ამითენდეს! გაგითენდეს, ერო უფლისა! გლოცავ მამითა და ძით და უფაქიზესი სულით მნათით - სული-წმიდით.
მოგანიჭოს განწმენდის გზა შემოქმედმა მამა ზეციერმა, ზეციური კურთხევით აკურთხებდეთ ღმერთსა ყოველი განსაცდელისა გამო, და გულწრფელად შეჰხაროდით მომავალს, სახელითა უფლისაითა.
ზეციერობა, ნიჭიერობა და სახიერობა მოგანიჭათ ღმერთმა!
განიადეთ ძონძი, ძაძა და ყოველი სამოსელი, რაც კი ცოდვით შეითხუარა, განიძარცვეთ ვითარცა ფუჩეჩი, დასწუას წარსულის ცეცხლმა! ზეციურმა პატიებამ ჰქმნა ასე!
ცრემლის ზღუა დავდგი ტირილითა და ლოცვით, დასევდიანდა თვალები და გული ჩემი, რა ვიილე ჟამი მოორებისა.
შენ, ჩემო საყვარელო ერო, შეგიძლია განსხივოსნდე და გაათბო შენი სიყვარულით მთელი დედამიწა, უცხო მოძღვრებებმა ნუ ჩაგძიროს ამაოების მორევში.
ქრისტეს სულით, ქრისტეს გზით, მარადიულში სინათლითა და ნათელით მხოლოდ წინ - დასახული სიკეთისაკენ!
დედანნო, მანდილოსანნო, ბანოვანნო, ქალწულნო, ქალიშვილნო, დანნო და სიყვარულის მარგალიტნო, ფაქიზო მშვენიერებანნო, გამოფხიზლდით სევდისაგან მოგვრილ ბურუსიდან, თქვენი ლამაზი სამშობლოს მომავლის ჭედვა დაიწყო უზენაესმა და ახალით, ახალ-უხებით, სამოსელით ღვთაებრივით შეიმოსენით.
მოსენით თავნი, მოსეთ შვილნი, მოსეთ ძმანნი, მოსეთ დედანი და მამანი. ძლევა-მოსილნი ზარდეთ, გულით-მოსილნი ზარდეთ, ღვთაებრივი გონით-მოსილნი ზარდეთ.
წინა უსწრებდეს ყოველივეს დიადი განწმენდა, ყველამ ერთად ვთქვათ - პირი ღმერთისაკენ მივაქციოთ და ვედრების ნათელი აღვანთოთ გულებში.
გავერთიანდეთ და დავასუფთავოთ ჯერ ჩვენი ფიქრები, მერე დედა ხვთისმშობლის წილხვედრი ბაღი - ჩვენი სამშობლო.
ჩვენ ეს ძალგვიძს!
კენჭა-ბერი