კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ადამის რანგს შესძლებენ შესწვდნენ. შემთხვევით ისინი ხომ არ არიან, ვინც ადამიანურ საქციელს, ანუ ედემურ ყოფას აღიარებენ. რა თქმა უნდა, მოეფინა დრო, რომელსაც ედემური სამოთხის ბაღის დრო ჰქვია.

 

სამოთხის ბაღი სამითა და ოთხით ათვლილი მართალი დროის სიმტკიცეა განზომილებებში შესაღწევად და ღვთაებრივი დიალოგის აღსადგენად, სამიჯნურო წესის აღდგომამდე.


ხდება დაუჯერებელი, რამდენადაც შესაძლებელია კაცობრიობამ ხელი ჩაიქნიოს სასოწარკვეთილების გამო, იმდენად აღმატებულად მოეფინება მადლი ღმრთისა ადამის გასაღვიძებლად.


ლაზარეს ენით ალაპარაკებული ადამი - წინამორბედია ახალი, ფანტასტიკური ცივილიზაციის თბოენერგობადობაში გარდასახვისა.


ახალი ხე სიცოცხლისა ფერისცვალებითაა ახალი, ხოლო ახალ-უხებით შემოსილი ერი, ლაზარეში გაღვიძებული, ზარ-ზეიმიანი და სტუმართმოყვარე ქართველი ერია.


ამ ერს ეპატიოს უგუნურება უცოდინარობის გამო - ნებაა ღმრთისა. ამას მოწმობს უზენაესის გადაწყვეტილება ედემში დააბრუნოს ღირსეული ქართველები ეპოქალური ღვაწლის აღსრულებისთვის. ხოლო დედამიწელთათვის - სამაგალითო სიკეთისა და პატიოსანი ყოფიერების წარმმართველ ერად მოეფინება ფართოებით ყველა მეცნიერსა და ღმერთში ნაწრთობ მართალთ.


ეს ჟამიც შედგა, უზენაესი სამების გადაწონვით ცივილიზაციისა და აჰა, ქართველნო, მზიანი ჰერი-ჰერი ჰერიო - ბროლის ცით.


გაუფერულდა ცოდვა და ბრალი ამზიანდა, პატიება ღმრთისა ჩუენთა თანა.


დაითესა ახალი და აღმომორჩებით მოწკრიალებს სიცოცხლე. ანდრომედას გალაქტიკა - ამირანის ანუ ჩვენი გალაქტიკის ათინათობაში  ათინათინდა და ენერგეტიკული ტარით ურთიერთ დაღერძიანდნენ.


მოგვთა ძუელი გამოთვლები დაიფერფლენ და ფერფლიდან აღსდგნენ იერუსალმის მოგზაურთა სულები.


ხარმა ხარება ხარის თანავარსკულავედის დროშით მზეთა მზევებად მოჰფინა უკიდეგანობის დედა ბოძს - დედამიწას.


სახარებამ ლაზარეს ენით დაიწყო გაფურჩქვნა და სამოციქულო სიმართლემ აანთო ქართული ტაძრები; ჭეშმარიტებისგან მოეფინა ის აზრი, რომელმაც გამოაფხიზლა სარწმუნოების სამრეკლო. წინ განწმენდით სიხარულისაკენ - უფალთან შესახვედრად, ერო ჩემო.


ღმერთი მართავს სრულიად დედამიწის გეზს!


სამყაროს ცენტრში შავი ხვრელი გაქრა, აღარ არსებობს. ადამიანთათვის ეს ფანტასტიკური ცვალებადობა მეცნიერთა წრეში შოკის მომგვრელი გახდა. სამყაროში აენთო ახალი სპექტრი ულტრაწითელი, მანამდე არ არსებული. მეგა-სასწაულმა მეგა-სამყარო შეცვალა. ჩვენი ორგანიზმი მიჰყვა ცვალებადობებს, ეს ღმერთის დამსახურებაა, მან მოგვანიჭა ჩვენ ამის შესაძლებლობა.


ბუნებამ ახალი ბუნებისთვის გაიღვიძა, აღდგა, აენთო, აწკრიალებისაკენ აღიძრა.


გილოცავთ სულითა და გულით, სრულიად საქართველოს და სამყაროს!


მეცნიერება ამჟამადაც „დამარცხდა“ ღმერთის სასწაულის წინაშე.


ახალი ღმრთაებრივი დრო ჩართულია, სიცოცხლე გრძელდება, სიყვარული იმარჯვებს. წუთი-სოფელი სატანჯველს იხდის და განშიშვლებული ადამივით წარსდგა ღმერთის წინაშე. ტკივილი იცის ძველის მოშორებამ, ტკივილი იცის აღსარებამ, უგუნურობისა და უმეცრების აღიარებამ, ძალის გამოცდა იცის უკანონო მთავრობის მიჩემებამ, ოქრომ მართალთა წინაშე მტვერის სტატუსი შეიძინა.


მე, გიორგი ვარ! ტკივილ-გამოვლილი და მომავლის სხივთმოფენის მზერი ცის სარკმელიდან. ყველას აგავსებთ ღნითა და პურით! თქვენთვის გამიყვია, რაც მაჩუქა ჩვენმა ღმერთმა.


 


გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE