ნაწილი II
ერმონი ნიშნავს მთის წვერს, სამზერს, სიდონელები ამ მთას სირიონის სახელით იცნობენ.
ამორეველები მას სენირს ეძახიან. სირიონის სახელით ცნობენ ამ მთას ფინიკიელებიც.
სენირ - ბიბლიურ ენაზე ნიშნავს ჯავშანს, დაჯავშნულს. ამ ჯავშანს კიდევ 5 სახელი აქვს: სამანქანი, ზეიდალი, ხოსროანი, ქირაფქა და ჯაბალა. ასევე აქედან გაიცა თორა, მისი სახელი უკავშირდება დაჯავშნას.
თორნი - ტანსაცვამი რკინისა და აღსანიშნავია, რომ ებრაული პური, სულიერი საზრდო დაკავშირებულია თორნე პურის საცხობთან და ნიშნავს - თორის სულიერი პური, თორნული ანუ დაჯავშნული, იგი გაცემულია ამ სიონის მთიდან, რომელსაც ერმონი ჰქვია.
ყველა ამ სახელის მატარებელ მთას სიონი ჰქვია ბიბლიურ ენაზე. ამ სახელებთანაა დაკავშირებული სიონის საიდუმლო კოდი, რომელსაც დავითის კოდს უწოდებენ მოგვნი.
ერმონი, ერმის მთა, ერმი მზესთან შეყრილი, ამ მთის სახელი უკავშირდება სამსჯავროს და საღმრთო სასჯელს. “ერმიანი - ესე იგი არს, რაჟამს საშჯელსა (სასჯელსა) შინა განსაჯონ ვინმე თვინიერ თანაყოფითა ორკერძოთა მათ მოსარჩლეთათა (მოსარჩლეთა)’’. /სულხან-საბა/
უფალიც ამას გვასწავლის: “ორი მოწმის ან სამი მოწმის მიერ აღესრულება სამსჯავროზე გამომზეურებული’’.
ამ საიდუმლოებათა გამჟღავნების ჟამი დაკავშირებულია საღმრთო სამსჯავროსთან და უფალის გამოჩენასთნ:
“და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან; და უფალმან ღმერთმან წმიდათა წინასწარ-მეტყულთამან მოავლინა ანგელოსი თსი ჩუნებად მონათა თსთა, არა იგი ყოფად არს ადრე’’. /გამოცხადება/
“და აჰა ესერა, მოვალ ადრე; ნეტარ-არს რომელმან დაიმარხნეს სიტყუნი წინასწარ-მეტყულებისა ამის წიგნისანი’’.
/გამოცხადება/
“და აჰა, მოვალ ადრე, და სასყიდელი მივაგო საქმეთა მათთაებრ. მე ვარ ანი და ე პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული’’.
“ნეტარ-არიან, რომელნი იქმოდენ მცნებათა მისთა, რათა იყოს
ელმწიფება მათი ძელსა მას ცხოვრებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად’’. /გამოცხადება/
ჩემო ერო და მერე სრულიად ისრაელო, ნეტარ არს ყოველი თქვენთაგანი, ვინაც ღირს იქმნებით ამ ქალაქის მოქალაქენი გახდეთ!
ერმონის მთაში ანუ სიონის მთაში და მის გარემო მთათა წიაღში არს ქალაქი, მისი სახელია ზენაარის იერუსალმი, დედა ყოველთა ქალაქთა მართალთა.
“და ქალაქსა მას არა უმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად; რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელი მისი არს კრავი იგი.
და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა
ქუყანისათა დიდება და პატივი წარმართთა მისგან მიიღონ’’.
/გამოცხადება/
განიწმინდენით! აღსარება და ზიარება წმინდა ჰყვეთ, ყოველნი თავთავიანთ ეკლესიებში განმზადდით, განგწმინდოთ თქვენმა მოძღვრებმა და წარდგომით მოძღვრებთან ერთად წარმოდექით იერუსალმის კარიბჭესთან.
“მე იესო, მოვავლინე ანგელოსი ჩემი, რათა გიწამოს ესე, ვითარცა თქუნ ეკკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი და ვარსკულავი ბრწყინუალე განთიადისა’’. /გამოცხადება/
ვა თქუენ, შხამიანნო ბაგითა და გუღვარძლიანო ეშმაკთ მსახურნო, ცეცლი და მავილი აღსდგა თქუენს მოსასრველად.
“ხოლო გარე იყუნენ ძაღლნი, და მეძავნი, და კაცის მკულულნი, და მწამლულნი, და კერპთმსახურნი, და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუილისა’’. /გამოცხადება/
მე კი ვიტყ: მაპატიე უფალო, შემოქმედო ცისა და ქუეყანისაო, რომელმან გამაჩინე მე, გლახაკი და მონა შენი, დიდსა სამსჯავროსა მოწყალე მექმენ.
ჩემო ქართველებო, ძმებო, ვინც ქრისტეს ძმები ხართ, ეშმაკთა წინააღმდეგ შეტევისათვის მოემზადეთ - უფლის დროშით დავცეთ ქაჯთა ციხენი!
ჩვენთან არს მართალნი შვილნი ისრაელისა, ფრიად ნატანჯნი და თავიანთი ღვთისაგან დასახული მიზნის მსახურნი, ჩვენთან არს სრულიად კავკასია, სიონი, ყველა კონტინენტი, სადაც უფალს უმღერიან და ლოცულობენ. ფილადელფია ბიბლიურ ენაზე ძმურ სიყვარულს დანიშნავს, წამოდგეს ძმობა, აღდგეს ძმური სიყვარული, ვაჩვენოთ უფალს ერთგულება და ერთიანად განვჰსწმინდოთ მთელი დედამიწა.
“და ანგელოზსა ფილადელფიის ეკლესიისასა (ძმური სიყვარულისასა) მიუწერე: ამას იტყს წმიდა იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი იგი განაღებს, და არავინ დაშას, გარნა განმღებელმან მან, და არა ვინ განაღოს
დაშული იგი’’. /გამოცხადება/
კლიტე დავითისი ფარულად და ტაბუირებულად მოცემული ფსალმუნებში - შვიდი ვარსკულავის, შვიდი მთიების საიდუმლო გასაღებია. ჩვენ ერთერთს განვიხილავთ, მეორე ცისას - ერმს (მერკურს).
“ერმი - ოტარიდი, ესე არს მეორესა ცასა ზედა, რომელსა ცასა ეწოდების ცორანო.
ოტარიდი. ესე ერმი არს მეორესა ცასა ზედა, ხოლო ცა ესე დასავლით აღმოსავალად იძვრის, წელიწადთა შინა ერთგზის გარდაბრუნდების; ამისა სახეობასა იტყვიან უწვერულისა ჭაბუკისასა შეჯურვილისა, ელთა ქონებად ძლევისასა’’. /სულხან-საბა/
მოვიხმოთ დავითის ფსალმუნი და მივყვეთ სიწმინდის გზას ცისასა, რამეთუ ნაბრძანებით - ნათქვამია:
“მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა’’.
ერმონი, იგივე სიონი
ფსალმუნი 41
“ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართა წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვუჩუენო პირსა ღმრთისასა?
იქმნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი? ხოლო მე ესე
მოვისენე და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილისა საყოფელისა საკრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა მითა სიხარულისათა და აღსარებისათა, მითა მედღესასწაულეთათა. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთს მოგისენო შენ ქუეყანით იორდანით და ე რ მ ო ნ ი თ, მთით მცირით.
უფსკრული უფსკრულსა ხადის მითა ზეგარდამოსაქანელთა შენთათა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამდეს.
დღისი ამცნო უფალმან წყალობა მისი და ღამე გალობა მისი; ჩემ მიერ ლოცვაღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა. ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყე მე, ანუ რად მწუხარედ ვრონინებ მე ჭირითა მტერისათა? შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი მეტყედ რა იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?
რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას მაცხოვარსა, პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა’’.
ყველა საღმრთო განსახლება წარსულ დროში სარმრთო პროექტით შესრულდა; ჯერ აქ შეიქმნა დაფარული საკრალური და მერე გადატანილ იქმნა სხვა ტერიტორიებზე. თუ ჩვენსას ინფორმაციული ნაკლი გააჩნია, დიდი დროის განმავლობაში გაიხრწნა და დაიკარგა, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ გამოვიყენოთ მსოფლიო ერებსა და ენებში შენახული ინფორმაცია გზათა გასასწორებლად. ჭეშმარიტად სიონი არს იდეათა სათავე მთელი მსოფლიოსათვის და რაც გატანილი იქმნა, ცოდნით დავთრგუნოთ სატანი, ანუ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლოს ღირსება, როგორც მსოფლიოს იდეათა საპროექტოსი.
კიდევ ერთი კოდური სახელი აქვს სიონის მთას ანუ იგივე ერმონის მთას. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ, მოსე მოდის მცხეთაში ებრაელებთან ერთად სიონის მთასთან.
2 სჯული, თავი 4, სტროფი 48
“მზის აღმოსავალით კერძო აროერითგან. რომელ არს კიდესა ნაღუარევთა მათ არნონისათა მი-მთადმდე სებნისა, რომელ არს ერმონი’’.
ე.ი. მეორე კოდური სახელი ერმონის არის სებნი ანუ სებინი. სებინი სამი მცენარის ნაქსოვია, გინა წნული, წნავდნენ გრაგნილის ქაღალდსაც.
"სებინი (სებენი) - ბაიასა, ხრალისა და ჭილის ნათხზი.
აკეთებდნენ სანდლებს, სამოსელს, გრაგნილთა მასალას, ასევე ფარდებსა და ფარდაგებს მცენარეულს.
სებინის სახელია მეორე სირა, ეს მატერია სპეციალურად შექმნილია რჯულის კიდობანთან მიახლოვებისას მღვდელმთავარს (მაგ. აჰრონს) რომ ეცვას, ენერგიამ რჯულის კიდობნისამ რომ არ დააზიანოს’’. /სულხან-საბა/
გამოსვლათა, თავი 28, სტროფი 32
“და იყოს პირის გარემოსი დასაწყისისა საშუალო მქონებელი
ს ი რ ა ს ა, გარემო პირის გარემოსისა ნაქმარსა ქსოით და შესარწყუმელსა მის თანა ქსოილსა მისგანვე, რათა არა განიბძაროს’’.
“სირა - (მამათა -ცხ.) ესე არს ბაიათა, გინა ჭილთა და ხრალთაგან სამ თითთა სიფართედ დასწნვიდენ მით სფირიდთა მისთანათა შეჰკერევდენ და შეიქმოდენ’’. /სულხან-საბა/
სირა - სებინი - ერმონი - ერთიდაიგივე მთის სახელია. ეს მთა
ს ი ო ნ ი ა.
სებინით ამზადებდნენ ჭურჭელს, რომელიც ენერგეტიკულად იცავდა შიგთავსს; პურს არსობისას და თევზს, საიდუმლოებათა სიმბოლოს ქრისტესას.
“და უბრძანა ერსა მას დასხდომა ქუყანასა ზედა.
და მოიღო შდი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განჰსტეხა, და მიჰსცემდა მოწაფეთა და მოწაფენი მიჰსცემდეს ერსა მას.
ჰსჭამეს ყოველთა, და განჰსძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შდი სფირიდი სავსე’’. /მათე, 15; 34-36/
“სფირიდი - არს ჭურჭელი ნათხაზი ჭილთაგან და ბაიასაგან და ხის ქერქისაგან; ზამბილი, ზმილაკი და ყოველივე თხზული, ზამბილი ხისა’’. /სულხან-საბა/
ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენს ამჟამად ტექნოლოგია ნაქსოვთა, რომელიც მხოლოდ მცენარისაგან იქმნებოდა. ჩვენი მიზანია ამოვკრიფოთ სახელები, რათა წმინდა წერილის დამისამართებით განვსაზღვროთ უძველესი ბიბლიური სცენარი.
აღმოვაჩინეთ, რომ მეორე ცის ვარსკულავის სახელთანაა დაკავშირებული სიონის სახელი, ესაა ერმონი; მერე გამოგვეკვეთა სახელი სებინი, მცენარისაგან შექმილი მასალის სახელი.
“სიონი - სამასალო, გინა დეტი, სიონი სადგური ღმრთისა; სიონი ეწოდების მაღალსა, რომელ შორით ხედვიდეს, გინა მცნება, რომელ არს გუშაგი.
სიონი - ეწოდების მაღალსა, რომელ არს ეკლესია და ტაძარი და უფალი და მცნება’’. / სულხან-საბა/
გაგრძელება იქნება...