ჩვენ წარმოგზავნილები ვართ!
2000 წელი - ოცი საუკუნე წარიმართა ქართველი ერის ცხოვრებაში. ასე თუ ისე, მეცნიერებამ თავისი კვალი დატოვა ქართულ ცნობიერებაში მატერიის ამოსაცნობად.
წარმართდა დრო, როდესაც სულიერმა განვითარებამ ფიზიკურ განვითარებასთან ერთად უნდა აწარმოოს აწმყოს რეალობა.
გონების აჩრდილებში გამოანათა მზემ, კაცობრიობამ დაიწყო სერიოზული კვლევა: „არის თუ არა სიცოცლე სიკუდილის შემდგომ?!' აქვე დავსძენ - არის! თანაც სრულიად ჰარმონიული და სრულყოფილი.
ამ თემას ფაქიზი მოპყრობა ესაჭიროება, კანონის დონეზე განსაზღვრული. გარდაბადება ამ სამყაროდან სულიერი ყოფის სამყაროში - ტანჯვით, შიშითა და ტკივილით აღიქმება ადამიანთა მოდგმისათვის.
ზეციდან წარმოგზავნა და აქ დაბადება სიხარულით განიცდება, მაგრამ შინაარსით აღარავინ ასწავლის.
ბევრი ერთად, ერთი მიმართულებით მავალნი, ჭეშმარიტებას ვერ განსაზღვრავენ და ხშირად ცოდვის გზაზე მავალნი, სხვათაც სიცრუით მოძღვრავენ: მათი უცოდინარობით დამკვიდრებულია სიკვდილი, როგორც ბოროტის სარეველა ყანასი.
უფლის გზების შეუმეცნებელად და საკუთარი შიშის განცდებით ასწავლიან ერთჯერად ყოფას მარადიულ სამყაროში. ჩვენ, ვისაც გვწყურია სიმართლე, მარადიულობის მეუფეს, უფალ იესო ქრისტეს, იუდეველთა მეფეს, და მღუდელთ–მთავარს მოუსმინოთ და განვავრცოთ ჩვენს გულებში მარადიულთან ზიარება.
ჯერ გავცეთ პასუხი კითხვას - არის თუ არა სიცოცხლე სიკუდილის შემდგომ? - ნაზარეველის სწავლებით, სახარებით და ლუკა მახარობლის წერილით (გაიხსენეთ გუმბათებზე გამოსახული ლუკას ტოტემი - ხარი). „კაცი ვინმე იყო მდიდარი, და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა, და იხარებდა დღითი–დღე ბრწყინუალედ.
გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე მჭეთა მისთა და ქუჱ–ძურებოდა;
და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა; არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა.
იყო სიკუდილი გლახაკისა მის, და მიიყუანა იგი ანგელოსთაგან წიაღღა აბრაამისთა.
მოკუდა მდიდარიცა იგი, და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳისნი, იყო სატანჯუჱლსა შინა, და იხილა აბრაამი შორით, და ლაზარე წიაღთა მისთა.
და მან ჴმა–ჰყო და ჰსთქუა: მამაო აბრაამ! შემიწყალე მე, და მოავლინე ლაზარე, რათა დააწოს მწუჱრვალი თითისა მისისა წყალსა, და განმიგრილოს ენაჲ ჩემი; რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისათა. (დააკვირდით ეს ურთიერთობა სულეთში სიკუდილის შემდგომ ხდება.) ხოლო აბრაამ ჰრქუა მას: შჳილო! მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მჰსგავსად ბოროტი; და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის–ცემულ–არს, ხოლო შენ იტანჯები.
და ამას ყოველთა თანა შორის ჩუჱნსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ–არს, რათა რომელთა უნდეს წიაღსლუად ამიერ თქუჱნდა, ვერ ჴელეწიფოს, არცა მაგიერ ჩუჱნდა წიაღ–მოსლუად. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა;
რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რათა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯუჱლისასა.
ჰრქუა მას აბრაამ: ჰქონან მოსე და წინასწარ–მეტყუჱლნი; მათი ისმინონ ხოლო მან ჰსთქუა: არა, მამაო აბრაამ! არამედ უკეთუ ვინმე მკუდრეთით აღჰსოდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ.
ჰრქუა მას აბრაამ: უკეთუ მომსესი და წინასწარ–მეტყუჱლთა არა ისმინონ; არცაღა მკუდრეთით თუ ვინმე აღჰსდგეს, ჰრწმენეს მათ.“(სახ. ლუკასი 16; 19–30)
წერილით მისახვედრია აბრაამი და მდიდარი, მათთან ერთად ლაზარე ერთი ენით საუბრობენ სულეთში, მათ დამხმარე მთარგმნელი არ ესაჭიროებათ.
ქართველთათვის და მერე მსოფლიოსათვის განმჟღავნებულია, რომ ლაზარე კოდური სახელია ქართული ენისა.
აქაურობაში, ამ მატერიალურ ყოფაში, ქართულად მოლაპარაკე, იქაურობაში - სულეთშიც ქართულად მეტყველებს.
სულეთიდან აქეთ შემოსვლა შობით ხდება, ღმერთის ნებითა და დამიზნებით.
შობა – შობა უკვე არს არსებისაგან მშობლისა შობაჲ შობილისაჲ და არსებით მსგავსისა და თანასწორისა ბუნებით თანაზიარისა და თანამოსახელისა თვისისა მიზეზისა. ( სულხან–საბა). (ყველა ქართველისათვის გასაგებია: სამშობიარო სახლი და იქ დაბადებული ჩვილი ბავშვი, რომელიც მამის წელიდან იშვა, დედამ ცხრა თვე მუცლით გამოზარდა და ღმერთის კურთხევით შობა).
„ ხოლო იესო ჰრქუა მათ:
ამინ გეტყჳ თქუჱნ, რამეთუ თქუჱნ, რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობისა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განშჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა'. ( მათე 19; 28 )
უფალი კვლავ შობით აგზავნის ძე კაცისას, და მასთან ერთად თორმეტი მოციქული შობით არის მოსასვლელი.
ქართველებო, იცოდეთ, ადამიანი ერთხელ არ მოდის შობით დედამიწაზე. მრავალ შემოსვლით არის ამ განზომილებაში. ღმერთი წარმოგზავნის, და დედ-მამა, ვისთანაც შემოდის სული - აძლევენ სხეულს, ტანს და გვამს.
ამ ინფორმაციის განმჟღავნება ანუ სწავლება, არ აწყობს მათ, ვინაც შემთხვევით მსახური ხდება რაიმე საღმრთო წოდებით, სიცრუეზე აგებს მოძღვრებას, წარმოადგენს სისაძაგლეების ტომარას, სინამდვილეში კი - არაფერი საერთო არ გააჩნია არც ჭეშმარიტებასთან და არც სიმართლესთან.
მტკიცე იქნება და კანონიერი - სასამართლო მათ მიმართ, განშიშვლებული (ლუსტრირებული) წარსდგებიან ერისა და კაცობრიობის წინაშე! ამჟამად ასე არის წინასწარმეტყველების სიმართლის გზა.
ყველაფერს დაკარგავენ მატერიალურსაც და სულიერსაც. ასეთია ღმერთის განაჩენი მათ თავზე, ასეთია მეფის განაჩენი და ასეთია ერის განაჩენი!
ისარი–მწყვლელი განტყორცნილია მათკენ, დედოფალი აივლის თუ არა შვიდ–საფეხურს, მიზანი მიღწეული იქნება. ჩვენ წარმოგზავნილები ვართ - ყველანი თავის საქმეების დასაგვირგვინებლად.
არიელ იბერიონი
მოძღვნილი მოძღვრისაგან