახურეთ და გახსენით, მერე სურვილისამებრ იისფერები მოიყვანეთ მოძრაობაში, შემდეგ ნარინჯისფერი, მერე ყვითელი, მწვანე, მერე კი ისევ იისფერი, და ასე, ვისაც როგორი კომბინაცია შეუძლია დაინახოს ამ ყვავილთა გვირგვინთა გახსნა-დახურვაში. შემდეგ ეს პროცესი აჩქარდეს წამში რვამილიარდის სიხშირით - წამოიქმნება წარმოუდგენელი პულსარი, თანაც გზაჯვარედინის სფერულ არეალში ვლინება ნულის ტოლია, ხოლო ქსელის “ბოლოებში’’ - მაქსიმალური. გამოსხივდება აურაცხელ ფერთა კომბინაციის იმპულსები, რის გამოც ქმედების ცენტრი ხდება “უფერული’’ ანუ შავი. ეს პროცესი ფერთა კომბინაციისა და ინდუქციური ვლინების დერეზონანსია. საწინააღმდეგო მდგომარეობა იწვევს რეზონანს, რომელიც ცენტრს მჭვირვალეს ხდის.


ბოლო ათასწლეულებში ამ გზაჯვარედინიდან სხივდება შავი ფერი, შემგბარი ფერთა გამა და ეს დერეზონანსირებული სიხშირე გადაფარებულია ჩვენი გონების თვალს; დავხუჭავთ თვალებს - შევდივართ გონების ცენტრში და გვხვდება სიბნელე. მაგრამ მოახლოვდა დრო, როდესაც ეს, საზოგადოებაში “მესამე თვალად’’ წოდებული გონების თვალი აიხილება და ამავე დროს თვალებით დანახულ, ილუზორულ სამყაროს ფარდა აეხდება. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია.


გაიხსენეთ გაფრთხილება: მაშინ მთელი დედამიწის მკვიდრნი მოჰყვებიან გოდებასა და ტირილს!


უმთავრსი მაინც სიცოცხლეზე ზრუნვა და ლოცვითა და ვედრებით მამის წინაშე გზის კვალვაა.


ოთხი მთავარი ვარსკვლავი დაჭიმავს რეზონანსულ სივრცეს გზაჯვარედინისას, რომელსაც სამყაროს გზაჯვარედინი ჰქვია, ესენია: ლომის თანავარსკულავედის მთავარი ვარსკულავი - რეგული, მისი სახელობის ქალაქზე, არიილზე გვქონდა საუბარი ესაიას ტექსტიდან.


არიილი - ლომი ღმრთისა, ზაფხულის სეზონი, ლომის ზოდიაქო.


“და წარავლინნეს ანგელოსნი თსნი საყრითა მისა დიდისათა; და შეჰკრიბეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა, კიდითგან ცათათ, ვიდრე კიდედმდე მათთა...


ხოლო ლეღსაგან ისწავეთ იგავი, ვითარცა იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩან, და ფურცელნი გამოვალნ, უწყოდეთ, რემეთუ ახლოს არს ზაფხული.


ეგრეცა თქუნ ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს კართა ზედა.’’ (მათე, 24, 31, 33)


უკვე შვიდი წელია, რაც ეს კარები მიგნებულია. მასთან შესასვლელი 27 მეტრი გვირაბი გამოვჭერი. ეს გამოქვაბულია, რომელსაც დაახლოებით ოთხი კუბური მეტრის ლოდი აფარია - ლომკაცის სახის, რომელიც კარიბჭეს იცავს.


როგორც ავღნიშნეთ, ოთხი ვარსკულავია ენერგეტიკულ ბმაში ამ გზაჯვარედინისა:


ა) ლომის თანავარსკულავედის მთავარი ვარსკულავი - რეგული;

ბ) მერწყულის თანავარსკულავედის მთავარი ვარსკულავი - სადალმელექი;

გ) ხარის თანავარსკულავედის მთავარი ვარსკულავი - ალდებარანი;

დ) ღრიანკალის თანავარსკულავედის მთავარი ვარსკულავი - ანტარესი;

ე) ამ ვარსკვლავებს დაემატება ხუთკუნჭულას ვარსკვლავი, რომელსაც არაბები თევზის პირს ეძახიან. თევზი დუმს და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. ამ ვარსკვლავთან არის დაკავშირებული ბევრი საიდუმლო ტექსტი წმინდა წერილებში - მისი სახელი ფომალჰაუტია (თევზის ხახა). ერთერთი საიდუმლო კარიბჭის სახელთანაა დაკავშირებული (თევზების თანავარსკულავედი). იერუსალიმის საიდუმლო კარიბჭეს - თევზების კარიბჭე ჰქვია. იგი დაკავშირებულია იონას სასწაულთან და ეს მისტერიულ-კოსმიური პროცესი ბოლო ჟამის - ბოლო და ერთადერთი სასწაულია მსოფლიოსათვის!


ეს სასწაული სამზადის-გამოვლილია და ვეშაპიც ძალა-ართმეულია, მალიად მალე მრავალთ შეგკრიბავთ ღმერთი ამ ადგილას - რა თმა უნდა საქართველოში!


“ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს; და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინასწარ-მეტყულისა.

რამეთუ ვითარცა იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე.’’ (მათე: 12; 39, 40)


დაპატიჟება არ დაგჭირდეთ ხვეწნით და მუდარით, გამორბოდე ისრალ, შენთვის ნაშრომს შენვე ეზიარე!


მართლა, კიდევ არის ერთი საიდუმლო ქალაქი არიილი, რომლის კარიბჭესთან, ერდო ბანზე (ბოლო ჟამის სამსხვერპლო) ლაზარეს სუფრა გავშალეთ მე და ძმობამ, ლაზარესავით სულით მდიდრებმა და ცხოვრებით მწირებმა. მათ სახელებსაც მოგაწვდით მალე.


რაც შეეხება ესაიას წინასწარმეტყუელების ოცდამეცხრე თავს, ჯერ უჩემოდ წაიკითხეთ და აზრი გამოიტანეთ - თქვენი თავი რომ შეიმეცნოთ და მერე მე ავხდი ფარდას ჩემეულითა ხედვითა, უზენაესმა რაცა მომანიჭა კენ-ჭა ბერსა.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE