კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ვედრებით შეგკადრო, უფალო! სიტყუანი ცრემლნარევნი, უგონსახით მავალი ქალაქისათვის, დედა-ქალაქია ის, დედა-ღვთისმშობლის წილხვედრ ბაღისა, სამშობლოსა ქართველთა.


ათმართალთა ბაგიდან აღენთოს ლოცვანი, მონანიებითა და ცრემლითა; ყოვლად დიდებული და მარადის ქალწული დედა ქრისტესი, მიმრთმეველი ჩვენი ლოცვებისა უფალი იესო ქრისტე ნაზარეველის წინარე, პატიებისათვის ჩუენს გლახაკთ სულთა, უღირს საქციელთა გამო, მახეში გახლართულებმა, სრულფასოვნად ვერ შევიცანთ სიყვარული დიდი დედისა. უპირველესად მოთმინება დედისა, ყოვლად დიდებულისა და ყოვლადწმიდისა, ჩვენმა გულებმა ვერა იგრძნეს სისრულით, მითადმო ცრემლითა ვიტყთ: გვაპატიე და განგვწმინდე!


მამაო ზეციერო, მოგვიტევე ცოდვანი ჩუენნი და აგვიხილე თვალნი ჭეშმარიტების შესაცნობად, ნუ ინებებ დაგვსხა სიბნელეში მარადიულად. გონების თვალნი აგვიხილე უზენაესო შემოქმედო დასაბამისა, ადამის მოდგმის ერს, აწ ქართ-ველად მოგიწოდებიეს. დაადუმე ჩვენში ბაგე მზრახველი ბილწ სიტყუათა, და აღაღადე ლოცვანი, კურთხევანი და გალობანი ყოველ მკვიდრშ ამა ბაღსა შინა.


მუხლმოდრეკით გთხოვთ მამა-პაპანი ერისანი, შვილნი და შვილიშვილნი - მოგვიტევე დედაო, მიმადლებულო მარიამ. გვეზიარე ათმართალთა ლოცვაში მამისა წინაშე, რათა მოგვხსნას სასჯელი ნგრევისა და რყევისა, დაცემისა და გაპარტახებისა მიწისძურის გამო,  დამცემელთა წარმართთა ქალაქებისა.


წინასწარმეტყუელებისა, რომელი გამოაცხადა მოციქულმა იოანემ, შესზარავს სულებსა ჩუენსა. მხოლოდ შენ გევედრებით, მამაო დაგვიფარე და შეგვიფარე, უზენაესო მბრძანებელო

სამყაროსა.


დრონი აიკინძნენ გამოჩენად უფლისა, რომელ ჰბრძანა: “აჰა ესერა, მოვალს ვითარცა მპარავი. ნეტარ-არს, რომელმან იღიძოს და დაიმარხოს სამოსელი თსი, რათა არა შიშულად ვიდოდენ და ხედვიდენ უშურებასა თისსა.


და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ არმაგედდონ. და მეშდემან ანგელოსმან დასთხია ლანკანი თსი ჰაერსა ზედა, და გამოჰხდა მა დიდ ტაძრისაგან ზეცათასა და საყდრისაგან, რომელი იტყთ: იქმნა!


ვითარმედ იქმნა მანი და ელუანი, და ქუხილნი, და ძრვა იქმნა დიდი, რომელ არღარა ქმნილ-არს, ვინათგან კაცნი დაიბადნეს

ქუყანასა ზედა. ესოდენი ძრვა! ესოდენ დიდი! და იქმნა ქალაქნი იგი დიდნი სამად ნაწილად, და ქალაქნი იგი წარმართთანი დაეცნეს, და ბაბილონი დიდი მოსენებულ იქმნა წინაშე ღმრთისა, მიცემად მისდა სასუმელი იგი ღნისა გულის წყრომისა რისხსა მისისა.


და ყოველივე ჭალაკნი ლტოლვილ-იქმნა, და მთანი არა იპოვნეს; და სეტყუა დიდი, ვითარცა ტალანტი, მოვიდა ზეცით კაცთა ზედა, და ჰგმეს კაცთა ღმერთი წყლულებისა მისაგან 

 სეტყსა; რამეთუ დიდ იყო წყლულება იგი ფრიად.’’ (გამოცხადება იოანესი 16; 15, 21)


უძველესი და უძნელესია ქართული სიტყვა! ცთომაში რომ არა ავიმზეროთ, და არც აშეშებული გველი რომ არ წაფრთხეს, სანამ ცეცხლში აშიშინდება, აშშანთული, ღმრთის მსჯელ მასაგან, მწუანე გუელი ცალთვალა.


ვილოცოთ და ვევედროთ მამასა ჩუენსა ზეციერსა, გადასარჩენად ჩუენი ერისა. წინ წამოვწიოთ სიკეთენი საქმეთანი, რაცა გვიქმნია სრულიად ერსა. წარსულიდან დღეინდელად დღემდე; დავხსნათ ტაბუ ცოდვათა ჩუენთა, და არა მარტო აწმყოსითსა, არამედ წინაპართასა, ქრისტედან ჩუენამომდე, მრავალმა კაცმა, დედა-კაცად და მამა-კაცად შობილმა, აღმსარებელმა, მზიარებელმა, ცოდვათაგან განშორებულმა და მტოლვარემან ადამის რანგში განწმენდით შესაღწევად.


და ესე არს საოცარი რანგი ადამისა განწმენდილისა, უფლება ედემში მამასთან პირისპირ წარდგომისა და სამოთხის ბაღის მებაღეობა.


თქუას! აღსრულეს მამით, რამეთუ არა არს ბუნებრივი კანონზომიერებითი სვლით სასჯელი, არამედ ქუეყანა შემოქმედისა არს და რომელსა უნდეს მისცეს პატიება. თავადმა ბრძანა და მამათა დიდთა წინასწარმეტყუელთა შთასწერეს

ჩაბეჭდითა წიგნთა შინა და წერილთა წმიდათა: ქალაქსა ერთსა მივცე წვიმა და გუერდსა ქალაქისასა, მეორესა არა ვაწმო. ჩემი არს სამყარო და ქუეყანა ნაყოფია შემოქმედებისა ჩემისა, ჰამბობს უზენაესი. გახსოვდეთ, გიყვარდეთ და გეშინოდეთ რა არ უნდა დაკარგოთ ცხოვრების გზაში, რათა მარადიულობაში სული თქვენი არ შემზარავით ვიდეს და ვლიდეს, ფრენის ნება ართმეული.


გამოეცალე მეძავ ბაბილონელს, აშეშებული გველით მონუსხულს, ქალის სახელით მავალ მხედრობას, შვიდ თავიანსა და ათ-რქიანს. შენი-გენის-ზონა არაა მათი ქუეყნები. გენ-დონიანი არაა მათი სისხლი. ნუ აღერევით. წამის ყოფითია მათი ცხოვრება.


სამშობლოში მიღებული სასჯელი გერჩივნოთ მათ ლამაზ გზებს, ხახა-დაღებულ უფსკრულთაკენ მავალს.


კურთხეულნი მამით, ძით და სული მნათით მართალნი მამის წინაშე, ზიარნი ძისა, სულიწმინდით აღვსილნი!


თბილი - სი - ონით წარდგომილნი,

თბილი - სი - ხარულით აღვსილნი,

თბილი - სი - ნამდვილით სიტყუსათი ლოცულობდეთ

თბილი - სელით შემოსილნი.


კურთხეულ ხარ შენ, უდიადესო შემოქმედო, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი, გალობა მართალთა, სანთელივით აღგინთეს შენ, საოცრებათა მბადო, თავად საოცრებაო.


თბილი - სი - მტკიცით გამოვლენილნი სასჯელნი მარჯუ-ენითა შენითა, მართალ გამყოფებელი განწმენდისა და განცდისა შემდგომ, ყოვლისა კაცისა.


თბილი - სი - მშვიდით მართალ ხარ ყოველთა-ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებ და წრფელ გზანი შენნი და ყოველნი გზანი შენნი თბილი - სი - მართლით ჭეშმარიტებ.


და მსჯავრითა ჭეშმარიტებისათა ჰყავ ყოველთაებრ, რომელნი მოაწიენ ჩუენ ზედა, თბილი - სი - მტკიცით დაფუძნებულსა, ქალაქი ჩუენი სიმწრითი გავიხადეთ, თბილი-სელობა რანგად მაჩინებელი, თბილი-სელით სამოსელით მავალი უფალი დავივიწყეთ, დავისაჯეთ თავნი, და რამეთუ ჭეშმარიტებისა მიერ და მსჯავრისა მოაწიენ ესე ყოველნი ჩვენ ზედა ცოდვათა

ჩუენთათს, რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდეთ ყოველთაგან, და მცნებათა შენგან არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ-იგი მამცენ ჩუენ, რათა კეთილ იქმნეს ჩუენდა. ვაღიარებთ თბილი -სი - მართლით ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.


მთავარნი ერისა ჩუენისანნი მონებ უცხოთა კანონთა, შენნი დაივიწყეს. ამისათვის მიმცენ ჩუენ ელთა მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა განდგომილთა და მეფისა ცრუსა და უუსჯულოესსა უფროს ყოვლისა ქუეყანისა.


თბილი - სი - მღერა გაქრა, ცრემლი მდუღარე მოსჩქეფს უიმედობისაგან! თვალთაგან თბილი - სი - ხარული ქრება. და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხლი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა.


ათმართალითა ბაგითა გევედრებით შენ თბილი - სელებით შემოსილნი თბილისელნი იერ - სალ - რუ - კვალიანნი ლემელნი სულთა ღაღადით, თბილი - სი - მდაბლით ზე აღმოვეპყართ შენამდე:


ნუ განმცემ სრულიად სახელისა შენისათს და ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა, და ნუ განმაყენებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთს, შეყუარებულისა შენ მიერ, და ისაკ მონისა შენისა და ისრაილ წმიდისა შენისა, რომელთა სთქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: განვამრავლო თესლი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და ვითარცა ქშა ბაგისა თანა ზღსა, რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათს. აღგვიდგინე მეუფეო უფალო ღმერთო:


თბილი - სი - გონ - იონითი მთავარი ერისა,

თბილი - სი - მჭლითი საქმით,

თბილი - სი - მართლით წინაწარმეტყუელი,

თბილი - სი - მკაცრით წინამძღუარი,

თბილი - სი - ხარულით მატარებელი ერისა,

თბილი - სი - მდიდრით აღმავსებელი ერის ბეღელთა,

თბილი - სი - ნათლით მაშუქებელი გზათა ჩუენთა და შენს ბილიკთა.


რამეთუ არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.


თბილი - სი - ლაღე მოგვანიჭე ქართ-ველეთში, ქართ-ველურობა დაამშვიდე ჩუენში, ქართ-ველთ-გონება გრგნოსან ჰყნ.


მამისა კენჭა ბერი ვიტყვი, მართლით ვაკურთხებ ღმერთსა

ცისასა, რომელმან ჩუენებასა შინა ღამისასა საიდუმლო გამომიცხადა და ვადიდებ და ვაქებ შემოქმედებასა მამისასა. სამყაროულ იდად დამისაილვანი, რომელნი მაილვა შენაწონები გონებითა და მთრთოლვარე გულითა.


ათბაგით ითქუას: იყავნ სახლი ღმრთისა კურთხეულ საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე, რამეთუ სიბრძნე და გულისხმის-ყოფა და ძალი მისი არს.


და იგი სცვალებს წამთა და ჟამთა, დაადგენს მეფეთა და გარდაადგენს, მისცემს სიბრძნესა ბრძენთა და ცნობასა მეცნიერთა გულისხმის-ყოფისათა, იგი გამოაცხადებს ღრმათა და დაფარულთა, მეცნიერი ბნელისშინათა, და ნათელი მისთანა არს.


პირველი ვიტყვი ათბაგითადში: შენ, ღმერთსა მამათა ჩემთასა, აღგიარებ და გაქებ, რამეთუ სიბრძნე, და ძალი მომეც მე და მაუწყენ მე, რომელნი ვითხოვნით შენგან და სიტყუა მეფისა აღდგომილისა მაუწყე მე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის ნათელით გაბრწყინებული. ამინ!


მითითებითი საქმენი და თითთა საიდუმლო, აღმღებელი ბოროტ სენთა, ჯუარის გამოსახვა აღადგინე ჩუენში უფალო ღმერთო, მამა-პაპათაგან დანატოვარი გააცოცხლე ქართველ ერში, რაცა ძემან შენმან და უფალმან ჩუენმა სწავლებით დაგვიტია.


ნურსად იტყვიან წარმართნი ჭეშმარიტება დაძუელდაო და მათგან შენათზი განავრცეს ჩუენდა. მიეც ნიჭი ერსა, ჭეშმარიტი ბეჭედი გამოსახვისა ჯუარისა პოონ, უდავებლად აღდგეს მართალი ჭეშმარიტებაში შენით, რათა მართლად ვადიდებდეთ სახელსა შენსა, სამებაო! ერთარსებაო! წმიდაო! და ჭეშმარიტო!


და აწ შეგიდგთ ყოვლისა მიერ და გეშიშვით შენ და ვეძიებთ პირსა შენსა.


ნუ მარცხუენ ჩუენ, არამედ ყავ ჩუენ თანა სახიერებისაებრ შენისა და სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა, და თუ ღირს ვართ პატიებისა და მოტევებისა, განგვარინე სასჯელსა მიწის ძრისაგან გამომწუელი, მართლად დაგვალაგე მწყობრითა წინაშე შენსა. გვირჩევნის, დაგვალაგებინე და დაგვასუფთავებინე შინაგანი და გარეგანი ჩუენი.


და განმარინენ ჩუენ საკრველებათაებრ შენთა და ეც დიდება სახელსა შენსა, უფალო!


და სირცხლეულ იქმნედ ყოველნი მაჩუენებელნი მონათა შენთა

რებსა და კდემულ იყუნენ ყოვლისაგან მძლავრებისა, და ძალი მათი შემუსრენ.


თბილი - სი - მაღლიდან აკურთხე თბილი - სელით შემოსილნი ქართა - ველზე მოჭიკჭიკე ბალღთა ბაგენი.


თბილი - სი - მარტოეში არღა ამყოფო უშენოდ საკრველებათა შემოქმედო მამაო ჩუენო.


თბილი - სი - სიმდიდრით აღავსე საუნჯენი ქართ-ველით შემოტალღური, კავით-კავებულ სიონის შინა, შენით განიხსნას და შენით დაკეტოს.


თბილი - სი - მკოდოვანე განქარდეს, გაქრეს, აღდგეს თბილი - სი - მართლე, მას გევედრებით.


თბილი - სი - ნანულით ვტირთ წინაშე შენსა, ცრემლთა მომწმენდელო და ტკივილთა მომაშრობელო უფალო!


დაგვიფარე ჩუენ წარდგომილი ერი შენი წინაშე შენსა.


თბილი - სი - მშდე მოჰგვარე ოჯახებსა შენს მოსიყვარულეთა, შენზე მინდობილთა თბილი - სელით შემოსილთა. ძის სამოსელი შენი, მამაო ჩუენო მაცოცხლებელო -  მზისა, გზათა ზედა მავალთა და მიზანთა მწვდომთაო.


პირისაგან ქართველთაგან! გაერთიანებულთ სამივე მოდგმაში, მაღიარებელთ ძისა განკაცებისა და სულით ღმრთისეულით მავალისათი.


ვაცნობებთ მსოფლიოს: ჩუენ ვცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო და დიდებული ყოველსა ზედა მკდროანსა.



ამინ!!!

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE