კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

განწმენდითი კოსმეტიკა 

ანუ მშვენიერება სახისა

 

I

 

სანამ კოსმეტიკაზე ვაწარმოებთ აზრს, შემოქმედების სიღრმეებს გავეწაფოთ.

 

 

დროში ციკლების ტალღებზე აწონასწორებული მშვენიერება სახისა გარკვეულია ფორმულით: რასაც დასთესავ, იმის საპირწონე ემოციის სიფრიფანედი სახეზე აისახება, და ეს არის რასაც მოიმკი.

 

ღმერთისაგან შექმნილი დაბადებათა სახიერი ედემური ჰარმონია, მთავარი სახისმეტყველებაა ანაბეჭდით, ღმრთისაგან ბრწყინვალე საჩუქარი; სიგელივითაა სიკეთით მშვენება, ქალთა სინაზე და კაცთა სახის ბუნება, დახვეწილი მამაკაცური იერსახება.

 

ღრმა დროის შინაგანებაში ფესვი აიწაფებოდა ედემით, მიიძინა, მისვენდა ეს წვდომები და გამოუძიებელ სიზმარს დაემსგავსა მისი არსობრიობა და ჩანაცვლება სცადეს დროისა და სივრცის გაუთვალისწინებლად, რამაც ილუზიას დაადგა გვირგვინი და სივრცემ ქიმიური პროდუქტი წარმოშვა.

 

ახლა კი დროა გავიწინაგონოთ რისი შეძენაა ცოდნის სახით მითვინიერებადი ედემში დასაბრუნებლად. განთავისუფლების, სულის საგანძურივით ამამაღლებელი, სამკაულივით თავმდბალობაა, ქრისტეს ბუნებით სავსე რწმენა, შემოსილი მიზნიანობა ედემში დასაბრუნებლად. საღმრთო სიყვარული, სიყვარულით მოპოვებული ბეჭედია ციური, გული - ხე სიცოცხლის თანაზიარია ნაზ არეში ნაზარეველთა დიალოგის აღსაქმელად, აქ იხარებდეთ მარადიულად.

 

სამყაროული საზღვართა გრძნობა, წვდომის გამოვლინებაა დროსა და სივრცეში, ამხარებელი პიროვნული მოვლინებისა. თვით შეგრძნებათ სასრული და გამოვლინება მეობის აღმონათებაა თავის შემეცნებისათვის სამყაროში გამოსავლინებლად.

 

იპოვეთ საკუთარი თავი, აისახეთ მე, რომელიც სახელის ვლინების საწყისია, მერე მარადიულობაში სახელთა ტარებისა და განცდის შეგრძნებათა ზრდის სიმშვენიერით ცხოვრებისა.

 

დავითავოთ ფიქრი - მე ვარ მე, მე ვარ და ვვარებ, სიცოცხლით ჩაბეჭდილი ვარ სამყაროში მამისაგან, ღმერთია მამა ჩემი, რომელმაც მარადიულობაში სიცოცხლით თავისუფლება მომანიჭა, ეს განსაცვიფრებლად სრული ვლინებაა თვალსაწიერთა გონებით გულში სიცოცხლით ყოფისათვის.

 

შევაღოთ გულის კარი სიყვარულის გამოსანათებლად და დავიწყოთ სამყაროს ხილვა შეღწევისა და წვდომის ტკბილად განსავითარებლად.

 

დასაწყისი მნიშვნელოვანი დაფრთიანებაა რიცხვთა სიმეტრიაში შესაღწევად, ამ შინაარსით სავსე მოზომვას, ერთი ჰქვია პირველს. სიტყვით იქმნება და სიტყვით აღიქმება ერთი, ჯერ იყო სიტყვა და თვით სიტყვა იყო ღმერთი.

 

გრძნობათა ვლინებაა სახე და საკვებია საგრძნობი სახისა „კოსმეტიკა“.

 

ჰაერი, მიწა, ცეცხლი და წყალი გამოხატავს და ათვინიერებს გრძნობებს. შემეცნებული ხედვისათვის ოთხ ვლინებას სტიქიათათვის, წესნი ოთხთა კავშირისანი ჰქვია. იწყება სივრცული შემოქმედებით, რომელსაც ცა ეწოდება, მაშინვე საწყისი მისი სახელი შემოქმედებაში ღმერთის შენაქმნის საწყისისა არის ცაჲ, და მას მინიჭებული აქვს ბმის შეუვალი შესაძლებლობა ქუეყანასთან. ბმულია ცაჲ და ქუეყანაჲ. სივრცით ჩინებულია ცაჲ და ქუეყანაჲ - მაჩინებელია ცისა.

 

ეს არის წვდომის საწყისი ჩუენთვის წინადადებული პირველი წინადადება მხილველისა მოვლინებულისა, ქართულის მწერად.

 

„დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“. (წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით. 1.1)

 

ამ უყტუარი ფორმულირებული არსის მოხმარება მკარნახობს მალამოს შექმნის პირობას წესით ღმრთისათი, ჟანგბადის გარდამსახველობის პრინციპით აღვსახო სივრცე და ფორმულა მალამოში. 


 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE