კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

  

დიდი მოკრძალებით მოვექცეთ ქართულ ხელნაწერებს, დიდი ყურადღებით ამოვიკითხოთ თითოეული წინადადებიდან აზრობრივი მიზანი, დავაკვირდეთ ყოველ სიტყუას და შევიმეცნოთ ასოთა უამრავი თანაკინძება. ატლანტიდელებს ჰყავდათ ცივილიზაციის მმართველი ხელმძღვანელი (ხელის ძღუენი ჰქვია ხელმძღვანელს - პირველ პირს აზრის დამწუენისა. მისი სახელია ჰემმანუე, იგივე ჰამმანუე, იგივე ჰემმანუელი, აგრეთვე ჰემმანოელი). 

 

ჰემმანოელ - ჩვენ თანა ღმერთი.

 

დასაბამის ხელმძღვანელის ანუ დასაბამის შემოქმედის სახელი შეფარვითაა მოცემული ქართული ბიბლიის ხელნაწერებში:

“დასაბამად ჰქმნა ღმერთმან ცა და ქუეყანა. ხოლო ქუეყანა იყო განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული

ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა.’’

 

დავიწყოთ დეკოდირება და განვიხილოთ ორი სიტყვის შინაარსი და მნიშვნელობა:

  1. ბნელი და უფსკრული

მოვიშველიოთ სულხან საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი:

  • ბნელი - ეგვიპტე, ან ასე, ეგვიპტე - ბნელი; ბნელი - უხედველი და უნათლო.
  • უფსკრული - სიღრმე მიუწვდომელი, რომლისა სახელი ნივთისა უზომოობას დაჰნიშნავს (ნახე ატლანტიკოსი - როგორც ვხედავთ, მისი განმარტება უფსკრულია).

ატლანტიდა - წინარე ცივილიზაციაა;

ატლანტიკოსი კი - ატლანტიდის ცივილიზაციის მცოდნე და დამაარსებელი; ატლანტიკოისი - ატლანტ + იკოისი.

  1. ატლანტ(ი) - პირველი, ხოლო ატლანტიდელი - პირ-ველი - პირველი წარმომთქმელი, პირველი მოლაპარაკე.
  2. იკოსი - ინფორმაციული წყალი, ჰიპერ-წყალი (პირველადი გამდუმარებული სამყარო, სამყაროს სივრცე, რომელსაც სისავსით წყლის დაბადების უნარი გააჩნია, პირველ წყალი). იკოსაადრი - წყლის მეტაფიზიკური ფორმაა, ჩარჩო, კრისტალური წონასწორობა, უფრო ზუსტად, ასტრალური ენერგეტიკული წყალი.

 

 

დავამთავროთ დეკოდირების პირველი ეტაპი, ჩავსვათ ბნელის მაგივრად ეგვიპტე და უფსკრულის მაგივრად ატლანტიდა: “დასაბამად ჰქმნა ღმერთმან ცა და ქუეყანა. ხოლო ქუეყანა იყო  უხილავ და განუმზადებელ და ეგვიპტე ზედა ატლანტიდისა. და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა.’’

 

მხოლოდ ქართულ ხელნაწერს, შესრულებულს ქართულ ენაზე ანუ ლაზარეს ენით, შეუძლია დაამისამართოს ატლანტიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ა ტ ლ ა ნ ტ ი დ ე ლ ე ბ ი ს  ე ნ ა ზ ე ვლაპარაკობთ კოდიფიცირებულად, ანუ მაღალ მოგვურ რანგში.

 საიდუმლოების შინაარსში ჯერ არ შევსულვართ (ანუ ენის სიდიადეში),  მხოლოდ სიტყვიერ “პაკეტებს’’ ვხმარობთ მეტყველებისას - სხვა სიბრტყეში დაუკვირვებლად ახედილს. მაგ., ყველასთვის ნაცნობი სიტყვა - ბუხარი, ადვილად მისახვედრია, რომ იგი (ბუ + ხარი) ორი სიტყვისგან შესდგება:

  • ბუ - თავდიდი ღამის ფრინველი;
  • ხარი - ზროხა ზოგადი სახელი არს ყოველთა ზროხათა, ხოლო მამალსა ზროხასა ეწოდების არი. (სულხან-საბა ორბელიანი)

ბუ და არი - ბუარი - ცეცხლის ოდაა, ცეცხლის ბუდე, სახლში მოთვინიერებული ცეცხლი.

“კვალად კედელსა სახლისასა საცეცხლესა დატანებულსა ბუხარსა უწოდენ’’. (სულხან-საბა)

რატომ დაარქვა - ბუხარი - სიტყვის ნათლიამ ეს სახელი, რომელიც ფრინველისა და მამალი ძროხისაგან (ხარი) შესდგება?!

ხომ შეეძლო მაგალითად კაჭკაჭი და ვირი დაერქვა, მაშინ ვიტყოდით - კაჭკაჭვირი დავანთოთ, ან გაქვთ კაჭკაჭვირი, ან მწვადი შევწვათ კაჭკაჭვირშიო. რა თქმა უნდა გაგეცინათ! მეც სწორედ ეგ მინდა ჩემო საყვარელო ქართველებო, რომ მხიარულებით ვიცინოთ და არა დამცინავი უცოდინარობით.

ბუხარის (ბუარ) საიდუმლოება ძალზედ დიდია და ცეცხლის დამორჩილების და მართვის საიდუმლოს მოიცავს. მაგრამ ამაზე ჯერ ტაბუ! სხვა დროს დავბაგავ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE