სანამ ახალი წლის დასაბამს მოულოცავდეთ ერთმანეთს - ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ ოჯახსა და მეგობრებს, ჩვენს გვარს, მერე ტომსა და კუთხეს, შემდეგ მთელ საქართველოსა და დედამიწაზე ყველა ქვეყანაში მკვიდრთ - აუცილებელია გავერკვეთ, რა ენერგია შემოაქვს კოსმოსს ახალი წლიური დროის მონაკვეთში.
ერს, რომლის წიაღშიც უფრო სრული ინფორმაცია ამოიკითხება “ეროვნული გონის’’ მეშვეობით, მაქსიმალური შესაძლებლობა ეძლევა მომავლის განსაზღვრებაში.
კაცობრიობა ერთმანეთს კომუნიკაციების მეშვეობით და მოგზაურობით (სულით თუ ფიზიკურად), მოგვურ გამოცდილებათა გაზიარების მეშვეობით გადაამოწმებდა პირად გამოცდილებებს კოსმოსის ჭვრეტაში და სრულყოფდა.
წმინდა წერილები გვამცნობენ, რომ იყო დრო, როდესაც კაცობრიობა ერთ ენაზე ლაპარაკობდა და ადიდებდა ღმერთს.
უახლოესი დრო, როდესაც ღმერთი უშუალოდ ელაპარაკებოდა ადამიანებს - ბოლო წარღუნვის შემდგომი პერიოდია.
ჩვენთვის - ქართველებისთვის წმინდა წერილებიდან ცნობილია, რომ ლაზარე ამ ენის კოდური სახელწოდებაა ანუ ქართული ენის სახელწოდებაა და სწორედ ამ ენაზე ელაპარაკებოდა ღმერთი ნოესა და მის შვილებს.
“და აკურთხნა ღმერთმა ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას’’. /დაბ. 8-9/
ყველა ინფორმაცია და გასაღები ამის შესახებ ერთ ენაში უნდა იყოს თავმოყრილი, რადგანაც ის ნოემ გამოიტანა კიდობნიდან.
აუცილებელია გავახსენოთ მათ, ვინც ხარაგაულის რაიონის სოფელ ნუნისთან, დედაბერას მთის ბერთა კლდის მიდამოებში არსებულ კიდობანს ჯერ არ ზიარებია, რომ გეოგრაფიული მონაცემით კიდობანის საძიებელი ადგილი კავკასიონის მთებია, სადაც ლაზარეს ენით ნოესა და მის შვილებს ღმერთი ელაპარაკებოდა.
ნოეს ეს ენა კიდობანში კი არ უსწავლია, არამედ წარღუნვამდეც ამ ენაზე ელაპარაკებოდა ღმერთს. ნოე ღმერთის წინაშე იყო მართალი კაცი და არა კაცობრიობის წინაშე, რადგან მან უმეტეს კაცობრიობას კარები გამოუკეტა მრწამსით და არ ეზიარა მათ ცოდვებს, რითაც მართალთა რანგის მამამთავარი გახდა.
მართლის მადიდებელთა პატრიარქი ნოეა, მსოფლიოს მართლმადიდებელთა მამა, პირველი წარღუნვის შემდეგ - არა კაცთაგან რჩეული, არამედ ღმერთის ხელდასხმული.
“ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.’’ /დაბ. 5-6/
ენა გვემცნო - ქართულია, ადგილი კი კავკასიონი.
მსგავსად ჭირნახულისა, რომელიც მარანში ინახება, ქვევრებსა და ჭურებში ტყვევდება, ნოემ სიბრძნე კიდობანში ამარანა და ამდენად შესაძლებელია კიდობანი დიდ მარნად წარმოვიდგინოთ ბიბლიური პიეტიკითა და სიმბოლიზმით.
ამარანა სატევნელი, ანუ იდეის სათავსო, რაშიც ქრის იდეა და ვანდება, ქრის-ტეში და ტეში ვანდება, ტევანდება, ტე-ვანდება. კავკასიონის ერთერთი უძველესი სახელწოდება კოსმოსის გეოცენტრული მოდელით - ამარანტებია.
ამარანა-ტე, ამარანტები.
დაავანა სიბრძნე ქვევრებსა და ჭურებში, ტე-ვანდა, ტევანი.
ყურითა და გულის ყურით უსმენდა უფლის შეგონებებს ლაზარეს ენით - ქართული ენით.
ყურით - ძე და ყურ-ძენნი, ნოე და მისი ოჯახი, მისი სამწყსო ყურძნის დაფარული მისტერიის გამზიარებელნი არიან, მაგრამ მხოლოდ ქართულში ერთიანდება სმენა და ხედვა ერთი სიტყვით - უყურე, ანუ ხედვა სმენითა და სმენა ხედვით. ეს ადამიანთა არსობრივი მონაცემია.
კავკასიონი და კავკასიის ყველა შვილი, ყველა მკვიდრი, წარმომავლობით კავკასიელი - დიდი სიბრძნის მემარნეა. აქ, დედამიწის ამ ულამაზეს მხარეში, კაცობრიობისათვის უმთავრესია შენახული - მისი ისტორია და სამყაროსეული არსი, არსი სიცოცხლის, სიხარულის, მარადიულობის და კვლავ დაბადებისა.
კვლავ დაბადებამ, განკაცებამ რომ არ დაგაბნიოთ, თავად უფალს მოვუსმინოთ:
“ხოლო იესო ჰრქუა მათ: ამინ გეტყვ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდექით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა, განშჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრალისათა.
და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამა ანუ დედა ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათს, ასწილად მიიღოს, და ცხოვრება საუკუნო დაიმკდროს.
ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკანანი წინა.’’ /მათე, 19: 28-30/
სახარების ამ ნაწილში თავისუფლად ამოიკთხება, რომ დაბადებით, შობით, განკაცებით მოდის არა მარტო უფალი, არამედ მოციქულნიცა და ყველა ქრისტეს თანამდევნი ზიარებითა და აღსარებით.
ყველა წინასწარმეტყველი ახალი შემოსვით იბადება ახალ ეპოქაში. ასე მოხდა იოანე ნათლისმცემელის დაბადებისას. წერილით ცნობილია, რომ იგი ილია წინასწარმეტყველის სულით იყო.
“იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღვდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი დღე მსახურებისა მის აბიასა, და ცოლო მისი ასულთაგან აჰრონისთა, და სახელი მისი ელისაბედ.
და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი,
და არა ესვა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ. და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.
და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა,
მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევადა შევიდა ტაძარსა უფლისასა.
და ყოველი სიმრავლე ერისა ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა
და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთასა.
და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რა იგი, და შიში დაეცა მას ზედა.
ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ ზაქარია, რამეთუ შეისმეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდა სახელი მისი იოანე.
და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღნო და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.
და მრავალნი ძეთა ისრალისათაგანნი მოაქცინეს უფლისა ღმრთისა მათისა.
და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისდა სულითა და ძალითა ელიასითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთათა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.’’ /ლუკას სახ., 1: 5-17/