II - ნაწილი
“ნუ შეჰძრწუნდებიან გულნი თქუნნი; გრწმენინ ღმრთისა და გრწმენინ ჩემდა მომართ.
ს ა ხ ლ ს ა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ-არიან; უკეთუ არა გარქუმცა თქუნ, ვითარმედ მე წარვიდე, და განგიმზადო თქუნ ადგილი. და უკეთუ წარვიდე, და გარგიმზადო თქუნ ადგილი, კუალად მოვიდე, და წარგიყუანნა თქუნ თავისა ჩემისა თანა, რათა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუნ იყუნეთ.’’ (სახარება იოანესი 14; 1, 3)
ეს საიდუმლო აღდგა: სავანე მამისა ძით გზაკვლეული, ერის სახარებელი, კავშირი ზეცასთან, სულიწმიდით მნათითა და წკრიალა სისპეტაკით უზენაესთან ზიარებისა და წარდგომის ადგილი მოლოდინის განცდიდან - შეხვედრის ადგილად გარდავსახე ყოველი ნებითა და მზრუნველობითა მამისათა. დიდება მარადიულ სამებას - ერთარსებას! უახლოეს დროში, დროშით კარვის აღსდგმას ბრძანებს უზენაესი, და დაისადგურებს დიდი დაპატიჟება.
სტუმარ-მასპინძელის საღვთო კანონი აღსდგება მთელ მსოფლიოში, განმამჟღავნებელი განამჟღავნებს წარსდგომის დროს.
მისმინეთ, მომყევით და გაიხარეთ მწყალობელ ღმერთთან ზიარებით, ვისმინე, მივყევი და გავიხარე - ჯერი თქუენია!
ათასცხრაასოთხმოცდაცხრა წელიწადის ცის სარტყელების დრო იფინებოდა, როდესაც ნოეს კოდობანის საიდუმლოებას ფარდა ამახდევინა ღმერთმა.
იბერიონთა საძმო, შემწევი და ბურჯადი საქმისა, ოთხი ჭაბუკისაგან შემდგარი იოტა-საძმო იკურთხა უზენაესის ნებითა და ჩემი მარჯუენით. ესენი არიან უმტკიცესნი ნების აღსრულებაში და პირველმკვლევარნი, უძნელესი და უდიადესი გადარჩენის გზისა.
მათი სახელები უნდა უწყოდეს მსოფლიომ!
ქარის-მთლელი, ნამდვილი ქართლელი და ჭეშმარიტი ქართველი მორკინალი - იაკობი ჯოჯიშვილი, უსპეტაკესი და უძვირფასესი მამა, გენიალური მოძღვარი და ცივილიზაციიდან ცივილიზაციაში გადამყვანი ქადაგი, ციური ძალების დიდოსტატი განჭვრეტაში. დალოცოს ღმერთმა!
მოლოდინის - ლოდის შემაძრწუნებელი ხალისით და სევდით სავსე უკეთილშობილესი რაინდი, ბევრის დამთმენი და უღალატო თბილი მამა, ლოდებთან და ქვებთან მოსაუბრე - მინდია რეხვიაშვილი, ერთგული, ორეულს ვერ მოუძებნით მთელს მსოფლიოში, მისი აჩრდილიც კი ანათებს, ისეთი სპეტაკია. დალოცოს ღმერთმა!
ბუმბერაზების მწყემსი, კლდის არწივი, უტეხი კლდე და მახშუთა-მახშ, სევდიანი და არაფორაქიანი, ციხე-აუღებელი და მზერა-მზიანი - იმედა არაბული, ღმრთის კაცთა მწყემსი, დოვლათის საფიხნოს საიდუმლოთა მჭვრეტი, ძნელად მპატიებელი, მაგრამ უხვად მოწყალე ერთგულებაში. დალოცოს ღმერთმა!
გმირი და ბავშვი, მიმნდობი, თბილი გულით, ნართი და გმირი, კეთილ თვალებით მჭვრეტი, იალაღების და სივრცეების მოყვარული, მარადიული დარაჯი სითბოსი და სიყვარულის - გელა გუჩმაზაშვილი. ჩაფიქრებული რაინდი, საღმრთო ტრაპეზს ზიარებული და დიდი განმცდელი ცხოვრებისა. დალოცოს ღმერთმა!
ოცდაცხრა აპრილს, მათთან ერთად მოიხსნა პირველი ბეჭედი ეკვდერიდან. ეს დღე, უპირველესად ეკუთვნის მათ პირველ გამარჯვებას - ზეცისა და მიწის კავშირით.
აღმოსავლური თორმეტწლიანი კალენდარის მიხედვით - გველის წელიწადი იყო, ზორობაბელის ოცდათორმეტწლიანი კალენდარის მიხედვით კი - ცხენის წელიწადი.
წლევანდელი წელიწადის 29 აპრილი - პარასკევი დღეა, ოცდაშვიდი წელიწადი გავიდა მას შემდეგ. წლევანდელი წელიწადი დასასრულისა და დასაწყისის უდიადეს სიმბოლოს - ჯვარს, მძიმე მარხვის ყველაზე მკაცრ დღეს - ჯვარცმას ემთხვევა, კიდობანის ევკდერის დამღა ბეჭედის მოხსნის სამგზის ცრა წელიწადის დასრულებით. ეს პირველი ბეჭედია - აპოკალიფსური დროის დასაწყისი, წარღუნვა ღერძისა და მრავალ ცვალებადობათა “პერიოდი’’ ანუ დროის სივრცე.
კიდობანს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი დარაჯობდა თავისი ანგელოზების მეშვეობით და ერთერთი მათთაგანი ბრძანდებოდა ჩემი მიმპატიჟებელი. დამარხულ არს კიდობანი, ანუ მიწის ქუეშეთია და არა გემი, სადაც სავანეა მართალთა, ამასავე გვამცნობს მოციქულთა თავი - პეტრე მოციქული:
“და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მიერვე ნოე სიმართლისა ქადაგი დაჰმარხა, და წყლით-რღუნა იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია.’’ (კათოლიკე პეტრესი II , თავი 2, 5)
“სოფელი სამ სახედ ითქმის: საუკუნო იგი სოფელი და წუთის-სოფელი და კაცის ბუნებაც სოფლად ითქმის.’’ (სულხან-საბა)
მსოფლიოსანნი - კაცნი მსოფლელნი არიან, მსოფლელნი - სოფელში მდეგნი არიან, მსოფლიო - სოფლისა - განი ასე აიხედება. სოფ-ია სიბრძნისა დარია ქრისტესი, ია - ანაგრამული კოდ-ია იესოსი. სოფ-ელია - სიბრძნით აღმდგარ ღმერთს დაჰნიშნავს.
იყო სოფელი, პირველი წარღუნვით გახდა ნასოფლარი და ნოეს შემდგომ ახალსოფელად იქმნა.
საუკუნო სოფელში ათასი წელი ვითარცა ერთი დღეა უფლისათვის.
სრულიად დედამიწა სფერული ბანია ანუ ბანიანი ს ა ხ ლ ი ა უფლისა. ბანს ქუემოთ ქუეყანა არს, ხოლო ბანს ზემოთ ქუეყანასა ზედა ითქმის, ასევეა ქუედა საუკუნო სოფელი, სადაც ათასი წელი ერთ დღესთან ტოლობს და ზედა სოფელი, სადაც მსოფლიო საცხოვრისია.
კიდე არს ნაპირი ანუ გასასვლელი ორ სოფელს შორის - მარადიულსა და წუთისოფელს შორის. იგი სპირალური და ცილინდრულ-თაღოვანი ჩასასვლელ-ამოსასვლელია ქუეყანაში ქუეყანასა ზემოდან. ეს ადგილი ერთი იგავთაგანით არის შემკობილი: “მაკე ვირი გზაში ქუეყანამდინ ჩთასვლამდე მშობიარობსო.’’
ზუსტად ცის-მზომელობის მეცნიერება განზომავს, და შესწრებულად გავივლით ამ ნათელ-გონით გზას - გონიონითებას!
ჭეშმარიტება ერთია - დედამიწა ღმერთისაა, და ჩვენ, მისი შვილები - მისი შემოქმედების არეალში ვსახლობთ.
კიდებული ბანი, კიდობანი, იგივე ზანდუკი ანუ შესაფარებელი, სადაც ბოლო ჟამს მავალნი შეიკრიბებიან უფალთან შესახვედრად.
თორმეტი ჭით გარემოჭდილი და თვით მე-ცა-მეტით ასხმული სვეტი ცხოველით ჩინებული საკვირველება! დააკვირდით! განიკვირვეთ, ადამის მოდგმავ!
“განკრვება ესე არს შიში დიდისა ოცნებისაგან.’’ (საბა)
“დასდვა ღმერთმან განკრვება ადამს და დააძინა: (ადამის სახელს ატარებს საიდუმლოებათა წიგნი დასაბამისა, რომელ არს ცის-კაბა-დონითი სამოსელითი).
“მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა.’’ (ფერცხალი - მოქლონის ენა, ანუ დაკეტილი გასაიდუმლოებული ენის ტაბუს ნაწილი. ფერცხალი ითქმის გუერდის წიბოთაც და ეს ერთი გვერდის ძუ-ალია და არა ძვალი, მდედრი ცოდნა, დედანის შექმნა, ცხოვრების წიგნის დაბადება. ადამისაგან - იდეისაგან ცხოვრების პროექტის შექმნა.) (დაბად. 2; 21)
მცხეთაში, სამთავროს ეკლესიის აღმოსავლეთის მარცხენა ფასადზე, ადამი არის გამოსახული საიდუმლო ქვა-ბეჭვდით, საიდანაც გინდა აღძრა აზროვნება ბიბლიური გზით - ადამით დავიწყებთ და ადამთან მივალთ. (წაიკითხეთ სახარება ლუკასი, თვით ლუკას ტოტემი ხარია. მესამე თავი იესოს შემდგომი მოსვლის, მოსებით სვლის გენიოლოგია, ბოლოს ადამის ძედ იტყვის წერილი).
მთათა შიგან გამოკუეთილი, საუნჯენით აღვსილნი ქალა-ქებით, აღვსილნი უფლისა დიდებით სავანენი, ღმრთისანი ღაღადისადმო გონ-ეწყვენ.
განკვირვებით გამოღვიძებულთათვის გაგრძელება თემისა შემდგომითადმო.