კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ბავშვობაში გიოს მეძახდნენ

 

ჩემით და მხოლოდ ჩემით ვიტყ ერთს, ერთადერთს ღმერთს ვანდე ჩემი სამშობლო და უეჭველია სწორად მოვიქეცი.


მე კაცი ვარ, უმცირესი ჩემი ერისა, ერთი და ერთადერთი გიო, როგორც ბავშვობაში მეუწყებოდნენ.


თორიანი ცა ვარ და ხარებითი წიგნის მცველიც. ამამაღლებელ ღმერთსა ვთხოვ მიმიკერძოოს ჩემი სურვილით, მომიტევებდეთ ლომობასა და არწივილითა ვარ ბმით თქუენთან, გეანდერძეთ თავით ჩემით, აღეთღანით გულნი თქვენნი.


გიორგი იონთა ჰიპერიონი


 

გზა უფლის სახლისაკენ სადიდებელით


 

თბილი და სასიამოვნოა გამოღვიძებული თბილისის ფიქრები და სუნთქვა.


პატიოსანი სახელის დაბრუნების დროა, ცისკრის ვარსკვლავის სხივთმოფენა იწყება!


თითქოს წარმოუდგენელია ამდენი “ჭრილობების’’ შეხორცება, მაგრამ გენერალური ფიქრი მაძლევს ძალას - ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.


ხოდა, ჩემო ტკბილი ერო, სტუმარ-მასპინძლიანო -  ღმერთს ვენდობოდეთ და ვეზიაროთ მისით ჩვენს მომავალს.


აღსდგეს! აღსდგეს ერი ქართველი აღსადგომელსა ჟამსა თვისსა. ჩვენ ვჭირდებით მთელ მსოფლიოს ღვთაებრივი პურის მისაწოდებლად. უკვე მრავალში აღარ იწვევს ეჭვს ის საიდუმლო, რომელსაც ლაზარეს საიდუმლო ჰქვია.


ჯაჭვი სიცოცხლისა უწყვეტია ჩვენს ლამაზ პლანეტაზე, რომელსაც ქართველები დედა-მიწას ვუწოდებთ. დაფარულ იერუსალმსაც დედას უწოდებს წმინდა წერილი. დიდი დედა, დედა-ქალაქი, დედა სამშობლოს გული  - სიონი, დედა სამყაროს გულისცემის სასმენელი წიაღი.


“არამედ მოსრულ ხართ თქუნ მთასა სიონსა, და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალიმსა ზეცისასა და ბევრეულისა ანგელოსთა კრებულსა. და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, და ღმრთისა მსაჯულისა ყოველთასა, და სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთასა, და სჯულსა მის ახლისა შუა-მდგომელისა იესოსა, და სისხლითა პკურებასა, უმჯობესსა თქმულისა მის აბელის მიერ.


ეკრძალენით, ნუ უკუ ვინმე იჯმნათ მეტყულისა მისგან’’.

/ებრაელთა 12; 22-25/


ჩამოვთვალოთ უპირველესად, ქალაქში ვისთან შეხვედრა გვიწევს:


რა თქმა უნდა, ღმერთთან შეხვედრა, მასთან, ვისაც ვევედრებით და მამას ვეძახით; ეს ხომ ქალაქია ღმრთისა და “ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა’’.


წერილით მოპატიჟებულთ “მოსრული’’ ჰქვია, მოსილი + სრული, ანუ შემოსილი ცოდნით, გარკვეული სად ვართ დაპატიჟებული, სრული.


ასევე მოს + რულით, შემოსილი მთვლემარებით, მედიტაციაში მყოფი თანამედროვედ მირქმული, გონების თვალით დანახული.


(რული - მცირე რამ ძილი, იგივე ჰრული; /საბა/) გასაღებს სიტყვისას მივყავართ დავითის ფსალმუნამდე.


“მოისენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი’’.


(ერთერთი ნეტარება: “ნეტარ არიან მშვიდნი სულითა, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა’’.)


“ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა: უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა. ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენება ორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისა და საყოფელი ღმრთისა იაკობისი’’. / ფსალ. 131/


(დავით ეფუცა უფალსა და აღუთქუა, კვლავ ვპოვებ ადგილსა მერმესა მას შობასა, სადაც საყოფელია ღმრთისა იაკობისი. ანუ დავითი ამბობს: კვლავ დაბადებისას მე მოვალ იმ ადგილზე სიონში, სადაც აღუთქუა კვლავ დაბრუნება.)


“ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა’’. /ფსალ. 131/


(ევფრათა პირველ სახელი ბეთლემისა, სადაც დაიბადა დავითი - მეფე წინასწარ-მეტყუელი. და აქ ამ ადგილას დაიბადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.)


“და სიტყუა-იგი ორციელ-იქმნა, და დაემკვიდრა ჩუნ შორის, და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება, ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. იოანე ჰსწამა მისთს, ღაღად-ჰყო და ჰსთქუა: ესე არს, რომლისათს იგი ვჰსთქუ, რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს. და სავსებისაგან მისისა ჩუნ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ.


რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა; ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესოს მიერ იქმნა.


ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოსთქუა’’. / იოანე 1; 14-18/


რამდენად მნიშვნელოვან ადგილზეა ნათქუამი დავითის სიტყუები კვლავ დაბრუნებაზე იეუსალმში ანუ სიონში. კარგად დააკვირდით!


“შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერნი მისნი. აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმინდისა შენისა’’. / ფსალ. 131/


(აქვე ხაზს გაუსვავ კიდობანის კვლავ გამოჩენის საკითხს. დღეისდღეობით ცნობილია, რომ რჯულის კიდობანი 26 საუკუნე დამალულია კაცთა თვალთაგან.)


“მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ’’. /ფსალ. 131/


იხარებდენ სახარებელით სახარებიდან!


“დავითისათს, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა. ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.


და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა. რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკდრებელად თსთა: ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკდრო, რამეთუ მთნავს ესე.


ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა. მღუდელთა მისთა შევჰმოსო ცხორება, და წმინდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.


მუნ აღმოუცენო რქა დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხლი, ხოლო მის ზედა აღყუავნეს სიწმინდე ჩემი’’. /ფსალ. 131)


რომ არ დაიბნეთ არავინ, მიჰყევით აზრის ფენასა, იქ, სადაც მოსე ღმრთის ნებით ეზიარა საიდუმლოებას ღმრთისას, მან - მოსემ დედანის მსგავსად შექმნა ასლი ყოველივესი, რაც იხილა.


“ხოლო თავად, თქმულთა მათ ზედა, ესე არს: ესე ვითარი გვივის ჩუნ მღუდელთ-მთავარი, რომელი დაჰსჯდა მარჯუნით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, წმიდათა მსახური კარვისა მის ჭეშმარიტისა, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან.


რამეთუ ყოველივე მღუდელთ-მთავარი შეწირვად მსხურპლისა და შესაწირავისა დადგინებულ-არს: ვინაცა უღირს მასცა, რათა აქუნდეს რამე, რომელი იგი შეჰსწიროს.


რამეთუ უკეთუმცა იყოს ქუყანასა ზედა, არამცა იყო მღუდელი: ყოფილთა მათ მღუდელთა შემწირაველთა, მჰსგავსად ჰსჯულისა მსხუერპლთა, რომელნი იგი სახედ და აჩრდილად ჰმსახურებენ ზეცისასა მას, ვითარცა იგი ბრძანება მოიღო მოსე, საქმესა მას კარვისასა: რამეთუ იტყს, ვითარმედ იხილე და ჰქმენ ყოველივე მჰსგავსად სახისა მის, რომელი გიჩუნე შენ მთასა ზედა’’.

/ებრაელთა 7; 1-5/


ასევე წაიკითხეთ გამოსვლათას 25-ე თავი და მიხვდებით, რა გადაიტანა “დედნებიდან ასლებში’’ მოსემ.


“იხილე, ჰქმნე წესისაებრ ჩუენებულსა შენდა მთასა ზედა’’.

/გამოსვლ. 25; 40/


დასასრულისა და ახალის გზაჯვარედინზე, ადამიანთა განვითარების ეპოქათა საფეხურებზე, აბსოლუტური ჩართვა ხდება უზენაესისა, მამის ჩუენისა. დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა წინასწარმეტყუელების ტაბუდადებული ინფორმაციის გახსნა და განშლა მერგო წილად.


ერთს ვიტყვი მარად სათქმელსა:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ამინ - ამენით აენთოს საიდუმლოება მეფისა.


 

 


 

 

 

ბოლო ორ ფსალმუნს მეთვრამეტე კანონისას ვუძღვნი იბერიონთა საძმოს

და მათ ოჯახის წევრებს

 

გალობა აღსავალთა

 

აჰა, ესერა რა-მე კეთილ, ანუ რა-მე შუენიერ, არა-მე

დამკდრება ძმათა ერთად? ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამართა ზედა სამოსლისა მისისათა; ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა; რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხორება უკუნისამდე’’. /ფსალ. 132/


(აერმონი - მოწყვეტაეცთა;

მოწყვეტა - დახოცვა;

ეცთა - გველნიცა მეცად ითქმიან და უფროსად ეშმაკნი, მეცნი სულთა მიმტაცებელნი. /სულხან-საბა/)


აერმონი ადგილია, სადაც ქაჯეთის ციხის აღება მოხდა, სადაც “ვეფხისტყაოსნის’’ გმირებმა დახოცეს ეშმაკნი.


მადლობა უფალს იმისთვის, რომ არ მიუტოვებივარ ამ ბრძოლაში, არც იმ მოწამეობრიობისას, როდესაც ვეშაპს ხახას ვუპობდი და არც დასაბამისეული ბოროტი გუელვეშაპი რომ მოვჰკალი ვყოფილვარ მარტო.


მამის, ძის და სულიწმინდის ძალით გამოუღე გუერდი, ერთ აღმაპირულ განთიადს მიჭვრეტილი, მესამესა ვეშაპსა.


და აღიძრა ახალი!


ვინცა ცნა - რა ვქმენ, მშვიდდა და გახედა მომავალს იმედით. ვინცა ესწრო დროს და ფიქრებს - რწმენის ბეჭედით იმოსა. ვინც სიხარულით მიცნო - მოირბინა და გულში ჩამიხუტა! სიყვარულის ცეცხლში გაეხა სიცოცხლიანში.


 

გალობა აღსავალთა

 

აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. ღამესა აღიპყრენით ელნი თქუენნი წმიდათ მიმართ და აკურთხევდით უფალსა. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა. დიდება. /ფსალ. 133/


სრულიად საქართველომ და ღმრთისაგან რჩეულმა იუდამ,

ისრალთან ერთად ილოცოს, რათა ღირს ყოს მლოცველი უფალმა ღმერთმან, ღმრთის ნებით შევიდეს სახლსა უფლისასა და ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.


 

 


 

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი (კენჭა-ბერი)


13 მარტი მე-16 მთვარის დღე (სიმბოლო მტრედი),


მზე - ერმის სადარაჯოზე, 24° თევზებისა

 

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE