კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


I


- რას გეძახიან?
- გიორგი
- ვინა ხარ?!


მე ვარ კაცი, რომელსაც სიყვარულის უცვეთელა სამოსელი აცვია.
სიყვარულით გაჟღენთილი ვარ, სიყვარულით შემოსილი ვარ, სიყვარულით აღტაცებული ვენთები, პირადად ვიცნობ და მისი სახელიც ვიცი. არასოდეს მარტო არა ვყოფილვარ, სულ მასთან ერთად ვდარებ სიცოცხლეს ფესვიონითით წკრიალა წმიდით.


მე ვარ ხმა, ის კი ასო სიტყვაში ბმული, მისით ჩემგან თქმული.
პირველით ვიტყვი ბერი ძუ ენით, მე მას ვდარებ უდარდო ჩენით, ყვარება დიდით წალკოტნო წავდარიანდეთ.

 

II

 

ერთით ღმერთით მისით თარგეთია სამყარო.
მოვიყვანე ჰოი, დაექოვდა ჰეით, მერე ანი ან ანურით ჰვსწერე.
გავკაწრიკე ქვაზედ, ვსერე, მერე ვფიტე,
სერაფიტამარით, ხოლო ჩემმა სიტყვამ თამა მართა მამით.
ისევ ვიტყვი ენით - სიყვარული გშვენით.

ჰიონით ჰიპერიონი გიორგიაში ჰანით ან გარე უნანებელი.

 

III

 

სადღაცა შორს, ფორიაქში, ჩიტების ზღაპარს უსმენდა გული,
გონებას ტოტზე ჩასძინებოდა, ბუნება იყო სუფთა, ზღაპრული,
მე ისევ შენზე ვფიქრობდი მარტო,
დრო გამირბოდა ცელქი ბავშვივით,
სული მღეროდა შენს სახელს მარტო და გამქრალიყო ყველა აჩრდილი.

 

IV

 

ფარული ცოდნის ანგელოზების შეკრება მომიციურებია,
აღსდგა შეწევნა ჰანგთა ჟღარუნით,
აქაველითდეს საქართველოში წამ გამარჯვება, ცით სიყვარული.

 

V

 

მონატრება ხარ ჩემი თვალების,
შორს გამირბიან ფიქრები შენზე,
გაოცებები თავს მომეხვია,

დარდი დამემსხვრა ედემის ქედზე,
წყაროს თვალივით ცამცუმა ფიქრით -

შემოგეხვევი მაგ ლამაზ ყელზე.

 

VI

 

დუმდნენ დუმილით დიდით ქარები,
ელოდებოდნენ ზართა კიდებას.
დაუვიწყარი გალობდა ჩიტი,

იყო ფიქრი ნათლის კაბაში გამოწყობილი

ჩემი გული კი შენზე ხარობდა.

 

VIII

 

მტუერიდან აღვსდეგ შენს სახილველად,
გარემოცმულო სინაზის კაბით, ვნახე კდემა, სულის ვედრება,
ციცქნა ნაპერწკალს გაეთბო გული, ჩავეხუტე და გავუჩინარდი,
არ იკარგება არსად წარსული - თუ სიყვარულით აგენთო გული.

 

 

“ქვიშაში მზის სხივით ჩანახატი“


ბიბინებს ჯეჯილი და ქართა შიკრიკებს ქრისტესთან ზიარების ბრწყინვალებაზე ეჩუ მე ჩუ რჩულება და ჩუ მად ღვინოს აყოლებს, ნოე პაპას დაწურულს ჟამთა მიწურვილს, საქანელაზე კი მგლის ლეკვი უჩუმრად შემოსკუპებულიყო, ქარი არ ხევდა საქანელას, იქვე ბენი ამენი მოჭუტული თვალებით უმზერდა იესოს, ეღიმებოდა და ირგვლივ იყო მხოლოდ ნათელი.

 

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE