კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი I


 

სიონის მთას, რომლის გულშიც დაფუძნებულია იერუსალმი - ერმონის მთა ჰქვია მოგვთა ენაზე. იმ მოგვთა ენაზე, რომელიც ლაზარეს ენის სამოგვო ნაწილია და რომლებიც ქრისტეს დაბადების მახარობლებად ცხადდებიან სახარებაში.


ონი - მზის ქალაქის სახელწოდებაა, ძველ კოპტურ და ეგვიპტურ ენებზე მზის და ნათლის აღმნიშვნელია.


ქალაქი ჰელიოპოლისი (Heliospolis)  - “მზის ქალაქი, ეგვიპტურად ივნუ. ამ ქალაქის სახელი ბერძუენთა მზის ღმერთის, ჰიპერიონიდის, ჰელიოსის სახელიდანაა ნაწარმოები (Hlios, Helios – მზე, ლათ. იგ. Sol). ხალხის საფიცარი, ტიტან ჰიპერიონისა და თეას (თეიას) მარად ჭაბუკი შვილია.


მზე, სამყაროს სხივთამთოველი მზის ეტლის მძლავრი მფლობელი, სელენეს და ეოსის (მთვარისა და განთიადის) ძმა, ფაეტონისა და ჰელიადების მამა.


მისი შვილებია კოლხეთის მეფე აიეტი, ჯადოქარი კირკე და მინოსის ცოლი პასიფაე (ოკეანიდ პერსეიდასაგან).  ჰელიოსს ტიტანთა მემკვიდრეა, აიეტის მამაა, ყველა შთამომავალი აიეტისა მთავარანგელოზის მზის ძალით შემოსილის - მიქაელის ქვეშ იმყოფება. ასევე ტიტანთა მემკვიდრე - მისი ოჯახის წევრებია: სელენე (Selene, Selenaia, Mene - მთვარე, ლათინურად Luna, დეა ლუნა) - მთვარის ქალღმერთი (ქართული შესატყვისობა მთვარისა), ტიტან ჰიპერიონის და თეას ასული, ჰელიოსის და ეოსის (მზის და გნთიადის) და, ჰელიოსის ცოლი, კოსმოგონიური წყვილი, როგორც ბიბლიური ადამი და ევა.


ტიტანის სევდიან ასულს ეძახდნენ ფებეს, რადგან აპოლონ ფებოსის დად ითვლებოდა (ფებოსი - სხივოსანი), მეფე აიეტის მამიდა, ასევე დედინაცვალიც.


აიეტი (Aietes, Aietos – არწივი) - ძველი კოლხეთის მეფე, მითიური ძლიერი მბრძანებელი. აიეტი მზის ღმერთის - ჰელიოსის და მისი მეორე ცოლის პერსეიდას ვაჟი, იდიიას ქმარი, კირკეს და პასიფეას ძმა, გრძნეულ მედეას აფსირტეს მამა. მის დროს მოხდა არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში, ოქროს საწმისის გატაცება და დიდი დევნა, რაც ყველაზე ვრცლად და ოსტატურად მოთხრობილი აქვს აპოლონიოს როდოსელს თავის “არგონავტიკაში’’.


სელენეს - მთვარის ქალღმერთს ტიტან ჰიპერიონისა და თეას ასულს, ჰომეროსი მას მარად სხივოსანს, ბრძენს, მშვენებით სრულს, “თეთრკულულებიან ქალღმერთს’’ უწოდებს.


სელენე, იგივე მთვარისა, ქართველ ქალთა მფარველი ქალღმერთია, გრძელი ფრთებითა და ოქროს შარავანდედით დამშვენებული.


თუ მისი ძმა ჰელიოსი ოთხცხენა ოქროს ეტლით დანავარდობს ცის ტატნობზე და ყოველ არსს თვალს ჭრის, კეთილი სელენეს ეტლი ვერცხლისაა, წყნარად მიდის დაბინდულ ცაზე, მშვიდი შუქით ახარებს ადამიანებს.


ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით, მთვარის ანგელოზი ანუ მთვარის ძალით შემოსილი - გაბრიელია; მთავარანგელოზი “დაბადების მაცნე’’ და დედათა შემწე, უმთავრეს საიდუმლოებათა მფარველი, ქართველ ქალთა მფარველი ანგელოზია და დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ანუ ჩვენი სამშობლოს - საქართველოს მფარველი ანგელოზია.


იესოს დაბადების ადგილს მოგვებმა ცის გზით მიაკვლიეს, ანუ ვარსკულავთა საიდუმლოების ამოხსნით.


ჩვენც შევეცადოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია ლაზარეს ენით გავშიფროთ და აღვადგინოთ წარსულის მკვიდრ ქართველ მოგვთა კოსმოგონიური ხედვა.


ონი, როგორც მზის ქალაქი, ხილული და არა დაფარული - რაჭაში მდებარეობს, სიონის მთიდან ანუ ერმონიდან (ერმ-ონი) ჩრდილოეთით, ხოლო დაფარული ქალაქი იერუსალმი, სიონის გულის ქალაქი ანუ ერმონის მთის ქალაქი დაფარული, მდებარეობს მცხეთის რაიონში.


ონი - მზესთან კავშირში განვიხილეთ მითოლოგიური ინფორმაციით, ეხლა განვიხილოთ ერმი (ერმი + ონი = ერმონი). ჩვენი მიზანია - წიაღის ოქროს ქალაქი იქრუსალმი, იგივე იებუსი, სამზეოზე გამოსაბრწყინებლად შევამზადოთ.


ერმი - წარმათული ღმერთი ქართულ მითში. “ერმი, ესე არს მეორესა ცასა ზედა, რომელსა მას ცას ეწოდების ცორანო’’. /საბა/ იგივე ჰერმესი, მერკური, ოტარიდი.


მერკური (ლათ. Merkurius, Merx, არქ. Mers - საქონელი, ნივთი; Mercatura - ვაჭრობა, მოგება; მერკატორ - ვაჭარი), ბერძენთა ჰერმესის რომაული ორეული, იუპიტერისა და მაიას შვილი, ღმერთების გონიერი შიკრიკი, ფრთოსანი ელჩი და მაცნე, თავიდანვე ვაჭრობის და მოგების ღმერთი, ასეთი ხასიათის გამო იმთავითვე მოხდა ჰერმესთან გაიგივება და ბერძენთა ღმერთის სხვა თვისებებიც გადაიღო.


მერკური ითვლებოდა ლირის გამომგონებლად, ტანვარჯიშის და სავაჭრო გემთა მფარველად. რომში მერკურიუსს ეძახდნენ მის ბიუსტსაც - ჰერმას, და მერკურის დღეობას 15 მაისს იხდიდნენ, მარტის იდებში; საკმეველს უკმევდნენ, მეტადრე ვაჭრები ეთაყვანებოდნენ.


მას და მაიას დიდ ცირკთან აუგეს პირველი ტაძარი (495 ძვ.წ.) და შექმნეს ვაჭართა კოლეგია - მერკურიალი. ერთ-ერთ ჭიშკართან კი აუშენეს საკურთხეველი, სადაც ვაჭრები მერკურიუსის წმინდა წყლით ნამავდნენ საქონელს, რათა ავი თვალი არ სცემოდათ. მისი სახელობის წყარო (აკვა-მერკურიი) ვია აპიაზე იყო, კაპენას ჭიშკართა-მერკურიი) ვია აპიაზე იყო, კაპენას ჭიშკართან.


გამოკვლევები მოგვაპოვებინებენ ინფორმაციას, რომელიც დიდ-ვაჭრებს დააკავშირებს წმინდა ქალაქ იებუსთან - რომელ არს იერუსალმი.


ჰერმესი (Hermes, “მაუწყებელი’’, ლათ. Mercurius, მერკური, უძველეს ბერძნულად სტილბონ) - ზევსისა და ატლანტის ასულის - ნიმფა მაიას ძე, ძველი არკადიის კილენეს მთაში შობილი.


კილენე (Kyllene) ლიკაონის მეუღლე, მთის ნიმფა, ჰერმესის გამზრდელი.


ამავე სახელს ატარებს მთა და გამოქვაბული არკადიაში, სადაც დაიბადა ჰერმესი, სწორედ ამ გამოქვაბულიდან გაეპარა დედას - მაიას ჰერმესი ღამით, მოიპარა აპოლონის ჯოგი, დამალა და ისევ აკვანში ჩაწვა; იქვე დაამზადა კუს ბაკნის ქნარი (ისეთი, როგორიც დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა).


(ქნარი დაკავშირებულია ვარსკულავ ვეგასთან და ვარდნილი არწივის თანავარსკულავედთან, ამაზე ნაშრომს ანუ ამ თემაზე კვლევას ცოტა მოგვიანებით წარმოგიდგენთ).


ჰერმესი ლიკაონთან გაიზარდა (საქართველოში სოფელ ლიკანთან), არკადიის მთაში და ამავე სახელობის გამოქვაბულში. არკადი დაკავშირებულია დათვის თანავარსკულავედთან, - ზევსისა და კალისტოს ვაჟიშვილი, მამამთავარი არკადიელი ხალხისა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.


არკადია - “საბერძნეთის სამოთხე’’, მწყემსთა და მწყემსური პოეზიის სავანე, პელოპონესის ძველი კლასიკური მხარე, პოეტების განდიდებული შუაგული (მივალ შუაგულ სიონში, დავივანებ მთასა წმიდასა, და მთაწმინდას დაერქმევა საბაოთ უფლის მთა. /ფსალმუნი/)


არკადი (არკას, არკადოს) - ზევსის და კალისტოს ვაჟიშვილი. მან ასწავლა არკადიელებს მატყლისგან ქსოვილის დამზადება და რკოს ნაცვლად პურის მოყვანა.


არკადის სახელთანაა დაკავშირებული მენახირის ხომლიც და ერთერთი ულამაზესი ვარსკულავის - არქტურის სახელიც. (არქტური მენახირის ხომლსაც ეწოდება და ცალკე უნათლეს ვარსულავსაც ამავე ხომლიდან). არქტოს - ბერძნულად ძუ დათვიცაა და ძუ დათვის თანავარსკულავედიც, დიდი და პატარა ძუ დათვიც, პოლუსიც და კენტავრის სახელიც, ხოლო არქტური, არქტოფილაქსი - “დიდი ძუ დათვის დარაჯი’’, მწყემსი, მენახირის თანავარსკულავედის უნათლესი ვარსკულავიც.


არქტური (Арктур, Arcturus) - ვარსკულავი მენახირის თანავარსკულავედისა, ეკლიპტიკაზე სასწორის თანავარსკულავედის (24° 56’) 25 გრადუსით აითვლება. ამ ვარსკულავის ბუნება მარსისა და მერკურის ბუნებას აერთიანებს.


ერმონი, სიონის მთის ბიბლიური დასახელებაა მოგვთა ენით. ამ სახელში გაერთიანებულია ორი პლანეტის - მზისა და მერკურის სახელები. ერმი - ქართული დასახელებაა მერკურის და ონი - მზის ქალაქის, ჰელიოპოლისის დასახელებაა.


ეს სახელწოდება მინიშნების გარდა, მეორე და მეოთხე ცების პლანეტების კოდური სახელია, თანაც ქართულად ნაწარმოები:


ერმი + ონი = ერმონი = სიონი


ასევე მოიმწყვდევს მოგვურ საიდუმლოს, რომელიც რეალურ დროში, წინასწარმეტყველურ დროში - დასასრულისა და დასაწყისის ნიშანია.


ერმისა და მზის შეერთება ამა წლის 26 აგვისტოს მოხდება, გარდა ამისა მეორე ნიშანი - “მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს’’, აპოკალიფსური მინიშნებაა ბოლო ჟამისა.


მართლაც, აგვისტოს თვეში ორი დაბნელებაა: 7 აგვისტოს სავსე მთვარეობას, მთვარის დაბნელებაა და მთვარე მერწყულის თანავარსკვლავედში იქნება. ამ დღის სიმბოლო მტრედია. მზე ლომის თანავარსკვლავედის (16 °) მეთექსვმეტე გრადუსში იქნება, რომელიც ნეპტუნს ეკუთვნის და რთული კონფლიქტური ველის შემქმნელი პლანეტარული წყობაა. თუმცა ჯობია დაანთო სანთელი, ვიდრე სიბნელესთან კონფლიქტში ჩაება, - ასე გვაფრთხილებენ მოგვები.


მეორე დაბნელება, ახლა უკვე მზისა 21 აგვისტოს მოხდება. მთვარე ქალწულის თანავარსკვლავედში იმყოფება ამ დროს, ხოლო მზეს (29 °) ოცდაცხრა გრადუსი ლომის ზოდიაქოსი ეკავება. ეს გრადუსი მზის გრადუსია და ასხივებს თანხმობასა და ჰარმონიას. ამ დღეს ახალმთვარეობის პირველი დღეა და რასაც იმსახურებ - იმას მიიღებ. (ოჯახის გამოლოცვის დრო, გენთოთ სანთელი და დალოცეთ ოჯახის ყველა წევრი).


გახსენებისათვის:


ეს ქალაქი მსოფლიო რელიგიური განვითარებისა და სამყაროს ჭვრეტის ქალაქია.


ეს ქალაქი - დედა-ქალაქია მსოფლიო ერების, ტომებისა და თესლების.


ამ ქალაქში იმყოფება წმიდათაწმიდა საკურთხეველი, სადაც ადამი იკურთხა. იმ დროს, როდესაც ღმერთის პირველ მღდელმა და მეფემ ამ ქალაქისამ აკურთხა ისრალის პირველმწყემსი და მამა, პირველი პატრიარქი აბრაამი, გახსნილი იყო ერთი კარიბჭე, რომელიც ბუების ხეობაში იმყოფება; ამიტომაც ამ ქალაქის ერთერთი უძველესი სახელია იე-ბუ-სი (იე - ეს არის ულტრა-იისფერი  სხივის, რიგით მეშვიდისა და ბუ - სიბრძნის, და სიბრძნით კავშირი სი - მუსიკალური ბგერის არსთან. ეს ბგერაც მეშვიდეა რიგში და ორთავე რიგთა ბოლოში დგას. სიბრძნით დაკავშირებული ბგერა და ფერი გასაღებია მრავალი კოდისა).


მწყემსთა-მწყემსი, მეფეთა-მეფე, მოგვთა-მოგვი, მღდელთა-მღდელი, მოძღუართ-მოძღუარი, ვაჭართა და დიდვაჭართა მეუფე, ხე სიცოცხლის დარაჯი, ცივილიზაციების ზე-მამა - უფალი მელქისედეკია.

 


 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE