კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

მცხე-თავს, მცხეთაში ცხე-ენით

ჭის-ნებით ჭენებით ცხენით,

ახალ ჭის ენით.

 

საქართველოში ახალი მზის ენერგია შემოდის, თვით მზე შეიმოსება ახალი ჯვრით, ცეცხლოვანი ჯვრით, ოთხ უძრავ ვარსკულავთა ენერგეტიკულ გზაჯვარედინზე. ესენი არიან ოთხი თანავარსკულავედის კაშკაშა ვარსკულავები: მერწყულის თანავარსკულავედის პანტაკრატორი - სადალმელექი, ლომის თანავარსკულავედის მაზარდონი - რეგული, ხარის თანავარსკულავედის გიორგიონი - ალდება-რანი და ღრიანკალის თანავარსკულავედის ფარერმიკონი - ანტარესი.

 

ჰელიოცენტრული იდეის გააზრებით მზის კვალის ათვლა დაიწყება პირველი ცის გეოცენტრიული სისტემით, მთვარის განახლებით მერწყულის თანავარსკულავედში. მთოვარე - ყამარი მისი ქართული კოდური სახელწოდებაა.

 

ამ წელიწადს ყამარი განახლდება მერწყულის მე-13 (იგ) გრადუსში, პარასკევს - ღამის მზის საათში, ანიმანის სახელწოდებით, ტოტემალური სახებით ნერბი კრავთან, დედა შვილთან.

 

წინამავალი და გაბრწყინებული იქნება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ბერძუენითიდან ბერ-ძნურამდე ქართულით ლაზარიალაღითდება.

 

მზე მერწყულის მეათორმეტე გრადუსში ლასის ანუ თევზის ბუნების გრადუსში აითვლის ახალ-უხებითებას ტოტემალური სახებით - კალმახი პირში, გელათის ოქროს პინაკით, აღმავალი თევზით და დაღმავალი ხმალა თევზით. სულკალმახის მისტერია ჩაირთვება ციდან და საქართველო დაიწყებს დიდ გონ-იონის ამირანიადას. ოქროსთმიანი დალი დედა-ღვთისმშობელთან წარდგება წინ-გნებით ნებროთისათი.

 

ხმალა-თევზი - ქრისტეს სიტყვის მისითებით განფენა მთელ დედამიწაზე: “და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახლი ორპირი აღლესული.’’ /გამოცხ., 1-16/

 

მზე ლასის გრადუსშია, მერწყულის მეთორმეტე გრადუსში. მსოფლიო ოკეანედან ამოსული ნათელია მისი სულიერი პიეტიკური გააზრება. წყლის სტიქიიდან ამომავალი მზე, ნაკუალებით წყალში ათინათებით და თინ-ათი-ნებით, არწივის თავიანი მახლით  ორპირ აღლესულით.

 

“და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თსითა.’’ /გამოცხ., 1-16/

 

(ხმა + ალი ) = ხმალს = ცეცხლოვან ენას, რომელსაც შეესატყვისება მხედრული - მოგვური დამწერლობა, ქართული ენა ლაზარესი -

ლა-ზარულით.

 

მზე პრიზმაში შვიდფრად განსხივოსნდება და ცისარტყელას ფერებით შემოსავს საქართველოს, მოგვი გუშაგი, ცხრა ცოდნის, ცხრად კვეთილის, ცხრუკვეთის სოფლად წოდებულის, ცხენის წყაროს ბანზე აანთებს შვიდ სანთელს და მწყემსი წარდგება ლოცვით; ხოლო მოგვები შვიდი საიდუმლოს სიმდიდრეს საგანძურისას შესწირავს და პეტრეს მრავალძალობა ქრისტეს ძალისას გადაბარდება; ხოლო ძალა მრავალძალისაში განზავდეს და გაზიარდეს შვიდ ოქროს სასანთლეს შორის.

 

“და მივიქეც მუნ, სმენად მისა მის, რომელი მეტყოდა მე; და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შდნი სასანთლენი ოქროსანი, და შორის შდთა მათ სასანთლეთა მჰსგავსი ძისა კაცისა, შემოსილი ზეწრითა და ერტყა ძუძუთა თანა მისთა სარტყელი ოქროსა.

და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, და ვითარცა თოვლი; და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისა; და ფერნი მისნი მსგავს იყუნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოხურვებულსა, და მა მისი, ვითარცა ხმა წყალთა მრავალთა.’’ /გამოცხ., 1, 12-15/

 

წყლიდან გამოღებული ხმა, წყალობით მოსილი ხმაა. გწყალობდეს საქართველოს ღმერთი!

 

 

 

 

თარგი ახალი მოსვისა, თარგამოსის ერის, შვიდ-ვარსკვლავიან ქრონომეტრში ანის ათვლით გამოდის ბანზე ანბანით, განდობილთა ანის დონით გან-ან-დონ.

 

“და მარჯუნასა ელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შდნი; და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახლი ორპირი აღლესული, და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თსითა.

 

და რაჟამს ვიხილე იგი, დავარდი ფერთა თანა მისთა, (ფეხები - თევზის ზოდიაქოს ეკუთვნის ტერფები (ჩემეული)) ვითარცა მკუდარი (მკუდარი - საქმის კუდის-რიკში მიმყვანი, ბოლოში გამყვანი ანუ მე-12 ზოდიაქოში - თევზებში აღმსახველი). და დაჰსდუა მარჯუნა მისი ჩემ ზედა, მრქუა: ნუ გეშინინ; მე ვარ პირველი და უკანასკნელი (სვეტიცხოველში ზოდიაქალურ მატრიცაზე, ქრისტე პირველსა და უკანასკნელ ზოდიაქოს შორისაა გამოსახული). /გამოცხ., 1, 16-17/

 

ცხენის წელიწადის პირველი დღე 31 იანვარია, ხოლო გველის წელიწადის უკანასკნელი დღე - გველთა 30 იანვარი, ძუელი იგი თორმეტი ჭა დაირწყავს და განიღებს ძუ ელიათითით ქართული წარმართობის კოლო-სალ-ურს, კოლხეთის მატრიცალურ ცოდნას და იბერიული მრწამსობრიობის კანონთა ზეობას, სიონის კურთხევას და ამარანტად დაბადებული კავკასიონის საფუძველს - იესო ქრისტეს. მისი ბაღია კავკასიონი, სამაროვანი დამწერლობით - სამშობლო ჩუენი.

 

სამყაროს ცოდნა სამებით, ოთხივკუთხით სამოთხეში დასცხრა ცხრათვალა მზით ჩუენთან და აღდგება ცხენის წყაროთი ცხრუკვეთებით ჩუენში.

 

“მადლითა მით ღმრთისათა მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთ-მოძღუარმან, საფუძველი დავჰსდევ, ხოლო სხუა იგი აშენებდინ; ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ ძი აშენებდეს, რამეთუ საფუძველი სხუა ვერვის ელეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი იგი დადებულ-არს, რომელ-არს


ი ე ს ო  ქ რ ი ს ტ ე.’’ /კორინთ., 3, 10-11/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE