ნაწილი I
გავმსჭვალავ ფიქრებით შენს მთებს, გონებით მოვივლი შენს მდინარეებს, ჩურჩულით ჩაუთქვავ მომავალს შენს წყაროებსა და ვასწავლი ჩემი გულის ჰიმნს სიოს, შენს ვარსკვლავებში დაბადებულ სუნთქვას ქარისას.
მრავალჟამიერ! შენს ერს სიცოცხლე! ბავშვების ჟრიამული ოცნების გზებს მოეფინოს და მოდარაჯე მთავარ-ანგელოზი მოელვარე მზით, თეთრი გზითა მახლით აცოცხლებდეს მიზნის მთვარით აღკაზმულ ბედს.
უზენაესმა დაგლოცოს წარუსვლელ-მოუსვლელად სახლში დაბრუნებული. იქ, სადაც დაიბადე, იქ მიიძინე, იქვე იღვიძე, იქვე აღივსე.
სამზადისია შენი ხარების, ძუელ დროს გაატანე აღსარებით ყოველი შენი შეცდომა, ნუ გამარტოკაცდებით ცოდვაში ჩარჩენილები.
არ დაგავიწყდეთ ქართული ეკლესიის სულიერი სიმაღლე, დიდ დღესასწაულთან ზიარებას - დიდი განწმენდა უფენია წინ.
სიონის ასულნო, გაიხსენეთ თქვენი ღირსების გზა, ქედმაღლობა და ამპარტავნება ღუპავს მთელს ერს. აღზრდის სათავეში დაგაბრძანათ ღმერთმა, სამაგალითო ღირსებით შეგმოსათ ღმერთმა, აღდგომით ეზიარეთ.
ყოველგვარი ვაკხანალიისაგან იცავდა ქართველი ქალი თავის კუთხეს, თავის ოჯახს, თავის სამშობლოს. ქალური სიწმინდის ცეცხლი ენთო ქართველი კაცის ოჯახში და კერიის შუაგულში აღმართული იყო სიწმინდის დედაბოძი, ჯვრებითა და კოსმოსური სიმბოლოებით აღკაზმული.
წარმომავლობა დაიზუსტეთ და გაიხსენეთ: საქართველოს შვილები ხართ, დედა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე დაბადებულები, კავკასიონის ლამაზი მთებიდან მობერილი სიო ეჩურჩულება თქვენს გულებს, ყური დაუგდეთ! თვალი გაახილეთ! სიყვარულს ნუ ავიწროებთ თქვენს სულებში, მიეცით ფართო გზა სიყვარულს, სიხარულთან იმეგობრეთ, სიწმინდეებთან წმინდა საქციელი ყავთ და არ დააყოვნებს ღმერთი, უზენაესი მოგწმენდთ ცრემლებს თვალებიდან და ტირილი სიხარულით შეგეცვლებათ.
ნუ ყოყმანობთ, გადაადგით ნაბიჯი წინ სიკეთისკენ, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია, ღმერთი გესაუბრებათ თქვენ! თქვენს გულის-ყურს შეუძლია ამ საუბრის მოსმენა! იჩქარეთ მშვიდად და ისწრაფეთ მიზნით მხოლოდ წინ! წინ! წინ! ძველი სამოსელი, ძონძები და ძაძები ცეცხლში! ის ჩვენი არაა!!! სასწრაფოდ გააღვიძეთ ქართული კულტურა, არ დაბადოთ ცუდი, ლაგამი ყოველ აღვირ-ახსნილობას!
სივრცე მარაგით განისაზღვრება, სიტყვა და ფიქრი აღავსებენ ქართულ სივრცეს, ამ სივრციდან ნაგვის გადაყრის დრო მოვიდა! რით უნდა ჩანაცვლდეს?! - ლოცვით, გალობით, ჰიმნებით, ერთმანეთის დალოცვით, სიყვარულით, რწმენით, იმედით, პატიოსანი მუშაკობით, ღვთაებრივი ხელოვნებით, ჭეშმარიტი მამობით, ძმობით, დამსახურებული ლხინით, ჭეშმარიტებით გაზომილი სიმართლით, კაცთმოყვარეობით, სამშობლოს სიყვარულითა და სრული გააზრებით. რა ენაზე ვსაუბრობთ! აუცილებელია ქართველმა იცოდეს სამივე დამწერლობა. სამივე დამწერლობით უნდა სარგებლობდეს ამ მიწის ყველა შვილი. მარტივად საცხოვრისი არაა საქართველო, დიდი შრომა დასჭირდება ქართულად აღზრდილის წოდება რომ მიიღოს კაცმა, დედა-კაცი იქნება თუ მამა-კაცი.
ყოველმა ქართველმა უწყოდა, რომ ერთჯერადი არაა საქართველოში დაბადება. შემდგომ შემოსვლას დედამიწაზე დაბადებით ქართველად - დამსახურება ესაჭიროება.
ზესწყობის-წყობით, უზენაესისაგან განმარტებულით, აღდგენილი კავშირით ზეცასთან, რომელიც ქრისტეში დამსახურებით ხდება, მოიპოვება რანგობრივათაც და ხალასით სიმარტივით. არჩევანი გაკეთებული გაქვთ ყველა ქართველს, მაგრამ ცდილობს მაცდური ძალად დაგავიწყოთ ის - რაც გეკუთვნით გენით, სხეულით, ტანით, გვამით, სულით, სამშვინველით, სისხლით, ცრემლით, თვალის ჩინით, სიტყვით, უზენაესის კანონითა და უდიადესი კურთხევით.
შემოგზავნილები არიან მაცდური სიტყვის დამატრიალებლები, რომლებიც ძალას აცლიან ერს, ცდილობენ თვითშთაგონების დონეზე მიიყვანონ თვითოეული ჩვენთაგანი.
ვითომდა ქრისტიანული მრწამსით განსაზღვრეს და განსაჯეს, ჩაჯდებიან ახალბედებში და იწყებენ წყევლის შეპარებას: “არ ვვარგივართ ქართველები’’ - ათას ადგილას იტყვის, ათას სულს დაანაგვიანებს, ათას სიცოცხლეს მოწამლავს. არ გავაგრძელებ, მიმიხვდებით ვისზეც ვლაპარაკობ. არა! - უთხრათ მათ, მხილებული ყველასგან, გარბის ქართული სივრციდან. სიტყვიერი ცოცხით უნდა მათ მოშორება და სულიერი ფიწალით განფიწვლა.
რა თქმა უნდა, ტრაბახი არ ვარგა, მაგრამ რაც დაგვიმსახურებია, ჯერ ის ჩამოვთვალოთ მთელმა ერმა.
პირველს, საოცარს და სანუკვარს ვიტყვი მსოფლიოს გასაგონად: ჩვენ, ქართველებმა, ქრისტე გულში ჩავიხუტეთ, მისი მოციქულების მოწაფეებად ვიქეცით და შეუყევით ტვირთიან აღმართს იუდეველთა მეფისას. ეს უტყუარი, ისტორიული, ოც-საუკუნოვანი ფაქტია.
ჩვენი გზა - სამეფო გზაა და ამ გზის სათავეშიც და კვალშიც წინ მიგვიძღვება უფალი - უფალი, მეფედ-მეფე და იუდეველთა მეუფე! ყოველი - ქრისტეში შეყვანილი ქართველისაგან არს ნავსი ერისა. როგორც ქრისტეანი და მართლმადიდებელი ერი, რანგით იუდეველი ანუ აღმსარებელი და სიყვარულში სიყვარულით მპატიებელიცა და მომფერებელიც.
ამასთანავე ჩვენი გზა მზიდია სამოგვო და სამეფო ტვირთებისა, სამოციქულო განათლებისა, აკადემიურობით, ისტორიულად სამ “გიგანტზე’’ დაფუძნებული, სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმინდისათა, გელათის, გრემისა და იყალთოს, ქრისტეს სამ-ვეშაპად წოდებულ აკადემიებისა.
ცასთან კავშირი უზენაესის სისრულითა გვაქვს შემეცნებული და შესწავლილი, რომელსაც სვეტი-სიცოცხლისა ჰქვია და თვით არის სვეტიცხოველი, ანუ ცოცხალი გზა სიცოცხლისა - სიდონიას მისტერიალური საიდუმლოს აკვანი აქ არის დარწეული, ბევრი რამ ჩუმად სათქმელი, ბევრიც საჩურჩულო, ბევრი საიდუმლოდ შესანახი მომავალი თაობებისთვის და ბევრი შემზარავად განუმჟღავნებელი სივრცისათვის, ოლო განდობილთათვის შინაგანი ცეცხლი და ზიარებულთათვის უძირო სიბრძნე.
ამ გზაზე მავალ ერს - უფლის საიდუმლო ერი ერქვა ყოველთვის! დაფარულში მყოფი ერის სიძლიერეს, მისი დაფარულში ყოფნის ხარისხი განსაზღვრავდა ყოველთვის! იგი ქრისტეს ფარული ზიარების საიდუმლოებათა მცველი იყო. ეს ერი წერილობითისა და გარემოში განცდილის გატაბუირებით იყო, არის და იქნება ყოველთვის, მცველი ჭეშმარიტებისა, ერი - სისხლითა და ორცით, ზე-სულის სულთა განსაზღვრებით ყოველთვის!
ქრისტეს სიძლიერე - მის მოწყალებაშია და არავინ იქნება მიტოვებული, დაჩაგრული, თვალცრემლიანი, უნუგეშო, ქართველი მღვდლობაც მონდომებით დარაჯობს ქრისტეს შვილთა მომავალს.
გადაწყვეტილება მიღებულუა და უახლოეს მომავალში ქართული ეკლესია ჩაერთვება თვითგანწმენდისა და ერის განწმენდის საქმიანობაში.
კავკასიაში არცერთ გორაკს, მთას, მწვერვალს არ დატოვებენ სასახელო ქართველი მღვდლები, რომელზედაც არ აშენდება ქართული ეკლესია, და რომ კაცობრიობის არცერთმა მეცნიერმა აღარ იდავოს ქართულ კულტურასა და დამწერლობაზე, ყოველი ეკლესია აღიკაზმება ჩუქურთმებითა და ქართული წარწერებით ლოცვისა.
უმოსავლიანო კუთხეებში და ველებში დადგავენ კურთხევის დაფებს, ქართული დამწერლობით შესრულებულ ლოცვებს. ყველა კუთხე-კუნჭულს მოივლიან ქართველი მამები ჯვრებითა და ხატებით, ვედრებითა და ლოცვით, მთელი მსოფლიო განცვიფრდება იმდენი სასწაულის მომსწრენი გახდებიან, ოღონდ ჯერ დასასრულის ღირსეულად გავლაა საჭირო.
დასასრულისათვის კი ნაბრძანებია!
“ხოლო მე გეტყ თქუნ, რამეთუ ყოველი სიტყუა უქმი, რომელსა იტყოდენ კაცნი, მიჰსცენ სიტყუა მისთს დღესა მას სასჯელისასა, რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე, და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
მაშინ მივიეთმე უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და
ჰრქუს: მოძღუარ! გუნებავს შენგან სასწაულისა ხილუად. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს; და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინასწარ-მეტყულისა.
რამეთუ ვითარცა იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე.
კაცნი იგი ნინეველნი აღსდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა, და დაჰსჯიდენ მათ: რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონასსა; და აჰა ესერა, უფროს იონასსა არს აქა.
დედოფალი იგი სამხრისა აღჰსდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა, და დაჰსაჯოს იგი; რამეთუ მოვიდა კიდით ქუყანისათ სმენად სიბრძნესა სოლომონისასა; და აჰა ესერა, უფროს სოლომონისსა არს აქა.’’ (მათე: თავი12; 36, 42)
უნიკალურადაა მითითებული კონკრეტული ადგილი, დრო და სივრცე უფლისაგან.
ადგილი წინასწარ-მეტყულთა და მეფეთაა, ამას მიგვანიშნებს იონასსა და სოლომონისს მოხსენიება უფლის წინასწარ-
მეტყულებაში.
წინასწარ-მეტყულთა ტოტემი არწივია, ხოლო მეფეთა - ლომი. სინქრონიზირდება ორი ენერგია - არწივისა და ლომის, სფინქსირდება მესამე ტოტემთან - ხართან, ვინაიდან ნაბრძანებია სასწაულის ადგილი - “გულსა ქუყანისასა’’. ამას ემატება ანგელოზებრივი სახე კაცისა, რომელიც აღასრულებს საღმრთო მისტერიას.
“და შექმნა ღმერთმა კაცი სახედ თსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი’’. (დაბად. 1, 27)