გაიღვიძე იერუსალმო! შენი აღმშენებელი მოდის შენთან სამკვიდრებელში.
ქალაქთა ქალაქო, მსოფლიოს მშვიდობის საფუძველო, მამისაგან რჩეულო და ძისაგან ჩახუტებულო, სულიწმინდით აღვსილო, დედა ღვთისმშობლის, დედა-დედოფლის ლოცვით განწმენდილო, იხარებდე მრავალჟამიერ!
გასხივოსნებულო ქალაქო, უფალი იესო ქრისტე ნაზარეველის დიდებამ აღგანთო და გაგაბრწყინა.
ვიხილე ცისარტყელა შენს კარიბჭესთან და გული იმედით, სიყვარულითა და რწმენით აღივსო.
დაფარულში მოღვაწე ძმები ასუფთავებდნენ შენსკენ მოსაღწევ გზას, დალოცვილი იყოს ყველა, ვისაც ძალუძს იაროს მათ გაკვალულ გზაზე, და დალოცვილნი არიან ისინი, ძალა რომ შეინარჩუნეს ღმრთიული, რადგან დაფარულში მყოფი ქალაქის სიდიადე - დაფარულში ატარეს.
თავად ხშირად გამიცია პასუხი კითხვაზე, თუ საითკენ მივყევართ უფალს, როდესაც ინება და ეს საიდუმლოება იერუსალემისა გადმომცა ერისათვის მისაწოდებლად. პასუხი ასეთია:
იერუსალემი მსოფლიო ქალაქად არის აღშენებული და ყველა წმინდა მამა ამ არსითა და აზრით იცნობს მას - ქალაქთა-ქალაქს. გვაზიარებს რა მოქალაქეობას ამ ქალაქისას, ჩვენ გავყავართ ასპარეზზე, რომელსაც მსოფლიო მოქალაქის ანუ ადამის რანგი მართავს.
ადამის რანგის საზოგადოებას ავალია სრულიად დედამიწის მოვლა და პატრონობა. ამ რანგში სამოღვაწოდ არა მარტო ქართველს აქვს უფლება მიიღოს “კონკურსში’’ მონაწილეობა, არამედ მთელ მსოფლიოს და მთელი მსოფლიოს ებრაელობას.
მოკლედ რომ ავღწეროთ და დავასრულოთ ამაზე საუბარი, ყველას, ვისაც ავალია სულიერი განათლების სათავეები, შესაძლებლობა მიეცემათ ქრისტესთან მოვიდნენ თავიანთი სულიერი ძღვენით. მასპინძლობას გაგვიწევს მეუფე, რომელ არს ცათა შინა, მამა ყოველთა, ღმერთი მამა-პაპათა ჩუენთა.
დაე აღესრულოს!!!
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ამენ ამენით ამენთოს!
(დედამიწაზე ყველა კალენდარი წმინდა ქალაქ იერუსალმის საიდუმლოებათა აღმოსაკითხავად არის შექმნილი მოგვთა მოგვარებით - სიმბოლურ ენაზე.)
აღმოსავალით შემობრძანდება მამალის წელიწადი, ბუდაურით. აღმოსავალით მოეფინება აქლემის, წელიწადი დღე-ღამტოლობითი მზითი და ზორობაბელურ-ელი.
აქ ლემით იაროს ისრაილმა საუფლო გზებზე შინით მობრუნებულმა ისრალში ბეთ ლემით.
( ბეთლემ - სახლი პურისა, ბეთ - სახლსა დანიშნავს, ბეთლემი - სახლი ცხოვრებისა, გინა - სიწმინდისა (სულხან-საბა ორბელიანი).