გიორგის გაცნობის და მასთან ურთიერთობის მანძილზე, არაერთი ცუდი შემთხვევა შემემთხვა მე და ჩემს გამო მასაც. მასში დანახული სიკეთეების გამო - გავაცანი ძმაკაცებს და ოჯახის წევრებს იმ მიზნით, რომ კეთილ ადამიანს ზიარებოდნენ და ჩემი მასთან ურთიერთობის სიხარული მასთან დამოწაფებით მათაც ჰქონოდათ.
დროთა განმავლობაში, გიორგის სწავლებას ჩაღრმავებული, დავიწყე საკუთარი თავის ჯოჯოხეთური, დაცემული აზროვნებიდან გამოყვანა, რაშიც თავადაც მეხმარებოდა. არც ჩემთვის დარჩა შეუმჩნეველი ის ცუდი ყოფა, რომელშიც ვიყავი და კაცობრიობა იმყოფება, არც ის ნათელი და მართალი აზროვნება, რომელიც გამოსულია არამარტო პირადი, არამედ ვინც გამოგადგება - იმათ კეთილდღეობაზე ფიქრიდან. შევიცვალე... ეს შეამჩნიეს ჩემს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა.
დღევანდელი ყოფის, ცხოვრების გაუკუღმერთებული რიტმის ინერციას აყოლილები, თავიანთ საქციელებზე დაუფიქრებლად - ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარდა გამეუცხოვა, რადგან მათ არ ესმოდათ.
იქიდან გამომდინარე, რომ პატივისცემის გარეშე არავინ დაუტოვებია გიორგის, სიკეთე არ დაუფასეს, მისი უბრალოება სიგლახაკედ აღიქვეს, მასთან ურთიერთობას მაყვედრებდნენ.
ცოლი დამშორდა, ძმაკაცებმა ზურგი მაქციეს, მშობლებისგან მშობლობას ვერც მანამდე ვგრძნობდი და ეხლა მითუმეტეს ვერ ვგრძნობ, ბიძაჩემმა და ბიძაშვილებმა დამამცირეს და დამცინეს. მასთან ურთიერთობა რომ არ შევწყვიტე, იქამდე მივიდა მათი უგუნურება, რომ სახლში შემომივარდნენ და სტუმრად მყოფი მოძღვარი უნამუსოდ გამიგდეს სახლიდან უამრავი ცილისწამებით და შეურაცხყოფით, არ დავწერ რა სიტყვები, მუქარა და ცილისწამებები გამოიყენეს მის წინაშე (მარტივად დავწერე, სინამდვილეში კი - ჩემი ოჯახის გამოგზავნილი ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ).
დამნაშავე მე ვარ, რადგან არ ვიფხიზლე, არ გავუფრთხილდი გიორგის ჩემს მიმართ სიყვარულს, არ გავითვალისწინე ჩემს ირგვლივ მყოფთა ჯოჯოხეთური აზროვნება, მათ თავზე მომავალი სასჯელი, მათ არ იციან - ვისზე აიმაღლეს ხმა და ხელი, მათ არ იციან როგორია უფლის წინაწარმეტყველის შეურაცხმყოფელთა ბედი, არ იციან, რომ ეს ცოდვა ჩემსა და მათ შთამომავლობაზე უკვე გადავიდა. მათი ნამოქმედარი ჩემი ბრალია.
სასჯელი მოვიწიე და მოძღვარს, რომელიც საკუთარი შვილივით მივლიდა გული ვატკინე და არ დაიწერება ის სიტყვა - რა მდგომარეობაში ჩავაგდე ჩემი სულის ზრუნვისათვის - მან ეს პასუხი მიიღო ჩემი ოჯახიდან.
"რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო".
ვისაც თავი აბია, თავის შეცდომების ანალიზს აკეთებს, ხვდება მიზეზს დასჯისას, მაგრამ ვაი, ვისაც თავიც არ აბია.
წარღვნა მოდის, წყალი მოჩქეფს. ყველა იმ ღირებულებას, რასაც კაცობრიობა დღეს მიელტვის - წყალი წალეკავს: სახლები, მანქანები, ოქრო, ვერცხლი, ფული, პირველობა, პოპულარობა, ყველანაირი სიყალბე - რაც კი არსებობს.
იფიქრეთ ერთმანეთზე, გიყვარდეთ ერთმანეთი.
სიყვარული გადაგარჩენთო - უფალმა, ბოლო ჟამსო.
აპატიეთ ერთმანეთს შეცდომები, გამოიყვანეთ ერთმანეთი სიყვარულით ამაოებიდან.
მოუფრთხილდით იმათ, ვისაც უყვარხართ. რა აზრი აქვს ღმერთთან აღსარებას, თუკი ვისაც აწყენინეთ - ის ნაწყენი დარჩა?
დაემოწაფეთ გიორგი იონთა ჰიპერიონს!
მას უყვარხართ, თქვენზე ფიქრობს ქართველებო და არა მარტო თქვენზე.
თქვენი სილამაზისთვის ამზადებს კოსმეტიკურ მალამოებს, უმეტესს უსასყიდლოდ ეხმარება. თქვენი ჯანმრთელობისთვის სამკურნალო მცენარეულ პრეპარატებს ამზადებს, ქველმოქმედებს თქვენთან თქვენთვის, დამღლელი შრომით შრომობს თქვენთვის.
ნუ გაიმეორებთ ჩემ შეცდომებს:
ყველაფერში ვჩქარობდი,
ვხუთოსნობდი,
ვპირველობდი,
ვზარმაცობდი სწავლაში,
დავალებას ვასრულებდი ჩემებურად,
მის სწავლას მაშინ ვუკვირდებოდი, როცა გამიწყრებოდა.
უყვარხართ მას და შეიყვარეთ იგი, გასწავლით ადამიანობას, ერთმანეთზე ზრუნვას, სამშობლოს, დედამიწის და მასზე მცხოვრები ხალხის სიყვარულს.
ახალი ცა და ახალი მიწა, ეს წარღვნის მერე მომავალი დროა. იფხიზლეთ და დაფიქრდით. ოცდაცამეტი წელია რაც წარღვნის მოახლოებაზე ქადაგებს გიორგი. ღმერთის მიერ გამოგზავნილი ადამიანია - კაცობრიობის დაცემული ერადან ახალ ერაში გადასაყვანად.
გიორგი - მიწაზე მოქმედ მიწის მომვლელ ღმერთს ნიშნავს და გიორგიანელები მის შვილებს. მოიქეცით გიორგივით და იყავით გიორგიანელები.
ქართველს არ ჭირდება საბუთი, რომ ის ქართველია, ქართველობა საქციელია - ღმერთის იდეის გამოვლინებაა საქმით, ადამიანობაა და სიყვარული, მთელი სამყაროს ფიქრის აღქმაა.
"პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმრთისა თანა და სიტყვა იგი იყო ღმერთი."
ღმერთის ბაგიდან გამომავალი სიტყვა იესომ ისმინა, გაიგონა, მერე შეიგონა, დაემორჩილა და ქრისტე ეწოდა, მამა შეიცნო, დაინახა, ძეობა შეიმეცნა.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც დაბადებაში შემოდის და დაბადებიდანვე დედის მუცელში სულიწმინდით იზრდება - იოანე ნათლისმცემელია, რომელზეც ლუკა თავისივე სახარებითვე გვახარებს, რომ ელიას სულიაო.
მრწამსში ვკითხულობთ: და სული წმინდა და ცხოველსმყოფელი, რომელიც მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
უფალი ამბობს: იყავით მართალნი და სრული ვითარცა მამაო.
ნოეზე წერს მოსე: კაცი სრული და მართალიო! ნათესავსა შინაო!
თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს.
ხოლო რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა, არცა ნებითა მამაკაცისაითა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.
მეც მიყვარხართ.
მეც ბევრი შეცდომა მაქვს გამოსასწორებელი - შვილებთან, ძმაკაცებთან, ცოლთან, მშობლებთან, მოძღვართან და ღმერთთან.
ვახტანგ გელენიძე