I
კალმის კვალს ვლოცავ შენითკენ,
შენთან მავალი სულითა,
უფალო უფლებათაო, მეუფებაო ცისაო,
მიყვარხარ მოშიშეულად, ნათელმოსილი გულითა.
ერთი მოქნევით ხმალისა, ცისკენ ამჭრელი კვალისა,
მახლ მარჯუენით გონისა,
მიუთხარ შენი დიდება, მარცხენით მობუტბუტეთა,
ზღაპრობით გამომგონითადთ.
გონი ვერ მიხვდეს იმდენნი, ცხენკაცთა გორა დავყარე,
ვირკენტავროსთა გვამები გარემო შემოვაყარე.
ქაჯთა მეუფის სახელი შავკეცზე ამოვაკარი,
ბუხარში შევაგიზგიზე - ამით დამთავრდა ზღაპარი.
მართალს მოგითხრობთ, მკითხველნო, კაცთა სამოთხე აქ არის.
იალქნიანი გემითა, ვარსკვლავთ შუქებზე ვიარე,
სხივთა საფენელ ზეცაში, ფიქრებით შემოვიარე.
შენს გარდა, ჩემო უფალო, ვერავის ვერ ვეზიარე.
II
ტკბილსა ვჭამ, ტკბილად შემეგრძნოს,
მწარესა სადარებელით, ტკბილად ვიხსენებ წერილსა.
ძირმწარეზე დაყრდნობით - კისკასით ვეგებები, სად?
მოვიდა გრძნობათ - მეუფე, სამსხვერპლოს სულის მყნოსველი.
მართალმა იცის რაც გითხართ, ღმერთია ჩემი მმოსველი.
აქ არის! ვერავინ იტყვით,
თუკი ამ სიტყვის მფლობელი -
არ არის ღმერთის სიტყვის მპყრობელი.
შემომეგებოს, გითხარით ის რა-მზერით ელია,
მისი აღდგომის ნიშანი,
იაკობში არ-ძნელია,
შეფარვით ნათქვამ ნიშანი, უგმობი ისრალია.
მოკითხვით მთვარემ მიგკითხოთ მარცხენა ხელით ფარული,
მარჯვედ რაც მოგიპარიათ, მარჯვენა ხელით მალული,
ლილიტას თუ ვაპატიე, მისი შავფერად დალალული.
ყველას ერთიან დაგლოცავთ: ქამთა-ნებს, სემიანებს და იაფ-ეტევით - კარებსა.
III
მუხრანში ვეჩურჩულები, მუხათ აჩრდილის ფიქრებსა,
მუხანათური ჭიდილის კარიბჭე გამოუცანი;
შენი ნიშ-ანი ყოფილა სამზეოდ გამოსაბრძანი,
მთვარის საფარი მოვხსენი, კარი მხვდა გამოსაგვანი.
იქვე რუ მოდის წყაროსგან, საცრემლე ჩამოსაბანი.
ფურცელ-ფურცელ, ფურცვლა-ფურცვლით,
ცრემლებ-აღვსილი კვალითა, შენთან მოვედი, უფალო!
მე, გადახდილი ვალითა.
დამლოცე, დამამზიანე - მაგ შენ ლამაზი თვალითა.
ნება მიბოძე ღიმილის, მაყურებელო კვალისა,
საბელით ვწერე, რაც ვხილე,
ამახელელი თვალისად.
მო-მბრძანებელო სამყაროს, ერთო!
უხილავ ძალისა - ამოუცნობი გვაცნობე,
ძალა მოგვეცი ვალისა.
გამიგებთ ალბათ?!
თვალცრემლიანი წყლის პირსა,
წყაროს ნაკვალევს ჩავცქერი.
ამომკითხველი ვყოფილვარ,
მეც შენი გზათა სევდისა.
ჩემი და შენი ზიარი ხევებმა ჩამოიფიქრეს,
ზეცაში მოფიქრებული - ქვეყანას შემოაფინეს.
მე და რუ ერთად ვყვებოდით,
ამ აზრთა ჭედვის ზრიალსა.
თუ არ გვაკურთხებ, უფალო,
ფუჭია ჩვენი ტრიალი, შემოგვეხიდოს მიზნითა,
შენი ჩვენს მიმართ ნათქვამი,
აღსდგეს სახელი მამით და მამა-პაპით ნათელი.
ყველას ეკუთვნის ღიმილი, ცრემლის მაგივრად ხარება,
მზე ყველას ათბობს, ეს ვიცით,
მზე თვითონ ვიღათი თბება?!
ბავშვთა თვალები ათბობენ, მის მარადიულ ნათებას.
კენჭა-ბერი - ქრისტეს მხედარი
ღრიანკალის თვე - ბაბილონის გამეძუების წინა პწკარი.
ცით - ნუგეშითება
დაამთავრეთ ყოველი კეთილად ჩანაფიქრი!
პაწაწინაა აღქმის დასაწყისი სამყაროულ სივრცეებში, წინწკალივითაა გულში გაღვიძებული, იდეის თესლია გულიდან აღძრული და გონების წვდომის უკიდეგანობაში აღმოსაცენებელი.
შრომით მოიპოვება შედეგამდე გზაცა და ამინდიც. არ შეშინდე! შენ შესძლებ დაამთავრო შენი პირადი კეთილი ჩანაფიქრი.
მთავრობდე საკუთარ თავს და არა სხვათა გზებს, არასდროს არ დაგავიწყდეს - ღმერთის ხატი ხარ შენ!
თქვი, ნუ გცხვენია: მე ღმერთის ხატი ვარ! ჩემს გულისცემას მან მისცა დასაბამი.
მე მარადიულ სამყაროში ვცხოვრობ. საოცრებებით სავსეა ბუნება - მთავარი! სიყვარულია სიცოცხლით აღსავსე ბუნებაში.
მე ვიცი, რომ მიყვარს წყალი - წვიმა...